close

პოლიტიკა

პოლიტიკასაქართველო

,,Human Rights Watch-ი” 2016 წლის საქართველოს აფასებს

,,Human Rights Watch-ი”  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. გასული წლის ანგარიში საქართველოსაც შეეხო და  ჩვენი ქვეყნის მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა მოიცვა.

ორგანიზაციის განცხადებით, 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული პროცესი, თუმცა საარჩევნო უბნების თითქმის ერთ-მესამედზე ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებსა და ძალადობრივ დაპირისპირებებს.

,,ევროკავშირისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად,  საქართველოში კვლავ გრძელდება ბრძოლა დისკრიმინაციასა და ანგარიშვალდებულებების გარშემო.  მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულებების არასათანადო კვლევამ  დღის წესრიგში დააყენა პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხიც.  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულებები პრობლემად რჩება, რადგან საქართველოს არ გააჩნია ეფექტური მექანიზმი მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების სათანადო კვლევისთვის. ამის ფონზე კი,  პარლამენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო  კანონი, რომელიც ითვალისწინებს დისკრიმინაციის აღმკვეთ  ღონისძიებებს, სხვადასხვა უმცირესობისა და  ქალთა უფლებების დარღვევის დროს,” – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

ანგარიში შეეხო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (,,საია”) მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის ნოემბრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის  სულ მცირე 62 შემთხვევა გამოვლინდა და მათგან 45  სამართალდამცავების მიერ ძალადობის ფაქტია. ,,საია”-ს განცხადებით, სახელმწიფომ ვერ შეძლო სათანადოდ გამოეკვლია ეს შემთხვევები. ანგარიშში ხაზგასმულია 22 წლის დემურ სტურუას თვითმკკვლელობის ფაქტიც და მის მიერ დატოვებულ საბრალდებო წერილი, რომელშიც გარდაცვლილი ამ ყველაფრის მიზეზად სამათალდამცავს ასახელებს.

ორგანიზაციის ყურადღება მიიქცია გასულ წელს წამოჭრილმა დავამაც იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ქორწინება განსაზღვრული როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ასევე, გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2016 წელს ტრანსგენდერებზე თავდასხმის 20-მდე შემთხევვა დაფიქსირდა.

,,Human Rights Watch-ის” ყურადღება მიიქცია სახელმწიფოს არაკონსტიტუციურ კანონმდებლობამ, რომელიც უშიშროების სამსახურს  აძლევს სატელეფონო საუბრებთან შეუზღუდავ წვდომას. ,,რუსთავი 2-ის” დავამ კი, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავს, წარმოშვა კითხვები სახელმწიფოს მიერ მედიის საქმიანობაში  უხეში ჩარევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ,,Human Rights Watch-ის” საკმაოდ ვრცელი საჯარო მოხსენება, საქართველოს გარდა, კიდევ 90-ზე მეტ ქვეყანას შეეხება და კრიტიკული თვალით დანახულ რეალობას აღწერს.

 

წყარო: http://hrw.org/

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკასაქართველო

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი დაამტკიცა

დღეს, 20 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში 90-დღიანი ვადით უვიზო გამგაზვრებას, მათ ვინც  ისარგებლეს ამ შეღავათით კვლავაც ექნებათ იგივე შესაძლებლობა, მხოლოდ 180 დღის ინტერვალით.

,,ქართული მხარის მიერ გაწეული დიდი სამუშაოდან გამომდინარე, საბჭომ თვალსაჩინოდ ასახა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრეზიდიუმი მიიჩნევს რომ სწორია სანდო რეფორმების გატარება და მათი ხელშეწყობა,” – განაცხადა სლოვაკეთის მხარის წარმომადგენელმა, რობერტ კალინაკმა.

როგორც ცნობილია, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოთხოვნა კომისიაში 2016 წლის 9 მარტში შეიტანეს. კომისიის დადგენილებით ქვეყანას გააჩნია ყველა საჭირო კრიტერიუმი, რათა გათავისუფლდეს სავიზო ვალდებულებებისგან. ახლა კი, როცა შეთანხმება უკვე დადასტურდა  მუდმივი წარმომადგენლობითი კომიტეტის მიერ, რეგულაციები წარდგენილი იქნება ეუროპარლამენტის პირველ მოსმენაზე და მოგვიანებით თვითონ საბჭოს მის კანონში გასატარებლად.

