close

ეს საინტერესოა

ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოასაქართველო

საქართველოში მთვარის დაბნელება 21 საათსა და 14 წუთზე დაიწყება

როგორც იცით, დღეს საუკუნის ყველაზე გრძელი მთვარის სრული დაბნელება იქნება – ის ერთი საათი და 43 წუთი გაგრძელდება. გასაგებად რომ განვმარტოთ – მთვარე დედამიწის ჩრდილში მოხვდება.

რაც შეეხება საქართველოს – აქ მთვარის დაბნელება 21 საათსა და 14 წუთზე დაიწყება და მაქსიმუმს დაახლოებით 00 საათსა და 21 წუთზე მიაღწევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიფიზიკა

პირველად მეცნიერების ისტორიაში – მეცნიერებმა აინშტაინის შავი ხვრელის თეორიის დამტკიცება შეძლეს!

მეცნიერებმა ირმის ნახტომში (Milky Way) ვარსკვლავზე დაკვირვება აწარმოეს და, პირველად მეცნიერების ისტორიაში – დაამტკიცეს აინშტაინის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს ახლოს ჩაუვლის.

აინშტაინის 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ძლიერ გრავიტაციულ ველში სინათლე მრუდდება ან განიცდის წითელ წანაცვლებას.

,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სუპერმასიურ ხვრელთან ახლოს შეგვემოწმებინა. იმ დროს აინშტაინი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Extraterrestrial Physics) მეცნიერმა- ფრენკ ეისენჰაუერმა.

,,European Southern Observatory-ის” მეცნიერებმა Very Large Telescope-ის გამოყენებით,  ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილზე დაკვირვება 26 წლის წინ დაიწყეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოძრაობდა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელთან მიახლოებისას.

შავი ხვრელი დედამიწისგან 26,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ის მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. მეცნიერებმა დაკვირვებისთვის აარჩიეს ერთი ვარსკვლავი –  S2, რომელიც ორბიტის გარშემო ერთ შემოვლას 16 წელს ანდომებს. ასე რომ, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელს 2018 წელს მიუახლოვდებოდა.

26 წლის მანძილზე მათი ინსტრუმენტების სიზუსტე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, 2018 წლის მაისში მათ ძალიან ზუსტი ზომების მიღება შეძლეს.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვარსკვლავის ორბიტალურმა სიჩქარემ საათში 25 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა, როცა ის შავ ხვრელს მიუახლოვდა.

ვარსკვლავის ტალღის სიგრძე გაიჭიმა, რადგან იგი ცდილობდა უზარმაზარი შავი ხვრელის გრავიტაციული ძალისგან თავის დაღწევას, რის გამოც მისი შეფერილობა ლურჯიდან წითლით შეიცვალა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შავი ხვრელის სხვა თეორიების დაკვირვებასაც მოახერხებენ.

,,ეს არის პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ გზაზე, რომელიც, იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ხელმძღვანელმა – რეინჰარდ გენზელმა.

 

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტი, რომელიც მცენარეს გაზრდაში ეხმარება  

რობოტების მწარმოებელმა კომპანია ,,CEO of robotics“–მა შექმნა ახალი პატარა რობოტი, რომელსაც შეუძლია სახლის პირობებში იზრუნოს მცენარის გაზრდაზე. ახალი პროდუქტი ჰგავს კიბორჩხალას, მას აქვს ფეხები, მასზე ზემოდან თავსდება მცენარე. მისი ფასი 949 აშშ დოლარია.

გასულ წელს კომპანიამ გამოაქვეყნა სიახლე პროდუქტთან დაკავშირებით, მაგრამ  ,,Theverge”–ის სტატიის შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო მასზე.

პროდუქტის შემქმნელმა განაცხადა, რომ მან შეამჩნია, როგორ კვდებოდა მცენარე მის თვალწინ, არ იცოდა რა ესაჭიროებოდა- წყალი, თუ მზე, მაგრამ გადაწყვიტა, რომ თუ მცენარე რეგულარულად იმოძრავებდა მზესა და ჩრდილში, შესაძლოა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ასეც მოხდა, სწორედ ეს იყო მისთვის შთამაგონებელი, რომ შეექმნა ახალი პროდუქტი.

წყარო:  Theverge.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკა

,,ბოსტონ დინამიკსის” რობოტი სუფთა ჰაერზე ვარჯიშობს  

ყველას სჭირდება იმის ცოდნა, რომ სუფთა ჰაერი ნებისმიერი ქმნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის – რობოტისთვისაც.

,,ბოსტონ დინამიკსმა” ატვირთა ვიდეო, სადაც მათი რობოტი, სახელად ,,ატლასი” ვარჯიშობს სუფთა ჰაერზე.

ბევრი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ ,,ბოსტონ დინამიკსის” რობოტები სულ უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან, მათთვის მცირდება დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც არ შეუძლიათ. სენსორები, რომლებიც დამონტაჟებული აქვს რობოტს – ყველა მხრივ ეხმარება სხვადასხვა დავალების, მოძრაობის შესრულებაში.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

როგორი იქნება მფრინავი ტაქსები?

Rolls Royce-მა“ წარადგინა მფრინავი ტაქსის პროექტი.  როგორც კომპანიამ განაცხადა, მფრინავ ტაქსიში 5 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. იგი გამორჩეული იქნება სისწრაფითა და გარედიზაინით, შესაძლოა, საქმე მსოფლიოს ყველაზე სასურველ ტრანსპორტთანაც კი გვქონდეს საქმე.

Rolls Royceეს არის ბრიტანული ავიაძრავების მწარმოებელი კომპანია, მას არანაირი შეხება არ აქვთ მანქანათმწარმოებელ კომპანიებთან.

მოსალოდნელია, რომ 2019 წელს უკვე ვიხილოთ ახალი პროდუქტი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ რეალობას, რომ სამყარო შეუჩერებლად მიიწევს წინ. რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა – ახლა უკვე რეალობად იქცა.

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

„Google-ის“ ხელოვნური ინტელექტი ავადმყოფის გარდაცვალების დროს პროგნოზირებს

„Google-ის“ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება დაადგინოს, როდის გარდაიცვლება ადამიანი. მაგრამ შეუძლებელი იქნება ამის შედეგად სიცოცხლის გადარჩენა, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ალგორითმი, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს დაადგინოს, როდის გარდაიცვლება ავადმყოფი. სავარაუდოდ,  ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ იმ დროს შეეძლება ამის განსაზღვრა, როდესაც არანაირი გამოსავალი და საშველი აღარ მოიძებნება.

უკვე მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა, ასეა თუ ისე, მაინც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მიღწევაა, გასაკვირი არ იქნება, თუ ადამიანი ისეთ მოწყობილობასაც შექმნის, რომელიც მართლაც იწინასწარმეტყველებს გარდაცვალებას.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ინსულტის ნიშნები და პირველადი დახმარების ინსტრუქცია

ინსულტი  თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი: იშემიური, ანუ ტვინის ინფაქტი და ჰემორაგიული ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.

ინსულტით უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები.

ამ დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, თუკი დაზიანება დიდი არ არის, ორგანიზმის კომპენსატორული უნარის წყალობით ფუნქციები რამდენიმე დღესა თუ კვირაში აღდგება, მაგრამ თუ ფართობი ვრცელია და დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.

ინსულტის პროფილაქტიკა პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესია. კარგია ფიზიკური აქტივობა, უნდა შეიზღუდოს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი.

რისკფაქტორები:

  • არტერიული ჰიპერტენზია
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გულის უმკარისობა

პირველადი დახმარება ინსულტის დროს:

  1. აუცილებელია სუნთქვის შემოწმება, თუ ადამიანს უჭირს სუნთქვა, საჭიროა ნელი და ფრთხილი მოძრაობით გადატრიალებულ იქნას გვერდით პოზიციაში და პირიდან გამოუღონ ხელოვნური კბილები.
  2. თუკი არის საშუალება, უნდა გაიზომოს არტერიული წნევა და გლუკოზა. დაფიქსირებული მაჩვენებელი ჩაწერილ უნდა იქნას.
  3. თუკი დაზარალებულმა დაკარგა გონება და დაეცა, საჭიროა გადაიყვანონ უფრო მოსახერხებელ გარემოში. მითია შეხედულება, რომ ინსულტიანი პაციენტის მოძრაობა აუარებსებს მდგომარეობას. ერათადერთი რეკომენაცია არის ის, რომ თავი სხეულზე მაღალ დონეზე ედოს.
  4. არ შეიძლება ადამიანს მისცენ წყალი ან საჭმელი, ეს გააღრმავებს პრობლემას.
  5. ენის ქვეშ უნდა ჩაუდონ პაციენტს გლიცინი, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. არავითარ შემთვევაში გლიცინი არ უნდა გაიგივდეს ნიტროგლიცერინთან, რომელიც თავის ტვინის მსგავსი პათოლოგიების დროს უკუნაჩვენებია.
  6. ოთახი, რომელშიც დაზარალებული წევს, უნდა ნიავდებოდეს კარგად.
  7. არ შეიძლება მაღალი წნევის უეცარი დაგდება ინსულტის დროს, რადგან ესეც არის ადაპტაციური რეაქცია.

მასალა მოამზადა:  ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

მთაწმინდის პარკი 80 წლისაა – დაარსების ისტორია

მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა.
მთაწმინდის პარკამდე ორი გზა გადის: ფუნიკულიორით და სამანქანო გზით.
ფუნიკულიორის საბაგირო რკინიგზა 1900 წლის ივლისში ფრანგი ინჟინრის – ა. ბლანშის მიერ დაპროექტდა. რკინიგზის სიგრძე 501 მეტრია. ლიანდაგის დახრის კუთხე კი, 28-33. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ციცაბო რკინიგზაა.
მშენებლობა 1905 წელს დასრულდა. ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა, “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ძველი რესტორანი 1936-38 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1971 წელს კი, ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა არქიტექტორების გ. ბათიაშვილისა და ტ. ქუთათელაძის მიერ.
მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიასაქართველო

არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს

ქუთაისში, გორას დასახლებაში, ცაცხვების ქუჩაზე არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს. ადგილზე, სადაც კერძო მფლობელი საკუთარი სახლის მშენებლობისას საძირკველის სამუშაოებს აწარმოებდა, ძველი ნივთები გამოჩნდა.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი უბანი იყო. ამიტომ სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს ვადევნებდით. ეს დასახლება უნდა იყოს ძველი ქალაქის სამეურნეო უბანი. სადაც აღმოჩენილია ქვევრების, თონეებისჭა-მაცივრების და მინისა და კერამიკული ნაწარმის ნაშთები, რომლებიც მე-11- მე-13 საუკუნეებით თარიღდება”,-განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველმა – როლანდ ისაკაძემ.

ადგილზე გრძელდება აღმოჩენილი ნივთების ალაგების სამუშაოები. აღმოჩენილ ნივთებს სახელმწიფო საცავში გადაიტანენ.

წყარო: 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აღდგება

ახლო მომავალში, აბაშაში ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის პროცესი დაიწყება. ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალური თვითთმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია „ივერთმშენი“ მოამზადებს, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია.

სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძისა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას უშუალო ინიციატივებით სააგენტოს არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, განახლებული სამუზეუმო სივრცე მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მხარეების, მისი პორტრეტის, ქართულ ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ქვეყნის ისტორიაში შეტანილი წვლილის ღირსეულად წარმოჩენას შეძლებს. ამავე კონცეფციის თანახმად, მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიის აღდგენის გზით, რეკონსტრუირდება კ. გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოც. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ; ირმა დოლიძის, ნინო ვაჩეიშვილისა და გიორგი სოსანიძეს მიერ მომზადებული განვითარების კონცეფცია კ.გამსახურდიას სამუზეუმო კომპლექსში რამდენიმე ზონის მოწყობას ითვალისწინებს. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების,საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება, სადაც ვიზიტორთა მიღების არეალები განთავსდება.

კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე თანამედროვე ტიპის ნაგებობაში მოეწყობა. საგამოფენო დარბაზი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებას დაეთმობა, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება კ. გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების, უშუალოდ მწერლის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა და სხვა ელექტრონული მასალების ხილვა. ამავე სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას, სადაც ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის დატანისა და სამახსოვრო სუვენირად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული სცენა, კულისებით რეკონსტრუირდება და სამომავლოდ სპექტაკლების, კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის გამოიყენება. ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული კარ-მიდამო შესაბამისი ინტერიერებით მოეწყობა. რეკონსტრუირდება ოდა სახლი ტიპური ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბეებით. მოეწყობა ჯარგვალი და წყლის წისქვილი მდ. ზანაზე. რეაბილიტირდება ხიდი. რეაბილიტირდება მარანი ხეში ამოთლილი საწნახელით და არსებული ნალიათი. მდ. ზანასნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები. კონცეფციის მიხედვით გათგვალისწინებული კიდევ ერთი სამუზეუმო ზონის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაა „ევროპისაკენ – დამოუკიდებლობით“, მუზეუმის ვიზიტორები კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით კომპლექსის სიღრმეში გადაადგილდებიან. სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა, რომელზეც ვერცხლზე ამოტვიფრული 1918 და 1991 წლების აქტები ჩამონტაჟდება. მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. ინგლისური პარკის ელემენტებით კეთილმოეწყობა. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს. კომპლექსი 1987 წელს დაარსდა და მასში 168 სამუზეუმო ექსპონატია დაცული. სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018 კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და რამდენიმე ნაგებობას – ოდა სახლს, ჯარგვალს, ნალიას, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენასა და შესასვლელ „კარიბჭეს” აერთიანებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 60 61 62 63 64 99
Page 62 of 99