close

კვლევები

კვლევები

კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანთა ტვინები წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ასაკის მატებისას ამან დემენციის განვითარება შეაფერხოს, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. ნაშრომი გამოცემაში JAMA Neurology გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1930-იდან 1970-იან წლებამდე დაბადებულ ადამიანთა ტვინების გამოსახულებები შეისწავლეს. მათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მონაცემები გამოიყენეს ფრემინგემის გულის კვლევიდან (ჯანმრთელობის ხანგრძლივი კვლევა, რომელიც 1948 წელს დაიწყო). უფრო ზუსტად, მკვლევრებმა 3 226 ადამიანის ტვინის MRI გამოსახულებები გააანალიზეს.

ნაშრომის ავტორებმა შენიშნეს, რომ 1970-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს 15%-ით დიდი ტვინის ზედაპირი ჰქონდათ 1930-იან წლებში დაბადებულებთან შედარებით; მათი ტვინის მოცულობა 1930-იანების ბავშვებისას 6.6%-ით აღემატებოდა.

გარდა გაზრდილი ზედაპირისა და მოცულობისა, შენიშნეს ისიც, რომ ზომაში მეხსიერებასა და დასწავლასთან დაკავშირებული ნაწილებიც გაიზარდა.

მეცნიერებმა კვლევა იმავე ასაკის 1 145 ზრდასრულის შემთხვევაშიც გაიმეორეს, რომლებიც 1940-იან და 1950-იან წლებში იყვნენ დაბადებულები.

საერთო ჯამში, ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ახალ თაობებს უფრო დიდი მოცულობის ტვინები აქვთ, ანუ ტვინის მოცულობა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დიდია როგორც მთლიანი ტვინის მოცულობა, ასევე კონკრეტული რეგიონებისაც. ეს ეფექტი ინდივიდების დონეზე შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, პოპულაციის მასშტაბით იგი მნიშვნელოვანი იქნება.

რას შეიძლება ნიშნავდეს ტვინის მოცულობის გაზრდა?
ვერ ვიტყვით, რომ ტვინის მოცულობის ზრდა უფრო და უფრო გვაჭკვიანებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ვარაუდით, ტვინის დიდი ზომა მის ჯანმრთელობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ამ მხრივ აღმოჩნდეს სასარგებლო.

ცნობილია, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან მეტი ხალხი ბერდება. მიუხედავად ამისა, ათწლეულების განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს. ეს მიგნება 2016 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც ფრემინგემის გულის კვლევის მონაცემებიც გააანალიზეს.

“ტვინის უფრო დიდი სტრუქტურები, თუნდაც, როგორებიც კვლევის ფარგლებში ვიხილეთ, შესაძლოა, ტვინის გაუმჯობესებულ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეტყველებდეს”, — განაცხადაჩარლზ დეკარლიმ, ნევროლოგიის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — “ტვინის უფრო დიდი სტრუქტურა ტვინის უფრო დიდ რეზერვად გვევლინება და, შესაძლოა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული დაავადებების, თუნდაც ალცჰაიმერისა და სხვა დემენციების, გავლენა გაანეიტრალოს”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს

ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გამო დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დღითიდღე იმატებს. ახალი კვლევის თანახმად, ერთ-ერთი მავნე აირის, ნახშირორჟანგის, დონე ამჟამად იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო 50 000 წელში.

საინტერესოა, რა გზით მოიპოვეს მეცნიერებმა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა CO2-ის შემცველობა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში. მათ ამაში ანტარქტიკის რეგიონში არსებული ყინულის ანალიზი დაეხმარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბოლოს ნახშირორჟანგის დონის განსაკუთრებული მატება (ცხადია, ბუნებრივი) 7 000 წლის წინ დაფიქსირდა. ამ დროს 55 წლის განმავლობაში აღნიშნული აირის კონცენტრაცია მილიონში 14 ერთეულით იზრდებოდა. ახლა ამას მხოლოდ 5-6 წელი სჭირდება, ანუ, ავტორების თქმით, ეს პროცესი 10-ჯერაა აჩქარებული.

“წარსულის გამოკვლევა გვახვედრებს, რამდენად განსხვავებულია დღევანდელობა. CO2-ის მატების ამჟამინდელი ტემპი უპრეცედენტოა”, — აცხადებენ მეცნიერები.

ყინულში არსებული ბუშტუკები ატმოსფეროს ადრინდელი შმცველობის შესახებ ინახავს ინფორმაციას.

ფოტო: Oregon State University

მათთვის ბოლო გამყინვარებისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პერიოდების შესახებ ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ დეტალური მონაცემები არ ჰქონდათ. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი პერიოდები ჩრდილოამერიკული ყინულოვანი საფარის კოლაფსით იყო გამოწვეული. ეს ჯაჭვურ რეაქციებს განაპირობებდა, მათ შორის ტროპიკულ მუსონებს, სამხრეთ ნახევარსფეროში დასავლეთის ქარებს და ოკეანეებიდან CO2-ის გამოყოფას.

ამაზე უდიდეს გავლენას სწორედ დასავლეთის ქარები ახდენდა, რომლებიც ღრმაოკეანურ დინებებზე ზემოქმედებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ჰაერის მსგავსი მასები უფრო გაძლიერდეს და სამხრეთის ოკეანის მიერ ნახშირორჟანგის შეკავების უნარი შეასუსტოს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

კვლევა: კლიმატის ცვლილების გამო ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. ამის შესახებ BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ამ სფეროში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.

მეცნიერების თქმით, დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობაზე ნეგატიური გავლენა დიდი ხანია ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.

კვლევის თანახმად, 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.

სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერები: ,,ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ნაკლები ეძინათ”

ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენს წინაპრებს დღის განმავლობაში ნაკლები ეძინათ, ვიდრე ჩვენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა შეისწავლეს აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ტრადიციული საზოგადოების იმ წევრების ძილის რეჟიმი, რომელთა ცხოვრების წესი ძალიან ახლოსაა უძველესი მონადირე- შემგროვებელი ადამიანების ცხოვრების წესთან.

ისინი დააკვირდნენ 98 ადამიანს 1,165 ღამის განმავლობაში, და აღმოჩნდა, რომ მათ ეძინათ საშუალოდ 6.5 საათი ღამეში.

შედარებისთვის, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანების უმრავლესობას აშშ-ში დაახლოებით შვიდი საათი სძინავს.

ჟურნალ ,,Current Biology-ში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძილის სტილის ჩამოყალიბებაში სინათლეზე უფრო დიდ როლს ტემპერატურა თამაშობს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს არსება, რომელსაც ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე შეუძლია

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორაგულში აღმოაჩინეს მედუზას მსგავსი პარაზიტი, რომელსაც მიტოქონდრიალური გენომი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ სუნთქავს, ანუ შეუძლია ისეთ გარემოში ცხოვრობა, სადაც ჟანგბადი არ არის .

ჰენიგუია სალმინიკოლა (Henneguya salminicola) გახლავთ დღემდე აღმოჩენილი პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მიტოქონდრიალური გენომის გარეშე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ უცნაური პარაზიტის აღმოჩენა არა მარტო ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შესახებ, არამედ ზეგავლენას ახდენს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნის პროცესზეც.

ჰენიგუია სალმინიკოლა ჰიდროიდია – ანუ განეკუთვნება ცოცხალი ორგანიზმების იმავე კატეგორიას,  რომელსაც განეკუთვნებიან მედუზები, ფრინტები და მარჯნები. აღსანიშნავია, რომ მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.

მეცნიერებმა ჰენიგუია სალმინიკოლა დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზისა და ფლუორესცენტული მიკროსკოპიის საშუალებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მას დაკარგული ჰქონდა მიტოქონდრული გენომი, აერობული სუნთქვის უნარი და ასევე ყველა ნუკლეარული გენი, რომელიც მიტოხონდრიის ტრანსკრიპციასა და რეპლიკაციაშია ჩართული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებობს სულ მცირე ერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც სიცოცხლისთვის ჟანგბადი არ სჭირდება.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

ეპილეფსია – პროფილაქტიკა და პირველადი დახმარება

ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, როდესაც დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. ეს ეპიზოდური შეტევა შესაძლოა იყოს ხანმოკლე ან ხანგრძლივი.

მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს (65მლნ) აქვს ეპილეფსია. ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინების სიხშირე მატულობს.

ეპილეფსიის რისკფაქტორია ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ნეირონების (ნერვული უჯრედის) გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ კრუნჩხვა ვუთარდება თუ ადამიანს კრუნჩხვისადმი მზაობა გენეტიკურად მომატებული აქვს.

ეპირეფსიური კრუნჩხვის განვითარებას ხელს უწყობს:

  • ინფექციური და ენდოკრინული დაავადებები
  • მაღალი ტემპერატურა
  • ნარკომანია
  • კვებითი ინტოქსიკაცია
  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • ალკოჰოლი

დისკოტეკა, სადაც რამდენიმე უძლიერესი რისკფაქტორის თანხვედრა ხდება, საუკეთესო გარემოა ეპილეფსიური კრუნჩხვების აღმოცენებისათვის.

პროფილაქტიკა:

ეპილეფსიით დაავადებულთათვის შეტევის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ცხოვრების რეჟიმის შეცვლა ანუ აუცილებელია მაქსიმალური ინტელექტუალური დატვირთვა, ძილის რეჟიმის დაცვა. ეპილეფსიით დაავადებულნი დიდხანს უნდა იმყოფებოდნენ ჰაერზე, ეკრძალებათ ხანგრძლივად ტელევიზორის ყურება, მზეზე ყოფნა. რეკომენდებული არ არის წყლის სპორტი, ალპინიზიმი და სხვა. სასარგებლოა მსუბუქი, გამაჯანსაღებელი ვარჯიში. ავადმყოფი უნდა ერიდოს უძილობასა და ძლიერ ემოციებს, რეკომენდებული არ არის მუშაობა ღამის ცვლაში, ხმაურიან და დახუთულ შენობაში.

პირველადი დახმარება ეპილეფსიის დროს:

  1. თუკი შესამჩნევია, რომ ადამიანს უნდა დაემართოს შეტევა, აუცილებელია მას შეექმნას უსაფრთხო გარემო, რომ დაცემისგან არ მიიღოს ტრავმა.
  2. აუცილებელია ყველა საგანი, რომელიც არის დაზარალებულის ახლოს, უნდა მოშორდეს. თავქვეშ ამოედოს ბალიში
  3. აუცილებელია შემბოჭავი ტანისამოსი გაიხსნას, რომ სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს ადამიანს.
  4. არ შეიძლება ეპილეფსიის შეტევის დროს ადამიანის დამაგრება (დაჭერა), მიიღებს მოტეხილობას
  5. არ შეიძლება კბილების ძალით გახსნის მცდელობა, ეს მხოლოდ გამოიწვევს კბილების და ყბების ტრავმირებას.
  6. არ არის საჭირო ენის ხელით დაჭერა, დაზარალებული ,,ენას არ ჩაყლაპავს’’.
  7. საჭიროა მიღებული ყველა ტრავმის თვალსაზრისით პირველადი დახმარების გაწევა.
  8. ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია შეტევის შემდეგ აუცილებელია, თუ ეს იყო პირველი შემთხვევა; შეტევა იყო ზედიზედ რამდენჯერმე; დაზარალებულს აქვს ტრავმები; დაზარალებული გონს ვერ მოდის 10 წთ და მეტი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაყვანილ თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ებრძვის.

იაპონიის აერონავტიკის საძიებო სააგენტოს (Jaxa) და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ კოსმოსში ყოფნისას თაგვებმა განიცადეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერის მსგავსი, მაგრამ უფრო სწრაფად პროგრესირებადია.

Jaxa- ს თანახმად, ცილა, რომელმაც ტრანსფორმაციის პროცესი შეანელა, Nrf2-ია.

კვლევის ფარგლებში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 თაგვი წაიყვანეს, სადაც მათ 31 დღე გაატარეს.

რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის რადიაციის დამატებითი დასხივებით, კოსმოსური ფრენა იწვევს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, დაბერების პროცესის მსგავსს, როგორიცაა ძვლის სიმკვრივის დაკარგვა. კვლევისთვის, 6 თაგვს გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით Nrf2 „მოაშორეს“, დანარჩენ 6-ს კი – არა.

