close

ხაშურელი გოგო ელენე გოგალაძე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა ავრცელებს.

“ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute), რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის, ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ. ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგალაძე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

გაზიარება:
fb-share-icon0