close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან უჩვეული რადიოსიგნალებს ვიღებთ

ექსპერტებმა ირმის ნახტომის ცენტრიდან უცნაური რადიოტალღები დააფიქსირეს, როდესაც ASKAP-
ის რადიოტელესკოპს იყენებდნენ. სიგნალი აქამდე შესწავლილ არცერთ ფენომენს ჰგავს და

შესაძლოა, უცნობი ვარსკვლავური ობიექტის არსებობაზე მიანიშნებდეს.

კვლევის მთავარი ავტორი და სიდნეის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
აცხადებს, რომ ობიექტის სიკაშკაშე ცვალებადია. ობიექტს ღამის ცაზე მისი კოორდინატების
მიხედვით დაარქვეს სახელი – ASKAP J173608.2-321635.

ASKAP მურჩისონის რადიოასტრონომიის ობსერვატორიაში მდებარეობს, დასავლეთ ავსტრალიაში.
შემდგომი დაკვირვებები ახალ სამხრეთ უელსში Parkes-ის რადიოტელესკოპით და სამხრეთ
აფრიკაში MeerKAT-ის ტელესკოპით ჩატარდა, თუმცა სიგნალის წყარო თავდაპირველად ვერ
მოიძებნა ცვალებადობის და პერიოდულობის გამო. სიგნალის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ
წყაროს ქცევა მკვეთრად განსხვავდებოდა წინასგან.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს🌕

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.

გეგმის თანახმად, ასტრონავტები მთვარეზე დიდი ხნით დარჩებიან, მათ მიერ შეგროვილი მონაცემების გადმოსაცემად კი არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი არ იქნება. პროგრამა LunaNet მთვარის ზედაპირზე კავშირის გადამცემი რამდენიმე კვანძის განთავსებას ითვალისწინებს. დედამიწის WiFi-სგან განსხვავებით ის უფრო მდგრადი იქნება, ამასთან, კვანძები შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებენ.

ეს ტექნოლოგია ტესტირებას დედამიწაზე გადის. NASA-ს საპილოტე პროგრამა ოჰაიოს შტატის ყველაზე მსხვილ ქალაქში, კლივლენდში ხორციელდება.

ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე 1969 და 1972 წელს იმყოფებოდნენ. 2017 წელს კი ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დედამიწის თანამგზავრის ათვისების აუცილებლობის შესახებ დირექტივას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრამდე მთვარეზე უპილოტო კოსმოსური აპარატი Artemis-1 გაემგზავრება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი თანამგზავრზე ასტრონავტები გაფრინდებიან.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პირველი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პლანეტის არსებობის ნიშნები პირველად აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თითქმის 5 ათასი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ყველა მათგანი ირმის ნახტომშია. ახლა კი მეცნიერებმა, NASA-ს რენტგენული ტელესკოპის Chandra-ს მეშვეობით გალაქტიკაში М51 სატურნის ზომის პლანეტა იპოვეს. ეს გალაქტიკა ირმის ნახტომიდან დაახლოებით 28 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზეა.

ორმაგ სისტემაში M51-ULS-1 ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელია, რომლის ირგვლივაც კომპანიონი-ვარსკვლავი ბრუნავს. ეს ტრანზიტი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც სისტემის რენტგენული გამოსხივება ნულამდე დაეცა. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ორმაგი სისტემის ირგვლივ, ორი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე სატურნის ზომის პლანეტა ბრუნავს.

თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მათ დასკვნებს მეტი შემოწმება სჭირდება და იმედს გამოთქვამენ, რომ ამას სხვა ასტრონომები გააკეთებენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტეროიდი დედამიწას ისე მოუახლოვდა, რომ ასტრონავტებმა ვერ შენიშნეს

მაცივრის ზომის ასტეროიდი, 2021 UA1, დედამიწას 3000 კილომეტრის მანძილზე ისე მოუახლოვდა, რომ მეცნიერებმა ვერ შეამჩნიეს.
ციური ობიექტის დიამეტრი მხოლოდ ორ მეტრს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ის ჩვენს პლანეტას კიდევ უფრო მოუახლოვდებოდა, დიდი ალბათობით, დედამიწის ატმოსფეროში დაიწვებოდა.
დედამიწის ისტორიაში დღემდე ორი ასტეროიდი იყო ცნობილი, რომელიც ჩვენს პლანეტას ახლო მანძილზე მოუახლოვდა : ერთი მათგანი- QG 2020, რომელმაც დედამიწას ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილის ზემოთ, 1 830 მილის მანძილზე ჩაუარა და მეორე – 2020 VT4 – რომელმაც 2020 წლის 13 ნოემბერს, დედამიწას რეკორდულად მცირე მანძილზე, 370 კილომეტრზე, ჩაუფრინა. 2021 UA1 კი მესამე ასტეროიდია, რომელიც ჩვენს პლანეტას ასე მოუახლოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ასტეროიდები ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ დედამიწაზე ზემოქმედება მოახდინონ, ბევრი მეცნიერი ემზადება შესაძლო სცენარისთვის, როდესაც უფრო დიდი ასტეროიდი ჩვენს პლანეტას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
მიმდინარე წლის მაისში, ნასამ ჩაატარა იმიტაცია, რომელიც ასეთი შემთხვევისთვის მომზადებას ითვალისწინებდა, მაგრამ დაასკვნა, რომ დედამიწაზე არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც აღნიშნულ პროცესს შეაჩერებს.
ერთადერთი რეაგირება, რაც ამ დროისთვის არის შესაძლებელი, ასტეროიდის დაცემამდე ტერიტორიის ევაკუაციაა.
ჩინელმა მკვლევარებმა კი 20-ზე მეტი რაკეტის გაგზავნა განიხილეს, რაც, მათი ვარაუდით, გიგანტურ ასტეროიდს შეაჩერებს.

წყარო : independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს, რომელსაც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებენ. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს მხარს უჭერენ კომპანიები Sierra Space, Boeing, Redwire Space, Genesis Engineering Solutions და არიზონის უნივერსიტეტი.

სადგურის სახელწოდება Orbital Reef („ორბიტალური რიფი“) იქნება და ის კოსმოსში ერთგვარი „ბიზნეს-პარკი“ გახდება. ანონსის მიხედვით. სადგურს დედამიწის ორბიტაზე მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში გაუშვებენ. მისი ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და იქ ერთდროულად 10-მდე ადამიანი შეძლებს განთავსებას.

Blue Origin-ი კოსმოსური სადგურის პროექტზე დაახლოებით ერთი წელია მუშაობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პირველი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პლანეტის არსებობის ნიშნები პირველად აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თითქმის 5 ათასი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ყველა მათგანი ირმის ნახტომშია. ახლა კი მეცნიერებმა, NASA-ს რენტგენული ტელესკოპის Chandra-ს მეშვეობით გალაქტიკაში М51 სატურნის ზომის პლანეტა იპოვეს. ეს გალაქტიკა ირმის ნახტომიდან დაახლოებით 28 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზეა.

ორმაგ სისტემაში M51-ULS-1 ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელია, რომლის ირგვლივაც კომპანიონი-ვარსკვლავი ბრუნავს. ეს ტრანზიტი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც სისტემის რენტგენული გამოსხივება ნულამდე დაეცა. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ორმაგი სისტემის ირგვლივ, ორი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე სატურნის ზომის პლანეტა ბრუნავს.

თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მათ დასკვნებს მეტი შემოწმება სჭირდება და იმედს გამოთქვამენ, რომ ამას სხვა ასტრონომები გააკეთებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს🌕

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.

გეგმის თანახმად, ასტრონავტები მთვარეზე დიდი ხნით დარჩებიან, მათ მიერ შეგროვილი მონაცემების გადმოსაცემად კი არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი არ იქნება. პროგრამა LunaNet მთვარის ზედაპირზე კავშირის გადამცემი რამდენიმე კვანძის განთავსებას ითვალისწინებს. დედამიწის WiFi-სგან განსხვავებით ის უფრო მდგრადი იქნება, ამასთან, კვანძები შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებენ.

ეს ტექნოლოგია ტესტირებას დედამიწაზე გადის. NASA-ს საპილოტე პროგრამა ოჰაიოს შტატის ყველაზე მსხვილ ქალაქში, კლივლენდში ხორციელდება.

ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე 1969 და 1972 წელს იმყოფებოდნენ. 2017 წელს კი ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დედამიწის თანამგზავრის ათვისების აუცილებლობის შესახებ დირექტივას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრამდე მთვარეზე უპილოტო კოსმოსური აპარატი Artemis-1 გაემგზავრება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი თანამგზავრზე ასტრონავტები გაფრინდებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი თავის კოსმოსურ სადგურზე პირველად გაუშვებს ქალ ასტრონავტს

დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ჩინური კოსმოსური სადგურის, Tiangong-ის ეკიპაჟის ახალი წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. მისიის(Shenzhou 13)ფარგლებში კოსმოსში გაემგზავრება პირველი ჩინელი ქალი ასტრონავტი. 41 წლის ვან იაპინი სამკაციანი გუნდის წევრია და მას პარტნიორობას გაუწევენ კაცი კოლეგები — ჟაი ჟიგანი და იე გუანგფუ.
კოსმონავტები 6 თვეს გაატარებენ Tiangong-ში, სადაც სხვადასხვა ხელსაწყოს ფუნქციონირებას შეამოწმებენ, გრავიტაციულ თუ სამედიცინო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ. ვან იაპინი კი გახდება პირველი ჩინელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავა. ასევე აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, კოსმონავტები კოსმოსში ჩინურ ახალ წელს იზეიმებენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მსახიობი უილიამ შატნერი დღეს კოსმოსში გაფრინდება და ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდება🚀

