close

მსოფლიო

კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები ასახელებენ ფერმენტს, რომელიც, შეიძლება, ადამიანების ნაწილში დეპრესიის გამომწვევი მიზეზი იყოს

მსოფლიოში დეპრესიის პრობლემა დაახლოებით 280 მილიონ ადამიანს აწუხებს. ახალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც, შესაძლოა, პასუხისმგებელი იყოს რეპროდუქციული ასაკის ზოგიერთ ქალში დეპრესიის გამოწვევაზე.
ვუჰანის უნივერსიტეტის სამედიცინო მკვლევარმა დი ლიმ და მისმა კოლეგებმა შეადარეს 18-დან 45 წლამდე ასაკის 91 ქალის სისხლის შრატი, რომლებსაც დეპრესია აწუხებდათ 98 ქალის სისხლის შრატს, რომლებსაც დეპრესია არ აწუხებდათ. მეცნიერები გაოცდნენ, როდესაც აღმოჩნდა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს შრატში ესტრადიოლის დონე თითქმის ნახევარი ჰქონდათ.
იდეა, რომ ესტრადიოლი დაკავშირებულია დეპრესიასთან 100 წელზე მეტია არსებობს. ესტრადიოლის ბუნებრივი დაქვეითება მენოპაუზის დროს და ორსულობის შემდეგ აშკარად დაკავშირებულია განწყობის უარყოფით ცვლილებებთან.
დეპრესიის კავშირი ესტრადიოლთან, სავარაუდოდ, ხსნის, თუ რატომ არის ის ორჯერ უფრო ხშირი ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ესტრადიოლი საკვერცხეებში წარმოიქმნება, ღვიძლში მეტაბოლიზდება და შემდეგ გადადის ნაწლავში. აქ კი ჰორმონი ნაწილობრივ ხელახლა შეიწოვება სისხლძარღვში.
გენის ანალიზმა აჩვენა, რომ K. aerogenes ესტრადიოლს გარდაქმნის ესტრონად ფერმენტით, რომელსაც ეწოდება 3β-HSD. ამ ფერმენტის გენის E. coli-ში შეყვანამ და შემდეგ თაგვების ამ ბაქტერიებით დაინფიცირებამ ესტრადიოლის იგივე ვარდნა და დეპრესიის სიმპტომების გაჩენა გამოიწვია.
თაგვებს 3β-HSD-ით, რომლებიც აწარმოებენ E. coli-ს, ასევე ჰქონდათ ესტრადიოლის დაბალი დონე თავის ტვინში, მათ შორის ჰიპოკამპში, ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩართულია დეპრესიაში. ეს ყველაფერი ერთად აღებული იმაზე მეტყველებს, რომ მიკრობებით წარმოქმნილი ფერმენტი ტვინის პრობლემებს იწვევს.
წინა კვლევაში, მკვლევარებმა დაადგინეს იგივე ფერმენტის დონის ზრდა დეპრესიულ მამაკაცებში; ფერმენტს ასევე შეუძლია ტესტოსტერონის დაქვეითება.
„ორივე კვლევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ 3β-HSD ფერმენტი მონაწილეობს დეპრესიის განვითარებაში და რომ ეს კავშირი სქესზე არ არის დამოკიდებული“, – განმარტავენ მკვლევარები.
გარკვეული აქცენტი გაკეთდა ესტროგენის შემცვლელ თერაპიაზე, როგორც ქალებში დეპრესიის შესაძლო მკურნალობის გზაზე, მაგრამ მეცნიერთა გუნდი აღნიშნავს, რომ 3β-HSD-ის გამომმუშავებელმა ბაქტერიამ შეიძლება  რეციდივები გამოიწვიოს.
„ნაწლავში ესტრადიოლის დამშლელი ბაქტერიები შეიძლება ინტერვენციისთვის უკეთესი სამიზნე იყოს“, – აღნიშნავენ ისინი.
კვლევა Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.

Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.

„FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, — წერს განცხადებაში Pfizer-ი.

პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ტკივილს ის სულ რაღაც 15 წუთში ამსუბუქებდა.

„Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“, — ამბობს ახალი ინგლისის ნევროლოგიისა და თავის ტკივილის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი ქეთლინ მულინი.

პრეპარატის ორმაგად ბრმა ცდები 1405 ადამიანზე ჩატარდა. ნახევარს სპრეის ერთი დოზა მისცეს, ნახევარს კი პლაცებო.

აღმოჩნდა, რომ ორი საათით ადრე დაწყებული შაკიკის ტკივილს სპრეი მნიშვნელოვნად ამცირებდა.

