close

ისტორია

არქეოლოგიაისტორია

სერაფიტას საფლავის ქვა და ,,არმაზული დამწერლობა”

ძვ.წ. I  ათასწლეულის დამდეგს, საწარმოო ძალების განვითარების შედეგად, ქართველი ტომების მიერ რკინის ათვისების ეპოქაში, შეიქმნა გვაროვნული თემის დაშლისა და მონათმფლობელური საზოგადოების ჩასახვის წინამძღვრები. ენობრივი და კულტურული მსგავსების საფუძველზე ქართველი ტომების ჯერ კონსოლიდაციისა და შემდეგ გაერთიანების შედეგად  ძვ.წ. VI- IV საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ორი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, აღმოსვლეთისა – იბერია და დასავლეთისა – კოლხეთი. ძვ. წ VI საუკუნეში მიდიელებმა დაამხეს ურარტუს სამეფო, განადგურდა ქართველ ტომთა გაერთიანებები (დიაუხი), რის შედეგად დაიწყო მცირე აზიიდან ჩრდილო – აღმოსავლეთით ამ ტომების მოძრაობა. ასე, მცირე აზიურ-ხეთური ტრადიციების მატარებელი მესხური ტომების ნაკადმა გადმოინაცვლა ჩრდილოეთით. მათი სახელი შემოინახა ათვისებულმა ტერიტორიებმა – მესხეთი, სამცხე და თვით იბერიის სახელმწიფოს ცენტრმა – არმაზი

1940 წელს მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არმაზისხევში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ე.წ. არმაზის ბილინგვა ანუ ქვის ბრტყელი ფილა ზედ ამოკვეთილი ორენოვანი (არამეული და ბერძნული) წარწერით (ბი – ორი, ლინგვა – ენა). ქვის ფილა, წარწერის მიხედვით, ყოფილა ახალგაზრდა ქალის სერაფიტას საფლავის ქვა.

არმაზისხევში, საერთოდ, გათხრების შედეგად გამოვლენილია ქართლის სამეფოს პიტიახშების ნეკროპოლი (სამაროვანი), ქვაყუთების სამარხებით. აქვე ყოფილა პიტიახშების რეზიდენცია. გამოვლენილია სამეურნეო ნაგებობები, კეთილმოწყობილი აბანო, მოზაიკური იატაკით, ცხელი და ცივი წყლის მილებით და სხვ.

წარწერის არამეული ტექსტი წაიკითხა და გაანალიზა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა – აკად. გიორგი წერეთელმა, ხოლო ბერძნული – აკად. ს. ყაუხჩიშვილმა. ორივე ტექსტი თითქმის ანალოგიურია. გ. წერეთელმა ამ არამეულ დამწერლობას უწოდა ,,არმაზული დამწერლობა”.

წარწერა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

  1. მისი პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე გ. წერეთელმა წამოაყემა ახლებური ჰოპოთეზა, რომ ქართული დამწერლობა წარმოიქმნა არამეული დამწერლობიდან.
  2.  წარწერის შინაარში უაღრესად მნიშვნელოვანია ქართლის სამეფოს სახელმწიფო წყობილების შესასწავლად.

წარწერაში აღნიშნულია, რომ:

სერაფიტა გარდაიცვალა 21 წლისა. ის ყოფილა ქართლის მეფის – ფარსმანის, პიტიახშის ზევახის ასული. მისი მეუღლე ყოფილა ქართლის მეფის ხსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვარი იოდმანგანი. იოდმანგანის მამა კი (ე.ი სერაფიტას მამათილი), ყოფილა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი აგრიპა.

ბერძნული ტექსტის თარგმანი:

,,სერაფიტი, მცირე პიტიახშის, ზევახის ასული, პიტიახშ პუბლიკიოს აგრიპას ძის, იბერთა მეფის, ქსეფარნუგის მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძრვარი, იოდმანგანის მეუღლე გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე.”

არამეული ტექსტის თარგმანი:

,,მე, სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, ქსეფარნუგ მეფისა ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა. ის ვინც იყო… არადასრულებული და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.”

ამრიგად, წარწერაში დასახელებულია ორი მეფე: ფარსმანი და ხსეფარნუგი. ფარსმანი ეს არის წყაროებში ცნობილი ფარსმან II, რომელსაც ,,ქართლის ცხოვრებაში” ეწოდება ,,ფარსმან ქველი” და რომელიც მეფობდა II ს-ის პირველ ნახევარში. ამის მიხედვით წარწერა თარიღდება მეორე საუკუნით.

წარწერაში იხსენიება აგრეთვე ქართლის მეფის პიტიახში და მეფის ორი ეზოსმოძღვარი – აგრიპა და მისი ვაჟი იოდმანგანი. ამრიგად, უმაღლესი მოხელეობა სამემკვიდრეო ჩანს. შინაარსიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვარი სარდალია ( შესაძლოა სამხედრო უწყების გამგებელი), რადგანაც მას მოუპოვებია მრავალი გამარჯვება.

,,არმაზის ბილინგვა” მოწმობს აგრეთვე, რომ ქართლის სამეფოში ამ დროს გავრცელებული ყოფილა არამეული და ბერძნული დამწერლობა და, შესაძლოა, ის ასრულებდა სახელმწიფო დამწერლობის როლს. ამას მხარს უჭერს ისიც, რომ მცხეთაშივე აღმოჩენილია მონოლინგვაც (ერთენოვანი არამეულწარწერიანი ქვის ფილა) და სხვა ძეგლები, არამეული და ბერძნული წარწერებით.

 

წყარო: www.ucnauri.com ; საქართველოს და მსოფლიოს ისტორია 11 კლ; საქართველოს ისტორიის წყაროები აბიტურიენტებისთვის; wikipedia.org .

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

“თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა” – დავით სარაჯიშვილის ანდერძი

“თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა” (ი. გოგებაშვილი)

დავით სარაჯიშვილმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი.

ანდერძის თანახმად ქონება (სამი მილიონი მანეთი) შემედეგნაირად ნაწილდებოდა:

1. 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

2. 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.

3. 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.

4. 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.

5. 50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

6. 30 ათასი მანეთი – ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);

7. 25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.

8. 100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

9. 10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.

10. 171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;

11. 5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

12. 20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.

13. 50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.

14. 10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

15. 10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.

16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.

17. 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

დავითი 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. .

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

იბერიული დნმ – სამყაროს კოდი, ქართული ანბანი

ევროპაში მოგზაურობისას, კერძოდ, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და ბრიტანეთში ყურდღებას იპყრობს ისეთი დასახელებები და ტოპონიმები, რომლებიც მათი ენისათვის არაა დამახასიათებელი და, თუ ჩავეძიებით, ისტორიული წყაროებიდან გავიგებთ, რომ ისინი, ვისაც ამ ტერიტორიებზე კულტურა და ცივილიზაცია შეუტანია, ყოფილან იბერიული ტომები.ცხადია, ისეთ ადამიანს, რომელიც იბერიელად იწოდება(ქართველს) მეტის გაგების სურვილი უჩნდება და მეც დავიწყე ამ კულტურის სიღრმისეული შესწავლა, მრავალი წლის კვლევა-ძიების შემდეგ უამრავი საინტერესო და საკვირველი ფაქტი გამოვლინდა. იბერიულმა ტომებმა მსოფლიოს ხალხებს ასწავლეს არა მარტო აგრონომია, მელიორაცია, ცხოველების მოშინაურება, წერა-კითხვა, მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ვარსკვლავთმრიცხველობა, გეომეტრია, დროის კალენდრული აღრიცხვა, არამედ მათ დაგვიტოვეს ცოდნა ადამიანის შექმნაზე, მის სულიერ არსზე და სამყაროს სტრუქტურაზე.მთელი ინფორმაცია ჩადებულია დნმ-ში, ეს გენეტიკური მეხსიერება მოათავსეს საკრალურ ნიშნებში და მათი ერთობლიობით შედგენილი ანბანი გადმოგვცეს ჩვენ.მართალია, ეს ყველაფერი გასაოცრად ჟღერს, მაგრამ ამის დასამტკიცებლად ისეთი მასალები მაქვს მოძიებული, რომლებსაც ვერ ვუგულვებელყოფთ და რომლებიც ადვილი საპოვნია ინტერნეტში, ამიტომ ამ ნაშრომში ტექსტთან ერთად მოვათავსე ვებ-მისამართები(ლინკები), მათი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ პირადად დარწმუნდეთ ამ ფაქტების სინამდვილეში.არჩეულია ოფიციალური წყაროები, როგორიცაა -ვიკიპედია, მეცნიერთა და არქეოლოგთა ნაშრომები, საინფორმაციო გამოშვებები, გუგლის რუქები და ა.შ. (არანაირი საეჭვო საიტები), ასე რომ, ეს გახლავთ ერთგვარი ინოვაცია, ინტერნეტ-წიგნი, ის საინტერესო იქნება, როგორც კითხვის, ისე ინტერნეტის მოყვარულთათვის.მასალები მაქსიმალურად მაქვს შეკუმშული, მოსაწყენი რომ არ იყოს მკითხველისთვის, არადა ისინი უამრავია და ძალიან საინტერესო იქნებოდა შემეცნებით-დოკუმენტური ფილმების სერიის გადაღება მათი გამოყენებით, ასევე უძველესი ისტორიის სახელმძღვანელოს შედგენა.დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე დასკვნას გამოიტანთ და უამრავ საინტერესო ინფორმაციას დაამატებთ, რადგან ეს ცოდნა გაბნეულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასა და ენაში, ასეთ შემთხვევაში სასურველია, გაგვიზიაროთ თქვენი ცოდნა და ერთიანი ძალებით აღვადგინოთ უძველესი იბერიული კულტურა.

 

კახაბერ ჭიღლაძე

 

შესავალი

 

ინფორმაცია იბერთა შესახებ მეტად მწირია;

 

https://en.wikipedia.org/wiki/Caucasian_Iberians https://en.wikipedia.org/wiki/Iberian_Peninsula

 

https://ka.wikipedia.org/wiki/იბერები_(საქართველო)

 

https://es.wikipedia.org/wiki/Hibernia

 

იბერები — აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ქართველი ტომების სახელწოდება ბიზანტიური წყაროების მიხედვით. ცხოვრობდნენ იბერიის ტერიტორიაზე. მთავარი როლი ითამაშეს ერთიანი ქართველი ხალხის ჩამოყალიბებაში.

 

პირენეს ნახევარკუნძული (ასევე იბერიის) მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში. გარს აკრავსხმელთაშუა ზღვა, ატლანტის ოკეანე და ბისკაის ყურე; ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი. ამჟამად ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქვეყნები: პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი და ესპანეთი.

 

იბერები (ბერძნ. Ibēres, ლათ. Hiberi, Hiberes) — ესპანეთისუძველესი მოსახლეობა. თავდაპირველად ცხოვრობდნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ ესპანეთის ტერიტორიაზე. შემდეგ – (ძვ. წ. VII-III სს.) მთელ პირენეს ნახევარკუნძულზე. წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკულ ტომებად მიიჩნევიან, ძველთაგანვე არსებობდა აზრი კავკასიის იბერებთა მათი ნათესაობის შესახებ (აპიანე ალექსანდრიელი, სტრაბონი), რაც ცნობილი იყო ქართველიმოღვაწეებისთვის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში (გიორგი მთაწმიდელი).

 

(ვიკიპედია)

 

იბერიული დნმსამყაროს კოდი

 

ქართული ანბანი

 

“დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (ბიბლია)

 

ადამი-ანი, რომელიც დომინირებს დედამიწაზე, სხვა პოპულაციებისგან განსხვავდება სულიერებით, რომლის გამოხატულებაცაა ლექსი, სიმღერა, ლოცვა…ზოგადად მეტყველება, რაც არ ახასიათებთ ამ პლანეტის დანარჩენ არსებებს, პირ-უტყვებს.უბრალოდ რაღაც ბგერების გამოცემა არ ნიშნავს მეტყველებას, ეს არის შესაბამისი სიტყვებისაგან ჩამოყალიბებული აზრი, რომელიც შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას.სიტყვა არის ინფორმაციის მატარებელი ენერგია, როგორც დნმ, მისი მატერიალიზაციაა სამყაროს მამოძრავებელი ძალა, სწორედ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა თანამედროვე კაცობრიობა.მან რთული და გრძელი გზა გამოიარა.

 

World History (3000 BC – 2013 AD) https://www.youtube.com/watch?v=ewd4l2rD2_U

 

https://www.youtube.com/watch?v=pkV7XPh20ng

 

ეს არის მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია, განხილვა იმისა, თუ სად და რისთვის შეიქმნა ის, როგორ ცდილობდაიბერიულირასა სხვების გაცივილურებას, გაადამიანურებას და რარიგ უგუნურად ეპყრობოდნენ მას მავანნი.ამის ნათელი მაგალითია მითი პრომეთეზე (იაფეტოსის შვილი, იგივე ამირანი, თოთი), რომელმაც ცეცხლი, ანუ ცოდნა-განათლება მოუტანა ხალხს და ამისათვის არა-ღმერთმა, არამედ ინდოევროპულმა ღვთაება ზევსმა დასაჯა და კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა, რადგან სემიტთა, ინდოევროპელთა და სხვა არაიბერიელთათვის მიუღებელი იყო საყოველთაო განათლება.ეს სიმბოლურად აღნიშნავს ინდოევროპელების მიერ იბერების შევიწროებას და კავკასიაში ლოკალიზებას.

 

https://en.wikipedia.org/wiki/Prometheus

 

https://ka.wikipedia.org/wiki/პრომეთე

 

ისინი ცდილობდნენ ყველაფერი გაესაიდუმლოებინათ და დაემალათ, აქედან გამომდინარე ჩნდებოდა ჩაკეტილი კასტები, კერპთაყვანისმცემლობა, უნდოდათ თვითონ ემართათ მსოფლიო, ქმნიდნენ იმპერიებს და თავს ღმერთებად აცხადებდნენ.მათ ვერ გაიგეს, რა იყო განღმრთობა, ღვთის ნაწილად ყოფნა, რისთვისაც ადამიანი იბადება, ამიტომაც ისჯებოდა კაცობრიობა. თვით ქრისტე-ღმერთი მოევლინა ქვეყანას ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად, განურჩევლად ყველასათვის სასუფევლის კარის გასაღებად და სულიერი ცოდნის გადმოსაცემად, მაგრამ სემიტებმა (იუდეველნი) და ინდოევროპელებმა (რომაელნი) ის დასაჯეს და ჯვარზე გააკრეს(ახალი აღთქმა). ისინი სისხლითა და ძალადობით ცდილობდნენ გავლენის მოპოვებას, არადა, მათ ცივილიზაციის ყველა ატრიბუტი და ცოდნა უანგაროდ მიიღეს იბერიელებისგან.

 

https://en.wikipedia.org/wiki/Iberians

 

მართალია, მსოფლიო დიდი ხანია ეძებს სათავეს და მრავალმა ფაქტმა კვლევები კავკასიასთან მიიყვანა, მაგრამ მხოლოდ პირველი- ევრაზიელების ნეშთები, უძველესი ყურძნის წიპწა, თაფლი, ოქროსა და სხვა მეტალების საბადოები, სამარხები, ნაგებობები და სხვა არქეოლოგიური მასალები არაა საკმარისი, ეს მხოლოდ მატერიალური კულტურის ნიმუშებია და მიუთითებს თუ სად და როდის გაჩნდა ცივილიზაციის საწყისი, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, გავიგოთ, რისთვის?ამისათვის საჭიროა იმ პირველი ენის სიღრმეებს ჩავწვდეთ, რომელზეც მეტყველებდა ედემის ხალხი.სიტყვა არის ინფორმაციაჩადებული ენერგია, ჩვენ ის უნდა ამოვიცნოთ და გავშიფროთ, ამგვარად მასში ვიპოვით ყველა დაფარულ საიდუმლოს და აზრს ჩვენი არსებობისა. (იოანე ზოსიმე-ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი) ზეზვა და მზია CNN-ზე – YouTubehttps://www.youtube.com/watch?v=J4GCM52vdFs უძველესი წიპწა http://vinoge.com/mevenaxeoba/Rvinis-klubSi-vazis-uZveles-naSTebze-isaubres მსოფლიოში უძველესი ქართული თაფლი https://www.youtube.com/watch?v=yTlLO-l16v4

 

რადგან ცივილიზაციის საწყისებს კავკასიასთან მივყავართ, ლოგიკურია ედემური ენის ძირიც აქ მოვიძიოთ.

 

https://en.wikipedia.org/wiki/Kartvelian_languages

 

https://ka.wikipedia.org/wiki/კავკასიური_ენები

 

http://www.for.ge/view.php?for_id=42407&cat=9

 

კავკასიურ-იბერიულ, იგივე ხეთურ-ქალდეურ ხალხთაგან, მხოლოდ ქართულ ენას გააჩნია თვითმყოფადი ანბანი, ამიტომ ამ ენაში და ანბანში უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება.ენა-იბერიულ-კავკასიური, ანბანი ქართული. ის, რომ ქართული ანბანი უნაკლოა და ღვთიური ნიშნებითაა შედგენილი, უდაოა, ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი გაგვაჩნია, ასევე ეს ანბანი არის მთვარის, მზის და ვარსკვლავური კალენდარი, მეტიც ის გენეტიკური კოდის, დნმ-ის ფორმულაა!

 

წიგნი სრულად იხილეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე

 

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/152524/1/Iberiuli_DNM_Samyaros_Kodi_Qartuli_Anbani.pdf

 

image

 

დასკვნა

 

აქ შეკრებილია უამრავი მასალა, რომელიც ადასტურებს იბერიული ტომებისა და მათი კულტურის გავრცელებას მთელს მსოფლიოში, დღევანდელი ცივილიზაცია დგას იბერიულ საძირკველზე და განაგრძობს განვითარებას, ამის კატალიზატორია კავკასია, აქედანაა გავრცელებული თეთრკანიან და ცივილურ ადამიანთა რასა, ამიტომ მთელი მსოფლიო ვალშია კავკასიასთან, აუცილებელია ამ ტერიტორიის გაფრთხილება და გამოკვლევა, ამისათვის საჭიროა ეს რეგიონი გამოცხადდეს მსოფლიოს ნეიტრალურ ზონად. ვიცით, სად და როდის ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ცივილიზაციას, მაგრამ აუცილებელია, გავიგოთ, რისთვის, ამიტომ კავკასიაში უნდა ჩატარდეს გამოკვლევები ყველა მიმართულებით, განსაკუთრებული ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ანბანისა და ენის საშუალებით, საჭიროა გაირკვეს ადამიანის არსებობის მიზანი, დაისახოს განვითარების ახალი გზები, კაცობრიობამ უნდა აღიდგინოს თავისი ჭეშმარიტი ფუნქცია და ჰარმონიულად შეერწყას მთელს სამყაროს, ანუ ღმერთს, რამეთუ კაცობრიობა ღმერთის გარეშე და ღმერთი კაცობრიობის გარეშე არაფერია!

