close

კვლევები

კვლევები

არავაქცინირებული პირების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი – კვლევა

არავაქცინირებული პირების კორონავირუსით რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი. ინგლისში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე გამოცემა The Guardian-ი წერს.

ინგლისში ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, გახშირდა მეორედ და მესამედ ინფიცირების შემთხვევები. ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის ივლისსა და 2021 წლის სექტემბერს შორის პერიოდში დაინფიცირებული 20 262 ბრიტანელიდან 296 იყო რეინფიცირებული.

ამასთანავე, რეინფიცირების რისკი გაიზარდა 2021 წლის მაისიდან, როცა ქვეყანაში დომინანტური კორონავირუსის „დელტა“ შტამი გახდა.

ბრიტანელი ეპიდემიოლოგების განცხადებით, რეინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა გაზარდოს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე, რის გამოც ისინი ქვეყნის ხელისუფლებას სკოლის მოსწავლეების აცრისკენ მოუწოდებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ფტალატები – ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 ამერიკელის სიკვდილს უკავშირებენ

ქიმიური ნივთიერების, ფტალატის მჟავის ზემოქმედება შესაძლოა ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ამერიკელის სიკვდილის გამომწვევი იყოს, – ამის შესახებ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Environmental Pollution-ში გამოქვეყნდა.
ქიმიკატები, რომლებიც ასობით პროდუქტში გვხვდება, როგორიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, შამპუნი და ა.შ., ათწლეულების მანძილზე ცნობილია, როგორც “ჰორმონების დარღვევები”, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე.
ამგვარი პროდუქტების საშუალებით ტოქსინები სხეულში აღწევენ და დაკავშირებულია სიმსუქნესთან, დიაბეტსა და გულის დაავადებებთან.
კვლევამ, რომელშიც 55-დან 64 წლამდე ასაკის 5 000-მდე ზრდასრული ადამიანი მონაწილებდა, აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შარდში ფტალატების უფრო მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ, გულის დაავადებებით გარდაცვალების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა, კვლევის თანახმად, ფტალატების მაღალი კონცენტრაცია არ ზრდის კიბოსგან სიკვდილის რისკს.
” ჩვენი დასკვნები ცხადყოფს, რომ ფტალატის გაზრდილი ზემოქმედება დაკავშირებულია ნაადრევ სიკვდილთან, განსაკუთრებით გულის დაავადებების გამო. აქამდე მივიჩნევდით, რომ ის უკავშირდებოდა გულის დაავადებებს და გულის დაავადებები, თავის მხრივ, სიკვდილის წამყვანი მიზეზია, მაგრამ ქიმიკატები სიკვდილიანობასთან არ დაგვიკავშირებია,“- განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლეონარდო ტრასანდემ.
მანამდე ჩატარებულმა სხვა კვლევებმა ფტალატები ყოველწლიურად 10 000 -ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებასთან დააკავშირა, რაც, სავარაუდოდ, ზრდასრულ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის შემცირებითაა განპირობებული.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: კოსმოსში ბეტონის შექმნა ასტრონავტების სისხლის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

ბრიტანეთში, მანჩესტერი უნივერსიტეტის მკვლევრებმა კოსმოსში მშენებლობისთვის შექმნეს მასალა სახელწოდებით „ასტრობეტონი“, რომლის წარმოებაში ადამიანის შარდი და სისხლის ძირითადი ცილა – ალბუმინი გამოიყენება. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამშენებლო მასალის კოსმოსში გატანა საკმაოდ ძვირადღირებულია. სპეციალისტების მონაცემებით, მარსზე ერთი აგურის ტრანსპორტირების ფასი 2 მილიონ დოლარს შეადგენს, ამიტომ მეცნიერები ადგილობრივი რესურსების გამოყენების მეთოდებზე მუშაობენ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პლანეტებისა და თანამგზავრების გრუნტის ადამიანის სისხლსა და შარდთან შეზავება საკმაოდ გამძლე მასალას მიიღებენ.

ეს იდეა ახალი არ არის. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ცემენტში ცხოველების სისხლს ამატებდნენ, თუმცა მარსზე ძროხების გაგზავნა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სპეციალისტი ფიქრობენ, რომ გაცილებით მარტივი იქნება თუ ამ მიზნით სისხლს თავად ასტრონავტები გაიღებენ.

