close

ფილოსოფია

საქართველოფილოსოფიაფრაზები

,,აზ­რის წარ­მოთ­ქმა რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე, თვით საგ­ნის შე­უს­წავ­ლე­ლად და შე­უგ­ნებ­ლად – მხო­ლოდ რეგ­ვენს ადა­მი­ანს შე­უძ­ლია”

,,აზ­რის წარ­მოთ­ქმა რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე, თვით საგ­ნის შე­უს­წავ­ლე­ლად და შე­უგ­ნებ­ლად – მხო­ლოდ რეგ­ვენს ადა­მი­ანს შე­უძ­ლია.”

ვაჟა-ფშაველა

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

სოკრატე: ,,ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – უგუნურება”

,,ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – უგუნურება.”

სოკრატე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ჯოჯოხეთი რა არის? – ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია”

,,ჯოჯოხეთი რა არის? – ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია.”

თეოდორ დოსტოევსკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოფილოსოფიაფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე – რაზე უნდა იყოს ორიენტირებული სასწავლო პროცესი?

,,სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის დამახასიათბელი ერთ–ერთი მოთხოვნილება –ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა) ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს.”

 

დიმიტრი უზნაძე

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,შეგიძლია, ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა” – მამარდაშვილი

,,შეგიძლია, ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე  ნაჭერს, ისე, რომ ვერცერთხელ ვერ გადაყლაპა იგი!

ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – მერაბ მამარდაშვილი

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზებიფსიქოლოგია

,,გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც…

,,გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გავთავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს.”

ზიგმუნდ ფროიდი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფია

ადამიანური ეგოს სახეცვლილებები

 სამყაროს საზრისი? ქაოსურად მოცეკვევე ნაწილაკების ერთობლიობაშია. ატომების, რომლებმაც განიცადეს, ვერ მოასწრეს ან იქნებ დავგასწრეს კიდეც გადაელახათ ყოფიერების საფეხურებრივი მდგომარეობა. მიწიერთა არსი  ხომ საბოლოო წერტილის საწყისად გადაქცევაა, სულის სახეცვლილებებისა, სადაც სიცოცხლის საზრისს უფსკრულში გადაჩეხვის რისკი წარმოადგენს. თვითგადალახვა კი – ინსტრუმენტია, უფრო სწორად – არბიტრი, მაკავშირებელი რგოლი საკუთარი თავის დაკარგვის შიშსა და ღირებულებების შექმნას შორის.

