close

მსოფლიო

ბიზნესიმსოფლიოსაქართველო

კვალითელი მეღვინე იმერულ ღვინოს უკვე აშშ-ის 13 შტატში ყიდის

არჩილ გუნიავა ოჯახურ მარანში დამზადებულ ნატურალურ ღვინოს წელს ამერიკის 13 შტატში გაიტანს.

როგორც მეღვინემ Bm.ge-ის განუცხადა, მისი ღვინოები ამერიკაში წლებია იყიდება და მოთხოვნა იქ დღითიდღე იზრდება. წელს საექსპორტო ბაზარი კიდევ გაფართოვდა, ამიტომ გადაწყვიტა, ახალი ვენახი გაეშენებინა და 3 ათას კვადრატულ მეტრზე იმერული ჯიშები – დონდღლაბი და ციცქა დარგა.

არჩილ გუნიავა ღვინოს ზესტაფონში, სოფელ კვალითში მამა-პაპის დანატოვარ მარანში, ქვევრებში ამზადებს.

მარანში 20 სხვადასხვა ზომის ქვევრია, სადაც წლიწადში საშუალოდ 4-5 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

როგორც მეღვინე განმარტავს, ახალი ვენახი მას ამ მოცულობის 7-8 ათას ბოთლამდე გაზრდის საშუალებას მისცემს, რაც მისი მაქსიმუმი იქნება.

„ეს იქნება ყველაზე დიდი რაოდენობა, რის წარმოებასაც შევძლებ, რადგან ჩემს ვენახებში მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, არც შეიძლება მისი გამოყენება, ყველაფერს ხელით ვაკეთებ, რადგან პროდუქცია ბიოა. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მის სრულ დაკმაყოფილებას ვერ მოვახერხებ. იმერეთში დიდი ვენახები არავის აქვს, მეც სულ 1,5 ჰექტარ ტერიტორიას ვფლობ, სადაც იმერული ჯიშის ყურძენი – ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანურის საფერე და ძელშავი მოდის; ასვე მაქვს ისეთი იშვიათი ჯიშები, როგორიცაა დონდღლაბი და მგალობლიშვილი. ეს ჯიშები ფაქტიურად გადაშენების პირასაა და მხოლოდ ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთშიღაა შემორჩენილი. წელს 3 ათას კვადრატულზე ორ ჯიშს ჩავყრი, ნაწილზე ციცქა უკვე გავაშენე, ნაწილზე კი, დონდღლაბს დავრგავ. ეს ვენახი ნიშანს მესამე წელს მომცემს“, – აცხადებს არჩილ გუნიავა.

პირველი ღვინო გუნიავამ ბოთლში 2010 წელს ჩამოასხა და იმავე წელს იტალიაში გაყიდა, ეს იყო თეთრი მშრალი ღვინო ,,ცოლიკოური“. ამჟამად, მეღვინე ხუთი დასახელების პროდუქტს ამზადებს, ესენია: ,,ციცქა“, ,,ცოლიკოური“, ,,კრახუნა“, ,,ოცხანურის საფერე“ და ,,მგალობლიშვილი“.

გუნიავას ღვინოს პარტნიორი ამერიკაში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში ყიდის, სადაც მხოლოდ ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი. ერთი ბოთლის გასაყიდი ფასი დახლზე 25-დან 30 დოლარამდეა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიო

მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს

ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “იმედის დილა” გააჟღერა. გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნინიძემ მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მსახიობი შოუთაიმის სერიალში პირველად მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში All in გამოჩნდა, სადაც რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლი შეასრულა. თუმცა, მანამდე მეცხრე სერიაში Useful Idiot მსახიობის ხმა ისმოდა.
გარდა ამისა, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და სერიალ შერლოკისვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად თამაშობენ დომინიკ კუკის ახალ დრამაში Ironbark.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