Zavzpret-ი, ასევე ცნობილი, როგორც Zavegepant-ი, შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად Pfizer-მა კომპანია Biohaven-ისგან შარშან შეიძინა 10 მილიარდ დოლარად.

ამერიკის შაკიკის ფონდის მონაცემებით, შაკიკის თავის ტკივილი დაახლოებით 39 მილიონ ამერიკელს აწუხებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ბავშვებისთვის ხილის წვენის დღიური ნორმა – პედიატრების რეკომენდაცია

,,ნუ მისცემთ ბავშვებს დიდი რაოდენობის ხილის წვენს”,-  ამის შესახებ აშშ-ის პედიატრიის აკადემიამ განაცხადა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლის ასაკის (7-18 წლის) ბავშვებისთვის ხილის წვენის მიღების დღიური ლიმიტი, დაახლოებით, 230 გრამია, 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის -170 გრამი, ხოლო 1-3 წლის ასაკითვის – არაუმეტეს 115 გრამისა, რაც შეეხება ჩვილებს, მათთვის წვენის მიღება საერთოდ არაა რეკომენდებული.

„აღნიშნული რეკომენდაციები შემდეგ არგუმენტს ეფუძნება, ხილის წვენი გახლავთ ბოჭკოვანი ხილი, რომელიც გარკვეულ ვიტამინებს არ შეიცავს და აზიანებს კბილებს,“ – განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის პედიატრი სტივენ აბრამსი, რომელიც აშშ-ის პედიატრიის აკადემიის მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ავტორია.

მისივე თქმით, ბევრ პედიატრი საკითხს ზედმეტად რადიკალურად უდგება და მშობლებს აფრთხილებვს, ხილის წვენი თავიანთ შვილებს საერთოდ არ დაალევინონ. „საუკეთესო გამოსავალი ზომიერების დაცვაა“, განაცხადა ოჯახის ექიმმა გარი ლეროიმ, რომელმაც სპეციალური ჯანმრთელობის ცხრილი  – 5-2-1-0 შექმნა, სადაც 5 არის ხილისა და ბოსტნეულის დღიური პორციის დაოდენობა, 2- არის ეკრანთან პატარების ხდომის 2 საათიანი ლიმიტი, 1 – ფიზიკური აქტივობის დრო და 0 – შაქრიანი სასმელის დღიური დოზა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გაითვალისწინებენ მშობლები აღნიშნულ რეკომენდაციებს, რომელიც გასულ წელს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციების გავრცელების შემდეგ, ბევრმა კომპანიამ საბავშვო ხილის წვენის წარმოება შეაჩერა.

 

წყარო :https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

დადასტურებულია – წითელ ღვინოსა და შოკოლადს ანტივირუსული ეფექტი აქვს

წითელ ღვინოსა და შოკოლადს ანტივირუსული ეფექტი აქვს – ამაზე ალბათ აქამდეც გსმენოდათ, თუმცა, ახლა, საბოლოოდ, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად ასეა. 

სულ ახლახან, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ამერიკული ცენტრის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყურძენი და კაკაო, შესაბამისად, წითელი ღვინო და შოკოლადი, შეიცავს ქიმიურ ნივთიერება რესვერატროლს, რომელსაც  ანტივირუსული ეფექტი აქვს.

 სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს – რესვერატროლი ადამიანის უჯრედებს დაუმატეს, იმ უჯრედებს -რომლებიც დავირუსებული იყო. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ნაერთის არსებობა არ აძლევდა მათ გამრავლების საშუალებას.

მეცნიერები ამაზე არ შეჩერდნენ და რესვერატროლი უჯრედების გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენეს და აღადგინეს ფისკალური ციკლი -გაიზარდა ტელომერების სიგრძე. როგორც ცნობილია, სიბერე სწორედ ტელომერების სიგრძის შემცირებასთან ერთად მოდის. თუკი ასე ვიმსჯელებთ, საკმაოდ სენსაციურ დასკვნამდე მივდივართ.

რესვერატროლს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ანტისიმსივნური ეფექტიც აქვს და თრგუნავს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.

წყარო:   MedicalXpress

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწამსოფლიო

ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ბუნებაზე ძლევამოსილი არაფერია დედამიწაზე

ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ არიან ადამიანები ასე დარწმუნებულები, რომ დედაბუნების დამარცხებას შეძლებენ? შეიძლება, მამონტები და დინოზავრებიც ასე ფიქრობდნენ, როცა ხიდან მშვიდად მიირთმევდნენ ფოთლებს, მაგრამ ვიცით, როგორც დასრულდა მათი ამბავი, არა?

