close
კვლევები

კვლევა – კიბოს ახალი ტესტი დიაგნოსტიკის დააჩქარებს

კიბოს 50-ზე მეტი ფორმის გამოსავლენად შექმნილმა სისხლის ტესტმა შეიძლება ხელი შეუწყოს დიაგნოსტიკისა და პაციენტების მკურნალობის დაჩქარებას, – ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული.
თხევადი ბიოფსიის ცდის შედეგები, რომელიც აშშ-ში, მსოფლიოს უდიდეს, კიბოს დაავადების შესახებ გამართულ კონფერენციაზე გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ სისხლის ტესტს, Galleri-ს აქვს პოტენციალი, აღმოაჩინოს და გამორიცხოს კიბო სიმპტომების მქონე ადამიანებში.
ტესტი აღმოაჩენს სიმსივნის დნმ-ის პატარა ფრაგმენტებს სისხლში. ის აფრთხილებს ექიმებს ფიქსირდება თუ არა კიბოს სიგნალი და პროგნოზირებს, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს სიგნალი ორგანიზმში.
ექსპერტები მიესალმნენ კვლევის შედეგებს, მაგრამ განაცხადეს, რომ მეტი კვლევა იქნება საჭირო, სანამ ტესტი, რომელიც დამზადებულია კალიფორნიული კომპანია Grail-ის მიერ, ჯანდაცვის სისტემებში დაინერგება.
კვლევაში, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა, ინგლისსა და უელსში მცხოვრები 5461 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც საავადმყოფოში სავარაუდო კიბოს დიაგნოზით გადაიყვანეს.
ტესტმა სწორად გამოავლინა კიბოს შემთხვევების ორი მესამედი კვლევის მონაწილეთა შორის. დადებითი შემთხვევების 85%-ში მან ასევე შეძლო კიბოს კერის დადგენა. შედეგები უფრო ზუსტი იყო ხანდაზმულ პაციენტებში და ონკოინკურაბელურ პაციენტებში.
აღსანიშნავია, რომ Galleri ტესტი ათასობით ადამიანში გამოიყენეს, რომლებსაც სიმპტომები არ ჰქონდათ, რათა გაარკვიონ, შეუძლია თუ მას არა ფარული კიბოს გამოვლენა. შედეგები მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. წარმატების შემთხვევაში, ტესტის გავრცელება დაახლოებით 1 მილიონი ადამიანისთვის იგეგმება.

წყარო : theguardian.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0