საკულტო სერიალის „ვარსკვლავური გზა“ მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი უილიამ შატნერი დღეს კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი დედამიწიდან Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის რაკეტით გაფრინდება. მასთან ერთად კოსმოსში Blue Origin-ის ვიცე-პრეზიდენტი ოდრი პაუერსი, სატელიტური კომპანია Planet-ის თანადამფუძნებელი კრი ბოშუიზნი და კორპორაცია Dassault Systèmes-ის ხელმძღვანელი გლენ დე ვრისი იმოგზაურებენ.

რაკეტა სტარტს რამდენიმე საათში აიღებს, ფრენა კი სულ 10 წუთს გაგრძელდება. 90 წლის შატნერი ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდება.

„ვარსკვლავური გზა“ (Star Trek) პირველად ეთერში 1966 წელს გავიდა. 1979 წლიდან გამოჩნდა სრულმეტრაჟიანი ფილმებიც. დღეისთვის გადაღებულია 7 ტელესერიალი (მათ შორის ერთი — ანიმაციური) და 15 სრულმეტრაჟიანი ფილმი. შატნერმა სერიალში კოსმოსური ხომალდის USS Enterprise​ კაპიტნის, ჯეიმს კირკის როლი შეასრულა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩვენს მზის სისტემას რეკორდული ზომის კომეტა უახლოვდება

კომეტა, რომელიც მეცნიერებს თავდაპირველად ჯუჯა პლანეტა ეგონათ, ჩვენი მზის სისტემის გარეთა რეგიონიდან გვიახლოვდება. ის დედამიწისთვის საფრთხის შემცველი არაა, რადგან მზეს დაახლოებით იმ დისტანციაზე ჩაუვლის, რომელიც ამ უკანასკნელსა და სატურნის ორბიტას შორისაა. ამ დროს მკვლევრებს ე.წ. ოორტის ღრუბლის შემადგენელი ამ გიგანტური ობიექტის შესწავლის უპრეცედენტო შესაძლებლობა მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ 155 კილომეტრი დიამეტრის მქონე, C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein-ად წოდებული კომეტა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი ზომის მსგავსი ასტრონომიული სხეულია და ის მზის სისტემას 3 მილიონი წელია, არ სწვევია.

ადგილი, საიდანაც ის მოდის, საკმაოდ ბნელი და შორეულია, ხოლო იქ არსებული ობიექტები სიდიდით ნამდვილად არ გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, ოორტის ღრუბლიდან მომავალ უზარმაზარ კომეტაზე დაკვირვება სპეციალისტებისთვის სერიოზული გამოწვევაა.

C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein მეცნიერებმა ბნელი მატერიის კვლევის (DES) ფარგლებში შენიშნეს, როცა ცის სამხრეთ ნახევარსფეროს ასობით ღამის განმავლობაში ინფრაწითელ და ახლო ინფრაწითელ სპექტრში აკვირდებოდნენ. მათ მთავარ სამიზნეებს მაშინ გალაქტიკები და ზეახალი ვარსკვლავები წარმოადგენდნენ, რომელთა მეშვეობითაც სამყაროს გაფართოებაზე მეტის გაგება სურდათ.

ამის მიუხედავად, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა მონაცემებში სხვა კოსმოსური სხეულებიც აღმოაჩინეს. მათ შორის იყო ზემოხსენებული კომეტაც, რომელიც მათ სახელს ატარებს. მის მახასიათებლებზე ისინი სამეცნიერო პორტალზე arXiv ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ფოტო: JPL Solar System Dynamics
მკვლევართა ანალიზის მიხედვით, C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein-მა ამჟამინდელი ტრაექტორიით მოძრაობა მაშინ დაიწყო, როცა მზისგან 40 400 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იმყოფებოდა. თუმცა, აღმოჩენის მომენტში მას მნათობისგან 29 ასტრონომიული ერთეული აშორებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის მზესთან ყველაზე ახლოს 2031 წელს მივა, როცა მათ შორის დისტანცია 10.97 ასტრონომიული ერთეული იქნება (შედარებისთვის, ჩვენი ვარსკვლავისა და სატურნის ორბიტის შემთხვევაში ეს დისტანცია 9.5 ასტრონომიული ერთეულია).

ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გიგანტური კომეტის შესწავლა ჩვენი მზის სისტემის ფორმირებისა და განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებაში დაგვეხმარება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 59
Page 22 of 59