​მათი გათვლებით, ორი წლის განმავლობაში ექვსი ასტრონავტი ჯანმრთელობისთვის ზიანის გარეშე 500 კილოგრამი ასტობეტონის შესაქმნელად საჭირო ალბუმინის გაცემას შეძლებენ. ეს საკმარისი იქნება მთელი ეკიპაჟისთვის საცხოვრებელი სივრცის ასაშენებლად.

მეცნიერების ცნობით, მარსსა და მთვარეზე სამშენებლო მასალა საკმარისია, თუმცა ცემენტის ხსნარის კოსმოსში პოვნა პრობლემატურია. მათივე თქმით, ასტრობეტონის გამოყენებით კოსმოსში შენობების აგება გაცილებით მარტივი და იაფი გახდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – თაგვებს, რომლებსაც სხვა თაგვბის ტანჯვას აყურებინებდნენ, დეპრესია დაემართათ🐭

ტოკიოს სამეცნიერო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ თაგვებს, რომლებიც სხვა თაგვების ტანჯვას ხედავენ, დეპრესია ემართებათ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დასკვნამდე სპეციალისტები ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ. გალიაში მსხვილ თაგვთან ერთად პატარა თაგვი ჩასვეს. მეზობელი დიდ თაგვს აღიზიანებდა, რომელიც თავის სივრცეს აგრესიულად იცავდა და პატარა თაგვს უპირისპირდებოდა. ამ ყველაფერს მესამე თაგვი აკვირდებოდა, რომელიც საკუთარ გალიაში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

იმის მიუხედავად, რომ „მაყურებელ“ თაგვებს არაფერი ემუქრებოდათ, მათ დეპრესიის სიმპტომები განუვითარდათ. 10 დღის შემდეგ მათ ანგედონიის ნიშნები გაუჩნდათ – ვითარების, როდესაც ორგანიზმი სიამოვნებას ვერ განიცდის. ეს დეპრესიის ერთ-ერთ მთავარი სიმპტომია.

„თუ თაგვებს არჩევანს მისცემთ – დალიონ ტკბილი თუ ჩვეულებრივი წყალი, ისინი თითქმის ყოველთვის ტკბილ წყალს აირჩევენ, იმიტომ რომ ეს უფრო სიამოვნებთ. მაგრამ თაგვი, რომელიც სხვა თაგვის სოციალური მარცხის მოწმე გახდა, ამას არ აკეთებდა, რაც სიამოვნებისადმი ლტოლვის შემცირებაზე მიანიშნებს“, – განაცხადა კვლევის ავტორმა აკიოსი საიტომ.

ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ თაგვების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დეპრესიის სიმპტომები დაუბრუნდათ. მეცნიერების თქმით, ე.წ. მეორადი დეპრესია სპეციალისტებს ადამიანის ფსიქიკური პრობლემებისა და მათი მკურნალობის შესწავლის საშუალებას მისცემს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Washington post: რუსული „სპუტნიკით“ აცრილები შტატებში ვერ შევლენ

ა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ მალე გახსნის ქვეყანას უცხოელი მოგზაურებისთვის, მაგრამ ახალი წესები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ბევრს არ მოეწონება – ამერიკაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ უცხოელებს ექნებათ და ვაშინგტონის მიერ აღიარებულ პრეპარატებს შორის არ მოხვდა რუსული „სპუტნიკი“.

ეს პირდაპირ ასობით ათას რუსს შეეხება. ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, 2019 წელს ამერიკას 300 000 რუსი მოქალაქე ესტუმრა. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, აშშ-ის გეგმა არის დარტყმა რუსულ პრეპარატზე, რომელიც მოსკოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინად გამოაცხადა.

პრეპარატი იყო ჩაფიქრებული, როგორც პანდემიური დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტი, მაგრამ მისმა შეზღუდულმა გავრცელებამ მსოფლიოში და მიწოდების ნელმა ტემპებმა „სპუტნიკის“ არა მხოლოდ დასავლური, არამედ ჩინური ვაქცინისგან ჩამორჩენა გამოიწვია.

„ეს დიდი პრობლემაა რუსებისთვის და ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც „სპუტნიკით“ აიცრნენ“, – განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა და რუსეთის ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტმა ჯუდიტ ტვიგმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელმაც დააფინანსა ვაქცინის შექმნა, განაცხადა, რომ „სპუტნიკი“ აღიარებულია 70 ქვეყანაში და მისი სანდოობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია როგორც კლინიკური კვლევებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში რეალური გამოყენებით.

