close

მსოფლიო

ეკოლოგიამსოფლიო

თალიბების ლიდერი ავღანელებს ხეების დარგვისკენ მოუწოდებს

თალიბების ლიდერი – ჰიბატულა ახუნძადა, ავღანელებს ხეების დარგვისკენ მოუწოდებს.

მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებსა და მებრძოლებს მოუწოდებს „დედამიწის გასალამაზებლად და ყოვლისშემძლე ალაჰის სასარგებლოდ“ დარგონ „ერთი ან რამდენიმე ხე”.

ხე-ტყით უკანონო უკანონო ვაჭრობისა და გათბობის მიზნით ავღანეთში ხეების მასობრივი ჭრა ხორციელდება, რის გამოც ქვეყანას ტყეების განადგურების სერიოზული საფრთხე ემუქრება.

თალიბანის ლიდერის გარემოსადცვით საკითხზე გაკეთებული ეს „სპეციალური გზავნილი“ უპრეცედენტოა და მკვეთრად განსხვავდება ავღანეთის მთავრობისა და ნატოს მხარდამჭერების საწინააღმდეგო „ცეცხლოვანი“ რიტორიკისგან.

,,ხეების პლანტაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვაში, ეკონომიკურ განვითარებასა და დედამიწის კეთილმოწყობაში;  ხეების დარგვა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობა ის საქმიანობაა, რომელსაც ამქვეყნიური ჯილდოც ახლავს და იმქვეყნიურიც,” – აცხადებს ახუნძალა ჯიჰადის ვებგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

თალიბანი, ან თალიბანის მოძრაობა, ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პროპუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში (სანამ ნატოს ჯარებისა და ანტითალიბანური ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად თალიბანის ხელისუფლება დაემხო).  თალიბანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

თალიბები ოპიუმის უკანონო წარმოებასთან არიან დაკავშირებული.

მათ საკუთარი საიტი აქვთ, რომელიც პაშტოს, დარის, არაბულ, ურდუსა და ინგლისურ ენებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თალიბების ვებგვერდს ავღანეთის ხელისუფლება ბლოკავს, საიტის ადმინისტრატორები, რომლებიც ავღანეთის გარეთ მუშაობენ ამ პრობლემას მალევე უმკვლავდებიან. უნდა ითქვას, რომ თალიბები XXI საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს, სოციალური ქსელების ჩათვლით საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

10 მოწინავე ქვეყანა ტელეფონზე დარეკვის  სიძვირის მიხედვით

 

ქალაქის ტელეფონებიდან მობილურ ტელეფონებზე დარეკვისას მოქმედი ფიქსირებული გადასახადები ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური წესით დგინდება და გამოითვლება შესაბამისად, რაიმე უნიფიცირებული ფორმულის არსებობა გამორიცხულია. აქედან გამომდინარეობს ის დიდი სხვაობებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევებში ასე თვალშისაცემია.

წარმოდგენილი ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ქვეყნის განვითარების დონესა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის ღირებულებას შორის არანაირი პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. უფრო პირიქით –  აქ არანაირი ლოგიკა არ იკითხება:

ქვეყანა/ღირებულება(ცენტი/წუთი)

  1. ახალი ზელანდია –43,6
  2. ეგვიპტე –41,6
  3. პოლონეთი– 40,7
  4. შვეიცარია–38,6
  5. ესპანეთი–36,2
  6. ინგლისი–30,7
  7. პორტუგალია–29,9
  8. დანია –27,5
  9. ავსტრალია–27,0
  10. მექსიკა –25,0

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიამსოფლიო

ტუტანჰამონის საიდუმლო ოთახს თანამედრეოვე ტექნოლოგიის საშუალებით მოძებნიან

არქეოლოგები თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარაონის – ტუტანჰამონის, საიდუმლო ოთახის ძიების დაწყებას აპირებენ.

ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ეგვიპტის მეფის 3,300 წლის დასასვენებელი ადგილის სიღრმის სკანირებისთვის სარადარო სისტემებს გამოიყენებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საიდუმლო ოთახში ფარაონის დედის, ნეფერტიტის ნეშტი და ტონობით განძი ინახება.

ტუტანჰამონის საფლავი დიდი ხანია „წყევლასთან“ ასოცირდება. საფლავი პირველად 1923 წელს ბრიტ ჰოვარდ კარტერმა და მისმა გუნდა აღმოაჩინა. ლორდ კარნარვონს, რომელიც გათხრებს აფინანსებდა, მწერმა უკბინა და გარდაიცვალა.

