ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ არიან ადამიანები ასე დარწმუნებულები, რომ დედაბუნების დამარცხებას შეძლებენ? შეიძლება, მამონტები და დინოზავრებიც ასე ფიქრობდნენ, როცა ხიდან მშვიდად მიირთმევდნენ ფოთლებს, მაგრამ ვიცით, როგორც დასრულდა მათი ამბავი, არა?
გვჯერა, რომ ბუნება ცდილობს, ჩვენი ყურადღება მიიპყროს. გაეროს მონაცემებით, 1970 წლიდან მოყოლებული, შტორმების, წყალდიდობებისა და გვალვის რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. ასე რომ, სწორედ ის დროა, ამპარტავნება გვერდით გადავდოთ და დავაფასოთ ბუნების ძალა.ზოგი ადამიანის დარწმუნება ამაში საკმაოდ რთულია. ამიტომაც სტატიაში გთავაზობთ ბუნების ძლევამოსილების 20 მაგალითს, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ადამიანის ხელით შექმნილი პროდუქტი არაფერია მასთან შედარებით.




































