close

კვლევები

კვლევები

რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიოს ბედნიერების ინდექსის მიხედვით?

20 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2021 წლის მსოფლიოს ბედნიერების ინდექსის(WHR) მიხედვით სახელმწიფოთა სია, სადაც 149 ქვეყანას შორის საქართველომ 108-ე ადგილი დაიკავა.

გამოქვეყნებული ანგარიში ფოკუსირებულია COVID19-ის ეფექტსა და მის გავლენაზე ადამიანების ცხოვრებაში. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით საქართელო 117-ე ადგილზე იყო და წელს 9 პოზიციით წინ გადაინაცვლა, თუმცა მეზობელ სახელმწიფოებს მაინც ჩამორჩება:

  • 72 – რუსეთი (5.477)
  • 86 – სომხეთი (5.283)
  • 90 – აზერბაიჯანი (5.171)
  • 104 – თურქეთი (4.948)
  • 108 – საქართველო (4.891)

უკვე მეოთხე წელია ფინეთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ბედნიერ ქვეყნებს შორის, ასევე ისლანდია, დანია, შვეიცარია და ნიდერლანდები შესაბამისად შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ. ანგარიში ძირითადად ემყარება მშპ-ს დონეს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, ხელგაშლილობას, სოციალურ მხარდაჭერას, თავისუფლებასა და კორუფციის დონეს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების 2021 წლის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ფინეთი
  2. ისლანდია
  3. დანია
  4. შვეიცარია
  5. ნიდერლანდები
  6. შვედეთი
  7. გერმანია
  8. ნორვეგია
  9. ახალი ზელანდია
  10. ავსტრია

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

WHO: AstraZeneca-ს დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბოემბოლიის რისკების ზრდის საკითხის შესწავლას ევროპის წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებენ.

როგორც WHO აღნიშნავს, ამ ეტაპზე არსებული შეფასებებით, არ დასტურდება, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები AstraZenca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

„მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ევროპის წამლის სააგენტოსთან ერთად ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხის დეტალურ შესწავლას და როგორც კი მოკვლევა დამთავრდება, საზოგადოებას შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი.

„WHO-ს პოზიცია ამჟამად ასეთია – AstraZeneca-ს ვაქცინის დადებითი მხარე ბევრად აღემატება იმ საფრთხეს, რაც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს და ბევრად უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე თავად კორონავირუსს“, აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

Moderna-მ 12-წლამდე ბავშვებზე კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

ამერიკულმა კომპანია Moderna-მ თავისი ვაქცინის კლინიკური გამოცდა ბავშვებზე დაიწყო. ამის შესახებ CNN იუწყება.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-სა და კანადაში 7 ათასი ჯანმრთელი ბავშვი, რომელთა ასაკიც 6 თვიდან 12 წლამდეა.

ბავშვებს ვაქცინის ორ დოზას 28-დღიანი შუალედით გაუკეთებენ. შემდეგ კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალისტები 12 თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

მედიის ცნობით, Moderna პირველი კომპანიია, რომელიც თავის ვაქცინას მცირეწლოვნებზე გამოცდის. მანამდე ვაქცინა 12-17 წლის მოზარდებზე გამოსცადეს. ხოლო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ტესტირება 12-15 წლის მოზარდებზე განხორციელდა. ამ კვლევის შედეგები, ამ დრომდე საჯარო არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომი დაასახელეს

ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომია. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Infection-ში გამოქვეყნდა.

სან-კარლოსის კლინიკური საავადმყოფოსა და ესპანეთის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა 5 868 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. ამ პაციენტებიდან ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ქალებში 12,41%-ს დაუფიქსირდა, კაცებში კი – 8,67%-ს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად 65 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში გამოვლინდა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მსგავსი სიმპტომები ძლიერ იმუნურ პასუხზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ, ციტოკინური შტორმის განვითარების საშიშროებას ამცირებს, რომელიც პოტენციურად პაციენტის გარდაცვალებით სრულდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

BBC – ნუ მისცემთ ბავშვებს მობილურ ტელეფონს!

ბრიტანეთის ჯანდაცვის ოფიცრები მშობლებს მოუწოდებენ არ მისცენ ბავშვებს მობილური ტელეფონები სადილობისა და ძილის დროს.

ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას იძლევიან :

-ნუ გამოიყენებთ ტელეფონებსა და სხვა მობილურ მოწყობილობებს სადილის დროს – ბავშვის განვითარებისთვის ოჯახთან ერთად სადილობა და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია

– ნუ ჩართავთ ეკრანს საძინებელში ძილის დროს

-ესაუბრეთ ბავშვებს ინტერნეტ უსაფრთხოებისა და კიბერ ბულინგის შესახებ და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში

-ნუ მისცემთ ბავშვებს უფლებას ისარგებლონ მობილური ტელეფონით გზაზე გადასვლისას

-სულ მცირე ყოველ 2 საათში ერთხელ ბავშვი ეკრანს უნდა მოშორდეს, ადგეს და ფიზიკური აქტივობა განახორციელოს

-მშობლებმა შვილებს დრო უნდა დაუთმონ და მხოლოდ გაზიარებული ფოტოების მიხედვით არ უნდა ჩათვალონ, რომ მათი შვილები ბედნიერები არიან.

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

WHO: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, მას თრომბულ შემთხვევებთან კავშირი არ აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასა და ადამიანებში განვითარებულ თრომბს შორის კავშირი არ არსებობს. ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დამატებით შეისწავლეს ინფორმაცია ზოგიერთ ადამიანში ვაქცინაციის შემდეგ თრომბის განვითარების შესახებ. ამ შესწავლის შემდეგ, WHO-ს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ “AstaZeneca-ს ვაქცინა შესანიშნავია და ის უსაფრთხოა გამოყენებისთვის.”

ვაქცინების შესახებ განცხადება გააკეთა თავად AstraZeneca-მაც, კომპანია აღნიშნავს, რომ მათ მიერ შექმნილ ვაქცინასა და თრომბის განვითარებასთან კავშირი არ არსებობს.

თრომბული შემთხვევების განვითარების გამო ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და ტაილანდში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, ვიდრე იმუნიზაციასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის კავშირი არ დადგინდებოდა.

AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება, იქამდე კი შაბათ-კვირას მისი რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირება მოხდება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რვა ქვეყანა, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი, იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. მათ შორისაა ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია. ამასთან, ცოტა ხნის წინ Deutsche Welle-მ დაწერა, რომ ამავე კომპანიის კოვიდ-ვაქცინის გამოყენება 14 დღით დანიამაც შეაჩერა. შემდეგ კი ამ ქვეყნების ჯგუფს ნორვეგია და ისლანდიაც შეუერთდა.

როგორც ცნობილია, ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ AstraZeneca-ს ვაქცინის ჯგუფის გამოყენება შეაჩერა, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.

ევროპის წამლის სააგენტოს განმარტებით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.

მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომლებმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ტანზანიაში COVID19-ით ინფიცირებულთა ოციფიალური მონაცემები არ არსებობს

ოფიციალური მონაცემები ტანზანიაში COVID19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ არ არსებობს გასული წლის მაისიდან, როდესაც დაფიქსირდა 500 შემთხვევა და გარდაიცვალა 20.

ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე გოდვინ მოლელი აცხადებს, რომ მონაცემების სააშკარაოზე გამოტანა მოსახლეობაში შიშს ავრცელებს და არ არის მიზანშეწონილი.

საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალს ეკრძალება საზოგადოებაში COVID19-ზე საუბარი და განცხადებების გაკეთება, თუმცა დარ-სალაამის ექიმი ამბობს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, რომელთაც აღენიშნებათ COVID19-ის შესაბამისი რესპირატორული სიმპტომები, ასევე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ჟანგბადს საჭიროებენ, საიდანაც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკეთრად გაზრდილია. მიუხედავად ამისა, ტანზანიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სუნთქვის გაძნელება არის სხვა დაავადების – ასთმის, გულის დაავადებების და სხვათა სიმპტომიც, და არა მხოლოდ COVID19-ის.

