close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა დაადგინეს, რა იწვევს კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ყნოსვის დაკარგვას

ანოსმია, ანუ ყნოსვის დაკარგვა, კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა იწვევს ამას.

აშშ-ის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს,  ყნოსვის რომელი ტიპის უჯრედებია ყველაზე დაუცველი „კოვიდ 19“-ის გამომწვევის SARS-CoV-2-ის ინფექციის მიმართ.

ისინი გაკვირვებული დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი აზიანებს ყნოსვის მგრძნობიარე ნეირონებს და არა იმ მგრძნობიარე ნეირონებს, რომელიც ყნოსვის გრძნობის ტვინისთვის გადაცემაზეა პასუხისმგებელი.

ავტორების თქმით, კვლევის შედეგები დადებითია, ვინაიდან იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კორონავირუსი ყნოსვის არა მუდმივად, არამედ დროებით დაკარგვას იწვევს.

“ჩვენი დასკვნები მიუთითებს, რომ კორონავირუსი ცვლის სუნის შეგრძნებას პაციენტებში არა ნეირონების უშუალოდ დაინფიცირებით, არამედ დამხმარე უჯრედების ფუნქციონირებაზე ზეგავლენის მოხდენით. ვფიქრობთ, ეს კარგი ამბავია, ვინაიდან როგორც კი ინფექცია ქრება, ყნოსვის ნეირონებს ჩანაცვლება ან აღდგენა არ სჭირდება,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის შედეგები Science Advances-ში გამოქვეყნდა.

 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

გოგოა თუ ბიჭი? – მეცნიერები სქესის გამოცნობის ახალ გზას გვთავაზობენ

ავშვის სქესის გამოცნობის შესახებ უამრავი მითი არსებობს.

კანადელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დაუბადებელი ბავშვის სქესის გამოცნობის გზა ქალის სისხლის წნევაზე დაკვირვებაა.

მათ, ვისაც ორსულობის პერიოდში ჰიპერტენზია აწუხებთ, დიდი ალბათობით, ბიჭი გაუჩნდებათ.

ტორონტოში მდებარე სინას საავადმყოფოს მეცნიერებმა გამოიკვლიეს, არის თუ არა სისხლის წნევა ჩვილის სქესის განმსაზღვრელი. მათ გამოიკვლიეს 1 411 ჩინელი ქალბატონი, რომლებიც უახლოეს მომავალში ბავშვის გაჩენას გეგმავდნენ. ამ ქალბატონებს დაორსულებამდე და ორსულობის პერიოდში უზომავდნენ სისხლის წნევას, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზის დონეს. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ ქალბატონებმა, რომლებსაც დაორსულებამდე მაღალი არტერიული წნევა ჰქონდათ, ბიჭები გააჩინეს.

„ადამიანებში, სქესის ნაყოფს განსაზღვრავს გამანაყოფიერებელი სპერმის ქრომოსომას სქესი. დედის სისხლის წნევა დაორსულებამდე აქამდე არაღიარებული ფაქტორია, რომელიც შესაძლოა ნაყოფის სქესის განმსაზღვრელი იყოს,“ – აცხადებს კვლევის ავტორი დოქტორი – რავი რეტნაკარანი. მისი თქმით, კვლევის შედეგები შესაძლოა განსაკუთრებით პრობლემატური და პოტენციურად სახიფათო იყოს იმ საზოგადოებაში, რომელიც უპირატესობას ამა თუ იმ სქესის დაბადებას.

კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ ,,Hypertension-ში” გამოქვეყნდა, რეტნაკარანი აღნიშნავს, რომ არსებობს დედის წნევის ხელოვნურად მანიპულირების საფრთხე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვიდეოთამაშები ტვინისთვის სასარგებლოა

ვიდეოთამაშები არ აჩლუნგებს თქვენს ტვინებს და არ არის ეშმაკისეული, როგორც ძირითადად მშობლები ამბობენ ხოლმე. არა მხოლოდ გართობის მიზანი აქვს ვიდეოთამაშებს, არამედ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინისთვის სარგებელიც კი მოაქვს.

3Dთამაშები ზრდის მახსოვრობის დონეს, ადამიანი უკეთ აღიქვამს ვირტუალურ სამყაროს და თითქოს რეალობაში ხედავს ყველაფერს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც 3Dთამაშს თამაშობს, ვერ ხვდება რეალურად ხედავს ყველაფერს, თუ ვირტუალურად, შესაბამისია მათი მოქმედებები და რეაქციებიც.

ზოგი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ვიდეოთამაშები ადამიანს უფრო სხარტსა და ჭკვიანს ხდის. კვლევა ჩაატარეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ მსგავსი თამაშები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი დღეში 1 საათი უთმობდნენ ვიდეოთამაშებს, რამაც შედეგი გამოიღო რამდენიმე კვირის შემდეგ მათი მოქმედებები უფრო სხარტი იყო, მეტად უფიქრდებოდნენ წვრილმანებსაც კი.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა – კორონავირუსმა, შესაძლოა, ტვინის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ტვინის დაზიანებას იწვევს, რაც სერიოზული ნევროლოგიური გართულებების, მათ შორის, ანთების, ფსიქოზისა და დელირიუმის, მიზეზი შეიძლება გახდეს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა აღწერს COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტების 43 შემთხვევას, რომლებმაც განიცადეს ტვინის დროებითი დისფუნქცია, ინსულტი, ნერვების დაზიანება ან სხვა სერიოზული ზემოქმედება.

„ახლა COVID-19-ით ინფიცირებულია მილიონობით ადამიანი გვყავს. თუ ერთ წელიწადში 10 მილიონი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვეყოლება და ამ ადამიანებს კოგნიტური დეფიციტი ექნებათ, მაშინ ეს გავლენას მოახდენს მათი მუშაობისა და ყოველდღიური საქმიანობის უნარზე,”- აცხადებს კანადის „დასავლეთის უნივერსიტეტის“ ნეირომეცნიერმა ადრიან ოუენი.

მისივე თქმით, იმის გასარკვევად, რამდენად ჩვეულებრივია კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში ნევროლოგიური და ფსიქიატრიული გართულებები, აუცილებელია უფრო დეტალური კვლევის ჩატარება და გლობალური მონაცემების შეფასება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13 მილიონს მიუახლოვდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 7.5 მილიონზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა კი 560 000-ს აჭარბებს.

წყარო : reuters.com , worldometers

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მშობიარობა ქალის უჯრედებს 11 წლით აბერებს

მშობიარობა ქალის გონებასა და სხეულში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, მაგრამ დედობის სამუდამო შედეგები შეიძლება ბევრად უფრო დიდი იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

აშშ-ში დაახლოებით 2 000 რეპროდუქციული ასაკის ქალბატონის დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს, შედეგმა იმ ქალებში, რომელსაც შვილი გაჩენილი ჰყავდათ, გენეტიკური მარკერები შეცვლილი იყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ უჯრედების მნიშვნელოვნად დაჩქარებული  დაბერება განიცადეს.  

„ეს დაახლოებით 11 წლით სწრაფად დაბერების ეკვივალენტია,“ – განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ანა პოლაკმა.

პოლაკმა და მისმა გუნდმა ეროვნული ჯანმრთელობისა და კვების ექსპერტიზის კვლევის 1999-2002 წლების მონაცემები გააანალიზა. გენეტიკური მარკერების, ტელომერების, გაზომვის შედეგად უჩვეულო ფაქტი გამოავლინეს.

ტელომერები  ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნებია. ისინი ჩვენს უჯრედებში გენეტიკურ ინფორმაციას იცავს. ჩვენ ვბერდებით და ვკვდებით იმიტომ, რომ ეს „ხუფები“ მცირდებიან სიგრძეში ყოველთვის, როდესაც ხდება უჯრედების გაყოფა. ხოლო როდესაც მათი სიგრძე ახლოს არის იმასთან, რომ „დამთავრდეს“, უჯრედები წყვეტენ გაყოფას და ადამიანი კვდება. მოკლე ტელომერები დაკავშირებულია ისეთ შედეგებთან, როგორიცაა კიბო, გულის დაავადების და  შემეცნებით დაქვეითება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებს, რომლებმაც თუნდაც ერთხელ იმშობიარეს, საშუალოდ 4.2 პროცენტით მოკლე ტელომერი აქვთ მათთან შედარებით, ვისაც ბავშვები არასდროს ჰყოლიათ.  

რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს ტელომერების ზომის შემცირებას, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის სტრესია, რასაც ბავშვის მოვლა იწვევს.

,,ჩვენ არ მოგიწოდებთ, რომ არ გყავდეთ შვილები,“ – აცხადებს ეპიდემიოლოგი პოლაკი და დასძენს, რომ აუცილებელია საკითხის გულდასმით შესწავლა და იმ მიზეზების აღმოჩენა, რაც ნამშობიარებ ქალებში უჯრედების სწრაფ დაბერებას იწვევს.

წყარო: sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველო

უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდა

კრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა.

გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა.

კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს.

რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

BBC: როდის იქნება მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 200-მდე ჯგუფი მუშაობს. BBC-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც სვამს კითხვას – როდის იქნება მზად პრეპარატი, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადამიანებზე ტესტირების ფაზაზე უკვე 18 პრეპარატია. ჯერჯერობით არავინ იცის როდის დაიწყება ვაქცინის მასობრივი გამოყენება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველი პრეპარატის მოხმარება 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ამასთან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პრეპარატი ეფექტიანი იქნება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელებისთვის მისდამი იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70%-ს უნდა ჰქონდეს (კოლექტიური იმუნიტეტი).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

შავი ჭირი, რომლის პრევენციის მიზნით ჩინეთის ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ბაიანნურში ბუბონური შავი ჭირის პრევენციის მიზნით საფრთხის მე-3 დონე გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში ბუბონური შავი ჭირის ერთი დადასტურებული და ერთი საეჭვო შემთხვევა გახდა.

ბუბონური შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც „შავი სიკვდილის“ სახელითაცაა ცნობილი.

დაავდეებას მე-14 საუკუნეში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლ შეეწირა აფრიკაში, აზიასა და ევროპაში. 1965 წელს დიდი ჭირიანობის დროს ლონდონის მოსახლეობის მეხუთედი დაღუპა, მე-19 საუკუნეში, ჩინეთსა და ინდოეთში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო კი 12 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა დღეს აღნიშნული დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება. მკურნალობის გარეშე დაავადების ფატალობის მაჩვენებელი 30-60%-ია.

დაავადება ადამიანებზე ცხოველებიდან რწყილების საშუალებით გადადის. მისი სიმპტომებია : მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, გულისრევა, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება კისრის არეში, იღლიასა და საზარდულში.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა -მთვარე იმაზე მეტ ლითონს შეიცავს, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ

მთვარი იმაზე მეტ ლითონს შეიცავს, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, – ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ.

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა მთვარე. მისი წარმოშობის ყველაზე ცნობილი ვერსია კი ის არის, რომ დაახლოებით მარსის ზომის ობიექტი დედამიწას შეეჯახა, რის შედეგადაც მას მთვარე გამოეყო და დედამიწის გარშემო ორბიტაზე განთავსდა.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთვარის ქვეზედაპირი იმაზე გაცილებით მდიდარია ლითონით, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ, რაც მისი ფორმაციის შესახებ აღნიშნულ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე იმ გამოსახულებების შესწავლის შემდეგ მთვარის კრატერის ფსკერზე არსებული მტვრის რადარული ფოტოები გადაიღეს, რაც „მთვარის რეკოგნისცირების ორბიტული მფრინავი აპარატით“ განახორციელეს, რომელიც დედამიწის თანამგზავრის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობს.

სწორედ ამ გზით დაადგინეს, რომ მთვარის ქვეზედაპირზე არსებული მტვერი უფრო მეტ ლითონს შეიცავს, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ. მეცნიერები აქამდეც ფიქრობდნენ, რომ მთვარეს რკინის ჟანგის უფრო მაღალი შემცველობა აქვს, ვიდრე დედამიწას, ახალი კვლევა კი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია.

„შესაძლებელია, შეჯახება, რომლის შედეგადაც მთვარიდ ჩამოყალიბება მოხდა, კიდევ უფრო ძლიერი და გამანადგურებელი იყო, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით და ნაწილების უფრო მეტი სიღრმიდან გაიგზავნა. შესაძლოა, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწა კიდევ უფრო ახალგაზრდა პლანეტა იყო, ვიდრე მეცნიერები დღემდე ფიქრობენ, და მაგმური ოკეანით იყო დაფარული.

„თუკი ჩვენ უფრო მეტს შევისწავლით იმის შესახებ,  თუ რა რაოდენობის ლითონს შეიცავს მთვარის ქვესტრუქტურა, ეს მეცნიერებს დაგვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ, როგორ ჩამოყალიბდა, როგორ ვითარდება და როგორ უწყობს ის ხელს დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებას,” – განაცხადა ვიტერბის საინჟინრო სკოლის მეცნიერმა ესსამ ჰეგიმ.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ჯიუტი და ცელქი ბავშვები ზრდასრულობაში წარმატებულები არიან

ჯიუტი ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო მისიაა. ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რატომ იქცევა მათი მოზარდი შვილი ასე და არ იციან, როგორ გამონახონ საერთო ენა მასთან.

მეცნიერები თვლიან, რომ ჯიუტი შვილების მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვთ, პირიქით თუ თქვენი შვილი ცელქი და მოუსვენარია უნდა გიხაროდეთ, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მომავალში ძალიან ნიჭიერი და წარმატებული იქნება.

მეცნიერებმა 1968 წელს 3000, 8-დან 12 წლამდე , ბავშვის სხვადასხვა პირადი მონაცემები შეისწავლეს. მათ შორის, მათი ოჯახების სოციალური სტატუსი, ყოველდღიური აქტივობები, ჩვევები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი.

40 წლის შემდეგ მეცნიერებმა შეამოწმეს, თუ რას აკეთებდნენ ეს ბავშვები უკვე ზრდასრულ ასაკში. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს, მიდრეკილნი იყვნენ ჯიუტი ხასიათის გამოვლენისკენ და ცდილობდნენ, რომ ყოველთვის თავისი გაეტანათ, ჰქონდათ ყველაფერზე თავიანთი აზრი, უფრო წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ ზრდასრულ ასაკში – იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები, ან მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიაში მაღალ თანამდებობებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 60 61 62 63 64 99
Page 62 of 99