 

ავტორი : კახაბერ ჭიღლაძე

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

ნიკოლოზ ბაგრატიონი – „ვეფხისტყაოსნის“ სულისკვეთებით სავსე ქართველი რაინდი აფრიკაში

კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისას დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი უანგარო და მაღალზნეობრივი ცხოვრებით გმირობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ ბაგრატიონი – ნიკო ბური, რომლის რაინდული ცხოვრება იყო ცოცხალი მაგალითი „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სულიერების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისა. ნიკოლოზ ბაგრატიონი შუა საუკუნეების სარაინდო რომანების გმირს უფრო გავდა, ვიდრე XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ ადამიანს. მან გადაწყვიტა სრულიად უანგაროდ დახმარებოდა მისი სამშობლოს მსგავსად გაჭირვებაში მყოფ, ბურების აფრიკულ სახელმწიფოს და უშუალო მონაწილეობა მიეღო საბრძოლო ოპერაციებში.

     ნიკოლოზი ბაგრატიონ-მუხრანბატონთა შტოს განეკუთვნებოდა, მათ მამულები ჰქონდათ მუხრანის ველის ტერიტორიაზე, რომლის ცენტრიც სოფელი მუხრანი გახლდათ. ნიკოლოზი პირდაპირი შთამომავალი იყო არჩილ მეფისა. ნიკო1868 წელს დაიბადა, მის ოჯახთან დაახლოებულ ილია ჭავჭავაძეს მგზნებარე სიტყვა წარმოუთქვამს და გიორგი ბაგრატიონისთვის ურჩევია, შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და სამშობლოს სიყვარული ჩაენერგა მათთვის.  ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი სამხედრო პირი  გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ალექსანდროპოლში თურქთა არმია, რომელსაც ზიულ ფაშა მეთაურობდა რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია. ზიულ ფაშამ რუსეთის არმიის მეთაურ ოგლობოჟიოს მოღალატე უწოდა და იარაღი არა მას, არამედ  მის ადიუტანტ გიორგი ბაგრატიონ-მუხრან ბატონს ჩააბარა, რომელიც შემდგომ ნიკო ბაგრატიონმა საქართველოს მუზეუმს ჩააბარა.   გიორგი ბაგრატიონს და მის მეუღლეს ეკატერინე მესიშვილს 15 ვაჟიშვილი და ერთადერთი ქალიშვილი თამარი ჰყავდათ.

პატარა ნიკოლოზი მუხრანში, ბაგრატიონ მუხრანელთა რეზიდენციაში იზრდებოდა. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა ფეხით მოევლო და საკუთარი თვალით ენახა მთელი ქვეყნიერება. ნიკოს ბავშვური და კეთილი სულის სწორად განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამზრდელ თინათინს. იგი უამბობდა მას მშვენიერ ზღაპრებს, თქმულებებს, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტებს. პატარა ნიკოს სულში ღრმად გაიდგა ფესვი სიკეთისკენ სწრაფვამ და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა.

“გული იმ უცნობი მხარეებისკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდგომ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი.” 

   ბავშვობის ტკბილი ოცნებები მკაცრმა მამაკაცურმა აღზრდამ შეცვალა. ნიკოლოზ ბაგრატიონი პატარა ასაკიდანვე შეაჩვიეს ცხენზე ჯდომას,  იარაღის ხმარებას, სიძნელეების გადატანას.

   ნიკოლოზ ბაგრატიონის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, როდესაც ფინანსური მაქინაციების წყალობით ებრაელმა ხასკინმა 600 000-იანი ვალი აჰკიდა ნიკოს ოჯახს. ეს ვალი მძიმე ტვირთად იქცა ოჯახისთვის. ნიკოს მამა იძულებული გახდა, წასულიყო და რუსეთის იმპერატორისთვის ვალის პატიება ეთხოვა. საბედნიეროდ იმპერატორმა ნიკოს ოჯახს ვალი აპატია.

   გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა კარგი განათლება მიეცა შვილებისთვის. ნიკო და ლევანი თბილისში გაგზავნეს. მოხუცი ფრანგი ქალი ბერლემონი 3 წელიწადი ასწავლიდა ძმებს ფრანგულ ენას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოს განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს, იგი ნიკოს მამიდის ქმარი გახლდათ. პლატონმა ღრმად შეასწავლა ნიკოლოზ ბაგრატიონს საქართველოს ისტორია,  კულტურა, არქეოლოგია.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრანგულის გარდა ნიკომ ბრწყინვალედ შეისწავლა რუსული და ინგლისური ენა.

  გარკვეული პერიოდის შემდგომ ნიკო და მისი ძმა რუსულ გიმნაზიაში იწყებენ სწავლას. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც ნიკოს სული პატრიოტულ ნიადაგზე განაგრძობდა ზრდას, იგი ოცნებობდა საქართველოს უკეთეს მომავალზე და თავისუფლებაზე.

   1884 წელს გარდაიცვალა ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონი-მუხრანელი. ნიკოს უფროსი ძმა, ლევანი თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, ოჯახის ტვირთი კი ნიკოს დააწვა. ნიკომ პატარა არყის სახდელი გახსნა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. ბავშვობაში სუსტი ნიკო ახლა ნამდვილი გოლიათი იყო, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. ბრწყინვალე მსროლელი, მოჯირითე, საარაკო ძალის პატრონი, ბრძენი ხასიათის მქონე. გიმნაზიის დამთავრების შემდგომ ლევანი დაბრუნდა მუხრანში და გადაწყვიტა, როგორც უფროსმა ძმამ, თავის თავზე აეღო მეურნეობის გაძღოლა. თუმცა ლევანი კარგი მეურნე არ აღმოჩნდა, გულნატკენმა ნიკომ გადაწყვიტა დაეტოვებინა სახლი და სხვაგან ეძებნა ბედი. თავდაპირველად ნიკომ კავშირი გააბა მატყლის შემსყიდველი ინგლისური კომპანიის წარმომადგენელთან. თუმცა ეს სავაჭრო წარმომადგენელი საზღვაო კატასტროფაში დაიღუპა და ნიკომ იძულებული გახდა სხვა სამუშაო ეძებნა. ამის შემდგომ ნიკო ყარსის რკინიგზის სამუშაოებზე მუშაობდა 2 წელი.

   1896 წელს ნიკო შეიყვანეს ქართველ დეპუტატთა რიცხვში, რომლებიც ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევას უნდა დასწრებოდნენ. ნიკო მეფედ კურთხევის შემდგომაც დარჩა მოსკოვში, სადაც მან გაიცნო ნადირობის დიდი ტრფიალი ნიკოლოზ ორბელიანი. მან შესთავაზა ნიკოს წასულიყვნენ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ.

“აი აქ ხელახლა წარმომიდგა თვალწინ ტარიელი, მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად გავტეხდი შუაზე.”

ნიკოლოზ ბაგრატიონმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება.

    ნიკოლოზი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახის საქმეებს მიჰყო ხელი და თან სულმოუთქმელად ელოდა ორბელიანის წერილს.  თითქმის 2 წლის შემდგომ ნიკოლოზ ორბელიანის წერილიც მოვიდა. 1899 წელს ნიკოლოზ ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა მეგობართან შესახვედრად.

“ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი -გავმგზავრებულიყავი შორ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნე ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა, რომ  საქართველოს მსგავსი ქვეყანა არსად იყო.”

   მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ, აქ მათ უნდა შეერთებოდათ ლომებზე ნადირობის სხვა მსურველნი. თუმცა ნიკოლოზ ორბელიანი დიდად მოიხიბლა პარიზით და აღარ ჰქონდა სურვილი აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასვლისა. ნიკომ გადაწყვიტა მარტო გამგზავრებულიყო აფრიკაში. სექტემბრის ბოლოს რიცხვებში მარსელის ნავსადგურიდან გავიდა გემი, რომელზეც ნიკო ბაგრატიონი იმყოფებოდა. გემზე ყოფნისას მას ე.წ „ზღვის ავადმყოფობა“ დაემართა და მძიმედ გადაიტანა მგზავრობა. როგორც იქნა ჩააღწიეს ალექსანდრიაში, სადაც ნიკო მეტად დაინტერესდა ანტიკური კულტურით. ალექსანდრიაში ნიკომ შეიტყო ბურების რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობდა და რომლის დაპყრობასაც ინგლისის იმპერია აპირებდა.

“მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.”

 “ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა  ჩემს  სამშობლოს  და მწამდა თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.”

   ბურების  რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 75 წლის მხნე მოხუცი პაულუს კრიეგერი. ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა სასტუმრო და ბურებს დამხარებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

   ნიკილოზ ბაგრატიონმა გემით ჩააღწია დელაგოას  ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაპირზე მდებარეობს, აქედან კი გაემგზავრა ტრანსვაალიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, პრეზიდენტ კრიუგერის სანახავად, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდა. ბაგრატიონი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტს იოჰანესბურგში ნახავდა, თუმცა აქაც გაუცრუვდა იმედი. ნიკოლოზ ბაგრატიონი  თავის წიგნში „ბურებთან“ საუბრობს ბურების რესპუბლიკის ისტორიაზეც. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე კოლონია დაარსეს ჰოლანდიელებმა, თუმცა მათ მალე შეუერთდნენ ფრანგები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან დევნილი ჰუგენოტები იყვნენ. მათ დაიწყეს მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, სირაქლემების მოშენება, ასევე აღმოჩნდა არაერთი ოქროს თუ ალმასის საბადო.

  “ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან, ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად რელიგიაა, რამაც აგრეთვე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას, უდავოდ თავისი დაღი დაასვა.”

    ინგლისელებმა დააარსეს კოლონია ნატალიში, ბურები იძულებულნი გახდნენ მიეყიდათ ეს ნაწილი ინგლისელებისთვის. ამის მიუხედავად ინგლისელები კვლავ ავიწროებდნენ ბურებს, ამიტომ ბურების ერთი ნაწილი მდინარე ვაალის გაღმა გადავიდა და ტრანსვაალის ბურების რესპუბლიკა დააარსა. ასევე ბურების მეორე ნაწილმა დაარსა რესპუბლიკა ორანჟი.

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მიდამოები, გზად შავკანიანი გამყოლი იახლა. გზად მათ გადაეყარათ უზარმაზარი, მძინარე მახრჩობელა გველი,  რამაც  გვარიანად შეაშინათ და იძულებულები გახდნენ ფერმისთვის შეეფარებინათ თავი. როგორც გაირკვა, ფერმას ერთი საშიში მძვინვარე ვეფხვი შესჩვეოდა, რომელიც ანადგურებდა  ჯოგს. ნიკოლოზმა სიმამაცე გამოიჩინა და მრისხანე ცხოველი ორი გასროლით განგმირა. ნიკოლოზმა გადაწყვიტა შეხვედროდა პრეზიდენტ კრიუგერს. პრეზიდენტის მეუღლემ სამამ,  შეხვედრა ორშაბათს 11 საათზე დაუნიშნა.  დათქმულ დროს ნიკოლოზ ბაგრატიონი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას,  რომელიც წარმოადგენდა სადა სააგარაკო სახლს, რომელსაც ორი მწოლიარე ლომის ქანდაკება ამშვენებდა.  ბაგრატიონს სალუტით შეეგებნენ. პრეზიდენტ კრიუგერის და ნიკოს შეხვედრა მეტად გულთბილი აღმოჩნდა. ბაგრატიონს პრეზიდენტმა გააცნო სამი სამხედრო პირი:  ფრანგი გენერალი-ჟუბერი, გენერალი კრონიე, რომელიც არტილერიას ხელმძღვანელობდა და გენერალი დელარეი, რომელიც ნიკო ბაგრატიონივით გოლიათური აღნაგობისა გახლდათ. გადაწყდა, რომ ნიკო დელარეის დივიზიაში იმსახურებდა. მეორე დღეს ბაგრატიონი კვლავ ეწვია პრეზიდენტს და მასთან და მის მეუღლესთან ერთად სურათი გადაიღო. გენერალმა დელარეიმ ნიკო შტაბში დიაბარა დილის ხუთ საათზე,  ნიკოს შტაბში მისვლის შემდგომ ისინი გაემართნენ საბრძოლო ბანაკისკენ.

   “ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა, არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა – გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მოსვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ  ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფანრები.”

   ბურებმა თავაზიანად მიიღეს ნიკო, მტრის ჭარბი ძალების გამო ისინი ერიდებოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ თავდასხმებს ანხორციელებდნენ მტერზე. ბურების ჯარის უდიდესი ნაკლი გახლდათ უდისციპლინობა. ზოგი მათგანი ტოვებდა ბანაკს რამდენიმე დღით და შემდეგ კვლავ ბრუდნებოდა. ნიკოლოზ ბაგრატიონი აღნიშნავს ბურების გენერლების მაღალ პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით გენერალ ლუი ბოტას და გენერალ დე-ვეტას.

   “დე-ვეტას ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი მოძრაობდა ინგლისის ჯარის პარალელურად, რის დროსაც მოულოდნელად ესხმოდა მათ თავს. იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს  ძვირად უჯდებოდა.”

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა მოხალისეთა პოლკს შეერთებოდა, რომელსაც ვილბუა-დე-მორეია მეთაურობდა და რომელმაც მარი ბროსეს  ნაშრომებით ბევრი რამ იცოდა საქართველოზე. სხვათა შორის ნიკოს აღნიშნული აქვს, რომ სამხედრო ბანაკში ყოფნისას იგი გადააწყდა „მორნინგ პოსტის“ ახალგაზრდა კორესპოდენტ უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ტყვედ ჩავარდნოდა ბურებს და რომელმაც ადვილად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა ბურების არამკაცრი მეთვალყურეობის გამო.

პოლკოვნიკმა ვილბუამ შეიტყო, რომ მტერი აპირებდა დელარეის დივიზიისთვის ალყის შემორტყმას და განადგურებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თავად ვილბუას პოლკი და ნიკო ბაგრატიონი. დაზვერვამ, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. ბურებმა დაასწრეს მტრებს და დილაადრიან მიიტანეს იერიში ინგლისელებზე, ინგლისელები დააბნია მოულოდნელმა იერიშმა, მაგრამ მალე მოეგნენ გონს და პირველი დღის ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მეორე დილას ინგლისელების არმიამ, რომელსაც კიტჩენერი მეთაურობდა არტილერიით მიიტანა იერიში ბურებზე. არც ერთი მხარე არ აპირებდა ჯერ გადამწყვეტ იერიშს. კიტჩენერეი დამხმარე ძალებს ელოდა რკინიგზით, ხოლო გენერალი კრონიე კი ელოდა, რომ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე და ადვილად გაანადგურებდა მათ. მოხალისეთა პოლკს, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც იყო, ნაბრძანები ჰქონდათ არ გასცილებოდნენ სანგრებს  და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდნენ მათ.

  ინგლისელების არმიას ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდგომ მათ იერიში მიიტანეს ბურებზე, მათ მოიგერიეს ეს იერიში, რომელშიც ნიკო ბაგრატიონის პოლკიც იღებდა მონაწილეობას. საღამოს ინგლისელების დამხმარე არტილერია გამოჩნდა, მაგრამ ბრწყინვალე არტილერისტმა კრონიემ ისეთი ცეცხლი გაუხსნა, რომ მათ

არტილერიის განლაგებაც კი ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს.

  ნიკოლოზ ბაგრატიონის პოლკი ბრძოლებს ქალაქ ლედისმიტის მიდამოებში განაგრძობდა, რომელსაც ინგლისელი გენერალი უაიტი იცავდა. ამ ბრძოლებიდან მალევე გარდაიცვალა გენერალი ჟუბერი, რაც დიდი დანაკლისი იყო ბურებისთვის. ომი გრძელდებოდა. ინგლისის არმიამ ვერ მოახერხა სწრაფი განადგურება ბურებისა, საკუთარი სამშობლოსთვის ბურები თავდადებით იბრძოდნენ. პარტიზანული თავდასხმებით ბურები მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. გენერალ კრონიეს 7-8 ათასიანი ჯარი კიმბერლეის გარშემო იყო განლაგებული. გენერალმა დელარეიმ კი ბრწყინვალედ დაამარცხა ლორდი მეტუენის არმია, ხოლო ტყვედ ჩავარდნილი მეტუენი კი გაანთავისუფლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბურები კაცთმოყვარეობის გამო ათავისუფლებდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრის ჯარისკაცებს. ომის გაწელვის გამო ინგლისელებმა დაიწყეს ფიქრი ზავზე, მაგრამ ინგლისმა ბურების მიერ წაყენებული არც-ერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა და ბურებს თავისუფლება არ მიანიჭა, ბურებმა დაიწყეს ფიქრი ფართოუფლებიან ავტონომიაზე ინგლისის მფარველობის ქვეშ. მოლაპარაკება გაჭიანურდა და გენერალმა კიტჩენერმა გააძლიერა იერიშები ბურების წინააღმდეგ. ქალაქ ბოსჰოფთან დაიღუპა პოლკოვნიკი ვილბუა და იმ პოლკის თითქმის ნახევარი, რომელშიც ნიკო ბაგრატიონი იყო გაწევრიანებული. ბურების არმია და გენერალი კრონიე მიმწყვდეულები აღმოჩნდნენ ბოსჰოფთან, კრონიე იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. ტყვედ ჩავარდა ნიკოლოზ ბაგრატიონიც. მას ინგლისელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. ნიკო ფაქტიურად შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მალე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, იხსენებდა სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებს.

  „დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო“

   ნიკო დასახვრეტად გამზადებულთა რიგში აღმოჩნდა.

„ვიდექი უძრავად, ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა – სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.”

  ოფიცერმა შეამჩნია ნიკოს დედის უცნაური ჩაცმულობა და შეეკითხა ნიკოს თუ ვინ იყო იგი, როდესაც ნიკოს წარმომავლობა გაიგო, ნიკო გამოაყვანინა სიკვდილმისჯილთა რიგიდან და ჩააგდებინა სატუსაღო ხაროში. ნიკოლოზ ბაგრატიონი დაბარებული აღმოჩნდა გენერალ კიტჩენერის მიერ. შეხვედრისას კიტჩენერი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა, თუ რატომ იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბაგრატიონის პასუხი ასეთი გახლდათ:

“ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე, ამისთვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს“

კიტჩენერმა ნიკოს წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლება მიუსაჯა.

  წმინდა ელენეს კუნძულზე ნიკო კიდევ უფრო  მეტად დაუახლოვდა ფრანგ გრაფ ბრედს, რომელიც აფრიკაში გაიცნო. ნიკოს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. მას დამხარება გაუწია  ბრედმა, ამ თანხით მან სუფთა ტანისამოსი შეიძინა. ნიკო სხვადასხვა გზებს ეძებდა სახსრების მოსაძიებლად. მან გადაწყვიტა  დოღის მოწყობა  და არებული სახსრებით ტყვეების დახმარება.

   დოღი დილის 12 საათზე იყო დანიშნული, უამრავი ადამიანი დაეინტერესებინა დოღს და გულისფანცქალით ელოდნენ სანახაობას. სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შემდგომ დაიწყო დოღი, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგლისელთა ცხენოსანი ჯარის ნაწილების, თუმცა გამარჯვება ტყვე ბურებს დარჩათ. ნიკოს გამოსვლის დროც დადგა, ოთხმა ზანგმა ორი მეტად ღონიერი ცხენი გამოიყვანა, მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები ჩამოაცვეს ნიკოს მკლავებზე, ნიკომ მყისვე კისერზე მოგდებულ მთავარ ღვედს ჩაავლო ხელი.