დავირუსებული ლეპტოპი აუქციონზე 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ლეპტოპი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სახიფათო 6 ვირუსითაა დავირუსებული, აუქციონზე 1.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
მყიდველი ანონიმურია. რაც შეეხება ლეპტოპს, რომელიც ჩინელი ციფრული მხატვრის გო დონგის არტ პროექტის ნაწილია. დავირუსებულ ლეპტოპს „მდგრადი ქაოსი“ უწოდეს.
დონგი კიბერუსაფრთხოების ფირმასთან Deep Instinct-თან ერთად მუშაობდა, რათა ლეპტოპში სახიფათო კოდი ჩაეტვირთა. მას აქვს უსაფრთხოების ზომები, რაც მას ნებისმიერ სხვა ქსელებთან დაკავშირებისა და მავნე ვირუსის შემდგომი გავრცელებისგან იცავს.
საინტერესოა, რა „ფასეული“ მავნე ვირუსებია აღნიშნულ ლეპტოპში ჩატვირთული?
კომპიუტერში ჩატვირთული მავნე ვირუსის ყველაზე ძველი ფორმები გახლავთ ე.წ. ელექტრონული ფოსტის „მატლები? – მესიჯები სახიფათო ბმულებით, რომლის გახსნის შემთხვევაში შესაძლოა დაგიზიანდეთ ფაილები და კომპიუტერი ხელმისაწვდომი გახდეს ჰაკერებისთვის.
„მდგრადი ქაოსი“ შეიცავს 2000 წლის ILOVEYOU-ს განსაკუთრებით დამაზიანებელი მატლი, რომელიც ელ-ფოსტაზე “ILOVEYOU”-ს სახელით მოდის. მან წაშალა ლოკალური ფაილები და როგორც ამბობენ, აღნიშნულმა ვირუსმა მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია.
2003 წლის ვირუსი- Sobig-ი ILOVEYOU-ზე დიდია და ის მსოფლიოს ყველზე სწრაფად გავრცელებადი ვირუსი გახდა. Sobig-ი ჰაკერებს კომპიუტერთან წვდომის საშუალებას აძლევს.
კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც 1.3 მილიონიან კომპიუტერშია ჩატვირთული 2004 წლის Mydoom-ია, რომელმაც ორივე ვირუსი – ILOVEYOU და Sobig-ი დაასუსტა. ის ყველაზე სწრაფად გავრცელებად ელ-ფოსტის „მატლად“ ითვლება. Mydoom-ი გარკვეულ სერვერებზე ონლაინ დარტყმას ახორციელებს.
„მდგრად ქაოსში“ ჩატვირთული კიდევ ერთი ვირუსია – 2007 წლის BlackEnergy-ი, რომელიც გახლავთ არა ელ-ფოსტის „მატლი“, არამედ კიბერშეტევის საშუალება, რომელსაც შეუძლია კომპიუტერები, სერვერები და სხვა ინფრასტრუქტურა დისტანციურად დააზიანოს.
შემდეგ მოდის DarkTequila, რომელიც 2013 წლიდან გააქტიურდა, განსაკუთრებით ლათინო ამერიკულ ქვეყნებში. მისი მიზანი დაუცველი მომხმარებლებისგან ფინანსური ინფორმაციისა და პერსონალური ლოგინის დეტალების მოპარვაა.
და ბოლოს – WannaCry – ცნობილი ვირუსია, რომელიც 2017 წელს გამოჩნდა. ის მომხმარებლისგან ფაილების წაშლის თავიდან არიდების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდას ითხოვს.
ექვსივე ზემოთხსენებული ვირუსი 10.2 ინჩიან სამსუნგის ლეპტოპშია ჩატვირთული, რომელშიც Windows XP-ია დაინსტალირებული.
https://www.sciencealert.com

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ინდოეთში „უცხოპლანეტელი“ ბავშვი გაჩნდა

ინდოეთში დაბადებულ ბავშვს, უიშვიათესი დაავადებისგან გამოწვეული გარეგნობის გამო,  „უცხოპლანეტელი“ უწოდეს.

 35 წლის ხალიდა ბეგუმმა სიხარულის ნაცვლად შოკი განიცადა, როცა თავის პატარა თავიანი და გადმოკარკლულთვალებიანი ახალშობილი დაინახა.

 ექიმებმა ახალშობილს კანის იშვიათი გენეტიკური დაავადების- არლეკინი იხტიოზის – დიაგნოზი დაუსვეს.

 იქთიოზის სიმპტომები და ნიშნები ჩნდება დაბადებისთანავე, ან სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. დაზიანებული გენი მოქმედებს კანის რეგენერაციის სიხშირეზე და ან ძალიან ანელებს კანის ბებერი უჯრედების ჩამოცვენას, ან ისე აჩქარებს კანის რეგენერაციას, რომ ბებერი უჯრედები ვერ ასწრებენ ჩამოცვენას. ორივე შემთხვევაში კანზე გროვდება უხეში და ქერცლიანი კანი.

თუმცა, ინდოელი ახალშობილის სიმპტომები სხვა იშვიათ დაავადებას, ანენცეფალიასაც, შეესაბამება. ანენცეფალებს თითქმის არა აქვთ თავის ქალასარქველი და თავის ტვინის ჰე­მის­ფეროები, მკვეთრად აქვთ შეცვლილი ქალას ფუძის ძვლების სტრუქტურა. ზურგის ტვინიც განუვითარებელი აქვთ. სიმახინჯის ეს სახე სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ყოველი 10,000 ორსულიდან სამი ანენცეფალიითაა დაავადებული, ხოლო არლეკინი იხტიოზით ბრიტანეთში ყოველწლიურად მხოლოდ ხუთი ახალშობილი ჩნდება.

ინდოეთის იმ სოფლის მცხოვრებნი, სადაც „უცხოპლანეტელი“ გაჩნდა, მიიჩნევენ, რომ ის ჰინდუს მაიმუნების ღმერთის, ჰანუმანის, ინკარნაციაა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიო

Bibliomotocarro – იტალიის ყველაზე პატარა ბიბლიოთეკა

“წიგნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წიგნის გარეშე ბავშვი მარტოსულია, რა შეიძლება იყოს მის გვერდით, თუ არა წიგნი – ლიტერატურის ლამაზი ქმნილება. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ წიგნის გარეშე. “ – ანტონიო ლა კავა, სკოლის ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც თავისი სამბორბლიანი მანქანა პატარა ბიბლიოთეკად გადააკეთა.

“გადავწყვიტე Bibliomotocarro გამეკეთებინა, რადგან ვგრძნობდი, რომ წიგნების მიმართ უკმაყოფილება იზრდებოდა. მე ვუთხარი ბავშვებს: “პრობლემა არსებობს, რაღაც უნდა გაკეთდეს.” ისინი კი მეუბნებოდნენ – “მასწავლებელო, თქვენ რაიმე უნდა იღონოთ.” ჩემი წუხილი იზრდებოდა – ვბერდებოდი არამკითხველთა ქვეყანაში. “  – ამბობს ის BBC-სთანინტერვიუში.

ანტონიომ ბიბლიოთეკის გაკეთება 42 წლიანი მასწავლებლობის შემდგომ გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს მას ბავშვებში წიგნების სიყვარულის გავრცელებაში დაეხმარება. ბიბლიოთეკაში 700-მდე წიგნია. ბავშვები ყოველთვის სიხარულით ხვდებიან პატარა ბიბლიოთეკის გამოჩენას. ანტონიო კვირაში ერთხელ 500 კილომეტრს გადის და ამას უსასყიდლოდ აკეთებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

მეცნიერებმა მარიანის ღრმულში უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს

მეცნიერების მტკიცებით ოკეანის ფსკერის მხოლოდ 5%-ია შესწავლილი. პლანეტა მარსის და მთვარის მეორე მხარის შესახებ უფრო მეტია ცნობილი.

techcult-ის ცნობით, მალე ოკეანის ერთი საიდუმლო კიდევ გამჟღავნდება. მარიანისღრმული ყველაზე ღრმა და ნაკლებად შესწავლილი ადგილია. ბოლო კვლევების შედეგად, მხოლოდ ის დადგინდა, რომ წყლის სიღრმიდან ხმა ისმის. ახლა კი მეცნიერებმა უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს.

კვლევაზე ბრიტანელი მეცნიერები მუშაობდნენ. მათ მარიანის ღრმულიდან მიკრობები ამოიღეს. ლაბორატორიაში კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ეს ბაქტერიები მოიხმარენ ნახშირწყალბადებს. მეცნიერებაში ასეთი თვისება არც ერთ მიკროორგანიზმს არ აქვს.

ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, სად „ისწავლეს“ ეს მარიანის ღრმულის მიკრობებმა? მეცნიერებმა სინჯები მარიანის ღრმულის წყლის ზედაპირზეც აიღეს. ასევე 2000, 4000 და 6000 მეტრის სიღრმეზე. ყველა სინჯში აღმოაჩინეს ნავთობპროდუქტების ნაწილები. ამის მიზეზი გარემოს დაბინძურება.

მეცნიერების ვარაუდით, ნახშირწყალბადების მოხმარება და გამოყოფა მიკროორგანიზმებს მაღალი წნევის პირობებში არსებობაში ეხმარებათ. მეცნიერები აღმოჩენილ ბაქტერიებს იკვლევენ.

მარიანის ღრმული მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინისზღვაში.

გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კმ-ზე მარიანას კუნძულების გასწვრივ. აქვს V-სებრიპროფილი, ციცაბო (ქანობი 7-9°) კალთები, ბრტყელი ძირი (სიგანე 1-5 კმ). სიღრმე 11023 მ (სიღრმე გაზომა 1957 წელს სსრკ-ს საკვლევ გემ „ვიტიაზის“ ექსპედიციამ, პირველი გაზომვა — 11034 მ), რითაც ის მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილია.