გვჯერა, რომ ბუნება ცდილობს, ჩვენი ყურადღება მიიპყროს. გაეროს მონაცემებით, 1970 წლიდან მოყოლებული, შტორმების, წყალდიდობებისა და გვალვის რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. ასე რომ, სწორედ ის დროა, ამპარტავნება გვერდით გადავდოთ და დავაფასოთ ბუნების ძალა.ზოგი ადამიანის დარწმუნება ამაში საკმაოდ რთულია. ამიტომაც სტატიაში გთავაზობთ ბუნების ძლევამოსილების 20 მაგალითს, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ადამიანის ხელით შექმნილი პროდუქტი არაფერია მასთან შედარებით.

20. საოცარია იმის ნახვა, როგორ იბრძვის ბუნების ქმნილება სიცოცხლისთვის.

image

19. ბუნება ყოველთვის გამონახავს გზას, გადარჩეს.

image

18. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მკაცრი ზღვარია გავლებული, მაგრამ არა – ბუნებისთვის.

image

17. ხალხს უყვარს მოდური შენობები, თუმცა, ბუნებას მწვანე ფერი ურჩევნია.

image

16. ამ ხეებმა მძიმე ცხოვრება გამოიარეს, მაგრამ მაინც მყარად დგანან.

image

15. ადამიანის ხელით შექმნილი შეიძლება გაჩერდეს, ბუნების ძალას კი ვერაფერი შეაჩერებს.

image

14. საინტერესოა, იმალება თუ არა რამე ისტორია ამ ფოტოს უკან.

image

13. საინტერესოა, როგორი იქნება ეს ადგილი რამდენიმე წელიწადში.

image

12. როგორ ისწრაფვის მცენარე სიცოცხლისკენ…

image

11. ძველ სახლს სხვა გზა აღარ დარჩა იმის გარდა, რომ შეეგუოს ასეთ გარემოცვას.

image

10. ისე ჩანს, თითქოს მონსტრმა ახლახან შეჭამა თავისი მსხვერპლი.

image

9. პაწაწინა მწვანე მცენარემ გახეთქილ, გამომშრალ მიწაში მაინც იპოვა გზა, რომ გაიხაროს.

image

8. ყველაზე რომანტიკული ადგილი, რაც მატარებლის ძველი გვირაბებისა და ბუნების ერთობლივი ძალისხმევითაა შექმნილი.

image

7. აი, ნამდვილი ბუნების შემოსევა!

image

6. ბუნების პრიორიტეტი მშვიდობაა.

image

5. ბუნების ძალის შეჩერება ბეტონსაც კი არ შეუძლია.

image

4. შეიძლება, ხალხმა უარყოს, მაგრამ ბუნება დააფასებს.

image

3. ახლა უკვე ამ ხეს შეუძლია, დაინახოს და გაიგოს.

image

2. ეს ფოტო პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს ჰგავს.

image

1. მუნკის “კივილის” ბუნებისეული ვერსია

image

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

მეცნიერები: სამყაროს ორეული ჰყავს, რომელშიც დრო საპირისპირო მიმართულებით მიდის

ჩვენი სამყარო შესაძლოა პარალელური სამყაროს მხოლოდ „სარკისებური ანარეკლი“ იყოს, რომელიც ანტიმატერიისგან არის შექმნილი და დრო იქ პირიქით მიდის.  კანადელი მეცნიერების თეორია, შესაძლოა ფენტეზი ჟანრის წიგნის სათაურივით ჟღერდეს, თუმცა ის რამდენიმე პარადოქსის ახსნის საშუალებას იძლევა.

ახალი მოდელის თანახმად, დიდი აფეთქების მომენტში შეიქმნა ორი სიმეტრიული სამყარო: ერთი ისეთი, რომელშიც ვცხორობთ, მეორე კი მისი სარკისებური ანარეკლი, რომელშიც დრო საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს.

კანადელ მეცნიერებს კიდევ არაერთი დეტალი აქვთ გასარკვევი თეორიის დასამტკიცებლად, თუმცა მათი ნააზრევი ბევრი მეცნიერისთვის უბრალო ფანტაზიის ნაყოფი არ არის და ფიზიკის ამერიკული საზოგადოების ჟურნალმა მას ვრცელი სტატია მიუძღვნა. 