„გაუშვით ხელი – ვიყვირე მე  და მეჯინიბეები რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირით ეჭირათ განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ როცა ადგილიდან ოდნავაც ვერ დამძრეს, ყალზე აიმართნენ. ვატყობდი ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული იყვნენ.“

 ნიკოს ამ ნომერმა დამსწრე საზოგადოების უდიდესი აღტაცება დაიმსახურა.

   ბურების რესპუბლიკას აღსასრულის დღე ედგა, მარცხს განიცდიდნენ ბურების არმიები. რასაც ნიკო მეტად განიცდიდა. სრულიად მოულოდნელად ნიკოს მიეცა წინადადება, რომ იგი მოიპოვებდა თავისუფლებას თუ იგი აღარ დაბრუნდებოდა აფრიკაში. ნიკო დათანხმდა. მეგობარ ბრედასთან ერთად 1901 წლის 10 ნოემბერს  დატოვა წმინდა ელენეს კუნძული და ინგლისისკენ გაემართა. ლონდონიდან მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ. ბრედას მშობლები ძალიან გაახარა შვილის დაბრუნებამ, მათ ნიკოც გულთბილად მიიღეს. პარიზიდან ნიკო მიემგზავრება პეტერბურგში, საიდანაც იგი საქართველოსკენ წამოვიდა.

   სამშობლოში დაბრუნებულმა  ნიკომ თავადის ასულ ანა ბუჭყიაშვილზე იქორწინა,რომელთანაც 6 შვილი შეეძინა. საქართველოს თავზე ჩამოწოლილმა შავმა ბოლშევიკურმა ღრუბელმა ნიკოს ოჯახსაც გადაუარა  და მისი არაერთი ნათესავი იმსხვერპლა, თვითონ ნიკო აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ნიკოს ბოლშევიკებმა სახლ-კარი და ადგილ-მამულები ჩამოართვეს.ზოგიერთი ცნობით, გაღარიბებული ნიკო ბაგრატიონი თბილისის ბაზარში სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა თავს.

ასეთი  გახლდათ თავგადასავალი კიდევ ერთი  ქართველი რაინდისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გადასდო იმისათვის, რათა დახმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ბურების პატარა რესპუბლიკას და რომლის გმირობა სამაგალითოა თითოეული  ქართველისათვის და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთათვის.

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

5 პირველი ქართული ეკლესია – ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბამ IV სა­უ­კუ­ნე­ში ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რას მიზ­ნად ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და­უ­სა­ხა, – ახა­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. თა­ვი­დან ბა­ზი­ლი­კე­ბი იგე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­თან იყო შერ­წყმუ­ლი და IV-დან VI სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, ამ ტი­პის რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია კი­დეც აშენ­და.

ძვე­ლი შუ­ამ­თა

ეს ტა­ძა­რი კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვი­დან 7 კმ-ში, ტყე­ში V სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი. ალაზ­ნის ხე­ო­ბის ზედა პლა­ტო­ზე გაშ­ლი­ლია სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის სამი ეკ­ლე­სია, მათ შო­რის უძ­ვე­ლე­სი – V სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა და ჯვრის ფორ­მის 2 ეკ­ლე­სი­აა. ორი­ვე რი­ყის ქვი­თაა ნა­გე­ბი.

XVI სა­უ­კუ­ნე­ში ძვე­ლი შუ­ამ­თის მო­ნას­ტე­რი და­ცა­რი­ელ­და. მის მახ­ლობ­ლად კა­ხე­თის მე­ფის ლე­ვან II-ის (1520-1570) მე­უღ­ლემ თი­ნა­თინ გუ­რი­ე­ლის ასულ­მა შუ­ამ­თის ახა­ლი მო­ნას­ტე­რი და­არ­სა. აგუ­რით ნა­გე­ბი ეკ­ლე­სია ჯვარ-გუმ­ბა­თო­ვა­ნია, შიგ­ნით – მო­ხა­ტუ­ლია, რო­მე­ლიც ერეკ­ლე II-მ გა­ნა­ახ­ლა. კომ­პლექსში სამ­რეკ­ლო და სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბი შე­დის.

ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი

სამ­თა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ნა­გე­ბო­ბა­თა შო­რის ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი ერთ-ერთი უდი­დე­სი და უძ­ვე­ლე­სი ძეგლია. მდე­ბა­რე­ობს ქვე­მო ქარ­თლში, სო­ფელ ბოლ­ნის­ში. ჩრდი­ლო­ე­თით, ერთ-ერთი შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე არის წარ­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც (478-493 წლებ­ში) შე­მო­ნა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი წარ­წე­რა. ბოლ­ნი­სის ცნო­ბი­ლი ტა­ძა­რი IV სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში ელია მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს აუ­გია. ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ტა­ძარ­ში სა­ე­პის­კო­პო­სო საყ­და­რი და­ა­არ­სა. პირ­ველ ბოლ­ნელ ეპის­კო­პო­სად და­ვი­თია მიჩ­ნე­უ­ლი, რო­მე­ლიც ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი ფა­სა­დის წარ­წე­რა­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით, სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, XVII სა­უ­კუ­ნის სამ­რეკ­ლოა შე­მო­ნა­ხუ­ლი. ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი XVII სა­უ­კუ­ნე­ში რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი და შე­კე­თე­ბუ­ლია. 1936-1939 ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ძეგლი გა­თხა­რეს, შე­ა­კე­თეს, გა­და­ხუ­რეს და გა­ა­მაგ­რეს. რე­ტავ­რა­ცია 1967-1969 წლებ­შიც ჩა­ტარ­და. ბოლ­ნი­სის სი­ონ­ში თა­ვი­დან­ვე მწიგ­ნობ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. დღეს კი ის ბოლ­ნი­სი ეპარ­ქი­ის ნა­წი­ლია.

ურ­ბნი­სი

მდე­ბა­რე­ობს ქარ­თლში, სო­ფელ ურ­ბნის­თან. წარ­წე­რე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ტა­ძა­რი V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა, სა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლე­ბი – კონ­სტან­ტი­ნე და მამა მი­ქა­ე­ლი. ტა­ძა­რი სამ­თა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კაა. ეკ­ლე­სია თავ­და­პირ­ვე­ლად აგე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თმორ­გე­ბუ­ლი ქვი­შაქ­ვით, ქვე­ბი სხვა­დას­ხვა ზო­მი­საა, მაგ­რამ ჰო­რი­ზონ­ტა­ლო­ბა და­ცუ­ლია. IX სა­უ­კუ­ნე­ში ეკ­ლე­სი­ას რეს­ტავ­რი­ცია გა­უ­კეთ­და. ურ­ბნი­სის კომ­პლექ­სი გო­რის ეპარ­ქი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მოქ­მე­დია.

თბი­ლი­სის ან­ჩის­ხა­ტი

მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. XX სა­უ­კუ­ნე­ში, რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ორი ფილა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც “ჯვრის ამაღ­ლე­ბის” რე­ლი­ეფ­თან ერ­თად, შე­მო­ნა­ხუ­ლა წარ­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტა­ძა­რი X სა­უ­კუ­ნის და­სა­წის­ში, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის შვი­ლის და­ჩის მიერ, დე­და­ქა­ლა­ქის თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნი­სას აიგო. ტა­ძა­რი ერთ სა­უ­კუ­ნე­ში, შე­მო­სე­ვე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა, მისი აღ­დგე­ნი­სას მახ­ლობ­ლად კა­თო­ლი­კო­სის­თვის რე­ზი­დენ­ცია აუ­გი­ათ. 1664 წელს ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა დო­მენ­ტი III-მ თბი­ლი­სე­ლი ვაჭ­რი­სა­გან შე­ი­ძი­ნა სამ­ცხი­დან, ან­ჩის მო­ნას­ტრი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ბექა ოპიზ­რის მიერ მო­ჭე­დი­ლი მა­ცხოვ­რის ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი. ხა­ტის ახალ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლად სა­კა­თო­ლი­კო­სო ტა­ძა­რი – ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის შო­ბის ეკ­ლე­სია – შე­ირ­ჩა. სწო­რედ ამ დრო­ი­დან დამ­კვიდ­რდა მისი ახა­ლი სა­ხე­ლი – ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია.

ნეკ­რე­სი

მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ შილ­დის მახ­ლობ­ლად, მთის ფერ­დობ­ზე. და­ა­არ­სა 13 ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თმა, აბი­ბოს­მა VI სა­უ­კუ­ნე­ში. ნეკ­რე­სის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ულ ძეგლს აერ­თი­ა­ნებს. მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბით: ერთი მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწო­რედ აქ აიგო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო (IV სა­უ­კუ­ნის III მე­ო­თხედ­ში); მე­ო­რე მხრივ კი, უკვე VI სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აქ დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი კერა გაჩ­ნდა. ეს მოვ­ლე­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლის თა­ნა­მოღ­ვა­წის, აბი­ბოს სა­ხელ­თან, რო­მე­ლიც ნეკ­რე­სის მღვდელმთავ­რად აკურ­თხეს.

ამ მო­ნას­ტერს უკავ­შირ­დე­ბა ლე­გენ­და: ცნო­ბი­ლია, რომ მუს­ლი­მე­ბი ღო­რის ხორცს არ ჭა­მენ. ამი­ტომ, შაჰ-აბა­სის შე­მო­სე­ვის დროს, მო­ნას­ტერ­ში ღო­რე­ბი სამი დღით გა­მო­კე­ტეს. რო­დე­საც თათ­რე­ბი ახა­ლი გაღ­ვი­ძე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მი­უ­სი­ეს. დამ­შე­ულ ღო­რებს ეგო­ნათ, საჭ­მე­ლად მივ­ყა­ვარ­თო და გა­ე­კიდ­ნენ. ეს ამ­ბა­ვი შაჰ-აბასს მო­ახ­სე­ნეს, რო­მელ­მაც ბრძა­ნა, რომ მო­ნას­ტრის­თვის ალყა მო­ეხ­სნათ და იმ ად­გილს აღარ გა­კა­რე­ბოდ­ნენ.

