close
მედიცინამსოფლიო

ჯანმო – Covid-19 თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ Covid-19 აღარ წარმოადგენს “გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას”.
ორგანიზაციის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ვირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც პიკის დროს, 2021 წლის იანვარში კვირაში 100 000-ს აჭარბებდა, 24 აპრილის მონაცემებით, 3 500-მდე შემცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, პანდემიამ სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა, მისი განმარტებით, რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია და 20 მილიონს მიუახლოვდა.
”გუშინ, საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მე-15-ჯერ შეიკრიბა და მირჩია, გამომეცხადებინა საერთაშორისო შეშფოთების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ დიდი იმედით ვაცხადებ Covid-19-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად“, -აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისი თქმით, გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება არ ნიშნავს საფრთხის დასრულებას და რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება აღდგეს, თუ სიტუაცია შეიცვლება.
„ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ახლა, არის გამოიყენოს ეს ამბები, როგორც მიზეზი სიფრთხილის შესამცირებლად, მის მიერ აშენებული სისტემების დასაშლელად ან საკუთარი ხალხისთვის მესიჯის გაგზავნა, რომ Covid-19-თან დაკავშირებით  სანერვიულო არაფერია“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა პირველად 2020 წლის იანვარში გამოაცხადა.
პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გადამწვეტი მომენტი ვაქცინების შექმნა იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გამოყენებულია ვაქცინების 13 მილიარდი დოზა. მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 765 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

წყარო : bbc.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0