close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ჩინურმა როვერმა მთვარის “ბნელ მხარეს” კუბის ფორმის უჩვეულო ობიექტი დააფიქსირა

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად გაუშვა “Yutu-2”, რომელმაც უცნაური, კუბის ფორმის ობიექტი დააფიქსირა.
როვერმა დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით არსებული ობიექტი მთვარის “ბნელ მხარეს”, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს, მიმდინარე წლის ნოემბერში გადაიღო, თუმცა, ფოტო საკმაოდ ბუნდოვანი აღმოჩნდა. ინტერესის დასაკმაყოფილებლად Yutu-2 უკეთესი მასალის მოპოვებას შეეცდება, რასაც 2-3 თვე დასჭირდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აპარატი ორი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებას წყვეტს, როდესაც მთვარეზე ღამეა. ასევე მაშინაც, როცა ის მზის მცხუნვარების გამო გადახურების საფრთხის წინაშეა.
სპეციალისტების მოსაზრებით, მთვარეზე დაფიქსირებული ობიექტი, სავარაუდოდ, არის დიდი ზომის ლოდი, რომელმაც ფორმა სხვა სხეულთან შეჯახების შედეგად მიიღო.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

11 დეკემბერს დედამიწას “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი მოუახლოვდება

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს დედამიწას “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი მოუახლოვდება, თუმცა, მეცნიერების თქმით, პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ასტეროიდი პლანეტას უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის.
“პოტენციურად საშიში” ეწოდება კოსმოსურ ობიექტს, რომელიც 140 მეტრზე დიდია და რომლის ორბიტაც დედამიწის ორბიტასთან 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება. ამერიკელი ასტრონომის, ელეანორ ჰელინის მიერ აღმოჩენილი “4660 Nereus-ის” დიამეტრი 330 მეტრს შეადგენს და 11 დეკემბერს დედამიწას 3.93 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის. აღნიშნული დისტანცია მთვარესა და დედამიწას შორის მანძილზე დაახლოებით 10-ჯერ დიდია.
ასტეროიდი “4660 Nereus” დედამიწას თითქმის ყოველ 10 წელში ერთხელ უახლოვდება. ყველაზე ახლოს დედამიწასთან 2060 წლის 14 თებერვალს მოვა და მისგან მხოლოდ 1.2 მილიონი კილომეტრი დაგვაშორებს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები – მთვარის ზედაპირი შეიცავს იმ რაოდენობით ჟანგბადს, რაც 8 მილიარდი ადამიანის 100 000 წლის განმავლობაში არსებობისთვისაა საკმარისი

მთვარეს ატმოსფერო აქვს, მაგრამ ძალიან თხელია და ძირითადად წყალბადის, ნეონისა და არგონისგან შედგება. მთვარის ატმოსფერო არ არის იმ სახის აირთა ნარევი, რომელსაც ჟანგბადზე დამოკიდებული ძუძუმწოვრების, ადამიანების, სიცოცხლის უზრუნველყოფა შეუძლია. თუმცა, მთვარეზე დიდი რაოდენბით ჟანგბადიც არის, მაგრამ არა აირად ფორმაში, არამედ რეგოლითში ჩაჭედილი — ქანებისა და წმინდა მტვრის ფენაში, რომელიც მთვარის ზედაპირს ფარავს.
მივიღებთ თუ არა ადამიანების მთვარეზე სიცოცხლისთვის საკმარის ჟანგბადს, თუკი ამ რეგოლითიდან ჟანგბადის გამოყოფას შევძლებთ?
მთვარის რეგოლითის თითოეული კუბური მეტრი, საშუალოდ, 1.4 ტონა მინერალს შეიცავს, მათ შორის დაახლოებით 630 კილოგრამ ჟანგბადს. NASA-ში ირწმუნებიან, რომ ადამიანებს არსებობისთვის დღეში დაახლოებით 800 გრამი ჟანგბადი სჭირდებათ. ასე რომ, 630 კგ ჟანგბადი ერთ ადამიანს, დაახლოებით, ორ წელიწადს ეყოფა. ახლა დავუშვათ, რომ მთვარეზე რეგოლითის საშუალო სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ჩვენ შეგვიძლია მისგან მთელი ჟანგბადის ამოღება. ეს ნიშნავს, რომ მთვარის ზედაპირის ზედა 10 მეტრიდან მიღებული ჟანგბადი დედამიწაზე მცხოვრებ 8 მილიარდ ადამიანს დაახლოებით 100 000 წელიწადს ეყოფოდა. ზემოთ თქმული, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოვახერხეთ ჟანგბადის მოპოვებასა და გამოყენებას. რეგოლითიდან ჟანგბადის მოპოვება მნიშვნელოვან სამრეწველო აღჭურვილობას საჭიროებს. პირველ რიგში ლითონის მყარი ოქსიდები თხევად ფორმაში უნდა
გადავიყვანოთ სითბოს გამოყენებით, ან მისი გამხსნელებთან ან ელექტროლიტებთან კომბინაციით.
დედამიწაზე ამისთვის საჭირო ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ ამ აპარატის მთვარეზე გადატანა და მის ასამუშავებლად საკმარისი ენერგიის გამომუშავება დიდი გამოწვევა იქნება.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA შეისწავლის ასტეროიდს, რომლის ღირებულებაც მეცნიერების ვარაუდით იმდენად დიდია, რომ დედამიწაზე ყველას მილიარდერად ქცევა შეუძლია

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს მიმართა, რათა შეისწავლონ ასტეროიდი სახელად 16 Psyche, – ამის შესახებ TechStartups-ი წერს.

მეცნიერების ვარაუდით ასტეროიდი მინერალების ნამდვილი საგანძურია და მისი ღირებულება $700,000 კვადრილიონია. ცნობილია, რომ იდუმალი ობიექტის შემადგენლობაში პლატინა, რკინა და ნიკელია. მისია 2022 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

ასტეროიდს სახელი „ფსიქე“ ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირის გამო დაარქვეს. ის მითოლოგიაში ადამიანის სულის განსახიერებაა.

მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ასტეროიდს დედამიწაზე ჩამოიტანენ, ეს ნედლეულზე ფასების ვარდნას გამოიწვევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნეიროქსელის საშუალებით NASA-მ 301 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

ნეიროქსელ ExoMiner-ის საშუალებით NASA-მ 301 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ციური სხეულები ტელესკოპმა „კეპლერმა“ აღმოაჩნია, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გარეშე მეცნიერები პლანეტების სტატუსს ვერ დაამტკიცებდნენ.

სულ 1990-იანი წლების შემდეგ მზის სისტემის ფარგლებს გარეთ 4870 პლანეტა აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ეგზოპლანეტები განსხვავდებიან დედამიწისგან, ვინაიდან ისინი საკუთარი ვარსკვლავების დასახლებულობის ზონის მიღმა მდებარეობენ.

ExoMiner-ი მეცნიერებს ეგზოპლანეტის სხვა ობიექტებისგან გარჩევაში ეხმარება. ნეიროქსელი NASA-ს სუპერკომპიუტერის Pleiades-ის ბაზაზე მუშაობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რუსეთმა კოსმოსში ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა, დასავლეთი აცხადებს, რომ განადგურებული თანამგზავრის ნამსხვრევები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს საფრთხეს უქმნის

რუსეთმა კოსმოსში ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა და ძველი, უმოქმედო, საბჭოთა პერიოდის თანამგზავრი გაანადგურა.

რუსეთის ამ ნაბიჯმა დასავლეთის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რაკეტის გამოცდა წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთი იარაღის ახალ სისტემებს ავითარებს.

რაკეტის გამოცდა გაერთანებული სამეფოს მთავრობის პრესსპიკერმაც დაგმო და მოსკოვს მოუწოდა, როდესაც საქმე კოსმოსს ეხება გაეროში პასუხისმგებლიანი ქცევის შესახებ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოს.

შეერთებულმა შტატები რუსეთის მიერ რაკეტის გამოცდა „საშიშ და უპასუხისმგებლო“ ქმედებად შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟს საფრთხე ემუქრება.

„შედეგად 1500-ზე მეტი ორბიტალური ნამსხვრევი წარმოიქმნა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის ინტერესებს. რაკეტის ეს გამოცდა მნიშვნელოვნად გაზრდის რისკს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებისა და კოსმონავტებისთვის. რუსეთის სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედება საფრთხეს უქმნის კოსმოსის გრძელვადიან მდგრადობას და ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის პრეტენზიები, რომ ის კოსმოსურ შეიარაღებას ეწინააღმდეგება არის არაკეთილსინდისიერი და თვალთმაქცური,“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ბრალდებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა და განმარტა, რომ  ნამსხვრევები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ვაშინგტონმა ეს კარგად იცის.

„15 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმატებით გამოსცადა რაკეტა და არამოქმედ მდგომარეობაში მყოფი რუსული კოსმოსური თანამგზავრი „ცელინა-დ“ გაანადგურა, რომელიც ორბიტაზე 1982 წლიდან იმყოფებოდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, წარსულში მსგავსი გამოცდები შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ინდოეთმაც ჩაატარეს.

წყარო : independent.co.uk , BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს განცხადებით, დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ცნობით, დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება, რომლის ზომაც ეიფელის კოშკისას აღემატება. ის ჩვენს პლანეტას მიმდინარე წლის დეკემბერში, უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის. შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ გვაქვს.

NASA-ს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, პოტენციურად საშიშად მიიჩნევა კოსმოსური ობიექტი, რომლის ორბიტაც დედამიწის ორბიტასთან 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება. სწორედ ასეთია 330 მეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი, სახელად 4660 Nereus, რომელიც ამერიკელმა ასტრონომმა, ელეანორ ჰელინმა ჯერ კიდევ 1982 წელს აღმოაჩინა.

ფოტო: Arecibo

როგორც ცნობილია, ეს ასტრონომიული სხეული ჩვენს პლანეტას 11 დეკემბერს ჩაუვლის. ამ დროს ის ჩვენგან 3.8 მილიონი კილომეტრი მანძილით იქნება დაშორებული. მომდევნო დეკადების განმავლობაში, 4660 Nereus კიდევ 12-ჯერ გვეწვევა.

კვერცხის ფორმის ასტეროიდი დედამიწასთან ყველაზე ახლოს 2060 წელს მოვა, როცა ჩვენ შორის არსებული დისტანცია მხოლოდ 1.2 მილიონ კილომეტრს შეადგენს. შედარებისთვის, მთვარისგან 384 400 კილომეტრი გვაშორებს.

აღსანიშნავია, რომ 4660 Nereus იდეალური სამიზნეა კოსმოსური ხომალდებისთვისაც, თუმცა უახლოეს მომავალში ამ კონკრეტულ ასტეროიდზე მისიის განხორციელება არ იგეგმება. მისი მიმართულებით აპარატის გაშვებას განიხილავდა, როგორც NASA, ასევე იაპონიის კოსმოსური სააგენტო, მაგრამ საბოლოოდ მათ არჩევანი სხვა ობიექტებზე შეაჩერეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

როგორი უნდა იყოს კოსმოსური კოსტიუმი?! – ვამეხ ხერხეულიძის პერსონა

სახელმწიფოები, ადამიანები ისწრაფვიან წინსვლისა და განვითარებისთვის. ამბიციებს საზღვარი აღარ გაქვს და ფართოვდება შესაძლებლობებიც. საკუთარი ინტერესის სფეროს შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენივე ქმედებები იყოს მასშტაბური, ინოვაციური და საინტერესო.

საკუთარი ცოდნისა და ინტერესებიდან გამომდინარე, ვამეხ ხერხეულიძე პლანეტა მარსისთვის მორგებული კოსტიუმის შექმნაზე მუშაობს. უსაზღვროდ საინტერესო იდეის ხორცშესხმას ის ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს. ამბობს, რომ ჯერ გარკვეული გზაა გასავლელი. თუმცა, მიზეზი ცხადზე ცხადია – როდესაც ადამიანი მარსზე ფეხს დადგამს, ის აბსოლუტურად ადეკვატურად უნდა იყოს ჩაცმული. “დოქტრინას” ხერხეულიძე თავად ესაუბრება.

დამთავრებული მაქვს სამედიცინო უნივერსიტეტი. ასე, 4 წლის განმავლობაში ვიმუშავე ექიმად. აქედან 2 წელი – ისრაელში. სამედიცინო განათლების სფეროში ვასწავლიდი ოთხ უნივერსიტეტში რამდენიმე წლის მანძილზე და ახლაც ვასწავლი. ამ ეტაპზე, გადმორთული ვარ ტექნოლოგიებზე”.

თქვენი იდეა მარსისთვის შესაბამისი კოსტიუმის  შექმნას გულისხმობს. უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს ის?

იდეას თავისი ისტორია აქვს – ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შეგვექმნა ნამდვილი, სრულიად ახალი ტიპის კოსმოსური კოსტიუმი, კონკრეტულად მარსისთვის. რეალურად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული მარსზე ფეხის დადგმის შემთხვეევაში. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნები, მთავრობები, ლიდერები, კერძო კომპანიები უამრავ ტექნოლოგიას ქმნიან. მაგრამ არავინ ფიქრობს, შექმნას სრულყოფილი კოსტიუმი. ლოგიკურად, გამიჩნდა კითხვა, როგორ მივდივართ მარსზე, თუ არ გვაქვს კოსტიუმი?

აქედან დაიწყო ყველაფერი.