ამავე დროს აშშ-ში ნებადართული იქნება შესვლა იმათთვის, ვინც ჩინური ვაქცინებით Sinopharm-ით და Sinovac-ით აიცრა.

სპუტნიკის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ აღიარებული არაა – ამის მიზეზია რუსეთის მიერ პრეპარატის სტაბილური წარმოების და ყველა სტანდარტის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

ჯანმოს სწორედ ეს პოზიცია გახდა გადამწყვეტი, რის გამოც ჩინური ვაქცინა აღიარეს, რუსული კი არა.

ახალი წესები რუსების გარდა სხვა, ძირითადად ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება – მსოფლიოში შესყიდულია „სპუტნიკის“ 448 მლნ დოზა, და ნოემბრიდან ამ ასობით მილიონი ადამიანისთვის შტატების კარები დიდი ხნით დაიკეტება.

მგზავრობის კუთხით შეზღუდვა სავარაუდოდ რუსული ვაქცინის პოპულარობას მსოფლიოში მკვეთრად შეამცირებს. „რუსეთმა ვაქცინის დიპლომატიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობა ხელიდან უკვე გაუშვა“, – მიიჩნევს ტვიგი.

რუსეთის მოქალაქეებისთვის პრობლემას ისიც ართულებს, რომ რუსეთში არც ერთი სხვა ვაქცინა არ არის, „სპუტნიკის“ გარდა და ადამიანებს, სურვილის შემთხვევაშიც კი, არჩევანი არ გააჩნიათ – ან უნდა აიცრა „სპუტნიკით“, ან საერთოდ აუცრელი დარჩე.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება სავაქცინო ტურიზმს ბიძგს მისცემს – ტურისტული კომპანიები უკვე სთავაზობენ შეძლებულ ადამიანებს მოგზაურობას, მაგალითად, სერბეთში, სადაც მათ „ფაიზერით“ ვაქცინირება შეუძლიათ.

იმის მიუხედავად, რომ „სპუტნიკი“ მეტ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩინური ვაქცინები, საბოლოო ჯამში ჩინეთი უფრო სანდო პარტნიორი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რადგანაც მოსკოვმა საორგანიზაციო პრობლემები ვერ გადაწყვიტა.

გარდა ამისა, ჯანმოს აღიარებამ ჩინური ვაქცინებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

წყარო : washingtonpost.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Merck-ის კოვიდ-საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს

Merck & Co.-ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი, სახელწოდებით მოლნუპირავირი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს, – ეს პრეპარატის ბოლოს სტადიის შუალედური კვლევის შედეგებით ირკვევა. Merck-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რობ დევისი აღნიშნავს, რომ პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის, კომპანია აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს უმოკლეს ვადაში მიმართავს.

„შედეგებით საოცრად კმაყოფილნი ვართ“, – აღნიშნა დევისმა Bloomberg-თან ინტერვიუში, – „ამ პრეპარატის მისაღებად არც საავადმყოფოში მოგიწევთ წასვლა და არც სპეციალურ ცენტრში. ეს პრეპარატი – აბია, რომლის მიღება სახლშიც შეიძლება“. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ და სიმპტომები ხუთზე ნაკლები დღის განმავლობაში აღენიშნებათ ან იმათთვის, ვინც სხვადასხვა რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ახალი პრეპარატის კვლევაში მონაწილეობა ჯამში 775 ადამიანმა მიიღო. კვლევის იმ მონაწილეებიდან, რომელთაც მოლნუპირავირი მიიღეს, საავადმყოფოში მხოლოდ 7% მოხვდა – პლაცებოს შემთხვევაში ეს შედეგი 14%-ია. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირის მიმღებებს შორის არავინ გარდაცვლილა – პლაცებოს კატეგორიაში კი კორონავირუსმა რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Merck-ის განცხადებით, ამა წლის ბოლომდე ისინი ათი მილიონი სამკურნალო კურსისთვის საკმარის მედიკამენტებს გამოუშვებენ. ახალი ამბის გაჟღერებისას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Merck-ის ერთი აქციის ფასმა 4.9%-ით იმატა.

წყარო : Forbes.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

რა ტემპით ცრიან ქვეყნები 12 წლიდან ასაკის ბავშვებს? – ქვეყნების სტატისტიკა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა, ერთი თვის შემდეგ კი სააგენტომ 12-17 წლის პირებში გამოყენების ავტორიზაცია „მოდერნას“ ვაქცინას მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინების 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა, ეს ინიციატივა ევროპის ყველა ქვეყანასა და ჯანდაცვის უწყებაა არ გაუზიარებია, თუმცა ბევრმა ქვეყანამ აღნიშნული ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირები ვაქცინაციის პროგრამებში უკვე ჩართო.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში 16-17 წლის მოზარდების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს 23 აგვისტოდან სთავაზობენ. მომავალი კვირიდან ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 12-15 წლის ასაკის ყველა ბავშვს შესთავაზებენ. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობის მრჩეველთა ჯგუფისგან, „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“, მიიღო. შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას საკუთარი ჯანდაცვის პოლიტიკა აქვთ, თუმცა „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“ ანალოგიური რეკომენდაცია მათაც მიიღეს.

მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაციის თანახმად, 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით უნდა აიცრან. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში აქამდე აღნიშნული ასაკის მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვებს სთავაზობდნენ ვაქცინაციას.

იტალია

იტალიაში 16 აგვისტოდან 12-18 წლის ასაკის მოზარდებს ვაქცინის მიღების საშუალება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქვთ. ამჟამად, ვაქცინის ერთი დოზით აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის 62.43 %-ია აცრილი, სრულად ვაქცინირებული კი – 44.95 %-ია.

გერმანია

გერმანიაში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 16 აგვისტოდან სთავაზობენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 12-17 წლის ასაკის პირების 36.7 %-ს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი 25.8 %-ია.

ირლანდია

ირლანდიაში ზრდასრულ მოსახლეობაში ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, 18 წლის ზემო ასაკის პირების 90 %-ზე მეტი უკვე სრულადაა ვაქცინირებული.

ვაქცინაციისთვის 12-15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაცია 11 აგვისტოს დაიწყო და მხოლოდ 48 საათში 75000-ზე მეტი ჯავშანი გაკეთდა.

ირლანდიის ჯანდაცვის სამსახურის 13 სექტემბრის მონაცემებით, 12 წლის ზემოთ ასაკის პირების 90.2 %-ს ვაქცინის ერთი დოზა, 85.1 %-ს კი ორივე დოზა აქვს მიღებული.

პოლონეთი

პოლონეთში 12 წლიდან ბავშვებში დამტკიცებულია როგორც „ფაიზერის“, ასევე „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენება. პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ქვეყანაში, 14 სექტემბრის მონაცემებით 12-17 წლის ასაკის ბავშვებში ვაქცინები 1.4 მილიონი დოზაა გამოყენებული.

ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ვაქცინაციის განხორციელება სკოლების საშუალებით იგეგმება.

საფრანგეთი

საფრანგეთი ერთ -ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც 12 წლიდან ასაკის ბავშვების აცრა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 15 ივნისიდან დღემდე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 12-17 წლის მოზარდების 68 %-მა მიიღო, 56 % კი – სრულადაა ვაქცინირებული.

ესპანეთი

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 სექტემბრისთვის, ესპანეთში მცხოვრები 12-დან 19 წლამდე ასაკის 3.9 მილიონი მოზარდიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 79.2 %-მა მიიღო, 58.4 %-ი კი – სრულადაა ვაქცინირებული.

დანია

დანიის ჯანდაცვის სამსახურმა 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ივლისში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში დანიამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული ყველა დარჩენილი შეზღუდვა გააუქმა, რადგან დაინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და ქვეყნის ხელისუფლების განმარტებით, ეს მეტწილად ვაქცინაციის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.

დანიაში 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 83.5 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული.

 წყარო : https://www.euronews.com/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

გაერო – სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება

სამსახურთან დაკავშირებული მიზეზების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად თითქმის 2 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია ხანგრძლივ სამუშაოსაათებთან და ჰაერის დაბინძურებასთან.

შესაბამის მონაცემებს გაეროს სამსახურები : ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

შოკის მომგვრელია იმის დანახვა, რომ ამდენი ადამიანის დაღუპვა, ფაქტობრივად, სამსახურთანაა დაკავშირებული”,- განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კვლევის შედეგები ქვეყნებისთვის „მაღვიძარას ზარიროლს შეასრულებს.

კვლევა ემყარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადრეულ დასკვნებს, რომ ხანგრძლივი სამუშაო საათებით გამოწვეული ინსულტისა და გულის დაავადებების შედეგად წელიწადში დაახლოებით 745 000 ადამიანი იღუპება.

ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კი, რომელიც უფრო მეტ მონაცემებს შეიცავს, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული კიდევ ერთი დიდი მკვლელია“ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება,როგორიცაა აირები და კვამლი, ასევე მცირე ნაწილაკები, რომლებიც დაკავშირებულია სამრეწველო გამონაბოლქვთან.

კვლევის თანახმად, 2016 წელს ჰაერის დაბინძურებამ 450 000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ტრავმების შედეგად კი 360 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ჯანმო: ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC წერს.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევისა და არაჯანსაღი კვების დონეზე აყენებს და ორგანიზაციის 194 წევრს კლიმატის ცვლილებებთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა გავლენას ახდენს საშინელებათა ფილმები ბავშვებზე და მოზარდებზე

საშინელებათა ფილმები თანამედროვე ცხოვრების ნაწილად იქცა და ეს ჟანრი ბევრისთვის საყვარელიც კი გახდა, მაგრამ იგი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. რთულია პროგნოზირება, თუ ვისზე უფრო მოქმედებს მძიმე სიუჟეტი, მაგრამ  განსაკუთღებული რისკის ქვეშ პატარები და მოზარდები არიან. მათ ფილმები დიდხანს რჩებათ მეხსიერებაში, რაც გარკვეულ უაროფით ეფექტებს იწვევს:

შფოთვა და ფობიები

თეორიტიკოს ჯენ პიგენტის აზრით, შემეცნებითი განვითარება დამყარებულია გარკვეულ სქემებზე, სამყაროს შეცნობის გზაზე. ადამიანი იზრდება და მეტს სწავლობს, ასე იცვლება მათი სქემაც. ბავშვების უმრავლესობასა და თინეიჯერებს არ აქვთ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ საშინელებათა ფილმებს უყურონ. ბავშვს საშინელებათა ფილემბის ყურებისას ეწყება პათოლოგიური შიშები, ფანტაზიას და რეალობას ერთამენთისგან ვეღარ ასხვავებენ.

ძილის დარღვევა

საშინელებათა ფილმების ყურების შემდეგ მოზარდებს უჭირთ დაძინება. ეჩვენებათ ჩრდილები, სიჩუმეც კი აშინებთ და სიზმრები არეული აქვთ. ბევრისთვის ეს ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ ზოგს შეიძლება ძილის დარღვევა თვეების და წლების განმავლობაშიც კი გაუგრძელდეს. ამიტომ, თუ საშინელებათა ფილმის ყურებას ღამით გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა ენთოს შუქი და დაძინებამდე რამე სხვა საქმით დაკავდით.

აგრესია და ძალადობა

ცნობილი ფაქტია, რომ ძალადობრივი თამაშები, სიმღერები და ფილმები იწვევს ძალადობას. ეკრანიდან დანახული ბავშვებს ხშირად ცხოვრებაში გადმოაქვთ. ექსპერტთა ნაწილს მოზარდებში აგრესიის დამარცხების ერთ-ერთ საშუალებად 16 წლამდე ბავშვებში სისხლიანი ფილმების ნახვის აკრძალვა მიაჩნია. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა არ უნდა უყურონ სექსუალურ სცენებს, რადგან ეს მათი ფსიქიკისთვის გაუგებარი და საზიანოა.

მიუხედავად უარყოფითი ზეგავლენისა და რისკებისა, საშინელებათა ფილმები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის განვითარებაში.  ფსიქოლოგი  კარლ იუნგი მიიჩნევს, რომ ადამიანი შედგება რამდენიმე არქეტიპისგან. მათ შორის ერთ-ერთი აჩრდილი, რომელიც მოიცავს სექსუალურ და სასიცოცხლო ინსტიქტების ერთობლიობას. აჩრდილი არსებობოს, როგორც ქვეცნობიერის ნაწილი და მოიცავს დათრგუნულ იდეებს, სისუსტეებს, სურვილებს, ინსტინქტებს და ნაკლოვანებებს. ეს არქეტიპი ხშირად მოიხსენიება, როგორც ფსიქიკის ბნელი მხარე, რომელიც განასახიერებს ველურობას და ქაოსს. იუნგის მიხედვით, ასეთი ლატენტური პროცესები ყველა ჩვენგანისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა, ხშირად ადამიანები ამ თვისების თავის თავში არსებობას უარყოფენ და მათ მხოლოდ სხვებს მიაკუთვნებენ.

საშინელებათა ფილმის ყურებისას ბავშვი უსაფრთო გარემოში ავლენს მის ინსტიქტებს, შიშებს და იმპულსებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 42 43 44 45 46 99
Page 44 of 99