ნეკ­რეს­ში სხვა­დას­ხვა დროს მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მღვდელმთავ­რე­ბი წერ­დნენ და წიგ­ნებს თარ­გმნიდ­ნენ… ნეკ­რე­სის ეპარ­ქია 1811 წელს გა­უქ­მდა.

AMBEBI.GE

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

სრულად ნახვა
ისტორია

ძველრომაული სიცრუის დეტექტორის ისტორია

თუკი ,,რომაული არდადეგები” გინახავთ, მაშინ აუცილებლად გაგახსენდებათ ,,სიმართლის პირი” (იტალიურად La Bocca della Verita) – მარმარილოს დისკო, ქალაქ რომის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც იტალიის დედაქალაქში ჩასული ტურისტი აუცილებლად ესტუმრება ხოლმე და რომლის ნახვის მოლოდინში დამთვალიერებელთა უწყვეტი ჯაჭვი არ წყდება. ,,სიმართლის პირი” წარმოადგენს ძველრომაულ მარმარილოს დისკოს, რომელზეც რელიეფურად ადამიანის – წვერიანი მამაკაცის პირისახით – წარმართული ღვთაებაა გამოსახული.

დისკოს შესახებ არაერთ თქმულებას მოუღწევია დღემდე, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ის ერთგვარ სიცრუის დეტექტორს წარმოადგენდა, თუკი მატყუარა ადამიანი ხელს ჩაყოფდა ღვთაების გაღებულ პირში, იგი აუცილებლად დაიხურებოდა, ხოლო დისკოს  უკან ჩასაფრებული ჯალათი  ალესილი ხმლით მას სასტიკად დასჯიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ღირსშესანიშნაობას სულხან-საბა ორბელიანიც ესტუმრა, როდესაც  დიპლომატიური მისიით იყო მივლინებული ევროპაში.

ვერსიის თანახმად,  მარმარილოზე გამოსახულია ღვთაება ოკეანოსი –  სამყაროს უდიდესი მდინარის სტიქია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიასაქართველო

ქართველი ემიგრანტები ფრანგულ ჯარში

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის შემოდგომაზე, სტამბოლში გახიზნული  80-მდე ქართველი ოფიცერი და იუნკერი პოლონეთმა მიიღო. ხუთი იუნკერი საფრანგეთის სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში გაიგზავნა, რომლის დამთავრების შემდეგ ისინი კოლონიურ ჯარებში მსახურობდნენ.

ქართველ ლტოლვილთა უმრავლესობა საფრანგეთში დასახლდა. თითქმის ყველამ დაიტოვა საქართველოს პასპორტი, ლტოლვილის სტატუსი და არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა  1928 წლიდან, საფრანგეთის მაშინდელი სამხედრო სამინისტროს დადგენილებით, ქვეყანაში მცხოვრები ჯარში გასაწვევი ასაკის უცხოელი ლტოლვილები, მათ შორის ქართველებიც, ვალდებული იყვნენ სამხედრო სამსახური მოეხადათ. 1831 წელს საფრანგეთში შეიქმნა უცხოური ლეგიონი, რომელიც დაარსების დღიდან მონაწილეობდა პლანეტის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. ლეგიონში იღებდნენ 18-40 წლის უცხოელ მამაკაცებს. ხუთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ლეგიონერი საფრანგეთის მოქალაქეობას იღებდა. ხელფასი მაღალი იყო. ამიტომ ქართველ ლტოლვილთაგან ბევრმა მიაშურა უცხოურ ლეგიონს და მალე გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო მეომარმა.

მათგან ნაწილმა ოფიცრის მაღალ ჩინსაც მიაღწია.
უცხოური ლეგიონის ოფიცერთაგან ჩვენ ვიცნობთ საფრანგეთის გმირს, დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარს, მაგრამ არანაკლები პატივისცემით სარგებლობდნენ სხვა ქართველი ოფიცრები – სენ-მიქსენის სამხედრო სკოლის უკვე ნახსენები ხუთი კურსანტი: გიორგი ოდიშელიძე, ნიკოლოზ (კუკური) თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი; სენ-სირის სახელგანთქმული სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ ამილახვარი, ალექსი ჩხენკელი, ირაკლი ჯორჯაძე, ლეო (ლულუ) კერესელიძე; აგრეთვე დავით შალიკაშვილი, ალექსანდრე ბერაძე, კონსტანტინე ამილახვარი, პეტრე ხვედელიძე და სხვები.

ყოფილი ემიგრანტი შოთა ბერეჟიანი იხსენებდა: “კარგად მახსოვს 1939 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების აღსანიშნავად გამართული აღლუმი. ამ წელს, სხვა დიპლომატებთან ერთად, მოწვეული იყო ინგლისის მეფე გეორგ VI ცოლითა და შვილებით. ახლანდელი დედოფალი სულ პატარა გოგონა იყო. აღლუმზე უცხოური ლეგიონის ორი ასეულის მეთაურები იყვნენ დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე – ორი ულამაზესი ვაჟკაცი. შანზელიზეზე დიდი ოვაციის თანხლებით ჩაიარეს. ქართველები ბევრნი ვიდექით იქ და ძალიან ბედნიერი ვიყავით, რომ სწორედ ქართველები შეერჩიათ ასეულების წინამძღოლებად. აფრიკიდან მათ გენერალი მიკელი ჩამოჰყვათ. – რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებადო, – უსაყვედურა მიკელს პარიზის კომენდანტმა გურომ. – მაგათზე უკეთესი არ გვყავსო, – თავი იმართლა გურომ.

1939 წლის სექტემბერში, როცა საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, მობილიზაციით გაიწვიეს სამოქალაქო პირები, მათ შორის 170 ქართველი ემიგრანტიც. თავდაპირველად ქართველი ჯარისკაცები მსახურობდნენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილში. საქართველოს ლტოლვილი მთავრობის წყალობით (ევგენი გეგეჭკორი დაახლოებული იყო საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ გი მოლესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ბონკურთან), 1940 წლის მარტში მთავარსარდლობის ბრძანებით შეიქმნა სამხედრო ნაწილი, რომელიც მხოლოდ ქართველებისგან შედგებოდა და მას Unite Georgienne ეწოდა. ქართულ “უნიტესა” და საფრანგეთის სარდლობას შორის შუამავალი იყო ფრანგი ოფიცერი, პოლკოვნიკი პიო, რომელსაც ძალიან უყვარდა ქართველები. ნაწილი ჩამოყალიბდა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ბარკარესში, მერე გადაიყვანეს სოფელ სეტფორში. ასეულის უფროსად დაინიშნა კაპიტანი გიორგი ოდიშელიძე, რომელიც უცხოურ ლეგიონში მსახურობდა. მას ლეგიონიდან ჩამოჰყვნენ კოტე ამილახვარი, ლეო (ლულუ) კერესელიძე, არჩილ ტყემალაძე (ვალტორნისი). ნაწილში შოთა ბერეჟიანის ცნობით იყვნენ: მეთაურები – დელა ნუე, ფრანგული სარდლობის ოფიცერი, კაპიტანი გიორგი ოდიშელიძე; ლეიტენანტები – ივანე სტაროსელკი და კოტე ამილახვარი, ადიუტანტი არჩილ ვალტორნისი; სერჟანტები – ლეო (ლულუ) კერესელიძე, ალექსანდრე ბერაძე, პეტრე ოდიშარია, ანდრო რეხვიაშვილი, გრიგოლ აბულაძე, შალვა ხიზანიშვილი, მთიელი რუფატ ხალილოვი, ნიკოლოზ ელიავა, ალექსანდრე ფარეშვილი; კაპრალები – ვასილ ბარკალაია, იასონ მამულაშვილი, შოთა თაქთაქიშვილი, გიორგი (გოგლიკა) ვაჩნაძე, სერგო დონდუა, გიორგი ბერიძე, ნიკოლოზ ამილახვარი, ალექსანდრე დონდუა; ჯარისკაცები – აკაკი ამირეჯიბი, ვლადიმერ ზუბალაშვილი, შალვა კაკიტელაშვილი, ალექსანდრე ალანია, შოთა ბერეჟიანი, დავით სხირტლაძე, ფილიპე პეტრიაშვილი, ალექსანდრე ტარასაშვილი, ვლადიმერ დარაშვილი, ზურაბ აბაშიძე, ელიზბარ მაყაშვილი, ირაკლი ზედგინიძე, ბიძინა სიდამონ-ერისთავი, კუკური ჯაყელი, ევტიხი აბულაძე, ზურაბ ციციშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, მიხეილ ხუდადაშვილი (ხუდადოვი) და სხვები.

ნაწილის შესავსებად ქართველები არ ეყოთ, ფრანგი და ესპანელი ლტოლვილებიც შეიყვანეს. მაგრამ სანამ ნაწილი გაწვრთნეს, საფრანგეთი დამარცხდა და მარშალმა პეტენმა ტერიტორია ორად გაყო – გერმანიის მიერ ოკუპირებულ და თავისუფალ ზონად. ლეგიონიდან ჩამოსული ქართველები, ოდიშელიძესთან ერთად, აფრიკაში დაბრუნდნენ. დანარჩენები, ვინც თავისუფალ ნაწილში აღმოჩნდნენ, საფრანგეთის ჯარიდან გაუშვეს. ფრანგულ ჯარში მყოფ ქართველთა ნაწილი შემდეგ გერმანულ არმიაში ჩაეწერა, რათა მათი დახმარებით გაეთავისუფლებინა სამშობლო, ნაწილი კი ფრანგ პარტიზანებს შეუერთდა და საფრანგეთის წინააღმდეგობაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი გენერალ დე გოლის ხელმძღვანელობით განაგრძო ბრძოლა საფრანგეთის გასათავისუფლებლად.

