close
ბიზნესიპოლიტიკა

ირანელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის გამო 4-მა ქვეყანამ თეირანში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადა

12 დეკემბერს, ირანში სიკვდილით დასაჯეს ჟურნალისტი, სახელად რუჰოლა ზამა. მას ბრალად ედებოდა ანტისამთავრობო ვებსაიტის, Amad News- ს მართვა, Telegram-ზე ირანის მთავრობის ოფიციალურ პირთა წინააღმდეგ საზიანო ინფორმაციის გავრცელება, ჯაშუშობა და ირანის მთავრობის გადატრიალების მცდელობა. ის ასევე მიიჩნეოდა 2017 წლის აქციების ორგანიზატორად.

Telegram-მა წაშალა ყველა საშიში შინაარსის პოსტი, რაც ეხებოდა ირანის აქციებს და ეწინააღმდეგებოდა კომპანიის წესებს, თუმცა მოგვიანებით სხვა სახელით ისევ დაიწერა.

რუჰოლა ზამს პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც 2017 წლის საპროტესტო აქციების ინტერნეტსივრცეში გაშუქება დაუდასტურდა. თუმცა, მისი დაკავება ერაყში, 2019 წლის ოქტომბერში მოახერხეს და ივნისში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ირანელი ოპოზიციონერის სიკვდილით დასჯას გამოეხმაურა ოთხი ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ავსტრია. ამ ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს თეირანში ჩანიშნულ ბიზნეს ფორუმს, რომელიც ორშაბათს, 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო. მოგვიანებით კი ფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს მისი გადადების შესახებ.

ევროკავშირი მკაცრად გმობს ჟურნალისტის მკვლელობას. საფრანგეთი კი ამ ფაქტს ბარბაროსულს და მიუღებელს უწოდებს.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response