close
პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების 6 იანვრის მოვლენები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც უნდა დაემტკიცებინათ ჯო ბაიდენის გამარჯვება, რის გამოც კონგრესის სხდომა დროებით შეწყდა.

კაპიტოლიუმში შეჭრა დონალდ ტრამპის მომხრეებმა პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ გადაწყვიტეს, სადაც ტრამპმა თქვა, რომ ჯო ბაიდენს გამარჯვებას არ დაუთმობდა. კაპიტოლიუმის შენობაში ესკალაციისა და სამართალდამცავებთან შეტაკების შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც, ხოლო დაკავებულია 52.

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტამპს მოუწოდა მხარდამჭერებისთვის მიემართა ტელევიზიის საშუალებით, რათა შეეწყვიტათ კაპიტოლიუმის შტურმი. ტრამპმა კი Twitter-ის  საშუალებით მიმართა მომხრეებს შემდეგი სიტყვებით: ,,ახლა საჭიროა, რომ წახვიდეთ სახლში. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება. ჩვენ წესრიგი და კანონიერება გვჭირდება”.

დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ მოხერხდა კონგრესის სხდომის განახლება და ოფიციალურად დაადასტურეს ჯო ბაიდენის გამარჯვება. განახლებული სხდომა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა და დაგმო ძალადობრივი ქმედებები.

6 იანვარს აშშ-ში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში, მათ დაგმეს ესკალაცია. საბოლოოდ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და ჩაინიშნა თარიღი, 20 იანვარი, როდესაც გაიმართება ჯო ბაიდენის ინაუგურაცია და მშვიდობიანი გზით გადააბარებს დონალდ ტრამპი სახელმწიფოს მმართველობას.

აშშ-ს დედაქალაქში მოქმედებდა კომენდანტის საათი, საღამოს ექვსი საათიდან დილის ექვს საათამდე. 6 იანვარს მომხდარი არეულობის გამო კი საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა, სანამ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბიადენის ინაუგურაცია დასრულდება.

ისტორიაში პირველად Twitter-მა გაყინა დონალდ ტრამპის ანგარიში, სადაც პრეზიდენტი მიმართვებს აქვეყნებდა, მას ასევე დაუბლოკეს Facebook-ის და Instagram-ის ანგარიშებიც 12 საათით.

აშშ-ში 6 იანვარს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ნამდვილად შემაძრწუნებელია მთელი მსოფლიოსთვის, ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის დემოკრატიაზე და შავ ლაქად ჩაიწერება ისტორიაში.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0