close

მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა.
მთაწმინდის პარკამდე ორი გზა გადის: ფუნიკულიორით და სამანქანო გზით.
ფუნიკულიორის საბაგირო რკინიგზა 1900 წლის ივლისში ფრანგი ინჟინრის – ა. ბლანშის მიერ დაპროექტდა. რკინიგზის სიგრძე 501 მეტრია. ლიანდაგის დახრის კუთხე კი, 28-33. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ციცაბო რკინიგზაა.
მშენებლობა 1905 წელს დასრულდა. ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა, “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ძველი რესტორანი 1936-38 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1971 წელს კი, ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა არქიტექტორების გ. ბათიაშვილისა და ტ. ქუთათელაძის მიერ.
მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid