close
მსოფლიო

ჩეხეთში ასი წლის ლუდი აღმოაჩინეს – მეცნიერებმა ის თანამედროვე ლუდს შეადარეს

ჩეხეთში სამი ბოთლი ლუდი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერთა შეფასებით, ასი წლისაა.

ლუდი იმდენად კარგად იყო შენახული, რომ მკვლევარებმა, ქიმიური ანალიზის შედეგად,  მისი ორიგინალური მახასიათებლების აღწერა შეძლეს. მათ ლუდი დააგემოვნეს კიდეც.

როგორც ჩანს, ლუდი პირველი მსოფლიო ომის დროს დაამზადეს და ლუდსახარშის დიდ ცივ სარდაფში შეინახეს.

ლუდი, რომელიც მუქი მინის ბოთლში იყო მოთავსებული და დალუქული, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთი ლუდსახარშის რეკონსტრუქციის დროს აღმოაჩინეს.

პრაღის ,,Research Institute for Brewing and Malting-ის” მეცნიერებმა ლუდის ანალიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა მე-20 საუკუნის ლუდის ხდის პროცესს და იმ ქიმიურ ცვლილებებს გაცნობოდნენ, რომელიც ლუდმა ამ დროის განმავლობაში განიცადა.

ლუდის ანალიზი მკვლევარებმა მისი დაგემოვნებით დაიწყეს. „საუკუნოვანი ლუდის ნიმუშის მცირე მოცულობის გამო ლუდის სენსორული ანალიზი ჩვენი სენსორული პანელის მხოლოდ ხუთმა წევრმა ჩაატარა. გემოსა და არომატის აღწერილობითი ანალიზი ბოთლების გახსნისთანავე ჩატარდა. ამის შემდეგ კი ლუდის ორიგინალური ექსტრაქტის, ალკოჰოლის შემცველობის, ფერისა და მჟავიანობის დასადგენად ქიმიური ანალიზი ჩატარდა.

მათ საუკუნოვანი ლუდის თანამედროვე ლუდთან შესადარებლად მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდი და სხვა ტექნოლოგიები გამოიყენეს.

ჩეხეთში აღმოჩენილ ლუდს თანამედროვე ლუდთან შედარებით უფრო მაღალი ალკოჰოლური შემცველობა ჰქონდა, თუმცა ნაკლებად მწარე იყო. ის ასევე შეიცავდა უფრო მეტ რკინას, სპილენძს, მანგანუმსა და თუთიას.

მეცნიერებმა მიკროორგანიზმების აღმოსაჩენად ლუდის დნმ ანალიზიც ჩაატარეს.

„პირველი ლუდი სენსორულად ნაკლებად მისაღები იყო. ის მსუბუქი, ინტენსიური გოგორდით შემღვრეული და ფეკალის გემოთი. მიუხედავად იმისა, რომ ლუდში საფუარის დნმ არ აღმოჩნდა, მასში სტაფილოკოკისა და სტრეპტომიცინის დნმ იყო.

მეორე ლუდი lambic-ს ჰგავდა, რომელიც ბელგიის Pajottenland-ის რეგიონში იხარშება,  ის მუქი იყო, ხილის სასიამოვნო არომატით. ლუდში არცერთი ბაქტერიის დნმ არ აღმოჩენილა, თუმცა რამდენიმე სახის საფუარს შეიცავდა. მესამე ლუდი ღია ყავისფერი შეფერილობის იყო და ნახშირორჟანგის ბუშტების კვალს შეიცავდა. ის ნაკლებად მწარე იყო და მისი გემო თანამედროვე ლუდის გემოსთან ყველაზე მიახლოებული გახლდათ,“- აცხადებენ მეცნიერები.

მათი ინფორმაციით, პირველ და მოერე ლუდში ქიმიური ცვლილებები ძირითადად მიკრობული დაბინძურებისგან იყო გამოწვეული, ხოლო მესამე ლუდი მეტწილად  დაუბინძურებელი იყო.

,,ლუდმა C (მესამე ლუდი) საშუალება მოგვცა ასი წლის ლუდის შესახებ ღრმა ცოდნას გვაზიარა. დაუზიანებელი დასალუქი საცობისა და მარანში არსებული მუდმივი ტემპერატურის გამო, ლუდმა ნატურალური დაძველების პროცესი გაიარა  გადაურჩა რა მიკრობულ დაბინძურებას.

სავარაუდოდ, საუკუნის წინ ჩვენი წინაპრები ლუდს იმ ნედლეულის მსგავსი ნედლეულისგან ამზადებდნენ, რომელსაც დღეს ვიყენებთ და იმ მეთოდებს იყენებდნენ, რასაც ლუდის თანამედროვე ტექნოლოგები იყენებენ,“ – აცხადებენ მკვლევარები.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response