წყარო : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიარელიგია და მეცნიერება

პირველი ეკლესიები და სარწმუნოებრივი რიტუალების შენობების ისტორია საქართველოში

 IV-VII საუკუნეები უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული კულტურის ისტორიაში. თუმცა იმდროინდელი – ადრეული შუა საუკუნეების – ქართული ნივთიერი კულტურის მაღალი დონის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი ხუროთმოძღვრებაა, არა მარტო გადარჩენილ ძეგლთა სიმრავლის, არამედ მათი განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების გამოც. ქრისტიანულმა რელიგიამ ხუროთმოძღვრებს სრულიად გარკვეული ამოცანა დაუსახა – სარწმუნოებრივი რიტუალის ჩასატარებლად უნდა შექმნილიყო საგანგებო შენობა, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა.

ახალი ამოცანის გადაწყვეტა, ცხადია, ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა. წერილობითი წყაროებისა და უძველეს ეკლესიათა შემორჩენილი ნიმუშების შესწავლა მოწმობს, რომ თავდაპირველად ღვთისმსახურების დროს მლოცველები გარეთ იდგნენ, ეკლესიაში კი – მხოლოდ მღვდელი შედიოდა. პირველი ეკლესიები მინიატურული სამლოცველოები იყო, რომლებიც თანდათან იქცა მეტ-ნაკლებად ტევად ნაგებობებად, V საუკუნის ბოლოს კი უკვე საკმაოდ დიდი ტაძრების შენებაც დაიწყეს. როგორც ცნობილია, ადრეულ ქრისტიანულ ხანაში დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული იყო საეკლესიო ნაგებობათა ორი უმთავრესი სახეობა: წაგრძელებული უგუმბათო შენობა ბაზილიკა და ცენტრული ჯვრისებრი შენობა, რომლის ცენტრი წრიული ან მრავალწახნაგაა (ჩვეულებრივ, რვაწახნაგა); ის ყოველთვის გუმბათით არ იყო გადახურული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ორი სახეობა შენობათა ორ განსხვავებულ ფუნქციას შეესაბამებოდა: ბაზილიკები ჩვეულებრივი ეკლესიები იყო, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა წარმოებდა, ცენტრული შენობები კი – წმინდანის საფლავთან დაკავშირებული მემორიალური სამლოცველოები.

 ქართულ ქრისტიანულ არქიტექტურაშიც ვხვდებით ამ ორ სახეობას – წაგრძელებულ უგუმბათო ნაგებობებსა და ცენტრულ ნაგებობებს, მაგრამ მათ შორის არ არსებობს ზემოთ აღნიშნული ფუნქციური სხვაობა. გარდა ამისა, საქართველოში უცნობი იყო ცენტრული შენობის ისეთი წრიული ან მრავალწახნაგა გეგმა, როგორიც დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება. ქარელრთული ცენტრული ტაძრის ბირთვს, როგორც წესი, წარმოადგენს კვადრატი, რომელზედაც აღმართულია გუმბათი და რომლის გარშემოც ვითარდება ჯვრისებრი გეგმა. კვადრატზე დამყარებული გუმბათის თემა უკავშირდება, ერთი მხრივ, ანალოგიურ კომპოზიციას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ძველ ხუროთმოძღვრებაში, მეორე მხრივ, ქართული ხალხური არქიტექტურის ტრადიციებს, კერძოდ, საცხოვრებელი „დარბაზის“ ტიპს, რომელიც ქრისტიანობის გავრცელებამდე ბევრად უფრო ადრე შეიქმნა. სამნავიანი ბაზილიკის ტრადიციულ ტიპს ნერგავდა ოფიციალური ეკლესია, რადგანაც ეკლესიას დასაწყისში ესაჭიროებოდა უკვე აღიარებული, ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ხელდასხმული ნიმუშები. ქართველ ოსტატთა მიერ ბაზილიკის აგების პირველი ცდები ამჟღავნებს ახალ ამოცანათა გადაჭრის სიძნელეს, მოწმობს, როგორ „ებრძოდა“ ეს ახალი თემა ცენტრული გეგმის გავლენას. რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველოში ტრადიციულ სამნავიან ბაზილიკათა შეფარდება გუმბათოვან ეკლესიებთან ისეთი არ არის, როგორიც, მაგალითად, სირიაშია, სადაც ბაზილიკათა რაოდენობა ბევრად სჭარბობს ცენტრული ტაძრების რაოდენობას. საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან სვეტებით კი არა, არამედ კედლებითაა გაყოფილი. არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია სამი დამოუკიდებელი სამლოცველო. ეკლესიის ეს ფორმა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უცნობია, VII საუკუნიდან მოყოლებული გარკვეულ ევოლუციას განიცდის. ამ ტიპის ეკლესიებს X საუკუნემდე აშენებდნენ, ისევე, როგორც ბაზილიკას. გარდა ამისა, საქართველოში იმთავითვე გავრცელდა უგუმბათო ნაგებობათა კიდევ ერთი, უმარტივესი სახე – ერთნავიანი ეკლესია, რომელიც არსებობდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ყველა ეტაპზე. სოფლის მცირე სამლოცველოთა უმეტესობა ამ ტიპს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესიებიც.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურასაქართველო

„ვეფხისტყაოსნელი“ – გიორგი გიქორაშვილი პოემის 120 ცალ განსხვავებულ ეგზემპლარს ფლობს

გიორგი გიქორაშვილი 18 წლისაა. ეს მისი ასაკია, მაგრამ არ ახსოვს ის რიცხვი, რამდენი წელიც მას შემდეგ გავიდა, რაც „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერობა დაიწყო. აღარც კი ახსოვს, როდის დაიწყო მისი ცხოვრების ეს პერიოდი. „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე იშვიათი გამოცემა დედამისსა და დედამისის დეიდას ჰქონდათ. „12-13 წლის რომ ვიყავი, როდესაც სკოლაში პირველად წავიკითხე „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი, იმდენად დამაინტერესა ამ ნაწარმოებმა, რომ, სახლში მისულმა, შინ არსებული ყველა ეგზემპლარი უცერემონიოდ გადავიბარე“. გიორგი ექსკლუზიურად ჰყვება კოლექციის შესახებ, რომლის რაოდენობა დღეს 120 ცალს აღწევს. 

რატომ გადაწყვიტე მისი შეგროვება?

„მახსოვს, პირველად როგორი რუდუნებით მეჭირა 1955 წლის ქართულ ენაზე არსებული გამოცემა თოიძის ილუსტრაციებით. თითქოს, ხელში წიგნი კი არა, გრაალის თასი მეჭირა. წიგნის ერთი გადაშლაც კი საკმარისი იყო, რომ ჩამითრია არაბეთისა და ინდოეთის რუსთველიანურმა მორევმა – იმ პიროვნული ქცევის კოდექსმა, რასაც ავტორი გვთავაზობს. შინაარსის გარდა, მონუსხული ვიყავი რუსთაველის პოეტური ხელოვნებით. ქართული გამოცემების გარდა, სახლში გვქონდა გამოცემა გერმანულ ენაზე. წიგნის წინ-უკუღმა თვალიერების შემდეგ, უცბად, მადლიერების გრძნობამ შემიპყრო – ვიღაც გერმანელი ჩამოვიდა საქართველოში, ისწავლა ქართული, ქართულიდან ასეთი სირთულის ნაწარმოები გადათარგმნა გერმანულად, იქ გამოსცა და ჩვენ არც კი ვიცით მისი სახელი. გადავწყვიტე, როგორც ჩიტი ტყის ხანძრის დროს, მეც, ჩემი შესაძლებლობებით, გამომესწორებინა ეს “გაუგებრობა” და თითო ენაზე თითო წიგნი შემეგროვებინა”.

დღეისთვის, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“, დაახლოებით, 120 ცალი განსხვავებული ეგზემპლარის მფლობელია. ზოგადად, ეს ნაწარმოები, დაახლოებით, 56 ენაზეა ნათარგმნი. გიორგიმ კი, ჯერჯერობით, 28 ენაზე გამოცემული ვერსია შეაგროვა, მათ შორისაა – ტაჯიკური, იაკუტიური, ყაბარდოული, მოლდოვური, ბასკური, ქურთული, იაპონური, უზბეკური, ყაზახური, პოლონური და მეგრული ვარიანტები შესაბამისი ნაწარმოებისა.

ყველაზე მეტად, შენს კოლექციაზე რომელი ვერსიები გამოირჩევა?

„ჩემი კოლექციიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი 1917 წლის უნგრულ ენაზე არსებულ გამოცემას. წარმოიდგინეთ, წიგნი იბეჭდება ბუდაპეშტში გაგანია პირველი მსოფლიო ომის დროს. მიუხედავად ამისა, აქვს ზიჩის საოცარი ხარისხის ილუსტაციები. წიგნი დამატებით ჩასმულია ტყავის ყდაში, რომელსაც ყუაზე სათაური მოოქროვილი ასოებით აქვს ამოკვეთილი და, რაც მთავარია, იგი არის უნგრელი ქართველოლოგის, მორის იშტვანოვიჩის საჩუქარი ქართველი ენათმეცნიერის, შოთა ძიძიგურისადმი, რასაც მოწმობს წარწერა წიგნის პირველ გვერდზე“.

გიორგის „ ვეფხისტყაოსნურ“ კოლექციაში ყველაზე ძველი მისი 1905 წლის ვერსიაა. მისი თქმით, ეს არ არის კლასიკური გაგების „ვეფხისტყაოსანი“. „ეს არის, ვციტირებ: “სოსიკო მერკვილაძის მიერ გამოკრებილი ხალხური ვეფხისტყაოსანი”. სოსიკო მერკვილაძემ, მკვლევარმა და წიგნის ავტორმა, იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იქ “გამოიკითხა” ზეპირსიტყვიერად შემორჩენილი ვეფხისტყაოსანი. დამიჯერეთ, რომ წაიკითხოთ, შინაარსი იმდენად განსხვავებულია, რომ უბრალოდ სახტად დარჩებით.

როგორც წესი, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“ ვერსიებს თბილისელი ბუკინისტებისგან ყიდულობს. გარდა ამისა, როდესაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ცდილობს, რომ იქედან იქაურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის“ გარეშე სამშობლოში არ დაბრუნდეს.

დღემდე აგრძელებ შეგროვების პროცესს?
იყო დრო, როდესაც თბილისის ყველა ბუკინისტი აღრიცხული მყავდა – ვინ, სად, რა წიგნს ყიდდა. მაგრამ რაც უფრო იზრდება შენი კოლექცია, მით უფრო რთული ხდება, რაიმე ახალი გამოცემა შემატო მას. კოლექციონერობა არ არის დასრულებადი პროცესი, იგი უსასრულოა. არ არსებობს ისეთი კოლექცია, რასაც სრულად შეაგროვებ და თამამად იტყვი – მორჩა, დავამთავრე მისი შეგროვება. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ ავიღოთ. ვთქვათ, შეაგროვე ყველა უკვე გამოცემული ეგზემპლარი. დავუშვათ, სადმე იპოვნე 1721 წლის ვახტანგისეული პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ (რომელიც მხოლოდ 21 ცალია შემორჩენილი) და იპოვნე 1941 ჰიტლერის მიერ ქართველი სამხედროებისთვის დაბეჭდილი ეგზემპლარიც (რომლის სულ 5 ცალია შემორჩენილი). კი, რამდენიმე თვით გექნება სრული კოლექცია, მაგრამ მალე გამოვა ახალ ენაზე, ხელმეორედ დაიბეჭდება და ასე გაგრძელდება სამუდამოდ. მე ვცდილობ, რომ, ძველთან ერთად, ყველა ახლადდაბეჭდილი გამოცემაც შევმატო ჩემს კოლექციას. მაგრამ ეს კოლოსალურ შრომას, ენერგიასა და დროს მოითხოვს, რაც აბიტურიენტისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

ჯერჯერობით, გიორგის კოლექციას მონაწილეობა არცერთ აქტივობაში მიუღია. „მე ძალიან მომთხოვნო პიროვნება ვარ და თუ პირადად არ დავრწმუნდი, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, ჩემი „ვეფხისტყაოსნები“ ჩემი სახლის ზღურბლს არც კი გადაკვეთს. დიახ, მქონია შემოთავაზება, რომ  ჩემი კოლექცია გამომეფინა კონკრეტულ დაწესებულებასა, თუ ინსტიტუტში, მაგრამ უარი მითქვამს, რადგან იქ არ არსებობდა არანაირი ინვენტარი წიგნის დაზიანებისგან დასაცავად“.

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

5 უძველესი აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა!!!

აღარავისთვის არის ახალი ის ფაქტი, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციის და კულტურის კერაა. ამას უკანასკნელ წლებში გაკეთებული მრავალი აღმოჩენა მოწმობს და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებიც დაბეჯითებით აღიარებენ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს ისტორიაში. მრავალი უნიკალური აღმოჩენის პარალელურად, ბოლო წლებში გაკეთდა ის ხუთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, რამაც მსოფლიოს ისტორია რადიკალურად შეცვალა და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი წინა პლანზე წამოწია. ამ სტატიაში გთავაზობთ ყველა ამ მნიშვნელოვან აღმოჩენას და არტეფაქტებს:

1. 1,8 მილიონი წლის წინანდელი უძველესი ადამიანის ნარჩენები

საქართველო პირველი ევროპელის სამშობლოა! დიახ, ეს ასეა! ყველა ევროპელის აკვანი საქართველოში იყო ოდესღაც და პირველი ევროპელი სწორედ ჩვენი ტერიტორიიდან წავიდა დასავლეთისკენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა სენსაციური აღმოჩენა – ქალის და მამაკაცის ძვლები, რომელთა ასაკი 1.8 მილიონი წელია! მეცნიერებმა ჰომო გეორგიკუსს ზეზვა და მზია უწოდეს და დაამტკიცეს, რომ აფრიკის გარეთ ნაპოვნი ნარჩენების ყველაზე ძველ წარმომადგენლებთან გვაქვს საქმე.

სწორედ ამ აღმოჩენიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვამტკიცოთ და ვიამაყოთ – ევროპული ცივილიზაცია სწორედ საქართველოში იღებს სათავეს! 

2. მსოფლიოში უძველესი ძაფი  34 000 წლის არის და ის საქართველოშია ნაპოვნი!

ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში, დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ადამიანმა პირველი ძაფი გააკეთა! 

დღევანდელი გადასახედიდან ეს ძალიან ჩვეულებრივი და თითქოს მარტივი გამოგონებაა, მაგრამ იმ პერიოდში ძაფს უძველესი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ძაფის გამოყენებით ადამიანმა გააუმჯობესა ტანისამოსი და ფეხსაცმელი, რამაც ველურ ბუნებაში მისი გადარჩენის შანსები გააორმაგა. ამ პერიოდამდე ძაფის ყველაზე ძველ ნიმუშად ჩეხეთში ნაპოვნი ჭინჭრის ნაკეთობა ითვლებოდა, მაგრამ 2007 წელს ნაპოვნმა ქართულმა ძაფმა ისტორია შეცვალა – ის ჩეხურზე 5 000 წლით ძველია!

3. მსოფლიოში უძველესი ღვინო  8 000 წლის არის!

საქართველო ღვინის სამშობლოა! 2017 წელს არქეოლოგებმა მსოფლიოს უძველესი ღვინის ნარჩენები აღმოაჩინეს. როგორც Science Alert გვატყობინებს, აღმოჩენა 8000 წლით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპოვნი ღვინო თითქმის ორჯერ უფრო ძველია ვიდრე აქამდე “ყველაზე ძველის” სტატუსით ცნობილი ირანული აღმოჩენა, რომელიც 5000 წლით თარიღდება. ეს დაუჯერებელი აღმოჩენა ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარებს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ღვინო აღმოჩენილია უძველესი თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებში. ნამსხვრევები, რომლებშიც ღვინის წვეთებია შემორჩენილი, თბილისთან ახლოს შულავერის გორასთან იქნა აღმოჩენილი. ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ დადასტურდა, რომ ნარჩენები ნამდვილად ღვინის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სენსაციურ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე – მსოფლიოში ნაპოვნი უძველესი ღვინო, რა თქმა უნდა ღვინის სამშობლოში, საქართველოშია აღმოჩენილი! ქართული ღვინის კულტურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით არის დაცული!

4. მსოფლიოს უძველესი ოქროს საბადო – 6 000 წლის!

ეს ფაქტი ალბათ არავის აკვირვებს, საქართველო ხომ ოქროს საწმისის ქვეყანაა?! მითიური კოლხეთი ისტორიული რეალობაა და ის ნამდვილად არსებობდა დასავლეთ საქართველოში. ამას უკანასკნელი წლების აღმოჩენებიც მოწმობს. ჩვენს ტერიტორიაზე უნიკალური ოქროს ნაკეთობებია აღმოჩენილი, რაც ქართული ოქრომჭედლობის უძველეს ფესვებზე მეტყველებს!

ვანში აღმოჩენილი უნიკალური ოქროს ნაკეთობები და საყდრისის საბადო პირდაპირ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ უძველეს ცივილიზაციებში, ქართულ ოქრომჭედლობას მოწინავე როლი ეკავა. აღმოჩენილია ასევე ქართული კულტურის პირდაპირი კავშირები ეგვიპტურთან.

5. ქართული მეტალურგია და მჭედლობა 5 000 წლის წინ უკვე არსებობდა!

როდესაც უძველეს მეტალურგიასა და მჭედლობაზე მიდგება საქმე, არქეოლოგები ამ დარგების კერად, წინა აზიასა და ინდოეთს მოიხსენიებენ, სადაც ჩვ.წ.აღ.-დე II-I ათასწლეულებში მეტალის ნაკეთობები უკვე არსებობდა. თუმცა, ბიბლიაში ნახსენებია უძველესი ქართველური ტომები, თუბალები. სწორედ მათ მიერ მოხდა მოგვიანებით მეტალურგიის ხელოვნების ასირიაში, მესოპოტამიასა და საბერძნეთში გატანა. ეს ფაქტი ამირანის მითში ცოცხლდება – სწორედ ქალღმერთ დალის შვილმა ასწავლა ადამიანებს რკინის დამუშავების ტექნიკა, ხოლო ხსენებული გადმოცემა, როგორც ვიცით უძველესი ხალხური თქმულებაა.

ასევე უნდა ითქვას, რომ უკანასნკელ პერიოდში ბორჯომთან ახლოს გაკეთებული კიდევ ერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენის თანახმად, საქართველოში უძველესი თაფლის ნარჩენები იქნა აღმოჩენილი. მისი ასაკი 5 500 წელიწადია და ამით თითქმის 20 საუკუნით ძველია, ვიდრე ნარჩენები, რომლებიც ფარაონ ტუტანხამონის საფლავში იქნა ნაპოვნი! 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 34
Page 8 of 34