ამას მოჰყვა იმ რადიოლოგისტის სიკვდილი, რომელმაც სამარხს რენტგენი გადაუღო. ერთ-ერთი არქეოლოგი, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა, დარიშხანით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. 26-კაციანი გუნდიდან ექვსი საფლავის აღმოჩენიდან ათი წლის მანძილზე სხვადასხვა ვითარებაში გარდაიცვალა.

 

წყარო: http://www.theladbible.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალი

ბავშვთა სექსუალური ძალადობით მოვაჭრე საიტის ადმინისტრატორს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს  

ამერიკელ მამაკაცს, რომელიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტომასალით მოვაჭრე საიტს აკონტროლებდა, 20 წელი მიუსაჯეს.

დევიდ ლინ ბროუინგი საიტ ,,Playpen-ის” მეორე დაპატიმრებული ადმინისტრატორია. იგივე სასჯელი იანვარში საიტის კიდევ ერთ მამაკაცს მიუსაჯეს.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ბროუინგი საიტის უფროსი ოპერატორი იყო.  იგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მთელი სიცოცხლის მანძილზე სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიტი ანონიმური ქსელის ,,Onion Router (Tor)-ის”
საშუალებით ოპერირებდა.

FBI-იმ  ,,Playpen-ის” დასახურად 2015 წელს სპეცოპერაცია ჩაატარა. დახურვამდე ორი კვირის განმავლობაში საგამომძიებლო ბიურო საიტის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.  ,,Playpen-ს”დაახლოებით 150,000 წევრი ჰყავდა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, FBI-ის სპეცოპერაციას საიტთან დაკავშირებული 51 ადამიანის დაპატიმრება და 55 ბავშვის გათავისუფლება მოჰყვა, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

 

 წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალი

BBC აუდიტორია #115-ის, ,,ფრესკოსა” და ,,ბიბლუსის” თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება

BBC აქვეყნებს სტატიას, რომელშიც  ნათქვამია, რომ დასაქმებული ქართველების ნაწილი  მედიასაშუალებებით ცდილობს საზოგადოებას უფლებების დაცვისა და სოლიდარობისკენ მოუწოდოს. მათი ძირითადი მიზანია საქართველოში შრომის პირობების გაუმჯობესებაა, ,,მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ისტორიაში სხვა დროსაც ყოფილა შრომის კოდექსის დარღვევით გამოწვეული  დემონსტრაციები, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მოძრაობას ასეთი ფართო გამოხმაურება მოჰყვა”- ნათქვამია სტატიაში.

როგორც ცნობილია, მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც წიგნის მაღაზიათა ქსელის ,,ბიბლუსის” 6-მა თანამშრომელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისინი აპროტესტებენ დაბალ ხელფასებს,  უსამართლოდ გაზრდილ სამუშაო დროსა და ცუდ პირობებს. ვიდეო, რომელიც აუდიტორია  #115-ის Facebookპროფილზე აიტვირთა, ამჟამად  უკვე 100 000-ზე  მეტმა ადამიანმა ნახა.

BBC-ის თქმით, აუდიტორია #115, რომლის წევრებიც თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადრეც იბრძოდნენ ჯერ სტუდენტების უფლებების, შემდეგ კი მშრომელთა უფლებების დასაცავადაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ  დანარჩენი დასაქმებულებიც უნდა შეუერთდნენ მოძრაობას, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე საერთოა და პრობლემა თითქმის ყველა დაწესებულებაში ამგვარადვე დგას დღის წესრიგში. პარალელურად სტატიაში ხაზი გაესვა სუპერმარკეტების ქსელის ,,ფრესკო” წინააღმდეგ გამოთმული პროტესტსაც.

საქართველომ საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC)  მოთხოვნით,  2013 წელს შეიტანა გარკვეული ცვლილებები შრომის კოდექსში, ორგანიზაციასთან საქართველო უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 1998 წლის 19 ნოემბერს, ის საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 220 000 წევრს და მისი მიზანია არადისკრიმინაციული გარემოს შექმნის წახალისება, სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებისა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების თავისუფალი განვითარება; საქართველოს ინტეგრირება ევროპასთან; ფუნდამენტური და დემოკრატიული უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ორგანიზაციას არ გაუკეთებია კომენტარი თანამშრომლების აქციასთან დაკავშირებით.

სტატიის დასასრულს ხაზი გაესვა რომ ,,ბიბლუსის” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ზრუნავენ საკუთარ თანამშრომლებზე, რაც როგორც ვიდეოდან ჩანს, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიო

საიგა ანტილოპას გადაშენება ემუქრება

საიგა ანტილოპას სახეობას გადაშენება ემუქრება.

დასავლეთ მონღოლეთში წვრილფეხა მცოხნელების ჭირის ვირუსით (Peste des petits ruminants) 2,000-ზე მეტი ანტილოპა დაიღუპა. მეცნიერები შიშობენ, რომ დაავადება ისედაც გადაშენების პირას მყოფი სახეობის გაქრობას გამოიწვევს. 

ველური ბუნების დაცვის საზოგადოების (WCS) მეცნიერები, რომლებიც დაზარალებულ რეგიონში მუშაობენ, აცხადებენ, რომ დაავადება „საგანგაშო“ სისწრაფით ვრცელდება. პირველი შემთხვევა 2 იანვარს გამოვლინდა, ამ დროიდან დღემდე კი 2 500-მდე საიგა ანტილოპაა დაღუპული.

დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებად დახოცილ ცხოველებს  წვავენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ დაავადების გავრცელების რეგიონში სხვა იშვიათი სახეობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ, მათ შორის ჯიხვი და დიდ რქებიანი ცხვარი. „აქ ასევე ცხოვრობს დაახლოებით 1,5 მილიონი მონღოლური ქურციკი, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის გავლით მიგრირებენ. თუკი დაავადება აღმოსავლეთში გავრცელდება და ქურციკებს დააზარალებს, ეს შესაძლოა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად დამანგრეველი აღმოჩნდეს,” – აცხადებენ ველური ბუნების დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ისაა, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე ველურ ბუნების გაქრობით ენდემურ თოვლის ლეოპარდს საკვების გარეშე დატოვებს.

ცხვრის, თხის და სხვა შინაური ცხოველების ჯოგებს ვაქცინაცია ჩაუტარეს, თუმცა WCS-ის აზიის ჯანდაცვის პროგრამის ვეტერინარის დოქტორ ამანდა ფაინის განცხადებით საიგების გადაშენების თავიდან ასაცილებლად საჭიროა არა მხოლოდ ამ  სახეობის არამედ სხვა ცხოველების „შემდგომი იმუნიზაცია“.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

,,Google -ს” სურს, რომ ჩინეთში ,,Play store-ი” შეიტანოს

რბილად რომ ვთქვათ, ,,Google–ის”  მოქმედება ჩინეთში საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ არ არის გასაკვირი, რომ ის მაინც ეძებს თავის გზას განვითარებისა და გაფართოებისკენ.

,,Google -ს”  სურს, რომ ჩინეთში  ,,Play store-ი”  შეიტანოს, რადგან უფრო მომგებიანი იქნება მისთვის. ,,Google-ი” ვერ აკონტროლებს ჩინეთში ანდროიდებს, რადგან მისი ,,Play store-ი” არ არის სათანადოდ გამართული, რაც იწვევს საკმაოდ დიდ პრობლემებს ანდროიდებზე.

ეს მოლაპარაკება რომ არ გამოვიდეს და რომ ვერ შექმნან  ,,Play store-ი” ჩინეთში, ორივესთვის მაინც ხელსაყრელია ერთმანეთთან თანამშრომლობა, სხვადასხვა საკითხის გამო.

 

წყარო: http://enterpreneur.com/

  მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

  ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

რა საფრთხე ემუქრება აზიასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს? – მეცნიერები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

მეცნიერები აცხადებენ, რომ პარაზიტ armyworm-ის შესაჩერებლად, რომელიც ანადგურებს მარცვლეულს და სწრაფად ვრცელდება აფრიკაში, სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.

სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომის მატლი მთავარ საფრთხეს სასურსათო უსაფრთხოებასა და სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობას უქმნის. ორგანიზაციის განცხადებით, პარაზიტი აზიასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთსაც მიაღწევს.

„ეს ინვაზიური სახეობა სერიოზული მავნებლია, რომელიც სწრაფი ტემპით ვრცელდება აფრიკაში და პოტენციურად გავრცელდება აზიაში. სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნათესებისა და ფერმერთა საარსებო წყაროს გამანადგურებელი დანაკარგი,“ – აცხადებს სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრის მეცნიერი-  მეთიუ კოკი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მუხლუხო ან მისი კვერცხები აზიის კონტინენტზე იმპორტირებული საქონლის მეშვეობით მოხვდებიან.

აშშ-ის სურსათისა და სოფლის-მეურნეობის ორგანიზაცია (Food and Agriculture Organization) 14-16 თებერვალს საგანგებო სხდომას გამართავს და გამოსავალის გზებზე იმსჯელებს.

ზამბიამ დაზარალებულ რეგიონებში პესტიციდების მოსასხმელად არმიის თვითმფრინავები გამოიყენა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსაქართველოსოციოლოგია

პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და საქართველო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერების დონე. ძირითადი კრიტერიუმებია: მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, კორუფციის დონე, სოციალური დახმარება, პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი, მაღალი ანაზღაურება და ა.შ.

158 ქვეყნიდან პირველ ადგილს დანია იკავებს, აღნიშნულ ქვეყანაში განათლება და ჯანდაცვა უფასოა, მაღალია მშპ, სამსახურის დაკარგვის ან ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება მოქალაქეებს. როგორც ცნობილია, მაღალი საშემოსავლო გადასახადებია, თუმცა ეს თანხა ძირითადად ინვესტირებულია განათლებასა და ჯანდაცვაში. კვირაში საშუალოდ 37 საათს მუშაობენ. მთავრობის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებას, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეიგრძნონ ცხოვრება, წარსულით კმაყოფილები, აწმყოთი ბედნიერები და მომავლის მოიმედენი არიან. ასეთი მიდგომა კი ამცირებს სტრესს და მეტად შინაარსიანს ხდის მათს ყოველდღიურობას.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველო 126-ე ადგილზეა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ: შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი.

ბოლო ადგილზე კი ბურუნდის რესპუბლიკაა. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი-  56-ე, თურქეთი –  78-ე, აზერბაიჯანი – 81-ე, სომხეთი კი 121-ე ადგილს იკავებს.

შვეიცარია დათოვლილი მწვერვალებით, ჩანჩქერებითა და სხვადასხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანაა. საზოგადოება კეთილგანწყობილებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი რძიანი შოკოლადი სწორედ შვეიცარიაში გამოჩნდა.

ისლანდიაში მაღალ დონეზეა ჯანდაცვა, განათლება და ეკოლოგია. როგორც წესი, მათი ძირითადი საქმიანობა თევზჭერაა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ქვეყანა ყველაზე მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყნებს შორისაა.

ნორვეგიელების საშუალო ხელფასი 5000 ევროა. ნორვეგია აღიარებულია, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა, უმუშევრობის დაბალი დონით, ბუნებრივი რესურსებითა და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით უთუოდ იმსახურებს ადგილს „ბედნიერი ქვეყნების“ ხუთეულში.

ფინეთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა. კორუფციის დაბალი, ხოლო განათლების მაღალი დონეა. ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ გაერო წელსაც გეგმავს კეთილდღეობის ინდექსის დადგენას მსოფლიოს მასშტაბით.

 

წყარო: dailymail

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიო

მსოფლიოში პირველად, დანიას ციფრული ელჩი ეყოლება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენის განცხადებით, დანია მსოფლიოში პირველ ციფრულ ელჩს დანიშნავს, რომელიც იმუშავებს ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ,,Apple-ი”, ,,Google-ი” და ,,Microsoft-ი”.

ახალი და პერსონალური დიპლომატის აუცილებლობას საგარეო საქმეთა მინისტრი იმით ხსნის, რომ ქვეყანას სჭირდება მჭიდრო ურთიერთობების  ქონა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მსოფლიო ამინდს ქმნიან.
მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული ციფრული ელჩი სწორედ ამ კომპანიებთან შეასრულებს დიპლომატიურ მისიებს და პერმანენტულად ითანამშრომლებს მათთან.
ექსპერტების თქმით, ამის საჭიროება ნამდვილად დადგა მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეშიც, რადგანაც სწორედ  ასეთი დიდი კომპანიები წყვეტენ მსოფლიოში მიმდინარე მრავალი პროცესის ბედს.
დანიაში უკვე   გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. მაგალითისათვის, ,,FACEBOOK-ი” და ,,Apple-ი” უკვე გეგმავენ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას და ე.წ. მონაცემთა ცენტრის მშენებლობას. ჯერჯერობით უცნობია, როდის დანიშნავენ ციფრულ ელჩს, თუმცა, როგორც ანონსებიდან ვიტყობთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

 

 

წყარო: foreignpolicy.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 86 87 88 89 90
Page 88 of 90