close
ასტრონომია - კოსმოსი

SpaceX-მა კოსმოსში  Iridium-ის 10 თანამგზავრი გაუშვა

Iridium Communications Inc-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გასულ კვირას მილიარდერი ტექნოლოგიური მეწარმის, ელონ მასკის, კომპანია SpaceX- ის მიერ გაშვებული 10 თანამგზავრი ნორმალურად ფუნქციონირებს.

პარასკევს, SpaceX- ის მრავალჯერადი რაკეტა Falcon 9-ის გაშვებამ აზრთა სხვადასხვაობა და მღელვარება გამოიწვია მოკაშკაშე კვალის გამო. სოციალურ მედიაში წერდნენ, რომ სიკაშკაშის გამო რაკეტა ,,მფრინავ თეფშს” ჰგავდა.

Iridium Communications Inc- ის ინფორმაციით, პარასკევს SpaceX- მა Iridium NEXT -ის 10 თანამგზავრის გაშვება განახორციელა. ეს იყო თანამგზავრების მეოთხე გაშვება პროექტიდან, რომლის ფარგლებში, სულ 75 თანამგზავრის გაშვება იგეგმება. 2018 წლის პირველ ნახევარში კიდევ ოთხი გაშვება განხორციელდება.

Iridium NEXT-ი – ამერიკული კომპანია Iridium Communications Inc.-ის საკომუნიკაციო თანამგზავრების მეორე თაობაა, რომელიც მოქმედი კოსმოსური აპარატების ჩანაცვლებისათვის შეიქმნა. თანამგზავრები ბგერით კავშირებსა და მობილური მოწყობილობებისათვის მონაცემების გადაცემას უზრუნველყოფს.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დედამიწის გარშემო დაბალ ორბიტაზეა გაყვანილი თანამგზავრების ფლოტი პლანეტის მთელ ზედაპირს დაფარავს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid