close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინურმა როვერმა მთვარის “ბნელ მხარეს” კუბის ფორმის უჩვეულო ობიექტი დააფიქსირა

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად გაუშვა “Yutu-2”, რომელმაც უცნაური, კუბის ფორმის ობიექტი დააფიქსირა.
როვერმა დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით არსებული ობიექტი მთვარის “ბნელ მხარეს”, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს, მიმდინარე წლის ნოემბერში გადაიღო, თუმცა, ფოტო საკმაოდ ბუნდოვანი აღმოჩნდა. ინტერესის დასაკმაყოფილებლად Yutu-2 უკეთესი მასალის მოპოვებას შეეცდება, რასაც 2-3 თვე დასჭირდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აპარატი ორი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებას წყვეტს, როდესაც მთვარეზე ღამეა. ასევე მაშინაც, როცა ის მზის მცხუნვარების გამო გადახურების საფრთხის წინაშეა.
სპეციალისტების მოსაზრებით, მთვარეზე დაფიქსირებული ობიექტი, სავარაუდოდ, არის დიდი ზომის ლოდი, რომელმაც ფორმა სხვა სხეულთან შეჯახების შედეგად მიიღო.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response