 

წყარო:  http://www.eu2016.sk/en

მასალა მოამზადა: თამარ  დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
პოლიტიკა

Pepsi – გამაგრილებელ სასმელში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს

კომპანია Pepsi-მ  გამაგრილებელ სასმელში შაქრის დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გზით კომპანია ცდილობს, სიმსუქნისა და კლიმატის ცვლილების პრობლემას შეებრძოლოს.
ნიუ იურკში დაფუძნებული კომპანიამ ორშაბათს განაცხადა, რომ 2025 წლისთვის მის მიერ წარმოებული სასმელის ორი მესამედი ყოველ 12 უნციაზე (1 უნცია= 28,34952 გ) მხოლოდ 100 კალორიის შემცველობა ექნება.
Pepsi-ს ეს ნაბიჯი იმ ზეწოლის შედეგია, რასაც ჯანდაცვის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კომპანიასა და მის კონკურენტ „კოკა-კოლაზე“ ახორციელებენ, რაც სიმსუქნისა და დიაბეტის ეპიდემიის გავრცელებაში მათ დადანაშაულებაში გამოიხატება.
„პეპსი“ აცხადებს, რომ მისი ახალი გლობალური მიზანი წინა მიზანთან შედარებით, რაც 2020 წლისთვის გარკვეულ სასმელში შაქრის 25 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებდა, გაცილებით უფრო ამბიციურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე კვირის წინ შაქრიან სასმელზე გადასახადის დაწესების რეკომენდაცია გასცა. საფრნგეთმა და მექსიკამ ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, ასეთი გადასახადი უკვე დააწესეს. თუმცა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიები ჯანმოს ამ რეკომენდაციას არ ეთანხმებიან.
მიუხედავად სახელწოდებისა, „პეპსის“ 63 მილიარდიანი წლიური შემოსავავლიდან კოლაზე მხოლოდ 12 პროცენტი მოდის. შემოსავლეის 25 პროცენტი გაზიან სასმელ Mountain Dew-ზე,  ხოლო დანარჩენი – წყლებზე, წვენებსა და საკვებზე.

წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკასოფლის მეურნეობა

გურიაში ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა

გურიაში, აგროპროექტ ”დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღები გააშენეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხსენებული კომპანიები პროგრამაში 2016 წელს ჩაერთნენ.
”ლურჯი ველისა“ და ”მოცვის“ მიერ გაშენებული ბაღების ფართობი 5-5 ჰექტარს შეადგენს. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის მათ 75 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს. ორივე ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 66,096.16 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8,903.84 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
”გურიის რეგიონში აგროპროექტ ”დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 24 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის ”დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აგროპროექტ ”დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: – ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

წყარო: http://ibusiness.ge/
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკა

დიდი ოცეულის ქვეყნებს გარემოს დაბინძურების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

დიდი ოცეულის ქვეყნებმა წიაღისეული საწვავის წარმოების მხარდასაჭერად ოთხჯერ მეტი დახარჯეს ვიდრე განახლებადი ენერგიის სუბსიდირებისთვის, რითაც მათ ეჭვქვეშ დააყენეს ვალდებულება, რომ შეეჩერებინათ მსოლიოში კლიმატის ცვლილება.

ამის შესახებ ზღვის გადაღმა განვითარების ინსტიტუტმა (ODI) ხუთშაბათს განაცხადა.

ანალიტიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, დიდმა ოცულმა 2013-2014 წლებში პირდაპირი ხარჯებისა და საგადასახადო შეღავათების სახით ეროვნული სუბსდირებისთვის საშუალოდ 78 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, დიდი ოცეულის ქვეყნების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა დამატებით 286 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია  წიაღისეული საწვავის წარმოებაში განახორციელეს. ხოლო ამასთან დაკავშირებულმა საჯარო ფინანსებმა წლიურად საშუალოდ 88 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, განახლებადი ენერგიის სუბსიდიის ოდენობა 2013 წელს დაახლოებით 121 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.

თურქეთი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს, წიაღისეულისაწვავის წარმოებისთვის 2013-2014 წლებში ყოველწლიურად სულ ცოტა 627 მილიონი დოლარის ოდენობის სუბსიდიას იხდიდა .

გარდა ამისა, თურქულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა წიაღისეული საწვავის წარმოებისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

„წიაღისეულისაწვავის წარმოების ხელშეწყობით დიდი ოცეულის ქვეყნების მთავრობები ძირს უთხრიან კლიმატთან დაკავშირებულ ვალდებულებებს,“ – აცხადებს ODI.

დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები 15-16 ნოემბერს თურქეთში შეხვდებიან , სადაც დღის წესრიგში კლიმატის ცვლილების საკითხი იდგება. საფრანგეთში კი თითქმის 200 ქვეყნის წამომადგენელი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე მოლაპარაკებებს გამართავენ, რათა კლიმატის ცვლილების შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.

წელს, ნატო-ს წევრ თურქეთის სურს მსოფლიო ლიდერებმა სირიასა და ერაყის კონფლიქტები განიხილონ, რის შედეგადაც ქვეყანაში 2 მილიონი დევნილი იმყოფება.

ოქსფამის ადვოკატირებისა და კამპანიებისდირექტორის მოადგილესტივფრაის თომასმა განაცხადა, რომ განვითარებული ქვეყნები არ ასრულებენ თავიანთ დაპირებას, რომ ღარიბქვეყნებს კლიმატის ცვლილების ადაპტირეაში დაეხმარებიან.

„იგივე მთავრობები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ქვანახშირის და ნავთობის ინდუსტრიის ხელშესაწყობად. მათ უნდა შეწყვიტონ დამაბინძურებლების დაფინანსება და ამის ნაცვლად დაეხმარონ ღარიბ ვეყნებს კლიმატის ცვლილებების შედეგების გამკლავებაში.“

სრულად ნახვა
1 14 15 16
Page 16 of 16