close

პოლიტიკა

იზნესიოლიტიკა

ირანელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის გამო 4-მა ქვეყანამ თეირანში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადა

_116052945_gettyimages-1223515395

12 დეკემბერს, ირანში სიკვდილით დასაჯეს ჟურნალისტი, სახელად რუჰოლა ზამა. მას ბრალად ედებოდა ანტისამთავრობო ვებსაიტის, Amad News- ს მართვა, Telegram-ზე ირანის მთავრობის ოფიციალურ პირთა წინააღმდეგ საზიანო ინფორმაციის გავრცელება, ჯაშუშობა და ირანის მთავრობის გადატრიალების მცდელობა. ის ასევე მიიჩნეოდა 2017 წლის აქციების ორგანიზატორად.

Telegram-მა წაშალა ყველა საშიში შინაარსის პოსტი, რაც ეხებოდა ირანის აქციებს და ეწინააღმდეგებოდა კომპანიის წესებს, თუმცა მოგვიანებით სხვა სახელით ისევ დაიწერა.

რუჰოლა ზამს პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც 2017 წლის საპროტესტო აქციების ინტერნეტსივრცეში გაშუქება დაუდასტურდა. თუმცა, მისი დაკავება ერაყში, 2019 წლის ოქტომბერში მოახერხეს და ივნისში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ირანელი ოპოზიციონერის სიკვდილით დასჯას გამოეხმაურა ოთხი ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ავსტრია. ამ ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს თეირანში ჩანიშნულ ბიზნეს ფორუმს, რომელიც ორშაბათს, 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო. მოგვიანებით კი ფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს მისი გადადების შესახებ.

ევროკავშირი მკაცრად გმობს ჟურნალისტის მკვლელობას. საფრანგეთი კი ამ ფაქტს ბარბაროსულს და მიუღებელს უწოდებს.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკა

ნამიბიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკოსმა, რომელსაც სახელად ადოლფ ჰიტლერი ჰქვია

ნამიბიის პრეზიდენტი

ნამიბიაში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 85%-ით გაიმარჯვა პოლიტიკოსმა, რომლის სრული სახელი ადოლფ ჰიტლერ უუნონაა. ბატონი უუნონა ამბობს, რომ სახელი მამამ დაარქვა სწორედ ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის საპატივცემულოდ.

1884-1915 წლებში ნამიბია გერმანიის კოლონიის შემადგენლობაში შედიოდა, დაპირისპირება ხშირად იყო ადგილობრივებსა და გერმანელ კოლონიზატორებს შორის, რასაც ათასობით ადგილობრივის სიცოცხლე ეწირებოდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სამხრეთ აფრიკის კავშირი გადავიდა ბრიტანეთის მხარეს და გერმანიის კოლონიური ჯარიც განადგურდა. ნამიბიამ საბოლოო დამოუკიდებლობა 1990 წელს მოიპოვა.  მიუხედავად იმისა, რომ ნამიბიაში გერმანული ჯარების გასვლის შემდეგ 105 წელი გავიდა, მრავალი გერმანული დასახელების ქალაქი და ადამიანების სახელია შემორჩენილია. ადოლფი, ისევე როგორც სხვა ბევრი გერმანული სახელი არც ისე იშვიათია ნამიბიაში.

ნამიბიელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას არაფერი აკავშირებს ნაცისტურ იდეოლოგიასთან და არ აპირებს არჩევნების შედეგის შემდეგ მსოფლიო დომინირებაზე იფიქროს. ”ბავშვობაში ეს სრულიად ნორმალურ სახედად მივიჩნიე”-აცხადებს უუნონა, თუმცა როდესაც გაიზარდა შემდეგ მიხვდა ვისი სახელს ატარებდა. რა თქმა უნდა, უუნონა არაფერ შუაშია და არც აპირებს სახელის შეცვლას.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკააქართველო

საქართველოში 17 ნოემბერს მაიკ პომპეო ჩამოვა

1595578192

მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკაამხედრო

რა ხდება მთიან ყარაბაღში?

2tdgfn

,,ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ჯერ არავინ უსმენს მათ”

შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დღესაც გრძელდება მთიანი ყარაბაღის გამო. სომეხი მოსახლეობითა და დიასპორით დასახლებული ტერიტორია ზერბაიჯანში მდებარეობს. 27 სექტემბერს განახლდა შეიარაღებული კონფლიქტი, აზერბაიჯანის სამინისტროს ინფორმაციით სომხეთმა ისევ მიიტანა იერიში ქალაქ ტერტერზე.

რამ გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება?

ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის გაურკვეველია, რადგან ორივე მხარე განსხვავებულ მოტივებზე საუბრობს. აზერბაიჯანი ამბობს, რომ სომხეთმა მათი პროვოცირება გამოიწვია, ხოლო სომხეთი ამბობს, რომ აზერბაიჯანული ჯარები  თავს დაესხნენ და სომხეთმაც საპასუხო იერიში მიიტანა. დაძაბულობამ ივლისში მომხდარი რამდენიმედღიანი შეტაკების შემდეგ მოიმატა, რასაც აზერბაიჯანის მხარის მონაცემებით 11 აზერბაიჯანელი ჯარიკაცი დ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რა არის რუსეთისა და თურქეთის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში?

რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში კი თურქეთი და რუსეთი სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. რუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის გრძელვადიანი მხარდამჭერია იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.

თურქეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ყარაბაღი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის პრობლემა და ეს საკითხი თურქეთის ინტერესებშიც შედის. პრესკომფერენციაზე ერდოღანმა აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ანკარა მზად არის აზერბაიჯანსა და სომხეთს დავის მოგვარებაში დაეხმაროს.

20 სექტემბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა სამადლობელი სიტყვა საქართველოს მიმართ, რაც უკავშირდება რუსეთიდან იარაღით მომარაგების ხელშეშლას:,,საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანა. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავები სომხეთს კასპიის ქვეყნების ტერიტორიის გავლით იარაღით საჰაერო გზით ამარაგებენ. საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ“

რას ფიქრობს დანარჩენი მსოფლიო?

,,ყველას სურს სიმშვიდე, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ჯერ არავინ  უსმენს მათ”. ნატო და ევროკავშირი ორივე მხარეს სთხოვს დაუყოვნებლივ საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ცხადია ამ კონფლიქტის მოგვარება მსგავსი სამხედრო გზით შეუძლებელია, რადგან შეიძლება ომის მასშტაბები მთიან ყარაბაღს გასცდეს და გახდეს მთავარი პრობლემა მსოფლიოსთვის.

წყარო: CNN

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკა

იაპონიის მთავრობა საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია

იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს სამედიცინო დანადგარების გადაცემით დაეხმაროს. ინფორმაცია იაპონიის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

მისივე მიხედვით, დეტალები ორმხრივი შეთანხმების შედეგად დაზუსტდება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის, რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას.

„საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინააღმდეგ და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებისას, თუმცა ეს არამხოლოდ COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ზომების აღმოფხვრას ემსახურება, არამედ ამით იაპონია მხარს უჭერს საქართველოს; საშუალო და გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, იაპონიის მთავრობის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც სამედიცინო სისტემის გაძლიერებას.

ადამიანთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, იაპონიამ საქართველოს მრავალი მხარდაჭერა აღმოუჩინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საზოგადოების არც ერთი ნაწილი არ რჩება დახმარების მიღმა და ეს პროექტები მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ემსახურება.

მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარების გეგმა (პირველი ფაზა)“, რომელიც JICA-ს მეშვეობით ხორციელდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მზის პანელების დამონტაჟება.

გარდა ამისა, ბოლო 20 წლის განმავლობაში გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამების ფარგლებში განხორციელდა 180 პროექტი (საერთო ჯამი 18,115,814 აშშ დოლარი). ეს პროექტები მოიცავდა სამედიცინო ტექნიკით მომარაგებას, სახანძრო მანქანების გადაცემას, სარწყავი სისტემების დამონტაჟებას, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, სკოლების განვითარების ხელშეწყობას და სხვა.

იაპონიის მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ სამედიცინო დახმარებით საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს არამხოლოდ კორონავირუსის გამოწვევებს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ქართველი ერის ბრძოლას კაცობრიობის საერთო მტერთან, ახალ პანდემისთან. იაპონიის მთავრობა ამ მხარდაჭერით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხმარება და გამოხატავს იაპონელი ერის კეთილგანწყობას საქართველოსადმი, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კონომიკაოლიტიკააქართველო

კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

fulipensia

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

რეგისტრაციის პროცესი პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე – www.moh.gov.ge – რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ, მათ ავტომატურად დაერიცხებათ შესაბამისი კომპენსაცია.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებულები და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ჯგუფში შედიან

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები;

მეწარმე ფიზიკური პირები

პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები;

ინდივიდუალური მეწარმეები.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

საკონტაქტო მონაცემები

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

გარდა ამისა, უნდა ატვირთოს რაიმე დოკუმენტი, რომლითაც შემოსავლის მიღების ფაქტი დასტურდება – ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა ინდენტიფიცირება, ეს შეიძლება იყოს შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა.

ასევე, 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია. კომპენსაციის მიღება მოხდება გადაწყვეტილების მიღების 10 სამუშაო დღეში.

ვისაც არ აქვს შესაძლებლობა თავად გაიაროს რეგისტრაცია, უნდა მიმართოს დასაქმების სააგენტოს ან და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს.

ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ინსტრუქცია

წყარო : ghn.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკააქართველო

ქართველ ემიგრანტებს იტალიაში ცხოვრების და მუშაობის უფლება ეძლევათ

koronavirusi_w_h

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ახალი წესის თანახად, იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე შევიდნენ, უფლება აქვთ, იტალიაში 6 თვით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადი შეავსონ. დოკუმენტების შევსება მათ პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე შეეძლებათ.

იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალქეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კონომიკაოლიტიკააქართველო

დამლაგებლები, ძიძები, მძღოლები დახმარებას ვერ მიიღებენ – ჯანდაცვის სამინისტრო

5ea70e199c9f1

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც რომლებიც ფიზიკურ პირთან მუშაობდნენ, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ.

თვითდასაქმებულები, რომლებიც მუშაობდნენ ოჯახში, როგორც დამლაგებლები, ძიძები, მძღოლები დახმარებას ვერ მიიღებენ.

ბარკალაიას განმარტებით, ფიზიკური პირის მიერ გაცემული ცნობა დახმარების მისაღებად საკმარისი არაა.

„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი.

ცნობა აუცილებლად უნდა გაიცეს იურიდიული პირის მიერ.

იმ შემთხვევაში თუ მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი.

თუმცა თუ პირი მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი“,- განუცხადა რუსთავი 2-ს თამილა ბარკალაიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკა

იაპონიის საელჩომ თბილისს 100 ძირი საკურას ნერგი აჩუქა

41818947

თბილისის მერიამ და იაპონიის საელჩომ ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქცია მოაწყვეს. ღონისძიების ფარგლებში დაირგო 100 ძირი საკურას ნერგი, რომელიც იაპონიის საელჩომ დედაქალაქს საჩუქრად გადასცა. აქცია გაგრძელდება და ბოტანიკურ ბაღს მალე სხვადასხვა ჯიშის მცენარეები შეემატება.

“იაპონიის საელჩოს ხელმძღვანელობით ჩვენ გადმოგვეცა 100 ძირი საკურას ნერგი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, იაპონიის საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ ძალიან  დიდი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს შორის, ჩვენ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დავაახლოვოთ ურთიერთობები,”  – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ომუნიკაციაოლიტიკააქართველორანსპორტი

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში პირადობის მოწმობით შემოვლენ

flags

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შემოვლენ. ეს ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს.

ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს.

„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, – წერია დადგენილებაში.

ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 16
Page 4 of 16