დაზუსტებით, გაზომვა რომელიც იაპონურმა ზონდმა აწარმოა 1995 წელს – 10920 მ–ს არ აღემატება. ბოლო გაზომვით კი, რომელიც 2011 წელს ამერიკულმა ოკეანოგრაფიულმაექსპედიციამ ჩაატარა, დაფიქსირდა 10,994 მ (± 40 მ) სიღრმე.

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიო

აღდგომის კუნძულის გიგანტური და საიდუმლოებით მოცული ქანდაკებები

წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძულს გასაოცარი ქვის გიგანტური ქანდაკებები დარაჯობს.

აქ, პლანეტის ყველაზე განმარტოებულა ადგილას საუკუნეების განმავლობაში იშვა საუცხოო კულტურა, რომლის საუდუმლოთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ ამოუხსნელია.

აღმოსავლეთით მდებარე  ვულკან რანო-რარაკუს გარშემო ათობით დასრულებული თუ დაუსრულებელი მოაის ქანდაკება დგას. რაპა-ნუის ხალხი უზარმაზარ ქანდაკებებს სწორედ ამ ვულკანური წარმოშობის ქანებით კვეთდა.

აღდგომის კუნძულის გიგანტური მოაის ქანდაკებები აჰუს ანუ რაპა-ნუის საცერემონიო პლატფორმის შემადგენელი ნაწილი იყო.

რაც შეეხება ეტიმოლოგიას – 1722 წლის აღდგომა დღეს, 5 აპრილს, ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა ღუზა სწორედ ამ სამკუთხა კუნძულთან ჩაუუშვეს. სწორედ  ამიტომ, სომბოლურად, მას აღდგომის კუნძული ეწოდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად ავსტრალიაში მილიარდ ხეს დარგავენ

ავსტრალიის ხელისუფლება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში მილიარდი ხის დარგვის მიზნით სპეციალურ დაფინანსებას გამოყოფს – წერს გამოცემა Techcult

პროექტი 30 წელზეა გათვლილი და 2050 წელს დასრულდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოტყორცნილი მავნე აირების მოცულობას 18 მილიარდი ტონით შეამცირებს.

ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, ტომას კროუტერის შეფასებით, „ხეები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ადამიანების მთავარი მეგობრები არიან.“

მეცნიერების შეფასებით მილიარდი ხე საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა, მაგრამ დედამიწის სრულიად გაჯანსაღებისთვის ტრილიონი ხის დარგვაა საჭირო.

„ეს კარგი გადაწყვეტილებაა. თუ ავსტრალიის ინიციატივას სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ – ეს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას შეამსუბუქებს“ – ამბობს ტომას კროუტერი.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოავიდეოკატეგორიის გარეშემსოფლიო

პირველი ციფრული ხმა, რომელსაც არ აქვს გენდერი

მოგეხსენებათ, თანამედროვე ციფრული ასისტენტები მამაკაცის ან ქალის ხმითაა განსახიერებული. ამ დროისთვის, არ არსებობს ალტერნატივა მათთვის, ვინც სხვა გენდერის ნაწილად მიიჩნევენ თავს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია Copenhagen Pride-ის ინიციატივით შეკრებილმა ლინგვისტებმა, ტექნოლოგებმა და ხმის რეჟისორებმა, კრეატიული სააგენტოს Virtue დახმარებით, შექმნეს ციფრული ხმა, რომელსაც გენდერი არ გააჩნია. ის რეალური ხმებისგან არის შექმნილი. მართალია, ციფრული ხმა, გენდერის გარეშე, ამ დროისთვის ექსპერიმენტია და მას უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ვერ მოვისმენთ მასობრივად, თუმცა, კრეატორები ენთუზიაზმით არიან სავსე.

 

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ასე შეიქმნა ,,კოკა-კოლა”…

უალკოჰოლო სასმელების კომპანიის – ,,კოკა-კოლას” (Coca-Cola) შეიქმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს, ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის უკანა ეზოში. ყოფილი ამერიკელი კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კაპიტანი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რამე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდობის ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდებით, მან ატლანტაში გახსნა პატარა ფარმაცეპტული კომპანია.

დღესდღეობით კი – იგი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის სახელითაა ცნობილი, ყველა ადამიანმს აქვს წარმოდგენა მის შესახებ, ან ერთხელ მაინც გაუსინჯავს იგი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა, ხალხი მაინც ყიდულობს, კომპანიას ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 91
Page 31 of 91