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

„Corona“-ს მწარმოებელმა თავისი სოფლის ყველა მაცხოვრებელი ერთ დღეში მილიონერად აქცია

მილიარდელმა ანტონიო ფერნანდესმა, რომელიც 2016 წლის აგვისტოში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის თანასოფლელებს თავის ქონების ნაწილი, 210 მლნ.$ დაუტოვა, ამის შესახებ ესპანური გამოცემა The Local -ი იუწყება.
ფერნანდესი  1917 წელს დაიბადა, ოჯახში 13 დედმამიშვილი იზრდებოდა, უკიდურესი სიღატაკის გამო ანტონიოს სკოლის მიტოვება მოუწია, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა.
1949 წელს 32 წლის ანტონიომ მშობლიური ოჯახი დატოვა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად მექსიკაში გაემგზავრა, სადაც გახსნა ლუდსახარში Grupo Modelo, შემდეგ გახდა კომპანიის გენერალური მდივანი და ლუდი Corona-ს ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე.
ამბობენ, რომ უშვილო მილიარდერი, რომელიც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა, სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა მშობლიურ სოფელს – სერესალეს დელ კონდადოს, სადაც მხოლოდ 80 ღარიბი ადამიანი ცხოვრობდა.
ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა თითოეულ თანასოფლელს ანდერძით ორი მილიონი ევრო დაუტოვა და სოფელი, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა, მილიონერების სოფლად აქცია.

ანტონიო ფერნანდესი  ესპანელების ხსოვნაში უანგარო სიკეთისა და კეთილშობილების მაგალითად დარჩა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებიმსოფლიო

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება.

პრობლემა ის არის, რომ კაკაო ტროპიკული ტყეში, ვიწრო ზოლებად მოდის, ანუ იმ ადგილებში, სადაც მაღალი ხეები და სხვადასხვა სახის ტროპიკული მცენარეები ხარობს. იქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და წვიმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთნაირია. გლობალური დათბობისა და დედამიწაზე ჰაერის გამოშრობის პირობებში კი, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა შეიცვლება. სწორედ ამიტომ ჩნდება ჩვენი პლანეტიდან შოკოლადის გადაშენების საშიშროება.

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

უორენ ბაფეტი – წარმატება მხოლოდ სიყვარულით იზომება ❤

საერთაშორისო კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი, უორენ ბაფეტი იშვიათად ცდება. განსაკუთრებით, როცა საქმე ინვესტიციებსა და ინოვაციას ეხება. „თუ ჩემს ასაკში თქვენზე კარგს არავინ იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა გექნებათ საბანკო ანგარიშზე, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება კატასტროფაა“- ასე განუმარტა, ბაფეტმა სტუდენტებს „წარმატება“.

მისი აზრით, წარმატება არ უკავშირდება სიმდიდრეს, ძალაუფლებას, დიდებას. აქ გადამწყვეტი მხოლოდ სიყვარულია:

„პრინციპში, ჩემს ასაკში, წარმატებას თქვენც იმის მიხედვით შეაფასებთ, რამდენი ადამიანი გეყვარებათ სინამდვილეში. მე ვიცნობ ხალხს, ვისაც საკმაოდ ბევრი ფული აქვს, პატივისცემის ნიშნად, ვინ იცის რამდენ ვახშამზე იწვევენ ან მათ სახელს რამდენ რამეს მიაწერენ, მაგრამ, რეალურად, არავის უყვარს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იცხოვრებთ. საქმე იმაშია, რომ სიყვარულს ვერ იყიდით. შეიძლება, იყიდოთ სექსი, სადღესასწაულო სადილი და ა.შ. მაგრამ ხალხს თავი მხოლოდ თქვენი ქცევით უნდა შეაყვაროთ. ეს ცოტა გამაღიზიანებელია, თუ ბევრი ფული გაქვთ. შესაძლოა, გიფიქრიათ კიდეც, „ვიყიდი სიყვარულს მილიონ დოლარად”, მაგრამ ასე არ ხდება. უბრალოდ, სიყვარული უნდა გასცეთ და რაც მეტს გასცემთ, უკან მით მეტი სიყვარული დაგიბრუნდებათ”

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

ბერმუდის სამკუთხედი – საიდუმლოებით მოცული ადგილი ატლანტის ოკეანეში

ბერმუდის სამკუთხედი, ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები საიდუმლოდ უჩინარდებიან. ტერიტორია შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა, დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, დამთავრებული უცხოპლანეტელების გავლენამდე. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება არ ვლინდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ბევრი ახალი ინფორმაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარები იყო აღწერილი, თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

წყარო: Sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 90
Page 7 of 90