close

კვლევები

კვლევები

რა კავშირია ვაქცინაციასა და დემენციას შორის? — ახალი კვლევების გამაოგნებელი შედეგები

უახლესი კვლევების თანახმად, ისეთი ვაქცინები, როგორებიცაა გრიპის, პნევმოკოკისა და ჰერპესის საწინააღმდეგო ვაქცინები, შესაძლოა არა მხოლოდ ინფექციური დაავადებებისგან გვიცავდეს, არამედ ტვინის ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებდეს. ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი არის ანთების შემცირება — სწორედ ქრონიკულ ანთებას უკავშირებენ მეცნიერები ალცჰაიმერისა და სხვა ტიპის დემენციის განვითარებას.

მაგალითად, 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში გრიპის ვაქცინაციამ 40%-მდე შეამცირა დემენციის განვითარების რისკი. მსგავსი ეფექტი შეინიშნებოდა პნევმოკოკისა და ჰერპეს ზოსტერის ვაქცინების შემთხვევაშიც. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ იმუნური სისტემის სტიმულირება ვაქცინაციის გზით შესაძლოა აძლიერებდეს ორგანიზმის უნარს, ეფექტიანად გაუმკლავდეს არა მხოლოდ ინფექციებს, არამედ ანთებით პროცესებს, რომლებიც ტვინს აზიანებს.

ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. დემენცია მსოფლიოს მასშტაბით იზრდება და ჯანდაცვის სისტემას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. თუკი ვაქცინაცია დემენციის წინაშე პრევენციის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდება, ეს ეფექტიანი, იაფი და მასშტაბური გზა იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო, უკვე არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა ორი მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდეს: დაგვიცვას ინფექციური დაავადებებისგან და ამავდროულად დაგვეხმაროს ტვინის ფუნქციის შენარჩუნებაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ჩილეში გამოყენებაში ჩაუშვეს ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან;ეს ამ სახის პირველი ვაქცინაა და მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ვაქცინა ხელს უშლის სქესობრივ ქცევას და გამრავლებას და შესაბამისად, წარმოადგენს ქირურგიული კასტრაციის ალტერნატივას.

„ის მთელ მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ვაქცინაა ძაღლებისთვის“, – ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის ვეტერინარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევარი ლეონარდო საენსი.

საენსი და მისი ჯგუფი ამ ვაქცინის შექმნაზე 2009 წლიდან მუშაობდა. ჩილეში მისი გამოყენება ამ თვეში დაიწყო.

ვაქცინა წარმოქმნის ანტისხეულებს და ერთი წლის განმავლობაში აჩერებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას როგორც ხვად, ისე ძუ ძაღლებში.

„ყველაფერი დაბლოკილია — სქესობრივი აქტივობაც და ნაყოფიერებაც“, — ამბობს საენსი.

ვაქცინას Egalitte უწოდეს და უკვე დააპატენტეს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ევროკავშირში.

ჩილეში ერთი დოზის ფასი 50 დოლარია.

27 წლის სტუდენტმა ივან გუტიერესმა თავისი ძაღლი ფრანჩესკო უკვე მიიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში და ვაქცინა გაუკეთა.

„ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ოპერაციის გაკეთება“, — ამბობს იგი.

ქირურგიული კასტრაცია ძაღლის ბევრ მფლობელს მართლაც აშინებს და ამის გამო, ამ ნაბიჯისგან თავს იკავებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანთა ტვინები წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ასაკის მატებისას ამან დემენციის განვითარება შეაფერხოს, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. ნაშრომი გამოცემაში JAMA Neurology გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1930-იდან 1970-იან წლებამდე დაბადებულ ადამიანთა ტვინების გამოსახულებები შეისწავლეს. მათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მონაცემები გამოიყენეს ფრემინგემის გულის კვლევიდან (ჯანმრთელობის ხანგრძლივი კვლევა, რომელიც 1948 წელს დაიწყო). უფრო ზუსტად, მკვლევრებმა 3 226 ადამიანის ტვინის MRI გამოსახულებები გააანალიზეს.

ნაშრომის ავტორებმა შენიშნეს, რომ 1970-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს 15%-ით დიდი ტვინის ზედაპირი ჰქონდათ 1930-იან წლებში დაბადებულებთან შედარებით; მათი ტვინის მოცულობა 1930-იანების ბავშვებისას 6.6%-ით აღემატებოდა.

გარდა გაზრდილი ზედაპირისა და მოცულობისა, შენიშნეს ისიც, რომ ზომაში მეხსიერებასა და დასწავლასთან დაკავშირებული ნაწილებიც გაიზარდა.

მეცნიერებმა კვლევა იმავე ასაკის 1 145 ზრდასრულის შემთხვევაშიც გაიმეორეს, რომლებიც 1940-იან და 1950-იან წლებში იყვნენ დაბადებულები.

საერთო ჯამში, ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ახალ თაობებს უფრო დიდი მოცულობის ტვინები აქვთ, ანუ ტვინის მოცულობა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დიდია როგორც მთლიანი ტვინის მოცულობა, ასევე კონკრეტული რეგიონებისაც. ეს ეფექტი ინდივიდების დონეზე შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, პოპულაციის მასშტაბით იგი მნიშვნელოვანი იქნება.

რას შეიძლება ნიშნავდეს ტვინის მოცულობის გაზრდა?
ვერ ვიტყვით, რომ ტვინის მოცულობის ზრდა უფრო და უფრო გვაჭკვიანებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ვარაუდით, ტვინის დიდი ზომა მის ჯანმრთელობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ამ მხრივ აღმოჩნდეს სასარგებლო.

ცნობილია, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან მეტი ხალხი ბერდება. მიუხედავად ამისა, ათწლეულების განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს. ეს მიგნება 2016 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც ფრემინგემის გულის კვლევის მონაცემებიც გააანალიზეს.

“ტვინის უფრო დიდი სტრუქტურები, თუნდაც, როგორებიც კვლევის ფარგლებში ვიხილეთ, შესაძლოა, ტვინის გაუმჯობესებულ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეტყველებდეს”, — განაცხადაჩარლზ დეკარლიმ, ნევროლოგიის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — “ტვინის უფრო დიდი სტრუქტურა ტვინის უფრო დიდ რეზერვად გვევლინება და, შესაძლოა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული დაავადებების, თუნდაც ალცჰაიმერისა და სხვა დემენციების, გავლენა გაანეიტრალოს”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ტიტანიკის ვირტუალური რეკონსტრუქცია ნათელს მოჰფენს გემის საბედისწერო ღამეს

ტიტანიკის  ციფრული რეკონსტრუქცია, რომელიც შექმნილია ბოლო დროის ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენებით, წარმოადგენს სრულიად ახალ, დოკუმენტურ და ღრმა შესწავლას ტიტანიკის ტრაგიკულ ჩაძირვაზე. National Geographic-ის დოკუმენტური ფილმში Titanic: The Digital Resurrection ნაჩვენებია, თუ როგორ განხორციელდა ეს პროექტი, 2022 წლის ექსპედიციაში, სადაც  გამოიყენებდა 715,000-ზე მეტი მაღალი რეზოლუციის ფოტოები, რაც ტიტანიკის სრულმასშტაბიანი ციფრული ვერსიის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა.

ამ დეტალურმა 3D მოდელმა მკვლევარებს შანსი მისცა,  რომ  ტიტანიკის ჩაძირვის კონკრეტული მომენტები უკეთ შეისწავლონ და შეაფასონ.  არსებული ფრაგმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ტიტანიკი გატყდა მძიმედ და არა ისე, როგორც ადრე იყო წარმოდგენილი, ანუ ის გაიყო ნაწილებად.

