რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი.- ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი “მასწავლებლის გლობალური ჯილდო – 2019”-ის შედეგს.
“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა.”- განაცხადა მინისტრმა.
24 მარტს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.
2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.












ავტორის ჩანაფიქრით, მარიამს ჯვარცმიდან ჩამოხსნილი იესოს სხეული მუხლებზე ჰყავს დასვენებული. მძიმე მოსასხამის ნაკეცები მთლიანად ფარავს მარიამის სხეულს და მნახველს ისეთი განცდა რჩება, თითქოს ტოსკანური მარმარილო თავად შეიცავს სიკვდილსა და მწუხარებას.
მარიამს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს, თუმცა იესოს გარდაცვალების დროისთვის ის 50 წლის იყო. დიახ, თეოლოგიური კანონები დაირღვა, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ამტკიცებენ, რომ რენესანსის პერიოდში სწორედ ასე იყო მიღებული ქალწული მარიამის სულიერი სიწმინდის ასახვა.






გუშინდელი კატასტროფა მეორეა, რომელიც ბოინგ 737 მაქს 8-მა უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში განიცადა. ოქტომბრის კატასტროფის დროს ავიაკომპანია Lion Air-ის ამავე მოდელის თვითმფრინავის კატასტროფამ ბორტზე მყოფი 189 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.