close
ასტრონომია - კოსმოსი

Google-ის დახმარებით NASA-მ ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა

კომპიუტერულმა ანალიზმა შორეული ვარსკვლავების ირგვლივ ორი ახალი პლანეტის  – Kepler 80g-ის და Kepler 90i -ის არსებობა აჩვენა.

ამის შესახებ Google-მა და NASA -მ განაცხადეს. ინფორმაციის თანახმად, პირველი ვარსკვლავი სისტემის ნაწილია, რომელშიც იმდენი პლანეტაა, რამდენიც დედამიწის მზის სისტემაში.

Google-მა და ტეხასის უნივერსიტეტმა ე.წ.  მონაცემებს მანქანური სწავლების (machine learning) საშუალებით, NASA-ს მონაცემები გაანალიზეს.  მანქანური სწავლება არის მიდგომა ხელოვნურ ინტელექტთან, რომელშიც კომპიუტერი „სწავლობს“. NASA აცხადებს, რომ ამ მეთოდის სიზუსტე 96 პროცენტია.

მონაცემები Kepler-ის ტელესკოპიდანაა მოწოდებული, რომელიც NASA-მ 2009 წელს პლანეტების აღმოჩენის მისიის ფარგლებში შექმნა და რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება, ვინაიდან კოსმოსური ხომალდზე საწვავის მარაგი იწურება.

პროგრამის ხელოვნური ,,ნერვული ქსელი” 670 ვარსკვლავის შესახებ მონაცემებს მოიცავს, რამაც პლანეტების Kepler 80g-ის და Kepler 90i -ის აღმოაჩენა განაპირობა. Kepler 90i-ი გახლავთ კლდოვანი მასა, რომელიც დედამიწაზე 30 პროცენტით დიდია. ის გახლავთ მერვე პლანეტა, რომელიც შორეული ვარსკვლავის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერებმა დედამიწის მზის სისტემის მიღმა რვაპლანეტიანი ქსელი აღმოაჩინეს.

„თავისუფალ დროს, ხშირად ,,ვგუგლავდი” შემდეგ ფრაზას — „ეგზოპლანეტათა პოვნა მონაცემთა დიდ წყებაში“, რის შედეგადაც შევიტყვე კეპლერის მისიისა და მის მიერ შეგროვილი უზარმაზარი ოდენობის მონაცემების შესახებ. მანქანური სწავლება ნამდვილად ნათელი სხივია სიტუაციაში, რომელშიც იმდენი მონაცემია შეგროვილი, რომ ადამიანებს მათი დამუშავება თავად არ შეუძლიათ“, — აცხადებს შალუ.

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის ინფორმაციით, ისინი Kepler-ის სხვა, 150,000 ვარსკვლავზე შეგროვილ მონაცემებს მანქანური სწავლების საშუალებით გააანალიზებენ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid