close
ეს საინტერესოაფსიქოლოგია

პლაცებოს ეფექტი – ადამიანის თვითდარწმუნებისა და ,,განკურნების” საშუალება

პლაცებო  – ეს არის ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. ექიმი არწმუნებს პაციენტს, რომ ის პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელდება, თუმცა უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს.
ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ.
ხშირად პლაცებოს ჩვეულებრივი წამლის საწინააღმდეგოდაც იყენებენ – ახალი წამლის შემოღებისას პაციენტთა ნაწილს პლაცებოს ასმევენ, ნაწილს – ნამდვილ წამალს და შედეგებს აკვირდებიან. მხოლოდ მაშინ, თუკი წამალს გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე პლაცებოს, მას ვარგისად აღიარებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი რამ არასწორი და არაეთიკურია, რადგან პაციენტს რაღაცას ატყუებენ.
პლაცებოს ეფექტი დაახლოებით იგივეა, რომ თავს დააჯერო რაიმე არარეალური და შემდგომ მართლაც შეძლო მისი შესრულება.
დაზუსტებით იმის თქმა, თუ როგორ მუშაობს პლაცებო, ჯერ კიდევ შეუძლებელია, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ პოზიტივის მოლოდინი ჩვენს ტვინში დადებით ცვლილებებს იწვევს. პლაცებოს მიღება იწვევს ტვინში ენდორფინის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ან მთლიანად მოხსნას.
პლაცებოს ეფექტის მოქმედების ხარისხი უკავშირდება ადამიანის თვითდარწმუნებას და „მკურნალობის“ გარეფაქტორებს – მაგალითად, პლაცებოს სახეს, მის ღირებულებას და „წამლის“ მოპოვების საშუალების სირთულეს, ნდობას ექიმისადმი და კლინიკის ავტორიტეტს. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს: მსხვილი და დიდი ზომის პლაცებოს აბი უფრო ეფექტურია, ვიდრე პატარა. ასევე მნიშვნელოვანია ფერიც – ფერადი უფრო ქმედითია, ვიდრე თეთრი.
პლაცებოს ეფექტი რეალურია და ნამდვილად არსებობს, რომელიც მრავალი ექსპერიმენტითაა დამოწმებული. პლაცებო არის მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას მკურნალობისას.

 

მასალა მოამზადა: ნინო კერესელიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid