close

მსოფლიო

მსოფლიოფრაზები

,,გონების მოქნილობას შეუძლია სილამაზე შეცვალოს” – სტენდალი

,,გონების მოქნილობას შეუძლია სილამაზე შეცვალოს” – სტენდალი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიამსოფლიო

მეცნიერებმა იორდანიაში უძველესი პური აღმოაჩინეს

მეცნიერებმა იორდანიაში, პრეისტორიულ ტერიტორიაზე, 14,500 წლის წინ გამომცხვარი უსაფუარო პურის ნაშთი აღმოაჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები პურს მიწათმოქმედების განვითარებამდე ათასწლეულებით ადრე აცხობდნენ – გაცილებით ადრე, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ.

უსაფუარო პური ისეთი ველური მარცვლებისგანაა დამზადებული, როგორიცაა – ქერი, ეინკორნი და შვრია.

ის დამზადებულია Natufians-ის [უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ძვ.წ. აღ-ის 12,500 -10,200 წლებში ცხოვრობდნენ] კულტურის  მიერ და ის შავი უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

,,ამ პერიოდის პური განსაკუთრებული გამონაკლისია“, – განაცხადა ამაია არანზოტაგუიმ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოსტდოქტორულმა მკვლევარმა.

მისი ინფორმაციით, აქამდე პურის წარმოშობას ადრეულ ფერმერულ საზოგადოებას უკავშირებდნენ, რომლებსაც მარცვლეული და პარკოსანი მცენარეები მოჰყავდათ.

აქამდე პურის უძველესი მტკიცებულება თურქეთში იყო აღმოჩენილი და ის ძვ.წ.აღ.-მდე 9, 100 წლით თარიღდება.  

მეცნიერებმა იორდანიაში აღმოჩენილი უსაფუარო პურის აღდგენა პაპირუსებზე დაცული რეცეპტების საშუალებით სცადეს. აღმოჩნდა რომ ის საკმაოდ მარილიანი და,  ამავდროულად, ტკბილი იყო.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოსაქართველოტექნოლოგიები

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. 2018 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 59-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 საფეხურით გაუმჯობესდა. ამ ინფორმაციას ,,ტექნოპარკი” ავრცელებს.

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.

 ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.

 ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოსაქართველოტექნოლოგიები

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. 2018 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 59-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 საფეხურით გაუმჯობესდა. ამ ინფორმაციას ,,ტექნოპარკი” ავრცელებს.

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.

 ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.

 ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ჯილდო მოიპოვეს

15 ივლისს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე – ,,GOLDEN APRICOT-ზე” 2 ჯილდო მოიპოვეს.

მარიამ ხაჭვანის ფილმი ,,დედე” კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა (FIPRESCI JURY PRIZE), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა ,,გამჭვირვალე სამყარო” კი – ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.
ფესტივალზე საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა ცნობილი ამერიკელი რეჟისორი – დარენ არონოფსკი, რომელსაც საპატიო ჯილდო ,,Parajanov’s Thaler-ი” გადასცეს.
ასევე, კინოფესტივალზე ნაჩვენები იყო რუსუდან პირველის ფილმი ,,სუსა”. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა -სოფიო ჭინჭარაულმა, კონსტანტინე კალანდაძემ, ბესიკ სოლომონაშვილმა, ქეთევან ნოზაძემ და რუსუდან პირველმა კი C2C მარკეტზე საკუთარი პროექტები წარადგინეს.
GOLDEN APRICOT ერევანში 2004 წლიდან იმართება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

,,McDonald’s-მა” 3,000-მდე რესტორნის მენიუდან სალათები ამოიღო

,,McDonald’s-მა” აშშ-ის 14 შტატის 3,000-მდე რესტორნის მენიუდან სალათები ამოიღო მას შემდეგ, რაც ათეულობით მომხმარებელი პარაზიტით დაავადდა.  

კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ციკლოსპორიაზით დაავადების შემთხვევები ილინოისისა და აიოვას შტატების ჯანდაცვის ორგანოებმა ,,McDonald’s-ის” სალათებთან დააკავშირეს.

კომპანიამ სალათები არა მხოლოდ ამ ორი შტატის რესტორნებიდან ამოიღო, არამედ სხვა შტატებში მდებარე კვების ობიექტებიდანაც, რომელიც იმავე მომწოდებლისგან მარაგდებოდა.

ციკლოსპორიაზი იწვევს ძალიან უსიამოვნო სიმპტომებს, მათ შორის – გულისრევასა და დიარეას,  უმადობას, მუცლის ტკივილს, მაგრამ, ზოგადად, ფატალური შედეგი არ ახასიათებს. იგი ძირითადად ადამიანის ფეკალური ნივთიერებით ვრცელდება, განსაკურებით  – ბოსტნეულზე.

დაინფიცირებული ადამიანები, ძირითადად, მედიკამენტების გარეშე იკურნებიან, თუმცა, ზოგჯერ ანტიბიოტიკების ჩართვაც ხდება საჭირო.

წყარო: fortune.com 

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიამსოფლიო

ეგვიპტეში ის ადგილი აღმოაჩინეს, სადაც მუმიებს ამზადებდნენ

ეგვიპტის ნეკროპოლის საქარაში არქეოლოგებმა აქამდე უცნობი სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერთა მტკიცებით, 30 მეტრის სიღრმეში განთავსებული სამარხი არის ადგილი, სადაც სასულიერო პირები გარდაცვლილი ადამიანების მუმიებს ამზადებდნენ.

სამარხის ქვემოთ არქეოლოგებმა პალატები, სამი ხის სარკოფაგი, მუმია და „იმქვეყნად გასაყოლებელი“ ნივთები აღმოაჩინეს.

აღმოჩენილ ნივთებს შორის ერთი უჩვეულო რამ იყო: ერთ-ერთ სარკოფაგში მდებარე მუმიას ვერცხლის ნიღაბი ეკეთა, რომელსაც თვალების ადგილზე კალციტი, ობსიდიანი და ონიქსი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნიღაბი 1939 წლის შემდეგ არ აღმოუჩენიათ.

„ან ნიღბის აღმოჩენას შესაძლოა, სენსაცია ვუწოდოთ, ვინაიდან დღემდე მეტალის ძალიან ცოტა ნიღაბია აღმოჩენილი,“ – განაცხადა არქეოლოგმა რამადან ჰუსეინმა, რომელიც გერმანელ-ეგვიპტელ არქეოლოგთა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელმაც აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა.  

მეცნიერთა გუნდმა ნიღბის მფლობელის ვინაობა დაადგინა – ის  ქალღმერთ მუტის მეორე სულიერი მოძღვარი და ქალღმერთ ნიუტ-შაეს სულიერი წინამძღოლი იყო. ის ცხოვრობდა და გარდაიცვალა 26- დინასტიის დროს, სეიტსპარსული პერიოდი ჩვ.წ.აღ-მდე 664 -404 წლებში.

სამარხში აღმოაჩინეს ორი დიდი აუზი, რომლებიც, სავარაუდოდ, ორი მიზნით იყენებდნენ: ბუნებრივი, მარილისგან დამზადებული კონსერვანტის – ნატრონის გამოყენებით ადამიანის სხეულის გამოსაშრობად და შესახვევი დოლბანდების დასამზადებლად.

არქეოლოგებმა ალებასტრის ქილებიც აღმოაჩინეს, რომელსაც ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების შესანახად იყენებდნენ, რომელსაც მუმიფიცირების დროს აცლიდნენ.

გუნდმა აღმოჩენის გასაკეთებლად უახლესი ფოტოგრამეტრია და 3Dლაზერული სკანირება გამოიყენა. ისინი ყველა აღმოჩენილი არტეფაქტის 3Dლაზერულ სკანირებას ახორციელებენ.  

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამათემატიკამსოფლიოსაქართველო

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს

რუმინეთში მათემატიკაში მოსწავლეთა შორის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა. ოლიმპიადაზე სულ 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრების მონაწილეებს სულ ექვსი ამოცანა უნდა ამოეხსნათ, ამოცანათა სირთულის გამო წელს მხოლოდ ორმა მოსწავლემ – ჯეიმს ლინმა აშშ-დან და აგნიჯო ბანერჯიმ დიდი ბრიტანეთიდან შეძლეს ექვსივე ამოცანის სრულყოფილად ამოხსნა. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი აშშ-ის მოსწავლეებმა დაიკავეს.

საქართველო ოლიმპადაზე ექვსი კომაროველი მოსწავლით იყო წარდგენილი.

მათგან საუკეთესომ, საბა ლეფსვერიძემ – 29 ქულით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ნიკა ბირკაძემ (24 ქულა), დიმა კორკოტაშვილმა (23 ქულა), სანდრო ხოხიასვილმა (22 ქულა), თემო თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 133 ქულა დაგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა.

წყარო:  imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

დღეს მზე დაბნელდება

დღეს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი, რისი ვებტრანსლაციით ყურებაც შესაძლებელი იქნება, ამას “NASA” უზრუნველყოფს.

მზის დაბნელების ხილვა ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარის ოკეანის აუზის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ.

მზის ნაწილობრივი დაბნელება დაახლოებით შუა დღის შემდეგ დაიწყება. მზის დაბნელებისას მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, ამის გამო კი ის მზის სინათლეს ბლოკავს. ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან.

 

ახაალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

დღეს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი

დღეს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი. ამ ბუნებრივი მოვლენის ხილვა ვებტრანსლაციით იქნება შესაძლებელი.

ჩვენებას  ,,NASA” უზრუნველყოფს. მზის დაბნელების ხილვა ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარის ოკეანის აუზის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ.

მზის ნაწილობრივი დაბნელება დაახლოებით შუა დღის შემდეგ დაიწყება. ამ დროს,  მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, ამის გამო კი ის მზის სინათლეს ბლოკავს. ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 91
Page 47 of 91