ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საიდუმლო დაავადებას, რომლის გამოც ჩრდილოთ ინდოეთში წელიწადში ასზე მეტი ბავშვი იღუპებოდა, ცარიელ კუჭზე ლიჩის ჭამა იწვევდა.
ორი ათწლეულის განმავლობაში ბიჰარის რეგიონში მცხოვრებ სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს უეცარი შეტევა ემართებოდათ და გონებას კარგავდნენ. ბავშვების თითქმის ნახევარი იღუპებოდა.
სამეცნიერო ჟურნალ ,,The Lancet-ში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები ხილისგან იღუპებოდნენ.
ბავშვების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან იყო და ლიჩის მწარმოებელ რეგიონში ცხოვრობდა. ისინი ბაღებში ჩამოყრილ ხილს ჭამდნენ.
ლიჩი შეიცავს ტოქსინებს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში გლუკოზის წარმოქმნას, ეს კი ღარიბ ბავშვებზე, რომელთა სისხლში გლუკოზის დონე ისედაც დაბალი იყო იმის გამო, რომ ისინი მშივრები იყვნენ, უარყოფითად მოქმედებდა.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის ოფიციალურმა ორგანოებმა მშობლებს მოუწოდეს, გააკონტროლონ ივახშმეს თუ არა ბავშვებმა და შეამცირონ მათ მიერ მოხმარებული ლიჩის რაოდენობა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ „ეპიდემიასთან“ ასოცირებული სიმპტომების მქონე ბავშვებს ჰიპოგლიკემიაზე უნდა უმკურნალონ. ჰიპოგლიკემია არის მდგმარეობა, რომლის დროსაც სისხლში ენერგიის მთავარი წყაროს, გლუკოზას ნაკლებობაა.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”












გონიერებით, მტკიცე ხასიათით, დიდსულოვნებით, უბიწოებითა და ქველმოქმედებით გამორჩეულმა ქრისტიანმა ქართველმა ქალმა ისლამურ სამყაროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა იყო. ამბობენ, რომ ცნობილი მოხეტიალე და მოარაკე – მოლა ნასრედინიც უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც იგი სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინა.













