close
სოფლიოოლიტიკა

აშშ-მა სირიის აეროდრომზე იერიში მიიტანა

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ მან სირიის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

ტრამპის განცხადებით ეს იყო პასუხი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის  რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და ამერიკის ,,სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესიდან” გამომდინარე ქმედება.

ორმა ამერიკულმა სამხედრო გემმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან ათობით საკრუიზო რაკეტით ასადის აეროდრომზე  იერიში განახორციელა.

ეს ფაქტი, სავარაუდოდ, სირიაში ამერიკის სამხედრო როლის ესკალაციას გამოიწვევს. ტრამპის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზრდის აშშ-ის დაპირისპირებას რუსეთთან და ირანთან, ასადის ორ ძირითად სამხედრო მხარდამჭერთან.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას ტრმაპმა „კაცობრიობის შეურაცხყოფა“ უწოდა და კონგრესის რამდენიმე წევრს განუცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს განიხილავს.

ინფორმაციას  თურქეთის ლიდერი გამოეხმაურა. თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეფ თაიპ ერდოღანმა -ტელეკომპანია „Kanal 7-ის” ეთერში განაცხადა, რომ ანკარა შეერთებულ შტატებს სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მხარს დაუჭერს.

ბოლო მონაცემებით, სირიაში ქიმიურ შეტევას 27 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid