close

კვლევები

ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რა ზიანს აყენებს თამბაქო თქვენს ორგანიზმს

ნიშვნელობა არ აქვს, რა სიხშირით ეწევით, მოწევა თქვენს ჯანმრთელობას მრავალ პრობლემას უქმნის. როდესაც სიგარეტს დიდი ხნის მანძილზე არ მიიღებ, ხდები აღელვებული და გაღიზიანებული. ამ სიმპტომებზე პასუხისმგებელი ნიკოტინია. მოწევა მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც უამრავი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

  • ყვითელი ან ყავისფერი ლაქები კბილებზე დიდი ხნის მანძილზე რეგულარული მოწევის შედეგია. თამბაქოს მოხმარება ასევე ზრდის პირის ღრუში ინფექციის გაჩენის რისკს. ამან შესაძლოა კბილის დაკარგვაც გამოიწვიოს.
  • მწეველები ხშირად ავადდებიან ბრონქიტით. ბრონქების ანთებითი დაავადება განსაკუთრებით მწეველ მოზარდებშია გავრცელებული. თამბაქოს პროდუქტის ხელში დაჭერა ფრჩხილებისა და თითების გაყვითლებას იწვევს.
  • მოწევა ის ერთერთი ჩვევაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს გულის დაავადების განვითარებაში. ორივე, რეგულარული და იშვიათი მწეველებიგულის შეტევის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

წყარო:  Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ვიდეოთამაშებში გატარებულ დროს კარგ განწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს

39 000 ვიდეომოთამაშეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თამაშში გატარებული დრო არანაირ კავშირში არ არის ადამიანის კარგ განწყობასთან, მის მიერ ბედნიერების განცდასთან, – ამის შესახებ BBC Oxford Internet Institute-ის ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის მონაწილეთა განწყობები და ბედნიერების აღქმა ფასდებოდა ცხოვრებით კმაყოფილებისა და ემოციების შესახებ დასმული კითხვებით, რომლებიც ბედნიერებას, სევდას, ბრაზსა და იმედგაცრუებას ეხებოდა.

აღნიშნული შედეგები ეწინააღმდეგება 2020 წელს ჩატარებული კვლევის მთავარ მიგნებას – 3 წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვინც უფრო მეტხანს თამაშობდა, უფრო ბედნიერი იყო.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: პატრონთან შეხვედრისას, ძაღლებს სიხარულისგან ტირილი შეუძლიათ

იაპონიაში, 22 ძაღლზე ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათ, სიხარულისგან იტირონ, როდესაც პატრონი მათთან ბრუნდება, – ამის შესახებ BBC წერს.

მკვლევარები ძაღლებს, თვალების ქვეშ, მცირე ზომის ქაღალდებს უმაგრებდნენ როდესაც ისინი პატრონებთან ერთად ატარებდნენ დროს. იგივეს აკეთებდნენ ერთი წუთით ადრე, ვიდრე პატრონი, 5-6-საათიანი განშორების შემდეგ, მათთან დაბრუნდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ქაღალდები ცრემლით მხოლოდ მაშინ სველდებოდა, როდესაც დაბრუნებულ პატრონებს ხედავდნენ.

იმის გასარკვევად, იყო თუ არა ეს ცრემლები მათ ემოციებთან დაკავშირებული, მკვლევარებმა გამოიყენეს ოქსიტოცინის შემცველი ხსნარი. ჰორმონის გამოყენების ფონზე, ძაღლებს კიდევ უფრო მეტი ცრემლი წამოუვიდათ.

აღნიშნულ კვლევამდე, მიიჩნეოდა, რომ ძაღლებს თვალებიდან სითხე ცრემლსადენი სადინარების სისუფთავის შესანარჩუნებლად მოსდით და ეს მათ ემოციურ რეაქციას არ უკავშირდება.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: 50 წლის შემდეგაც კი უცხო ენის ცოდნის დონე არ იცვლება

50 წლის შემდეგაც კი უცხო ენის ცოდნის დონე არ იცვლება – ასეთ დასკვნამდე იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

კვლევის ფარგლებში მათ მოიძიეს 500 ბრიტანელი, რომლებმაც 1970-2020 წლებში ფრანგული ენის A დონის გამოცდა ჩააბარეს, და განმეორებითი გამოცდა მოუწყვეს. მეცნიერთა თქმით, უფროსი ჯგუფის მოხალისეების შედეგი ახალგაზრდების შედეგს არ ჩამოუვარდებოდა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ადამიანები იმახსოვრებენ სიტყვებს ისევე, როგორც ფაქტებს, თარიღებსა და სახელებს. დროთა განმავლობაში ადამიანი სიტყვებს ივიწყებს, მაგრამ გრამატიკას ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ ითვისებს.

სრულად ნახვა
კვლევები

პატარა ტვინი, ბრჭყალებიანი ხელები და თვალის მეორე ქუთუთო – როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი 3000 წელს

მკვლევრებმა შექმნეს ადამიანის გროტესკული მოდელი, სახელად „მინდი“, რომელიც ასახავს თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი 800 წელზე ნაკლებ დროში და ამას ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Dailymail ავრცელებს.

წელში მოხრილი, ფართო კისერი, ბრჭყალებიანი ხელები და თვალის მეორე ქუთუთო – „მინდი“ შეიძლება იყოს ადამიანი 3000 წელს.

„მინდი“ Toll Free Forwarding-მა შექმნა იმისთვის, რომ ვიზუალიზაცია მოეხდინა იმის, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ადამიანის სხეულზე.

„ჩვენ ჩავატარეთ სამეცნიერო კვლევა იქამდე, სანამ დავიწყებდით 3 D დიზაინის შექმნაზე მუშაობას. წლების განმავლობაში სმარტფონებში დაბლა ან წინ, კომპიუტერის ეკრანის ყურება გამოიწვევს მოხრილ ფიგურასა და გასქელებულ კისერს, ისე, როგორც მოდელს აქვს.

ამასობაში, პერმანენტულად ტელეფონის ჭერის გამო ჩვენი ხელები დროთა განმავლობაში მომრგვალდება და ბრჭყალების ფორმას მიიღებს. გარდა ამისა, შესაძლოა მომავალში ადამიანის თავის ქალა გასქელდეს, ტვინი კი დაპატარავდეს.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა – მარიხუანას მოწევა ფილტვებს, შესაძლოა, თამბაქოზე მეტად აზიანებდეს  

კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მარიხუანამ მწეველის ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, შესაძლოა, უფრო მერი ზიანი მიაყენოს, ვიდრე თამბაქომ.
ოტავას უნივერსიტეტისა და ოტავას საავადმყოფოს მკვლევარებმა  გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარეს პირებს, რომლებიც მარიხუანას ეწეოდნენ, პირებს, რომლებიც არამწეველები იყვნენ და პირებს, რომლებიც მხოლოდ თამბაქოს მოიხმარდნენ. აღმოჩნდა, რომ სასუნთქი გზების ანთების და ემფიზემის – ფილტვების ქრონიკული დაავადება – შემთხვევები უფრო ხშირი იყო მარიხუანას მწეველებში, ვიდრე არამწეველებსა და თამბაქოს მწეველებში.
„მარიხუანას მოხმარება იზრდება და არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომ მარიხუანა უსაფრთხოა, ან რომ ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე (თამბაქო) სიგარეტი, მაგრამ ეს კვლევა აჩენს შეშფოთებას, რომ ეს შეიძლება არ იყოს სიმართლე“, – განაცხადა ოტავას საავადმყოფოს რადიოლოგმა ჟიზელ რევამ.
მისი თქმით, მარიხუანას მწეველებს შორის ანთებისა და დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებლები შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ განსხვავებასთან, რაც თამბაქოსა და მარიხუანას მოხმარებას შორისაა.
„მარიხუანას ეწევიან უფილტროდ, თამბაქოსგან განსხვავებით, რომელიც ჩვეულებრივ გაფილტრულია. როდესაც ეწევით გაუფილტრავ მარიხუანას, მეტი ნაწილაკი აღწევს თქვენს სასუნთქ გზებში, გროვდება და აღიზიანებს მას“, – აღნიშნა რადიოლოგმა.
მისივე განმარტებით, ადამიანები, როგორც წესი, მარიხუანას მოხმარებისას უფრო დიდ ნაფაზს არტყამენ და უფრო დიდხანს იკავებენ თამბაქოს ბოლს ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  სასუნთქ გზების მეტი ტრავმა.
კვლევა ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.

Agence France-Presse

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერები – სწრაფად დნობადი მყინვარები უცნობი ბაქტერიების დიდი რაოდენობას გამოყოფენ

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სწრაფად დნობადი მყინვარები მდინარეებსა და ნაკადულებში ბაქტერიების დიდ რაოდენობას გამოყოფენ, რამაც შეიძლება  ყინულოვანი ეკოსისტემები გარდაქმნას.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 10 ადგილიდან მყინვარული ჩამონადენის შესწავლისას, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მომდევნო 80 წლის განმავლობაში გლობალური დათბობის გაგრძელებამ შეიძლება ასობით ათასი ტონა ბაქტერიის გამოყოფა გამოიწვიოს.
„მყინვარები გაყინული წყლის უზარმაზარი მარაგი გგვონია, მაგრამ ამ კვლევის მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ისინი ასევე ეკოსისტემებია“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს აბერისტუითის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა და კვლევის ავტორმა არვინ ედვარდსმა BBC-თან საუბარში.
მყინვარების შინაარსის შესწავლა ისტორიის სხვა დროის კარის გაღებას ჰგავს. მათში ჩაფლული მიკრობები შეიძლება იყოს სასარგებლო, ახალი ნაერთების მდიდარი წყარო, როგორიცაა ანტიბიოტიკები. თუმცა, მკვლევარები, რომლებიც ამ ახალ კვლევაზე მუშაობდნენ, აცხადებენ, რომ მყინვარების დნობის შედეგად ტონობით ბაქტერია უფრო სწრაფად გამოიყოფა, ვიდრე მეცნიერებს შეუძლიათ მათი ნუსხის გაკეთება.
დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის მყინვარული ჰიდროლოგის, იან სტივენსის ხელმძღვანელობით ჯგუფმა გამოიკვლია ზედაპირული დნობის წყალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ათი მყინვარიდან: ევროპის ალპებში, გრენლანდიაში, სვალბარდში და კანადის არქტიკის შორეულ მიდამოებში.
ყოველ მილილიტრ წყალში საშუალოდ ათიათასობით მიკრობის პოვნის შემდეგ, მათ შეაფასეს, რომ მყინვარების დნობის შედეგად წარმოქმნილ წყლებში მომდევნო 80 წლის განმავლობაში, შესაძლოა, ასი ათას ტონაზე მეტი ბაქტერია გამოიყოს.
ეს არის 650 000 ტონა ნახშირბადის ექვივალენტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გამოიყოფა მდინარეებში, ტბებსა და ოკეანეებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დადნება მყინვარები და რამდენად სწრაფად შევზღუდავთ ემისიებს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ემისიების „შუა გზაზე“ სცენარის მიხედვით, რომლის დროსაც გლობალური ტემპერატურა 2-დან 3 °C-მდე მოიმატებს, დნობის შედეგად წარმოქმნი წყალში ბაქტერიების მასები პიკს ათწლეულების განმავლობაში მიაღწევენ, სანამ, მყინვარების კლებასთან ერთად, მთლიანად გაქრება.
“გამოყოფილი მიკრობების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დადნება მყინვარები და, შესაბამისად, რამდენად სწრაფად გავაგრძელებთ პლანეტის დათბობას. მაგრამ გამოყოფილი მიკრობების მასა ზომიერი დათბობის შემთხვევაშიც კი დიდია”, – აღნიშნა ედვარდსმა.
მკვლევარებს ბაქტერიების ცალკეული შტამები არ შეუსწავლიათ და მხოლოდ მათი კომბინირებული ბიომასა შეაფასეს. ასე რომ, მათ ვერ შეძლეს რაიმე სახეობის იდენტიფიცირება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. არც ის დაუდგენიათ მიკრობები აქტიური იყვნენ, მიძინებული, დაზიანებული თუ მკვდარი.
„რისკი ალბათ ძალიან მცირეა, მაგრამ საკითხი მაინც ყურადღებით შეფასებას საჭიროებს“, – განაცხადა ედვარდსმა.
შემდგომი კვლევების გარეშე, ვერ გავიგებთ, როგორ შეიძლება მიკრობების უეცარმა ნაკადმა ხელი შეუწყოს გარემოს შემდგომ ცვლილებას. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს მიკრობული ჯგუფების პროდუქტიულობასა და ბიომრავალფეროვნებაზე, ისევე როგორც ბიოგეოქიმიური ციკლებზე.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Communications Earth & Environmen-ში გამოქვეყნდა.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – 6-წუთიანი ინტენსიური ვარჯიში ტვინში მნიშვნელოვან მოლეკულას აძლიერებს

6 წუთის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის ვარჯიში საკმარისია ტვინში საკვანძო პროტეინის წარმოებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ფორმირებაში, ფუნქციონირებასა და მეხსიერებაში.
სპეციალიზებულ პროტეინს ეწოდება თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF) და ის ხელს უწყობს როგორც ტვინში ნეირონების უჯრედების ზრდას და გადარჩენას, ასევე ახალი ბმულების და სასიგნალო გზების განვითარებას. ცნობილია ისიც, რომ  BDNF-ის უფრო მაღალი დონე დაკავშირებულია დემენციის შემცირებულ რისკთან.
„BDNF-მა დიდი პერსპექტივა აჩვენა ცხოველებში, მაგრამ ფარმაცევტულმა ჩარევებმა დღემდე ვერ შეძლო უსაფრთხოდ გამოიყენოს BDNF-ის დამცავი ძალა ადამიანებში“, – აცხადებს ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის ფიზიოლოგი ტრევის გიბონსი.
მისი თქმით, მეცნიერებმა დაინახეს არაფარმაკოლოგიური მიდგომების შესწავლის აუცილებლობა ტვინის შესაძლებლობების შენარჩუნების მიზნით, რომლებიც ადამიანებს შეუძლიათ BDNF-ის ბუნებრივად გაზრდისთვის გამოიყენონ.
კვლევის ფარგლებში 18-დან 56 წლამდე მოხალისეთა ჯგუფს ჩაუტარდათ სამი ტესტი, რათა დაედგინათ, რა იყო საუკეთესო გზა BDNF-ის გამომუშავებაში: 20 საათიანი შიმშილობა, 90 წუთის განმავლობაში ველოსიპედით სიარული თუ ველოსიპედით 6 წუთიანი ენერგიული სიარული.
ველოსიპედით ხანმოკლე და ინტენსიურმა სიარულმა საუკეთესო შედეგი აჩვენა BDNF წარმოების თვალსაზრისით. მან სისხლში BDNF-ის დონის ოთხჯერ ან ხუთჯერ გაზრდა გამოიწვია.
შემდეგი კითხვა არის რატომ ხდება ეს და ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები შემდგომი კვლევებით შეეცდებიან. საბოლოო ჯამში, მაღალი ინტენსივობის ვარჯიში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მოსახერხებელი, იაფი გზა ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და დაავადების განვითარებისგან დასაცავად.
კვლევა ჟურნალ Journal of Physiology
-ში გამოქვეყნდა.
წყარო : sciencealert.com

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ჯადოსნობისა და მაგიის 95 ქვეყანაში დაახლოებით მილიარდ ადამიანს სჯერა

ახალი კვლევის თანახმად ჯადოსნობისა და მაგიის რწმენა ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში.
კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ჯადოსნობის 95 ქვეყანაში დაახლოებით მილიარდ ადამიანს სჯერა. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია გამომდინარ იქიდან, რომ ჯადოქრობის საკითხის განხილვა რესპოდენტების ნაწილისთვის სენსიტიურია.
რწმენის მიმართ მოსახლეობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყენაში განსხვავებულია. მაგალითად, შვედეთში მონაწილეთა მხოლოდ 9 პროცენტმა აღნიშნა, რომ მაგიის სჯერა, ტუნისში კი ეს მაჩვენებელი 90 პროცენტი იყო.
კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდუალურ დონეზე, უფრო მეტი განათლებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მქონე ადამიანებს ნაკლებად სჯერათ ჯადოსნობის. მაგიის მიმართ რწმენა ასევე დაკავშირებულია რელიგიურობასთან. რაც შეეხება ეროვნულ დონეზე, ჯადოსნობის მიმართ რწმენა ასოცირდება სუსტ ინსტიტუტებთან, სოციალური ნდობის დაბალ დონესთან და დაბალ ინოვაციურობასთან.
ერთი მხრივ, ასეთი რწმენა ჯერ კიდევ იწვევს გარკვეულ ადგილებში კონფლიქტს და ამ რწმენის და მისი სოციალური კონტექსტის უკეთ გაგებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჯადოქრობაში ბრალდებული ქალების დაცვას.
კვლევაში ციტირებულია გარდაცვლილი ანთროპოლოგის, მონიკა ჰანტერ უილსონის სიტყვები, რომელმაც ასეთი კვლევის საჭიროებას შემდეგნაირად ხსნის :
„ჯადოქრობის მიმართ რწმენას განვიხილავ, როგორც ჯგუფის სტანდარტიზებულ კოშმარს და მჯერა, რომ ასეთი კოშმარების შედარებითი ანალიზი არ არის მხოლოდ ანტიკვარული ვარჯიში, არამედ საზოგადოების გაგების ერთ-ერთი გასაღები.”
კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.

სრულად ნახვა
კვლევებისოფლის მეურნეობა

აშშ-ში ფუტკრების პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

შეერთებულ შტატებში მეფუტკრეებს მალე ექნებათ წვდომა ვაქცინაზე, რომელიც გადაარჩენს მათ ჭინჭრის ციების ყველაზე მავნე დაავადებისგან.
მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Dalan Animal Health-მა დაავადების, ამერიკული ფუტკრის სიმყაყის (AFB) თავიდან ასაცილებლად შექმნა. ამ გადამდებ დაავადებას სპორების წარმომქმნელი ბაქტერია Paenibacillus larvae იწვევს.
ორალური ვაქცინა „ფუტკრის რძეში“ ხვდება, რომლითაც დედა ფუტკარი იკვებება.
სკაში მუშა ფუტკრების საკვებში შერეული ორალური ვაქცინა „სამეფო ჟელედ“ გადაიქცევა, რომლითაც დედა ფუტკარი იკვებება.
პათოგენს ჰყავს მხოლოდ ერთი ცნობილი მასპინძელი: მეთაფლია ფუტკრის ჭუპრები. როგორც კი სკა ინფიცირდება, მისი აღმოფხვრა საკმაოდ რთულია. ერთადერთი ეფექტური გზა ბაქტერიებისგან სამუდამოდ მოსაშორებლად არის ყველაფრის დაწვა : სკის, ხელსაწყოებისა და თავად ფუტკრის.
ნებისმიერი სპორა, რომელიც არ იწვის, შეიძლება სიცოცხლისუნარიანი 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს. ბაქტერიას შეუძლია  მთელი სკამი სულ რაღაც სამ კვირაში მოიცვას, რაც მეფუტკრეებს ცოტა დროს უტოვებს რეაგირებისთვის.
2022 წელს, კომპანია Dalan-მა დააფინანსა ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პლაცებოთი კონტროლირებული ცდა ჩატარება. შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა მუშა ფუტკრები და დედა ფუტკარი არა მხოლოდ დაიცვა დაავადება AFB-სგან, არამედ, საკვერცხეებში მუშაობის შედეგად, იმუნიტეტი მიანიჭა შემდეგ თაობასაც.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გასცემს ორწლიან პირობით ლიცენზიას Dalan-ის ფუტკრის ვაქცინაზე, მაგრამ დიდი შანსია, რომ მკურნალობა გაგრძელდეს საჯარო გამოყენებისთვის ამ ვადების მიღმაც. მომდევნო ორი წლის განმავლობაში Dalan-ი ვაქცინას შეზღუდული რაოდენობით გაუნაწილებს მეფუტკრეებს აშშ-ში. ამის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წავა, არსებობს შანსი, რომ მეფუტკრეებს მიეცეთ ვაქცინაზე პირდაპირი წვდომა.
მეთაფლია ფუტკრების პოპულაციათა გლობალური შემცირება თანამედროვე მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში სხვადასხვა ფაქტორის გამო, ფუტკრების პოპულაცია 1962 წლიდან დღემდე 90 პროცენტით შემცირდა. ამ სიტუაციას „დამამტვერიანებელთა გლობალური კრიზისი“ უწოდეს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის დეკემბერში, აჩვენა, რომ არაადეკვატური დამტვერვა ამცირებს ხილის, ბოსტნეულის და თხილის გლობალურ მოსავალს 3-დან 5 პროცენტამდე.
„ამ კვლევამ აჩვენა, რომ დამტვერვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით არასათანადოდ მოქმედება ზიანს აყენებს არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც“, – აცხადებს გარემოს დაცვის მეცნიერი მეთიუ სმიტი.
მისი თქმით, ვაქცინა, რომელიც მათ იცავს, იცავს ადამიანსაც.
დამტვერვის კრიზისის კვლევა Environmental Health Perspectives-ში გამოქვეყნდა.

სრულად ნახვა
1 40 41 42 43 44 111
Page 42 of 111