ციფრული რეკონსტრუქციის გამოყენებით ახალი მონაცემები უკვე არსებობს, რაც ხელს უწყობს ტიტანიკის შესწავლას. ეს ყოველივე კი  მეცნიერებსა და საზოგადოებას საშუალებას აძლევს ტიტანიკის ჩაძირვას ვირტუალურად გაეცნოს. 2025 წლის 11 აპრილს დოკუმენტური ფილმი უკვე გამოვიდა, რომელიც Disney +  და Hulu-ზეა ხელმისაწვდომი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ხმოვანი ტალღები შესაძლოა ოკეანის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალის გასაღები გახდეს

უახლესი კვლევა გვიჩვენებს, რომ ხმოვან ტალღებს შეუძლიათ საბოლოოდ გახსნან გზა ოკეანის ტალღების ენერგიის ათვისებისკენ. ენერგიის წყაროს დიდი ხანია განიხილავენ, როგორც სუფთა და განახლებად რესურსს, თუმცა მისი ეფექტიანი ათვისება ტექნოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვების გამო რთულია.

კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ფენომენმა, რომელსაც ტრიადის რეზონანსი (triad resonance) ეწოდება, შეიძლება გამოიყენოს იქნას ხმოვანი ტალღები იმისთვის, რომ გაზარდოს ზღვის ზედაპირული ტალღების სიმაღლე. ეს პროცესი გულისხმობს სამი ტალღის ურთიერთქმედებას — აქედან ორი შეიძლება იყოს აკუსტიკური ტალღა — რაც იწვევს ენერგიის გადატანას და ზედაპირული ტალღის გამაძლიერებელ ეფექტს. ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა შეძლეს ტალღების სიმაღლის 30%-ით გაზრდა ხმოვანი ტალღების გამოყენებით.

ამ გაზრდილმა ტალღებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ტალღური ენერგიის ეფექტიანობა — მოწყობილობებისა, რომლებიც ტალღის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამ კვლევის პერსპექტიულობისა, საჭიროა ტექნოლოგიის განვითარება და ბუნებრივ გარემოში გამოცდა მანამ, სანამ ის ფართო გამოყენებისთვის მზად იქნება.  ეს მეთოდი შეიძლება გახდეს ტალღური ენერგიის სისტემების უფრო ეფექტური ფორმა, რაც სანაპირო ქვეყნებს განახლებადი ენერგიის წარმოებასა და ნახშირბადზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

ამ ტექნოლოგიის პოტენციალი განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვისაა საინტერესო, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი ან შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები. კლიმატური ცვლილებების ფონზე, ხმოვანი ტალღების მეშვეობით ტალღური ენერგიის ათვისება შეიძლება იქცეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად განახლებადი ენერგიის სფეროში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაკვლევებიმსოფლიო

არაბეთის უდაბნო — აფრიკისა და აზიის დამაკავშირებელი პრეისტორიული ხიდი

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ არაბეთის უდაბნო უბრალოდ გამოუსადეგარი, მშრალი და მკაცრი ტერიტორია იყო, თუმცა ბოლო წლების არქეოლოგიურმა და პალეოგეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ეს წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება მეტყველებს, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა აფრიკიდან აზიისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი მიგრაციული დერეფანი ყოფილიყო.

განსაკუთრებულად საინტერესოა ე.წ. „მწვანე არაბეთის“ პერიოდები — ისტორიული ეპიზოდები, როდესაც კლიმატური ცვლილებების შედეგად არაბეთის ნახევარკუნძული თანდათან იცვლებოდა, სწორედ ამ პერიოდთანაა მიგრაციული ნაკადები დაკავშირებული.

ბოლო წლებში აღმოჩენილი ქვის იარაღები, ცხოველებისა და ადამიანების ნამარხები, ასევე გამოშრალი უძველესი ტბების კვალი მოწმობს, რომ ადრეული ადამიანური სახეობები, მათ შორის Homo sapiens, მართლაც გადიოდნენ ამ გზას ათიათასობით წლის წინ.  ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არაბეთის შიდა ტერიტორია მნიშვნელოვანი იყო მათთვის, როგორც ტრანზიტული გზა, ისე დროებითი საცხოვრებელი.

კვლევებმა აჩვენა, რომ „მწვანე არაბეთის“ ფაზები განმეორებითი იყო და ადამიანებმა ნახევარკუნძული არაერთხელ გადაკვეთეს ან დროებით დაიკავეს. ეს კი ადასტურებს, რომ ეს რეგიონი მიგრაციის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი არ ყოფილა — ის ასევე ფუნქციონირებდა, როგორც საცხოვრებელი სივრცე.

„არაბეთის ნახევარკუნძული არ იყო უბრალოდ გადასასვლელი წერტილი — ის სიცოცხლის უნარიანი, დინამიკური ლანდშაფტი იყო ჩვენი სახეობის ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში“, — აღნიშნავს ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგი.

კვლევების გაგრძელების პარალელურად, არაბეთის უდაბნო სულ უფრო მეტად განიხილება არა როგორც ცარიელი და მკვდარი სივრცე, არამედ როგორც მნიშვნელოვანი და რთულად მოწყობილი გარემო, რომელმაც მიგრაციულ პროცესებზე დიდი გავლენა იქონია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

შექმნეს ღვიძლის ლაბორატორიული მოდელი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს

ღვიძლი სხეულში მეტაბოლიზმის კონტროლის ცენტრია. მისი ფუნქცია ნუტრიენტების გლუკოზად გარდაქმნა, ცხიმის შენახვა და ტოქსინების დაშლაა. მსოფლიო მოსახლეობის მესამედზე მეტი მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებულ ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას (MASLD) ებრძვის. ის ორგანოს გამართულ მუშაობას საფრთხეს უქმნის, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლესაც. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ღვიძლის ჰეპატოციტური ორგანოიდები, ორგანოს მინიატიურული, 3D მოდელები, შექმნეს. მას პრეპარატების განვითარებისა და რეგენერაციული თერაპიების გასაუმჯობესებლად დიდი პოტენციალი აქვს.

Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა მეთოდი წარმოადგინეს. მას რთულად გასაზრდელი ორგანოიდების შექმნა 3-4 კვირაში შეუძლია, თანაც ისე, რომ ღვიძლის ყველა ფუნქცია შენარჩუნებული იყოს.

“ეს ორგანოიდები შესაძლოა, ღვიძლისა და მისი მრავალფუნქციურობის ყველაზე ზუსტი ანალოგია”, — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, პროფესორი ტოშირო სატო კეიოს უნივერსიტეტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანოიდები ადამიანური ორგანოების ლაბორატორიულ ანალოგს წარმოადგენს, ღვიძლის კომპლექსური ფუნქციებისა და მისთვის საჭირო ენერგიის გამო, მკვლევრებისთვის მისი გაზრდა რთული აღმოჩნდა. როცა მეცნიერები ღვიძლის ძირითადი უჯრედების, ჰეპატოციტების, გაზრდასა და გადარჩენას ცდილობდნენ, ისინი ქოლანგიოციტებს ემსგავსებოდა. ეს ის უჯრედებია, რომლებიც ნაღვლის სადინარს აშენებს.

მკვლევართა გუნდმა, რიო იგარაშისა და მაუმი ოდას ხელმძღვანელობით, ჰეპატოციტური ორგანოიდების შექმნა გადაწყვიტა. მათ ნიმუშები პირდაპირ პაციენტებიდან აიღეს. ორგანოიდები ზრდას სამი თვის განმავლობაში განაგრძობდა და ნახევარი წლის განმავლობაში გადარჩა.

მკვლევრებმა ასევე ჰორმონების გამოყენებით ახალი მეთოდი შექმნეს, რომელიც ჰეპატოციტების ფუნქციებს არეგულირებს. მალე ორგანოიდებმა ღვიძლის ყველა ძირითადი ფუნქციის შესრულება დაიწყო, რომელთა შორის იყო გლუკოზის, შარდოვანას, ნაღვლის მჟავის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერინის წარმოქმნა.

ორგანოიდებმა ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერება გამოყო, როგორიცაა ალბუმინი. ის ცილაა, რომელიც სისხლში სითხის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ ნივთიერების გამოყოფის დონე ნამდვილი ღვიძლის დონესთან მიახლოებული იყო, ზოგ შემთხვევაში კი წინა კვლევების მაჩვენებელიც გაუმჯობესდა. გარდა ამისა, ორგანოიდებში პატარა არხის მსგავსი ქსელები შეიქმნა, რომლებშიც ნაღვლის მჟავას თავისუფლად შეეძლო მოძრაობა. ეს ღვიძლის ერთ-ერთი ურთულესი ფუნქციაა.

მკვლევრებმა ჰეპატოციტური ორგანოიდები იმუნური სისტემისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე თაგვებს ჩაუნერგეს. უჯრედებმა საბოლოოდ მღრღნელების ღვიძლის ბუნებრივი უჯრედები ჩაანაცვლა და ძველი ფუნქციები აღადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლი გადანერგვისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ორგანოა, მისი რაოდენობა შეზღუდულია. არსებობს მეთოდი, რომელიც ჰეპატოციტების ამოღებას, გაყინვას და საჭიროებისას გამოყენებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ეს მეთოდი არც ისე წარმატებულია.

ამჟამად წამლის ტესტირებისთვის დონორებისგან აღებული ნამდვილი ღვიძლის უჯრედები გამოიყენება. ისინი ძალიან ძვირია და ფუნქციას რამდენიმე დღეში კარგავს. ახალი კვლევა კი ტესტირების პროცესს გაამარტივებს და ხარჯებსაც შეამცირებს.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანოიდები უფრო სტაბილურ და ხელმისაწვდომ მოდელს წარმოადგენს. მკვლევარი სატო ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი ორგანოიდების კიდევ უფრო მასშტაბურად გამრავლება და სხვა ტიპის ღვიძლის უჯრედების დამატებაა, რაც მათ სამედიცინო კვლევებში გამოყენებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ჩერნობილში მცხოვრებ ძაღლებში აუხსნელი გენეტიკური ცვლილებები აღმოაჩინეს – მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს

ჩერნობილის ზონაში მცხოვრები ველური ძაღლების პოპულაცია გენეტიკურად განსხვავდება სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები ძაღლებისგან. ამას მოწმობს ახალი კვლევის შედეგები, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი IFL Science წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 1986 წელს ჩერნობილიდან ადამიანების მასობრივი განსახლების დროს ათასობით ძაღლი, რომლებიც მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეზოებში ცხოვრობდნებ, უსახლკაროდ დარჩნენ. ატომური ელექტროსადგურის გარშემო დასხივებულ ზონაში მიტოვებულმა ძაღლებმა შექმნეს სტაბილური პოპულაცია, რომელიც დღესაც არსებობს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ძაღლებმა განიცადეს სწრაფი ევოლუცია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში და ახლა გენეტიკურად განსხვავდებიან სხვა ძაღლებისგან მთელ მსოფლიოში. მათი დნმ-ის პროფილი იმდენად შეიცვალა, რომ ახლა მათი გენები სულ სხვა შემადგენლობისაა.

ძაღლები არ არიან ერთადერთი სახეობა, რომელიც გარდაიქმნა ჩერნობილის მკაცრი გარემოს გამო. რადიაციის ზონაში მყოფ ზოგიერთ ფრინველს აქვს ნაწლავის სხვადასხვა მიკრობიომა, ხის ბაყაყებმა ფერი იცვალეს და მგლებს აქვთ შეცვლილი იმუნური სისტემა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები ახალი ანტიბიოტიკის შექმნას ბაყაყის პეპტიდის გამოყენებით აპირებენ

ბაყაყები ასობით მილიონი წლის განმავლობაში თითქმის ყველა კონტინენტზე გავრცელდნენ – ტროპიკული ჯუნგლებიდან დაწყებული, სუბარქტიკული ტყეებით დასრულებული.

ევოლუციის პროცესში მათ გამორჩეული თავდაცვითი მექანიზმები გამოიმუშავეს, მათ შორის აქამდე უცნობი ანტიბიოტიკები. ასე ისინი ტენიან გარემოში მობინადრე უამრავ ბაქტერიასთან იბრძოდნენ. ამ ნაერთების ვარიაციებმა, შესაძლოა, მომავალში ადამიანები მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული პათოგენებისგან დაიცვას.

ახალ ნაშრომში სეზარ დე ლა ფუენტე, პენსილვანიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნური პეპტიდების შექმნას აღწერს. ისინი ანტიბიოტიკების კლასს მიეკუთვნება და სამხრეთ აზიაში მობინადრე ბაყაყის სეკრეტებისგან მიიღეს.

კვლევა დე ლა ფუენტეს ლაბორატორიის წინა ნაშრომებს ეფუძნება. მათში მეცნიერებმა მოულოდნელ ადგილებში აღმოჩენილი ანტიბიოტიკები აღწერეს. ასეთი ადგილებია, თუნდაც, გადაშენებული ორგანიზმების (მაგალითად, მამონტებისა და ნეანდერტალელების) დნმ ანდა ადამიანის ნაწლავის მიკრობიომი.

“თითოეული კვლევის შთაგონების წყარო იმ გარემოს წარმოდგენაა, რომელშიც ევოლუცია პოტენციურად ანტიბიოტიკების განვითარებას შეუწყობდა ხელს”, — ამბობს დე ლა ფუენტე — “ამფიბიები მიკრობებით სავსე გარემოში ცხოვრობენ, თუმცა ინფექციებით იშვიათად ავადდებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ანტიმიკრობულ ნაერთებს გამოიმუშავებენ”.

2012 წელს ჩინელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ Odorrana andersonii-ის სახეობის ბაყაყი ანტიმიკრობულ პეპტიდს, სახელად Andersonnin-D1, გამოყოფს.

ეს ამფიბია პირველად XIX საუკუნეში ბელგიელმა ნატურალისტმა აღწერა. სახეობა უნიკალური სუნით გამოირჩევა, მის მიერ გამოყოფილ პეპტიდს კი კლინიკური გამოყენებისთვის შეუსაბამო თავისებურება ახასიათებს. ეს პეპტიდი გროვებად იკრიბება, რაც ტოქსიკური გვერდითი მოვლენების რისკს ზრდის და ბაქტერიებთან ბრძოლაში ნივთიერების ეფექტიანობას ამცირებს.

დე ლა ფუენტემ და მისმა კოლეგებმა კვლევისთვის პეპტიდის ქიმიურ სტრუქტურაში მცირე ცვლილებები შეიტანეს. შედეგად მათ ანტიბიოტიკებად გამოსადეგი რამდენიმე ვარიანტი მიიღეს, რომლებიც არცერთ გვერდით მოვლენას არ იწვევს.

“სტრუქტურაზე ორიენტირებული დიზაინის მეშვეობით ჩვენ მოლეკულის თანმიმდევრობას ვცვლით”, — ამბობს მარსელო ტორესი, სტატიის თანაავტორი — “შემდეგ კი ვაკვირდებით, ეს მუტაციები როგორ მოქმედებს იმ ფუნქციაზე, რომლის გაუმჯობესებასაც ვცდილობთ”.

მას შემდეგ, რაც სტრუქტურაზე ორიენტირებული დიზაინის ორი ეტაპი გაიარეს, მკვლევრებმა შექმნილი სინთეზური პეპტიდები სხვადასხვა ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. პრეკლინიკური მოდელების გამოყენებით გუნდმა აღმოაჩინა, რომ ახალი ნაერთები საშიში ბაქტერიების წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანია, როგორც უძლიერესი ანტიბიოტიკები, მაგალითად პოლიმიქსინ B. ამასთანავე, მათი გამოყენებისას უჯრედები და ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიები არ დაზიანებულა.

მკვლევრებმა პეპტიდები არამხოლოდ ერთი სახეობის ბაქტერიებთან, არამედ სხვადასხვა უფრო რთულ სიტუაციაში გამოცადეს. ამან მათ საშუალება მისცა, ანტიბიოტიკების ეფექტი რეალურ გარემოში შეეფასებინათ.

“ეს ექსპერიმენტები საკმაოდ რთული ჩასატარებელია, რადგან საჭიროა სხვადასხვა ბაქტერიის ერთდროულად გაზრდა”, – აცხადებს დე ლა ფუენტე.

თუ დამატებითი ტესტირებები წარმატებით ჩაივლის, მკვლევრები შექმნილ პეპტიდებს ახალი ექსპერიმენტული პრეპარატების (IND)დამტკიცების პროცესში ჩართავენ. ეს ბოლო ეტაპია, სანამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ნებართვას გასცემს, რომ პრეპარატი კლინიკურად გამოიცადოს.

დე ლა ფუენტე მედიცინაში ბუნების პოტენციალს უსვამს ხაზს:

“გვიხარია, რომ ბაყაყები და, ზოგადად, ბუნება შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს ახალი მოლეკულების შექმნისთვის. შემდეგ ისინი ანტიბიოტიკებად გარდაიქმნება”, – ამბობს იგი – “ინჟინერიის შესაძლებლობების წყალობით შეგვიძლია, ეს ბუნებრივი მოლეკულები ავიღოთ და კაცობრიობისთვის რაღაც უფრო სასარგებლოდ ვაქციოთ”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

წითელა ადამიანის ორგანიზმს უკიდურესად დიდ, ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს – კვლევა

წითელას ინფექციები უკიდურესად სერიოზულია. 2025 წელს აშშ-ში ინფიცირებულთა 14 პროცენტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. შარშან ეს მაჩვენებელი 40 პროცენტი იყო.

წითელას შეუძლია დააზიანოს ფილტვები და იმუნური სისტემა, გამოიწვიოს თავის ტვინის სამუდამოდ დაზიანება. ყოველი 1000 ინფიცირებულიდან ერთი კი კვდება. მიუხედავად იმისა, რომ წითელას ვაქცინაციის პროგრამა აშშ-ში ბოლო 60 წლის განმავლობაში ძლიერ წარმატებული იყო, ბოლო წლებში შემთხვევების რაოდენობა გახშირდა.

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა მთელ პლანეტაზე. ერთი ინფიცირებული ადამიანი მის გარშემო 9-10 ადამიანს აინფიცირებს, თუკი ისინი არავაქცინირებულები არიან. ორდოზიანი ვაქცინა წითელას პრევენციაში 97%-ით ეფექტიანია.

როდესაც წითელას ვირუსი ადამიანს აინფიცირებს, უჯრედის ზედაპირზე ეკვრის კონკრეტულ ცილებს. შემდეგ შიგნით უშვებს თავის გენომს, იწყებს გამრავლებას და ამ პროცესში უჯრედები ნადგურდება. პირველად ეს ზედა სასუნთქ გზებსა და ფილტვებში ხდება, სადაც ვირუსი აზიანებს ადამიანის ნორმალურად სუნთქვის უნარს.

ამ ორივე ადგილას, ვირუსი ასევე აინფიცირებს იმუნურ უჯრედებს, რომლებსაც ის ლიმფურ კვანძებში მიაქვს და უკვე იქიდან, მთელ სხეულში.

წითელას მქონე ადამიანთა საავადმყოფოში მოხვედრას ძირითადად იწვევს ამ დაავადების ეფექტები ფილტვებზე. ვინაიდან ვირუსი ფილტვის უჯრედებს ანადგურებს, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ვირუსული პნევმონია, რასაც ახასიათებს ძლიერი ხველა და სუნთქვის გაძნელება. წითელას პნევმონია ყოველი 20 ინფიცირებული ბავშვიდან ერთს უვითარდება და პატარა ბავშვების წითელათი სიკვდილის ძირითადი მიზეზია.

წითელას ვირუსს შეუძლია, პირდაპირ შეიჭრას ნერვულ სისტემაში და ანთების გამოწვევით ისიც დააზიანოს.

წითელა თავის ტვინის მწვავე დაზიანებას ორი სხვადასხვა გზით იწვევს: ტვინის პირდაპირი ინფიცირება, რაც დაახლოებით 1000-დან ერთ ადამიანში ხდება; და ტვინის ანთება, რაც ინფიცირებიდან 2-30 დღის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ასეთი შემთხვევებიც ათასიდან დაახლოებით ერთია. ასეთ მოვლენას გადარჩენილ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ თავის ტვინის სამუდამო დაზიანება და ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა სიბრმავე და სმენის დაკარგვა.

წითელას ინფექციის განსაკუთრებით საგანგაშო, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი ეფექტი ისაა, რომ შეუძლია, შეამციროს იმუნური სისტემის უნარი, ამოიცნოს წარსულში შეხვედრილი პათოგენები. მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ წითელაზე ვაქცინირებულ ბავშვს სხვა დაავადებებისადმიც უკეთესი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებული, რატომ.

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, წითელას ინფექციამ გაანადგურა ინფიცირებულთა ანტისხეულების 11-დან 75 პროცენტამდე, რამაც ისინი მოწყვლადი დატოვა იმ სხვა მრავალი ინფექციისადმი, რომლებიც წარსულში უკვე ჰქონდათ გადატანილი და იმუნიტეტიც გააჩნდათ. ამ ეფექტს იმუნურ ამნეზიას უწოდებენ და იქამდე გრძელდება, ვიდრე ადამიანები ხელახლა არ დაინფიცირდებიან ან აიცრებიან თითოეულ იმ დაავადებაზე, რომლებიც მათმა იმუნურმა სისტემამ დაივიწყა.

იშვიათ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ადამიანი გამოჯანმრთელდება, ვირუსი შეიძლება ადამიანის თავის ტვინში დარჩეს დაუფიქსირებელ დონეზე და 7-10 წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდეს.

ამ დაავადებას ქვემწვავე სკლეროზულ პანენცეფალიტს უწოდებენ და წარმოადგენს პროგრესულ დემენციას, რომელიც თითქმის ყოველთვის ფატალურია. ემართება წითელას მქონე ყოველი 25 000 ადამიანიდან დაახლოებით ერთს, მაგრამ ხუთჯერ უფრო ხშირია ინფიცირებულ ერთ წლამდე ჩვილებში.

მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ ასეთი ინფექციები გამოწვეული იყო წითელას კონკრეტული შტამით, მაგრამ უფრო ახალი კვლევები მიუთითებს, რომ წითელას ვირუსს შეუძლია განიცადოს მუტაციები, რომლებიც მას პირველადი ინფექციის დროს აძლევს თავის ტვინის ინფიცირების საშუალებას.

წითელას ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. მაგალითად, მეცნიერები იკვლევენ ანტისხეულებით თერაპიას მწვავე შემთხვევებისათვის.

თუმცა, თუნდაც მკურნალობის ეს საშუალება ეფექტიანი აღმოჩნდეს, წითელას სერიოზული ეფექტების პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით, რომელიც  მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 114
Page 6 of 114