ამ იდეის განხორციელება ფინანსებთანაა დაკავშირებული. რა მეთოდს მიმართეთ?

მერე რომ მივხვდით, შესაბამის კოსტიუმს სამი ადამიანი ავტოფარეხში ვერ ააწყობდა, რადგან არაადამიანური თანხებია საჭირო, გადავწყვიტეთ, სხვა მეთოდი აგვერჩია, როგორიცაა სტარტაპი. ეს გზა დაიწყო მეხანძრის კოსტიუმით. გზა არის ასეთი – ტექნოლოგიების ძირითადი ნაწილი, რომელზეც კოსმოსური კოსტიუმი დგას, შესაცვლელია. ყველაფერი უნდა შეცვალო იმისთვის, რომ ძალიან მაგარი შედეგი მიიღო.

რისთვის გახდა საჭირო, რომ შეგექმნათ მეხანძრის უნიფორმა?

დავინტერესდით და მთელი ინდუსტრია შევისწავლეთ, თუ როგორი და რა შესაძლებლობების ფორმები აქვთ ახლა მეხანძრეებს. ვნახეთ, რომ საუკეთესო უნიფორმებსაც კი, ძვირადღირებულს, დაცვის უნარი აქვს 8-10 წამი. ჩვენი პირველადი ტესტებით მაშინ ვიყავით ასე ნახევარ წუთზე ასული. როცა ამ მიმართულებით გადავერთეთ, უკვე მინიმუმ ერთწუთიან დაცვაზე ავდივართ და თან ეს უნიფორმა უფრო მსუბუქია.  ამ უნიფორმას 18 თვე მოვანდომეთ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვქმნით ისეთი მატერიებისგან, რომლებიც არ “იქცევიან”, როგორც ნაჭრები. ანუ აბჯარი უნდა ააწყო და არა – ქურთუკი.

მიზანია, ნელ-ნელა, ეტაპობრივად  მივიდეთ კოსმოსურ კოსტიუმამდე. მაგრამ მანამდე, ერთი-ორი ახალი ტექნოლოგიის გამოგონებით, უკვე შევქმენით გარკვეული პროდუქტები სხვადასხვა ბაზრისთვის და, სანამ მარსამდე გავაღწევთ, იქამდე შევქმნით პროდუქტებს, გამოვიმუშავებთ თანხებს და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ გავიდეთ მარსამდე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Amazon-ი ინტერნეტსატელიტების კოსმოსში გაშვებას 2022 წლის ბოლოსათვის გეგმავს

Amazon-ის განცხადებით, საკუთარი ინტერნეტსატელიტის, Project Kuiper-ის, კოსმოსში გაშვებას 2022 წლის ბოლოსათვის გეგმავს.

კომპანიამ შეავსო შეერთებული შტატების კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი ფორმა საკუთარი სატელიტების პროტოტიპების, KuiperSat-1-სა და KuiperSat-2-ის, ოპერირებისათვის ლიცენზიის მოსაპოვებლად. Amazon-ის ინფორმაციით, ინტერნეტის სატელიტები RS1 რაკეტის დახმარებით განთავსდება კოსმოსში.

Project Kuiper „ამაზონის“ ახალი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე 3,236 სატელიტი უნდა განათავსოს, რათა მსოფლიოსათვის სწრაფ ინტერნეტზე წვდომა უზრუნველყოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ ასტრონავტების მთვარეზე დაშვება 2025 წლამდე გადადო

ამერიკული მისია მთვარეზე, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები დედამიწის ზედაპირზე უნდა დაშვებულიყვნენ, 2025 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ CNBC ბილ ნელსონზე დაყრდნობით იტყობინება.

NASA-ს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი ადამიანი მთვარეზე 2024 წელს დაბრუნებულიყო ტექნიკურად ვერ განხორციელდებოდა. მისივე თქმით, გადაიდო არა მარტო მთვარეზე დაშვება, არამედ პროგრამის სხვა ეტაპებიც. კერძოდ, თანამგზავრის გარშემო უპილოტო აპარატის ფრენა 2021 წლის ნაცვლად 2022 წლის გაზაფხულზე განხორციელდება, ეკიპაჟიანიხომალდი კი მთვარეს 2023 წლის ნაცვლად 2024 წელს ჩაუფრენს.

Nasa ადამიანის მთვარეზე დაბრუნებას პროგრამა Artemis-ის ფარგლებში გეგმავს. მისიას ხომალდებით ილონ მასკის კომპანია SPACE X-ი უზრუნველყოფს. მისიის ფარგლებში NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 59
Page 21 of 59