აღმოჩნდა, რომ იმ თაგვებს, რომლებსაც Nrf2 ცილა არ ჰქონდათ სისხლში დაბერების მსგავსი ცვლილებები სწრაფად განუვითარდათ, იმათმა კი, რომლებსაც Nrf2 ჰქონდათ, უფრო სუსტი ტრანსფორმაცია განიცადეს.

მკვლევარები თვლიან, რომ Nrf2 შეიძლება დედამიწაზე დაბერების პროცესის შენელებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, აღნიშული აღმოჩენა კი მათ დაბერების პროცესთან ბრძოლასა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი და დიაბეტი, სამკურნალო მედიკამენტების შექმნაში დაეხმაროთ. ამასთან, მეცნიერებმა შესაძლოა განავითარონ მკურნალობის საშუალებები, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს შეამცირებს.

წყარო : japantimes.co.jp

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

საგანგაშო კვლევა: ამაზონის ტყეების დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა კრიტიკულად შენელებულია – რა ელის “დედამიწის ფილტვებს”?

ხა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ამა­ზო­ნის ტრო­პი­კუ­ლი ტყის მე­სა­მედ­ზე მეტი კვლავ გვალ­ვას ებ­რძვის. გარ­და ამი­სა, ეკო­სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის კრი­ტი­კუ­ლი შე­ნე­ლე­ბა მისი კო­ლაფ­სის საფრ­თხეს სულ უფრო მე­ტად ზრდის.

წარ­სულ­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში პრო­ცე­სე­ბი ბა­ლანსდე­ბო­და ყო­ველ­წლი­ურ მშრალ და წვი­მი­ან სე­ზო­ნებ­თან ერ­თად. მას ასე­ვე ჰქონ­და გვალ­ვის­გან აღ­დგე­ნის უნა­რი. ბო­ლო­ხანს აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი სულ უფრო ნელ­დე­ბა, რად­გან გვალ­ვე­ბი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა ამა­ზო­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით და უფრო ხში­რი – ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში.

ახა­ლი ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია Proceedings of the National Academy of Sciences- ში, იკ­ვლევს მცე­ნა­რე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს 2001 წლი­დან 2019 წლამ­დე. ავ­ტო­რე­ბის მი­ზა­ნი იყო შე­ეს­წავ­ლათ, თუ რო­გორ აზი­ა­ნებს გვალ­ვე­ბის სიხ­ში­რე, ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ხან­გრძლი­ვო­ბა ამა­ზო­ნის მცე­ნა­რე­უ­ლო­ბას.

მათ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მი­ყე­ნე­ბულ ზი­ან­ში გვალ­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო, ვიდ­რე გვალ­ვის სიხ­ში­რე, თუმ­ცა ამ ორის კომ­ბი­ნა­ცია ყვე­ლა­ზე მეტ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და.

კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი მხო­ლოდ ზე­და­პი­რულ წარ­მოდ­გე­ნას იძ­ლე­ვა და მათ მიღ­მა სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა უფრო მძი­მე იყოს.

ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვის თა­ნახ­მად, წვი­მი­ა­ნი სე­ზო­ნე­ბი უფრო მოკ­ლე და ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა, რაც ასე­ვე ზი­ანს აყე­ნებს ტყის უნარს გვალ­ვი­სა­გან გა­მო­ჯან­მრთელ­დეს, რად­გან ხის მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის მზად არ არის.

მო­მა­ვალ­ში, ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რად­გან გლო­ბა­ლუ­რი გათ­ბო­ბა გაზ­რდის გვალ­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას და სიხ­ში­რეს ამა­ზონ­ზე. ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია:

“მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ეს გა­მო­იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს ტყის სტრუქ­ტუ­რა­სა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, გაზ­რდის მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ო­ბე­ბის გაქ­რო­ბის საფრ­თხეს, პო­ტენ­ცი­უ­რად ამა­ზო­ნის სულ უფრო მეტი ტე­რი­ტო­რია მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა გარ­და­ტე­ხის კრი­ტი­კულ წერ­ტილს“. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლია ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვი­თა და ხან­ძრე­ბით.

2015-16 წლებ­ში გვალ­ვამ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ხან­ძარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არ­დი ხე გა­დაწ­ვა და 495 მი­ლი­ო­ნი ტონა CO2-ის გა­მო­ყო­ფას შე­უ­წყო ხელი. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­თა­რე­ბა­ში ამა­ზო­ნის ტყე არ იწ­ვის, მისი მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის გამო, თუმ­ცა ძლი­ერ­მა გვალ­ვამ ხელი შე­უ­წყო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოშ­რო­ბას.

კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და ისიც, რომ ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა არაფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა ხან­ძრე­ბის მიერ მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს. პა­ტა­რა ხე­ე­ბი, თხე­ლი ქერ­ქით, უფრო მე­ტად არი­ან მსხვერ­პლი, რო­გორც ხან­ძრის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის.

მი­ლი­არ­დო­ბით ხი­დან, რომ­ლე­ბიც ძლი­ე­რი ხან­ძრის დროს და­იწ­ვა, 447 მი­ლი­ო­ნი დიდი ხე იყო, ხოლო 2.5 მი­ლი­არ­დი პა­ტა­რა.

ამა­ზონ­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მტკნა­რი წყლის ყვე­ლა­ზე დიდ სახ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, გა­სულ წელ­საც გა­ნი­ცა­და და­მან­გრე­ვე­ლი გვალ­ვა, რა­მაც მისი ოდეს­ღაც ძლი­ე­რი შე­ნა­კა­დე­ბი რე­კორ­დუ­ლად და­ბალ დო­ნე­ზე და­ტო­ვა, გა­ახ­ში­რა ტყის ხან­ძრე­ბი და გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რის დელ­ფი­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ღუპ­ვა.

სა­ო­ცა­რი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გარ­და, ამა­ზო­ნის ტყე­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 150 მი­ლი­არდ ტონა ნახ­შირ­ბადს ინა­ხავს. ბევ­რი მეც­ნი­ე­რი ში­შობს, რომ ტყე სწრა­ფად უახ­ლოვ­დე­ბა კრი­ტი­კულ ზღვარს, რომ­ლის შემ­დე­გაც ის და­ი­წყებს გა­მოშ­რო­ბას, ნა­წი­ლე­ბად და­ყო­ფას და შემ­დეგ სა­ვა­ნად გა­და­იქ­ცე­ვა.

ამა­ზო­ნის ტყე­ე­ბი – მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ტრო­პი­კუ­ლი ტყის მა­სი­ვია. ის იკა­ვებს მსოფ­ლი­ოს სხვა ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის ფარ­თო­ბის ნა­ხე­ვარს. ვრცელ­დე­ბა ცხრა სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე: ბრა­ზი­ლია, პერუ, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ეკ­ვა­დო­რი, ბო­ლი­ვია, გა­ი­ა­ნა, სუ­რი­ნა­მი და საფ­რან­გე­თის გვი­ნეა.

ავტორი : ანი შავიშვილი

წყარო : ambebi.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა

ვაქცინების უმთავრესი დანიშნულება ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა, რომლებიც სხვადასხვა ვირუსის მიმართ ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს. მეცნიერები აივ ინფექციის საწინააღმდეგო ამგვარ პრეპარატებზეც მუშაობენ. მათ შორისაა ახალი ექსპერიმენტული საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ კლინიკურ ცდებს გადის.

შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა მცირერიცხოვან საკვლევ ჯგუფში ვაქცინამ ე.წ. ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ფორმირება განაპირობა. 1990-იან წლებში აღმოჩენილი ეს ცილები აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსის რამდენიმე შტამს აფიქსირებს და უტევს, მაგრამ პრეპარატებით მათი გამომუშავების პროვოცირება მარტივი არაა.

თავად დაავადებულ ადამიანებში ასეთი ანტისხეულების გაჩენას წლები სჭირდება და ისინი პაციენტების მხოლოდ 10-25%-ში გვხვდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შედეგს ახალი ვაქცინის 2 დოზით მიაღწიეს, თანაც რამდენიმე კვირაში.