გარდა ამისა, ეკლესიის ზოგიერთი ლიდერი საუბრობს მონაზვნებისა და მღვდლების გარდაცვალების შემთხვევების ზრდაზე. ასევე სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამარხების რაოდენობაც გაზრდილია და ამ წლის დასაწყისში ტანზანიის მოსახლეობა სულ უფრო ხშირად ეძებდა ინფორმაციას COVID19-ის სიმპტომების შესახებ.

ამ დროისთვის ტანზანია არ არის დარეგისტრირებული კოვაქსის პლათფორმაზე, რომლის საშუალებითაც ვაქცინაცია ბევრ აფრიკულ ქვეყანაშია დაწყებული.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

Pfizer-მა და BioNTech-მა თავიანთი ვაქცინის 4 000-მდე ორსულზე დატესტვა დაიწყეს

Pfizer-მა და BioNTech-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფეხმძიმეებზე გამოცდა დაიწყეს.

კვლევის ფარგლებში 18 წლის ან უფროსი ასაკის დაახლოებით 4 000 ჯანმრთელ ორსულ ქალს ორსულობის 24-34 კვირის ვადაზე აცრიან. კვლევა BNT162b2-ის ან პლაცებოს ორი დოზის უსაფრთხოებას, ამტანობას და იმუნოგენურობას შეაფასებს.

მეცნიერები ასევე შეაფასებენ ვაქცინის უსაფრთხოებას ვაქცინირებული ორსული ქალების ახალშობილებში და დამცავი ანტისხეულების ახალშობილებზე გადაცემას.

ახალშობილებზე დაკვირვება დაახლოებით ექვსი თვის ასაკამდე მოხდება.

Pfizer-ი და BioNTech-ი, 5 – დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში დამატებით კვლევებს, სავარაუდოდ, 2 თვეში დაიწყებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კი 2021 წლის ბოლოს. 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება ახლა მიმდინარეობს და შესაბამისი მონაცემების  მარეგულირებელ ორგანოებს 2021 წლის მეორე კვარტალში წარედგინება.

კომპანიების, Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა BNT162b2 დამტკიცებულია აშშ-ში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

წყარო : pfizer.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა – „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები დედის რძეში გადადის

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, Pfizer –BioNTech-ისა და  Moderna-ს ვაქცინებით წარმოქმნილი „კოვიდ 19“-ის ანტისხეულები დედის რძეში გადადის, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენხანს რჩება ანტისხეულები იქ.

ექვსმა ქალმა, რომლებსაც ახალშობილები ძუძუთ კვებაზე ჰყავდათ და რომლებიც Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინის ორივე დოზის გაკეთებას აპირებდნენ, მეცნიერებს ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ თავიანთი რძის ნიმუშები გადასცეს. ბოლო ნიმუში ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ორ კვირაში აიღეს. არცერთი აღნიშნული ქალი კორონავირუსით არ დაინფიცირებულა, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან ერთ კვირაში ყველა მათგანის რძეში ანტისხეულები აღმოჩნდა. მოგვიანებით ანტისხეულების დონე შემცირდა, მეორე დოზის გაკეთების შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა.

აღმოჩნდა, რომ ორივე ვაქცინა თანაბრად ეფექტური იყო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით.

კვლევის ავტორების განმარტებით, დედის რძეში ანტისხეულების საპასუხო რეაქციის ხანგრძლივობის, ისევე როგორც ახალშობილთა იმუნიტეტის სიძლიერისა და ხანგრძლივობის დასადგენად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ონლაინ საიტ medRxiv-ზე გამოქვეყნდა და მისი განხილვა ან სამედიცინო ჟურნალში დაბეჭდვა ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 61 62 63 64 65 109
Page 63 of 109