close

ეს საინტერესოა

ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიო

1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა

გაგარინი კოსმოსში ხომალდ ,,ვოსტოკ-1-ით” გაფრინდა. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. რუსმა კოსმონვტმა 1 საათსა და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

აჩუქე წიგნი – ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნის ჩუქების კამპანია დაიწყო

“აჩუქე წიგნი” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. და კარგი იქნებოდა, თუ ერთი ასეთი დღე საქართველოშიც იქნებოდა:

„რატომაც არა – ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

„მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეტ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ“, – მოუწოდებენ წიგნის გაჩუქების მსურველებს იდეის ავტორები.

„ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

დღეიდან არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება აიკრძალა

დღეიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია.

ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმე დაჯარიმდება 500 ლარით და პროდუქცია ჩამოერთმევა. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია გაორმაგდება.

პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. რაც შეეხება პარკების იმპორტს, მისი კონტროლი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურს ევალება. პარკების რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ბიოდეგრადირებად პარკს, პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ნაყოფის გულის უპრეცედენტო ფოტოები გაავრცელეს

მკვლევარებმა საშვილოსნოში მდებარე ნაყოფის გულის უპრეცედენტოდ დეტალური ფოტოები გაავრცელეს.

ორსულებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გადაუღეს და კომპიუტერით ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვების პატარა მფეთქავი გულების 3D მოდელები შექმნა.

King’s College London -ის, Guy’s და St Thomas’s-ის მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია გულის თანდაყოლილი დაავადებების მკურნალობას გააუმჯობესებს.

პატარა ვიოლეტს გულის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში სიცოცხლისთვის საშიში ანომალიები ჯერ კიდევ მაშინ განუვითარდა, როცა ის ჯერ კიდევ საშვილოსნოში იყო.

პრობლემები პირველად მაშინ აღმოაჩინეს, როცა ვიოლეტის დედამ ორსულობის 20 კვირის ვადაზე ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაიტარა. იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო კვლევაში, რომლის მიზანი ბავშვის გულის დეტალურად ნახვა იყო.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ პატარას გულის მთავარი არტერია – აორტა დავიწროებული ჰქონდა, რაც დაბადების შემდეგ სისხლძარღვის ბლოკირებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ვიოლეტს გულში ორი ხვრელი ჰქონდა. ზუსტმა დიაგნოზმა მედიკოსებს საშუალება მისცა, მკურნალობა გოგონას დაბადებამდე დაეგეგმათ და საჭირო ოპერაცია დაბადებიდან რამდენიმე დღეში გაეკეთებინათ.

ამჟამად ვიოლეტი 11 თვის ჯანმრთელი გოგონაა.

 

როგორ მუშაობს ტექნოლოგია?

2D სურათები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით სხვადასხვა კუთხითაა გადაღებული, თუმცა ნაყოფის გული ძალიან პატარაა და თან გაცილებით სწრაფად ფეთქავს, გარდა ამისა, ბავშვი გამუდმებით მოძრაობს, ამიტომ გულის გამოსახულებები, როგორც წესი, ძალიან ბუნდოვანია.

დახვეწილი კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა კი გულის უპრეცედენტო  3D გამოსახულებას იძლევა და ექიმებს ანომალიების შესახებ სრულყოფილ სურათს აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველი 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 გულის თანდაყოლილი ანომალიით იბადება, რასაც სხვადასხვა ინფექცია ან ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება იწვევს. ასე რომ, ამ ანომალიების დიაგნოზირება მაშინ, როცა ნაყოფი ჯერ კიდევ საშვილოსნოშია მედიკოსებისთვის დროის მოგებაა, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

კვლევა  პროექტ iFind- ის ნაწილია, რომლის მიზანია ორსულობის სტანდარტული სკანირების დროს ჯანმრთელობის რაც შეიძლება მეტი პრობლემის აღმოჩენა გახდეს შესაძლებელი.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ  Lancet-ში გამოქვეყნდა.

ფოტოზე : BBC-ის კორესპონდენტი ჯეიმს გალაგერი, რომელსაც ხელის გულზე ჩვილის გულის 3D მოდელი აქვს მოთავსებული.

 

www.bbc.com

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიოსაქართველოფოტო

7 წლის გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე აგვისტოში იაპონიაში გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ვან გეგა ფინალურ ეტაპზე საკუთარ ნამუშევარს წარადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც “ტოიოტას” კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა.
ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად უკვე მო­ირ­გო დიდი მხატ­ვრე­ბის სა­ხე­ლე­ბი. მე­გობ­რე­ბი “პი­კა­სოს” ეძა­ხი­ან, ოჯახ­ში კი “ვან გეგა” შე­არ­ქვეს. 7 წლის გეგა სოფ­რო­მა­ძე დე­დას­თან, უმ­ცროს დას­თან და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ქუ­თა­ის­ში, პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ფარ­თის სიმ­ცი­რის გამო, ხში­რად ვერ ხა­ტავს და ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზია მხო­ლოდ კონ­ტუ­რის სა­ხით გა­და­აქვს ფურ­ცელ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, აფე­რა­დებს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ნა­ხატს აცო­ცხლებს. ახ­ლაც გა­ცო­ცხლე­ბის მო­ლო­დინ­ში ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟია.
გეგა თავის წარმატებას და მიღწევებს დედას უმადლის. ამბობს, რომ მისი დამსახურებით და სიყვარულით მიაღწია ყველაფერს.

გეგას დღემდე 300-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, ბევრი მათგანი გაჩუქებული აქვს. ამბობს, რომ უყვარს სხვების გაღიმება და გახარება.

პატარა მხატვარს უკვე ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გახლავთ კონკურს „სიზმარას“ ჟიურის რჩეული. ასევე „ნესქვიკის“ გამარჯვებული.  მისი ერთ-ერთი ნახატი გახდა კომპანია „სნოს“ ფავორიტი, განთავსდა „სნოს“ ეტიკეტზე და მიიწვიეს საპატიო ვიზიტით „სნოს“ საწარმოში. შემდეგ ქართული ღვინის პალატამ შეიძინა გეგას ნამუშევარი „ღვინო და ადამიანი“ და დღეს მათ მუზეუმშია განთავსებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გეგა თვითნასწავლი მხატვარია.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი 28 მარტს გაიმართება

2019 წლის 28 მარტს გამოვლინდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი, რომელიც წელს, ზაფხულში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. ფინალი 28 მარტს, კლუბ რესპუბლიკაში 18:00 საათზე გაიმართება (პირველი რესპუბლიკის #1).
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი შეარჩია. კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რამაც მათ ინოვაციური პროექტების განვითარების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნულ პროექტებს გუნდები კონკურსის ფინალურ ეტაპზე დასრულებული სახით წარადგენენ, რის შედეგადაც, ექსპერტთა კომისია გამარჯვებულებს შეარჩევს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში, სადაც მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია თიბისი, ხოლო ტექნოლოგიური მხარდამჭერი – სილქნეტი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია:
1. აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის | სკოლა აია-ჯესს, თბილისი
2. ბარნის სმარტ ლაბირინთი | გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა პროგრესი, თბილისი, ქუთაისი
3. ესკულაპე | სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი
4. Infrared Camera Drone | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
5. მოძრაობის სკანერი | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
6. სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტის საშუალებით | 199-ე საჯარო სკოლა, სკოლა აიაჯესს, თბილისი
7. Cyber Guide | 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი
8. ტრიბოელექტრული ფარდა | 199-ე საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, IT კოლეჯი, თბილისი
9. უნივერსალური ავზი | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
10. უსინათლოსთან გარემოს მაადაპტირებელი სისტემა | 22-ე და 25-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი
11. უცემენტო ბეტონი | ევროპული სკოლა, თელავი
12. Carქესი | ევროპული სკოლა, თბილისი
13. Hand-Held Schlierenoscope – მობილური დეტექტორი და რეტრო რეფლექტორული მოზაიკური ეკრანი | აია-ჯესს, თბილისი

სრულად ნახვა
განათლებაეკონომიკაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი გოგო ელენე გოგალაძე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა ავრცელებს.

“ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute), რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის, ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ. ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგალაძე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა კიევის გრან პრის გამარჯვებული გახდა 🥇

მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა, ქართველმა სალომე ფაჟავამ პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა უმაღლესი სინჯის მედალი გურზებით გამოსვლაში დაისაკუთრა.

სალომე ფაჟავასთვის ეს წელს მოპოვებული მეორე მედალია. უკრაინულ ტრიუმფამდე, 21 წლის ქართველმა ტანმოვარჯიშემ მოსკოვის გრან პრიზე, გურზებით გამოსვლაში გაიბრწყინა და ბრინჯაოს მედალი აიღო. სალომე ფაჟავა საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია. აქამდე მედლები მას 2016 წლის ბრნოს გრან პრიზე და 2018 წლის ჰოლონის გრან პრიზე აქვს მოგებული. 2012 წელს ფაჟავამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ გამოსვლაში ბრინჯაო მოიგო. 2015 წლის ევროპის თამაშებზე სალომე მესამე ადგილს და ბრინჯაოს დასჯერდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა კიევის გრან პრის გამარჯვებული გახდა 🥇

მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა, ქართველმა სალომე ფაჟავამ პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა უმაღლესი სინჯის მედალი გურზებით გამოსვლაში დაისაკუთრა.

სალომე ფაჟავასთვის ეს წელს მოპოვებული მეორე მედალია. უკრაინულ ტრიუმფამდე, 21 წლის ქართველმა ტანმოვარჯიშემ მოსკოვის გრან პრიზე, გურზებით გამოსვლაში გაიბრწყინა და ბრინჯაოს მედალი აიღო. სალომე ფაჟავა საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია. აქამდე მედლები მას 2016 წლის ბრნოს გრან პრიზე და 2018 წლის ჰოლონის გრან პრიზე აქვს მოგებული. 2012 წელს ფაჟავამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ გამოსვლაში ბრინჯაო მოიგო. 2015 წლის ევროპის თამაშებზე სალომე მესამე ადგილს და ბრინჯაოს დასჯერდა.

სრულად ნახვა
1 50 51 52 53 54 99
Page 52 of 99