close

კვლევები

კვლევებიმსოფლიო

მსოფლიოში Covid-ის ახალი შტამი „დელტამიკრონი“ გამოვლინდა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს ჟურნალისტებთან მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ ისაუბრა და მისი მახასიათებლები განმარტა.

„საქართველოში “ომიკრონის” ტალღა დაღმავალი გზით მიდის, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ხშირად მეკითხებიან – დასრულდა თუ არა პანდემია? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამის გარანტიები არ გვაქვს, რადგან კორონავირუსმა განახლების და ახალი შტამების გამოგდების უნარი ბევრჯერ გამოავლინა.

მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფზე დაყრდნობით გამოქვეყნდა წინასწარი მონაცემები ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ. ახალი შტამი სულ მცირე 17 ავადმყოფში დადასტურდა – აშშ-სა და ევროპაში, მათგან სამი შემთხვევა უშუალოდ საფრანგეთშია.

ეს შტამი უკვე დავიწყებული „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდს წარმოადგენს და პირობითად მას „დელტამიკრონი“ უწოდეს.

რამდენადაც დღეს შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ რამდენად გადამდები, მძიმე ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება ეს შტამი. მისი სტრუქტურა გაშიფრულია და მას აქვს „ომიკრონის“ სპაიკ ცილა ანუ ის ნაწილი, რომელიც გავრცელების სიჩქარეზეა პასუხისმგებელი; სტრუქტურული, ძირითადი ცილები კი მას „დელტასგან“ აქვს, ამიტომ სტრუქტურის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამს შესაძლოა ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების სიჩქარე და „დელტა“ შტამით ინფიცირების მიმდინარეობის სიმძიმე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ სიმპტომატიკაზე საუბარი ჯერ არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ქალებში, რომელთაც სექსუალური შევიწროება განუცდიათ, ჰიპერტენზიის რისკი 21%-ით იზრდება

ქალები, რომლებთაც განუცდიათ სექსუალური ძალადობა, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ან ორივე ერთად, აქვთ მაღალი არტერიული წნევის განვითარების გრძელვადიანი რისკი, იმ ქალებთან შედარებით, რომელთაც მსგავსი ტრავმა არ აქვთ, – ამის შესახებ CNN-ი ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენი კვლევის დასკვნა ხაზს უსვამს მრავალჯერადი სექსუალური ძალადობის ზემოქმედების პოტენციურ ეფექტს ქალების გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე“, – ამბობს კვლების ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელი, რებეკა ლოუნი.

კვლევა 33 ათასზე მეტი ქალის 2008 წლიდან შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კანაფის ნაერთები Covid 19-ით ინფიცირებას ხელს უშლის – კვლევის შედეგები

კანაფის ნაერთები ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებში Covid 19-ის ვირუსის შეღწევას ხელს უშლის – ამის შესახებ ჟურნალ Nature Products-ში გამოქვეყნებულ ლაბორატორიულ კვლევაშია საუბარი.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ქიმიური სკრინინგის დროს გამოვლენილი, კანაფში გავრცელებული ორი ნაერთი, კანაბიგეროლის მჟავა და კანაბიდიოლის მჟავა, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციური საშუალებაა.

კვლევის მიხედვით, ისინი ვირუსში აღმოჩენილ ცილებს უკავშირდებიან და ბლოკავენ იმ ნაბიჯს, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი – გიორგი ფხაკაძე

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, რომ დაავადების დაწყებიდან 6 თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ.

ასევე კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“,- ამბობს ფხაკაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსით მძიმედ დაავადების რისკს აორმაგებს

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, მათი მტკიცებით, ინფიცირებულებში კოვიდ-19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკს აორმაგებს. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება ექიმებს იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნით.

„წელიწადნახევარზე მეტხანს მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა იმ გენის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია მძიმედ დაავადებისკენ მიდრეკილებაზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ, ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც კოვიდ 19-სგან სერიოზულად დაზიანების რისკი ემუქრებათ“, – განაცხადა პოლონეთი ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეჯელსკიმ.

ბელოსტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გენი მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკის, წონის და სქესის შემდეგ, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მძიმედ ავადდება ადამიანი კოვიდ 19-ით. პროექტში ჩართული მეცნიერები განმარტებით, აღნიშნული გენი პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-შია, ევროპის მოსახლეობის 8-9%-ში და ინდოეთში – მოსახლეობის 27%-ში.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

იაპონელი მეცნიერები – „ომიკრონი“ კანსა და პოლიეთილენის ზედაპირებზე უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს, ვიდრე სხვა ვარიანტები

იაპონელმა მკვლევარებმა ლაბორატორიული კვლევების შედეგად აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი კანსა და პოლიეთილენის ზედაპირებზე უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს, ვიდრე სხვა ვარიანტები. კერძოდ, „ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, ანუ დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია. კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 56 საათია,  „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტა“ ვარიანტების კი – 191.3, 156.6, 59.3 და 114.0 საათი. ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია, მაშინ, როცა ვირუსის თავდაპირველი ვარიანტისთვის ეს დრო 8.6 საათია, „ალფა“ ვარიანტისთვის – 19.6 საათი, „ბეტა“ ვარიანტი კანზე 19.1 საათს ცოცხლობს, „გამა“ და „დელტა“ ვარიანტები კი – 16.8 და 21.1 საათს. ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედების შედეგად, 15 წამის შედეგად კანზე ვირუსის ყველა ვარიანტს აქტიურობა მთლიანად დაკარგული ჰქონდა.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

რამდენად საშიშია „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია დადასტურებული

უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი BA.1 მნიშვნელოვნად უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის მანამდე დაფიქსირებული ვარიანტები. ცოტა ხნის წინ გაჩნდა „ომიკრონ“ ვარიანტის ქვეტიპი, BA.2, რომლითაც იანვრის 10 რიცხვამდე გაერთიანებულ სამეფოში მინიმუმ 400 ადამიანი დაინფიცირდა, ახლა კი,
აღნიშნული ქვეტიპი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ყველაზე მეტი შემთხვევა კი დანიაშია დადასტურებული. ახალი ქვეტიპის სწრაფი გავრცელება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, ვიდრე „ომიკრონის“ თავდაპირველი ვარიანტი. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) BA.2-ს "მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, იწვევს თუ არა BA.2 უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე „ომიკრონ“ BA.1 და ამიტომ, კვევა გრძელდება. ამასთან, მეცნიერების ნაწილს აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მომავალში „ომიკრონის“ ერთ-ერთი ვარიანტის „დელტა“ ვარიანტთან შერწყმა მოხდეს და უფრო სახიფათო ვირუსი გაჩნდეს.

 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაკვლევები

აშშ-ის სკოლებში ახალი სტრატეგია „ტესტი-დარჩენისთვის“ ამოქმედდება

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი სტრატეგია – „ტესტი-დარჩენისთვის“ – წარადგინა, რომელიც არავაქცინირებულ ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს მაშინაც კი, თუ მათ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ.

„თუკი ეს ბავშვები გარკვეულ კრიტერიუმებს შეასრულებენ და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი უარყოფითი იქნება, მათ, სახლში კარანტინში ყოფნის ნაცვლად, სკოლაში დარჩენისა და სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების საშუალება ექნებათ,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

მისი განმარტებით, სკოლებმა თავიანთ მოსწავლეებს ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაუტარონ.
ახალი მითითებები აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე გაიცა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი აშშ-ის მინიმუმ 39 შტატია დადასტურებული. „ველით, რომ უახლოეს კვირებში ის აშშ-ში დომინანტური შტამი გახდება,“ – აღნიშნა ვალენსკიმ. კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელ ვარიანტად“ შეაფასა. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე სხვა შტამები და იცავენ თუ არა ვაქცინები  დაინფიცირებულებს ვირუსის მძიმე ფორმის განვითარებისგან.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

“ფაიზერის“ ხელმძღვანელი – ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში იქნება საჭირო

კომპანია “ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ყოველწლიურად ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი წლის
განმავლობაში დასჭირდებათ. მისი თქმით, ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ მოქალაქეები ვირუსისგან
მაქსიმალურად დაცულები იყვნენ.
ალბერტ ბურლას განცხადებით ვაქცინამ, რომელიც „ფაიზერმა“ გერმანულ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

„ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და მსოფლიო ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი დავზოგეთ. იმ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ, მინდა ვუთხრა : ერთადერთი
ადამიანური ემოცია, რომელიც შიშზე ძლიერია, არის სიყვარული. მიიღო გადაწყვეტილება, აიცრა, მხოლოდ შენს ჯანმრთელობაზე არ ახდენს ზეგავლენას, ეს ზეგავლენას ახდენს სხვა ადამიანებზეც და განსაკუთრებით იმათზე, ვისთანაც შენთან ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს. ასე რომ, გამოიჩინე გამბედაობა, დაძლიო შიშები და მოიქეცით სწორად“, – განაცხადა მან.

ცნობილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა -70C ტემპერატურაზე უნდა მოხდეს, რაც ართულებს მის ტრანსპორტირებას ბევრ ქვეყანაში, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს ერთი თვის განმავლობაში
იგეგმება ვაქცინის ახლებურად შემუშავება და მისი შენახვა სამი თვის განმავლობაში მაცივრის ტემპერატურაზე იქნება შესაძლებელი.
ცნობილია, რომ კომპანია “ფაიზერი“ მუშაობს ვაქცინაზე, რომელიც „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს და ის, სავარაუდოდ, 100 დღეში იქნება მზად. ამასთან, „ფაიზერმა“ შექნა ანტივირუსული აბი Paxlovid-ი. კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს თითქმის 90%-ით ამცირებს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ინგლისსა და უელსში 30 წელს მიღწეული ქალების 50%-ს შვილი არ გაუჩენია

ახალი კვლევის მიხედვით, ინგლისსა და უელსში 1990 წელს დაბადებული ქალების 50.1%-ს შვილი
არ გაუჩენია. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული მონაცემი
დაახლოებით სამჯერ მეტია 1971 წლის მონაცემებთან შედარებით და რეკორდულია. 1971 წელს იმ
ქალების რიცხვი, რომლებმაც 30 წლამდე შვილი არ გააჩინეს, 18%-ს შეადგენდა.
ახალი არ არის, რომ ოჯახებს საშუალოდ 2 შვილი ჰყავთ. ასევე იზრდება ერთშვილიანი ოჯახების
რიცხვი და იმ ქალებისა, რომლებსაც შვილი საერთოდ არ ჰყავთ. ქალები შვილებს უფრო გვიან
ასაკში აჩენენ, რაც რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: დასაქმებული ქალების
რაოდენობის გაზრდა, აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯები, ქალების ემანსიპაცია და ა.შ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 99
Page 41 of 99