ექსპერიმენტული საშუალება აივ ინფექციის ყველაზე გავრცელებულ ტიპ HIV-1-ზეა ორიენტირებული, კონკრეტულად კი ვირუსის გარე საფარველზე, რომელიც მუტაციის პარალელურად სტაბილურად ნარჩუნდება. პრეპარატის გამოცდის პირველი ფაზა 2019 წელს დაიწყო და მასში მონაწილეობა 24-მა ჯანმრთელმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგანაც 4 პლაცებოს იღებდა. კვლევა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ცდისპირებში კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლის მიმართ მწვავე ალერგიული რეაქცია გამოვლინდა.

მანამდე 5-მა ინდივიდმა 4-დან 3 დოზა მიიღო, 15-მა კი — 2. ამ დროის განმავლობაში შეგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ უკანასკნელ ჯგუფში გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმატებით გამომუშავდა, ხოლო იმ 5 ადამიანიდან ეს მხოლოდ 2-ში დაფიქსირდა. ამ ცილების ყველაზე ძლიერმა კატეგორიამ უჯრედებზე ჩატარებულ ცდებში ინფექციის შტამების 15-35% გააუვნებლა.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა ვაქცინის ფორმულა შეცვალეს და კვლევას სწორედ მისით განაახლებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ნეანდერტალელების ძვლებში ადამიანთა უძველესი ვირუსები აღმოაჩინეს

ნეანდერტალელთა გადაშენების ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერთა უმეტესობა ჰომო საპიენსებსა და მათ შორის კონკურენციას ასახელებს. 2010 წელს წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ შესაძლოა, ეს ვირუსებსაც გამოეწვია, რომლებიც ამ სახეობის წარმომადგენლებს ისევ და ისევ ჩვენმა წინაპრებმა გადასდეს, როცა აფრიკიდან ევროპაში გადაინაცვლეს.

ახალი აღმოჩენა მიანიშნებს,  რომ ეს ვარაუდი უსაფუძვლო არაა, რადგან სპეციალისტებმა ნეანდერტალელთა 50 000 წლის წინანდელ ძვლებში სწორედ 3 ასეთი ძველი ვირუსის დნმ-ის კვალს მიაგნეს. აქამდე მათში არსებული პათოგენების ამგვარი პირდაპირი მტკიცებულება არ მოგვეპოვებოდა, რადგან ათასობით წლის განმავლობაში ვირუსების გენეტიკური მასალა საგრძნობლად ზიანდება და უმეტესწილად გაშიფვრას არ ექვემდებარება.

ზემოხსენებული დნმ-ის ნიმუშები შეიძლება, გამონაკლისად მივიჩნიოთ, მაგრამ გენეტიკური კვალი ბოლომდე იდენტიფიცირებადი მაინც არაა. მათ მეცნიერებმა რუსეთში მდებარე გამოქვაბულში აღმოჩენილი 2 მამრი ნეანდერტალელის ძვლებში მიაკვლიეს. კერძოდ, გამოვლენილია სავარაუდო ადენოვირუსი, ჰერპესის ვირუსი და პაპილომა ვირუსი. ადამიანებში ისინი დღესაც გავრცელებულია და ინფექციებს იწვევს, მაგრამ როგორ გამოიხატებოდა მსგავსი ავადობა ნეანდერტალელებში, უცნობია.

უნდა ითქვას, რომ აქამდე უძველესად მოიხსენიებოდა ჰერპესის ვირუსის დნმ, რომელიც ჰომო საპიენსის 31 000 წლის წინანდელ კბილშია ნაპოვნი. ახალი მიგნება ამაზე ბევრად ძველ ნიმუშებს გვთავაზობს, მაგრამ უძველესი დნმ-ების კვალის ავთენტურობა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა.

ასეა თუ ისე, რამდენად იყო ვირუსები ნეანდერტალელთა გადაშენების უმთავრესი მიზეზი, უცნობია. ისინი საკმაოდ განვითარებული არსებები იყვნენ, კარგად ნადირობდნენ, ცეცხლის დანთებაც იცოდნენ და სოციალურობითაც გამოირჩეოდნენ. პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ სახეობა გაქრობის რისკის წინაშე პოპულაციის მცირერიცხოვნობამაც დააყენა, საბოლოო ჯამში კი ერთმანეთს რამდენიმე ასეთი ფაქტორი დაერთო, რაც მათ გადაშენებას დაედო საფუძვლად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 101
Page 3 of 101