თუკი ისინი თავისუფლებას ჩარჩოში სვამენ, შენ კი ცდილობ საზღვები გაამაგრო, როგორ შეძლებ შენი ნაწილაკების შეგროვებას როცა ცოცხლად გარდაიცვლები? შესძლებ რომ საკუთარი ,,მეს“ რაობა ნაპირის მეორე მხარეს გაიტანო? ადამიანის მდგომარეობამ ყველაზე ბედნიერსა და ყველაზე უბედურს შორის ემანსიპაციას უნდა მოუხმოს. თუკი ინდივიდი სახელად ადამიანი ფიქრობს, როგორია შეეძლოს თოლიასავით ფრენა და იგი ფრენის იმ ტაქტიკას გამოიგონებს, რითიც პიროვნებას სხეულის ბალანსი შეეძლება, მაშინ შეგვიძლია თამამად ითქვას, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს თოლია. მიზანდასახული თოლია დაუმორჩილებლობის სიმბოლოა ჩვენს ისტორიაში, ვინაიდან მეამბოხეს სურს საყოველთაოდ გაბატონებული პარადიგმა დაამსხვრიოს და სახლდაკარგულმა ახალი ნავსაყუდელი ეძიოს. თუმცა, საკუთარი თავის გაორების ორ ასპექტს შორის სისხლში გაჟღენთილს დაკარგვის შიში იპყრობს, მოერევა კი თოლია შავად შეფერილ, საკუთრივ შავ სულს, სარკის მეორე მხარეზე არეკლილს?! თუკი ,,შეშლილობა“ და ტკივილის განცდა ერთადერთი საშუალებაა ღირებულებათა შექმნის, შავ თოლიას უნდა შეეძლოს საკუთარი ღონის გონით ფორმად გარდაქმნა ანუ ის უნდა ფლობდეს გარდასახვის ხელოვნებას, ვინაიდან ყველაფერი, რაც გვანადგურებს და გვტკენს, ცეცხლად გარდავქმნათ, რადგან სურვილი იმისა, რომ სიღრმეს ჩაწვდე და უფსკრულის დონეზე ამაღლდე, მხოლოდ ზედაპირის შეცნობის შემდგომ ხორციელდება. ათვლის სათავედ ხილული სამყარო უნდა ავიღოთ ანუ გავჩერდეთ ზედაპირთან, იმისათვის, რომ აბსტრაქციაში გადავეშვათ. ტკივილი კი – შეცნობის პროცესია. იარაღი, რომლითაც ინდივიდი საკუთარ სიღრმეებში ჩადის და მოექცევა – როგორც ბავშვი, გაღრმავებული გრძნობებით ახალშობილი. საკუთარი თავის რწმენა ერთადერთი ბერკეტია, რომელიც ბავშვს აიძულებს გამოიგონოს ,,ბორბალი“ – კაცობრიობის ისტორიაში თვითრეალიზების მოვლენა. და რა არის შენი საზრისი? შენი აღსასრულისა და დაბადების ანგარიში, ნაშთად დარჩენილი შენი მცდელობები დედამიწაზე. მოპოვება ხომ რთულია და წარმოგიდგენიათ შენარჩუნება როგორი ძნელი?

და მაინც, საინტერესოა ადამიანია სამყაროს თუ თავად სამყარო ადამიანის საზრისი? ვინ იცის.
ერთი კი ნათელია, ადამიანი ნაწილაკია ორბიტაზე მოსიარულე არჩევნის უფლებით უძრაობასა და სივრცეში სინათლედ გარდაქმნისა. შენ კი ხარ ქაოსურად მოცეკვავე ვარსკვლავი, რომელიც ,,სანთელივით თავად იწვის, რომ სხვებს ნათელი მოფინოს“…შენ, შეგიძლია შეცვალო სამყარო, რადგან საკუთარ შესაძლებლობებს სხვა ვერავინ შეგიზღუდავს და რადგან რომ უნდა იცოცხლო სანამ მოკვდები, ცოცხლადაც უნდა მოკვდე და თავიდან დაიბადო, რომ შენს ყოფადობას აზრი მიეცეს.

მასალა მოამზადა:  მარიამ შერეშაშვილმა

ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

რატომ ბერდებიან ადამიანები? – გოდერძი ჩოხელი

,,ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ, სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და, რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს,რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა,რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და, მართალია, სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი.”

გოდერძი ჩოხელი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

რა არის დრო? – თომას მანი

,,რა არის დრო? – საიდუმლოება – უსახელო და ყოვლისმძლე, მოვლენათა სამყაროს განმსაზღვრელი პირობა, მოძრაობა, გადაჯაჭვული და შერწყმული სივრცეში სხეულების განლაგებასა და მოძრაობასთან. იარსებებდა კი დრო, მოძრაობა რომ არ ყოფილიყო? ან მოძრაობა კი იარსებებდა დროის გარეშე? კითხვა კითხვად რჩება. არის თუ არა დრო სივრცის ფუნქცია, ან პირიქით? ან იქნებ ისინი ერთმანეთის იდენტურნი არიან? აქაც მხოლოდ კითხვას ვსვამთ! დრო მოქმედია. მას ზმნით გამოსახატავი თვისება აქვს: იგი ,,იწვევს”, მაგრამ რას? ცვლილებას! ,,ახლა” და ,,მაშინ” ერთი და იგივე არ არის. ,,აქ” არ არის ,,იქ”, რადგან მათ შორის მოძრაობა ძევს, მაგრამ ვინაიდან მოძრაობა, რისი მეშვეობითაც დროს ვზომავთ, წრიულია და თავის თავში ჩაკეტილი, ამიტომ – ასეთი მოძრაობისა და ცვლილებისთვის ასევე თავისუფლად შეიძლებოდა სიმშვიდე და უძრაობა გვეწოდებინა –  ,,მაშინ” ხომ გამუდმებით მეორდება ,,ახლაში”, ,,აქ” კი ცნებაში ,,იქ” .

თომას მანი, ჯადოსნური მთა, ტ.1, თბ.1978, გვ.5.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე: ,,ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულება”

ჩვენს ასაგები გვაქვს რაღაც შენობა, რომლის აგება ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც ჩვენი მთელი ძალღონე უნდა მოვახმაროთ. მაგრამ რა არის ეს შენობა? მას კულტურული შემოქმედების სახელით ავღნიშნავთ.

ნივთიერ, არაორგანულ სამყაროს ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ როდესაც შემოქმედება მოქმედებას, აქტიურ ძალას მოითხოვს. არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც სულიერების სახელით არის ცნობილი. მხოლოდ მას შეუძლია მოქმედების პრინციპი იყოს.

სული ანუ აქტიური მომენტი მუდმივად უნდა ებრძოდეს ნივთიერებას (მატერიას), ანუ მსოფლიოს პასიურ მომენტს. ეს უკანასკნელი თანდათან გამჭირვალე უნდა გახდეს აქტიური მომენტისთვის, ასე ვთქვათ, განსულიერდეს. რა არის კულტულა, თუ არა პასიური მომენტების ამგვარი განსულიერება აქტიურის საშუალებით? აიღეთ მეცნიერება: უცნობი და შეუცნობელი ჩვენი გონებისთვის რაღაც პასიურ, უძრავსა და უსარგებლო სფეროს წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი შევიცნობთ მას, ის უკვე უცხო და უმოქმედო არაა ჩვენთვის, მისით ვსარგებლობთ და მას ვიმსახურებთ, ჩვენი მიზნების თანახმად.

აიღეთ ხელოვნება: ბუნების მკვდარი მასალა, შავი მარმარილო ან ფერადი, ხელოვანი შემოქმედის სულის შთაბერვით სულიერ არსებად იქცევა. რა არის ვენერა მილოსელი ან სხვა რომელი ქანდაკება, თუ არა სულიერი არსება?! აქ სხეული ნივთიერებაა (მარმარილო) და სული ხელოვანის იდეაა, რომელიც განხორციელებულია მკვდარ მასალაში. ამიტომაც ეს მასალა უკვე აღარაა პასიური, მკვდარი.

აიღეთ ჩვენი კულტურული ცხოვრების ყველა სხვა სფერო – ყველგან დაინახავთ მსოფლიოს განსულიერების ცდას, პასიური ნივთიერებების ძარღვებში სულის შეჭრას, მის სიცოცხლის მაჯისცემით ათამაშებას. ასეთია კულტურული ცხოვრების არსი და ასეთია ადამიანის ცხოვრების მიზანი.

დაბადების (ბიბლიის) წარმოდგენით, ღმერთმა იმით დაასრულა თავისი შემოქმედების პროცესი, რომ ადამიანის არსებაში საუკეთესოდ შეარიგა სული ხორცს, აქტიურობა – პასიურობას, სამაგიეროდ, ნივთიერების მთელი დანარჩენი მსოფლიო განუსულიერებელი დატოვა და ამით თითქოს იმთავითვე განსაზღვრული დანიშნულება მისცა ადამიანის არსებობას.

ჩვენი დანიშნულება ღვთისგან დაწყებული მსოფლიო შემოქმედების განგრძობაა, ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულებაა. და თუ ასეა,მაშინ ცხადია,ჩვენს გამუდმებულ, დაუღალავ შრომას მნიშვნელობა ჰქონია, ჩვენს დროულ (დროში შეზღუდულ) ცხოვრებას – ღრმა აზრი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 7
Page 3 of 7