close

ეკოლოგია

ეკოლოგია

Balenciaga-მ ავსტრალიის დასახმარებლად სპეციალური კოლექცია გამოუშვა

Balenciaga ავსტრალიის ტყის ხანძრებთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო. ესპანური მოდის სახლმა კოალის გამოსახულებით მაისურები და ჰუდები გამოუშვა.

სპეციალური კოლექციის გაყიდვა 13 იანვრიდან დაიწყება, მთლიანი თანხა კი ავსტრალიურ გარემოს დამცველ ორგანიზაციას გადაერიცხება.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში ტყის ხანძრისგან მილიარდზე მეტი ცხოველი დაიხოცა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 10 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყე ხანძარმა გაანადგურა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ავსტრალიაში აქლემების დახოცვის ოპერაცია დაიწყო

ავსტრალიის მთავრობამ აქლემების დახოცვის ხუთდღიანი ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავრობამ აქლემების დახოცვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ცხოველებზე სნაიპერები ნადირობენ. ასეთი რადიკალური ზომების მიზეზი კონტინენტზე უპრეცედენტო გვალვა გახდა, რის გამოც ცხოველები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდებიან და წყლის და საკვების მარაგს საფრთხეს უქმნიან. ქვეყანაში მძვინვარე ტყის ხანძრების გათვალისწინებით კი სიტყაცია უფრო სახიფათო ხდება. ოპერაციის პირველ დღეს 1 500 ცხოველი დახოცეს, ჯამში კი მთავრობა 10 000-მდე აქლემის მოკვლას გეგმავს.

აქლემები ავსტრალიაში ინვაზიური სახეობაა. პირველად ისინი კონტინენტზე მე-19 საუკუნეში ჩაიყვანეს და დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში ველური აქლემების ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტყის ხანძრებს ავსტრალიაში უკვე მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 10 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყე ხანძარმა გაანადგურა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიავიდეო

ავსტრალიაში წვიმა მოვიდა – მეხანძრეების ემოციური ვიდეო

ავსტრალიაში ხანძრის შემდეგ დღეს პირველად გაწვიმდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წვიმამ მეხანძრე-მაშველები ძალიან გაახარა.

მათი ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ავსტრალიაში ტყეში გაჩენილ ხანძრებს ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე შეეწირა. ქვეყანას ხანძრებთან ბრძოლა მისი მასშტაბურობის გამო უჭირს.

 

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

რამდენი ცხოველი შეეწირა ავსტრალიის ხანძარს და რამდენად ზუსტია გავრცელებული მონაცემები?

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ავსტრალიაში ტყის ხანძარს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა.

აღნიშნული მონაცემი სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ავსტრალიის ბიოდივერსიფიკაციის ექსპერტის ქრის დიკმანის შეფასებას ეფუძნება.

პროფესორის თქმით, ის გულისხმობს, რომ ხანძარმა 480 მილიონი ცხოველი დააზარალა და არა იმას, რომ ხანძრისგან ამ რაოდენობის ცხოველი დაიღუპა (თუმცა მის მიერ გავრცელებული რელიზის სათაურში აღნიშნულია, რომ 480 ცხოველი იხოცება).

ეს რიცხვი ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ქრის დიკმანმა 2007 წელს გამოაქვეყნდა და რომელშიც აღნიშნულია, რომ ავსტრალიაში ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე საშუალოდ 17.5 ძუძუმწოვარი, 20.7 ფრინველი და 129.5 ქვეწარმავალი ბინადრობს.

„ჩვენი შეფასებით, მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ხანძრის შედეგად 3 მილიონ ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, ხანძრისგან დაახლოებით 480 მილიონი ძუძუმწოვარი, ფრინველი და ქვეწარმავალი დაზარალდა,“- აცხადებს პროფესორი დიკმანი.

მისივე თქმით, დიდი ცხოველები, როგორებიცაა კენგურუები და ემუები, ხანძრისგან გაქცევას მოახერხებდნენ, თუმცა ნელა მოძრავი ცხოველებისა და ისეთების უმრავლესობა, რომლებიც მთლიანად ტყეზე არიან დამოკიდებული, დიდი ალბათობით, დაიღუპებოდნენ. გარდა ამისა, ის ცხოველები, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ, მოგვიანებით საჭმლისა და თავშესაფრის უქონლობის გამო დაიღუპებოდნენ.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ აღნიშნული შეფასება და მონაცემები გადაჭარბებულია. იორკის უნივერსიტეტის ეკოლოგისტის ქოლინ ბიელის თქმით, შეუძლებელია ხანძრის პირდაპირი შედეგისგან ამდენი ფრინველი დაღუპულიყო. „მათ შეუძლიათ ხანძარს გაფრენით დააღწიონ თავი,“- აცხადებს პროფესორი ბიელი.

გარდა ამისა, შეფასება მაშინ გაკეთდა, როცა 3 მილიონი ჰექტარი ტერიტორია იყო დამწვარი, ახლა კი ხანძრის შედეგად გაცილებით მეტი ტერიტორიაა დამწვარი და აქედან გამომდინარე, სტიქიის შედეგად გაცილებით მეტი ცხოველი იქნება დაზარალებული.

პროფესორი ბიელის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი საკითხი – ქვეწარმავლები. ისინი ავსტრალიაში ძირითადად ნიადაგში ცხოვრობენ. ნიადაგი კი სითბოს კარგი იზოლატორია და იქ, სავარაუდოდ, არცთუ ბევრი ქვეწარმავალი დაიღუპებოდა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით რთულია ავსტრალიის ხანძრის შედეგად დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატებში, საიდანაც მოქალაქეების მასობრივი ევაკუირება ხორციელდება.  სამაშველო ოპერაციაში ათასობით მაშველი და სამხედროა ჩართული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 24 ადამიანი.

წყარო :bbc.com
მასალა  მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ავსტრალიაში ტყის ხანძრებისგან ნახევარი მილიარდი ცხოველი მოკვდა

გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში, ახალი უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. ამის შესახებ ექსპერტებზე დაყრდნობით The Straits Times-ი წერს.

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანძარისგან დახლოებით 480 მილიონი ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია დაიხოცა.

„კვლევა აჩვენებს, რომ დამწვარ ტერიტორიებზე ცხოველებს არ ჰყოფნით საკვები და თავშესაფარი, რათა გარეულ მტაცებლებს დაემალონ. ეს კი პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს”- ამბობს პროფესორი კრის დიკმანი.

ხანძარმა, რომელიც რამდენიმე თვეა მძვინვარებს, 20 ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. სტიქიამ დახლოებით 5 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

არის თუ არა ფეიერვერკი გარემოსა და ადამიანებისთვის უსაფრთხო?

ფეიერვერკი ახალი წლის დღეებისა და სხვა დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა.
იმედია, განწყობას არ გაგიფუჭებთ, თუ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი სანახაობის შემქმნელი ეს სადღესასწაულო ატრიბუტი გარემოსა და ადამიანებისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა.
ფეიერვერკს ატმოსფეროში გამოაქვს ქიმიკატების კოქტეილი, რომელთა უმეტესობა საზიანოა როგორც ადამიანებისთვის ისე გარემოსთვის. ფეიერვერკის თვალსაჩინო ფერებს ქმნის მეტალის ისეთი ნაერთები, როგორიცაა ბარიუმი და ალუმინი, რომელსაც ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის შესაქმნელად, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს ოქსიდიზატორებს, რომლებიც პერქლოორატების სახელითაა ცნობილი. ისინი იხსნებიან წყალში რამაც შესაძლოა, მდინარეების, ტბებისა და სასმელი წყლის დაბინძურება გამოიწვიოს.
და ბოლოს, ფეიერვერკი უშვებს კვამლის ღრუბელსა და მტვრის მცირე ნაწილაკებს, რომელიც ჰაერის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ახალ ფეიერვერკში გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად პერქლოორატები უფრო უსაფრთხო ალტერნატივებით არის ჩანაცვლებული, ან იმისთვი, რომ ფეიერვერკმა ნაკლები კვამლი გამოყოს, მასში შეკუმშულ ჰაერს იყენებენ.

წყარო : sciencefocus.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

შაორის ტბაში 600 ცალი ნაკადულის კალმახი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ 600 ცალი „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობა, ნაკადულის მოზრდილი კალმახი ტბა შაორში გაუშვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია „შაორის ტბის“ ერთობლივი პროექტი შაორის ტბაზე ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და რკინა-ბეტონის რვა სპეციალური აუზი. უკვე არის 20 000 ცალზე მეტი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის  კატეგორია. გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა გათევზიანება ხდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ქვეყანა, სადაც პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან სკოლებს ააშენებენ

კოტ-დ’ივუარში პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების ნარჩენებს გადაამუშავებენ და აგურებს დაამზადებენ.

იუნისეფის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ ქალაქში, აბიჯანში, ყოველ დღე 280 ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება და აქამდე მისი მხოლოდ 5 პროცენტის გადამუშავება ხდებოდა.

ინოვაციური პროექტის ფარგლებში, პლასტმასის ბოთლებისა და პარკების აგურებად გადაქცევა განხორციელდება და ამ აგურებს სკოლების ასაშენებლად გამოიყენებენ.

აგურების დასამზადებლად სოციალური საწარმო Conceptos Plasticos-ი სპეციალურ საწარმოს აშენებს.

იუნისეფის მონაცემებით, ქვეყანა საკლასო ოთახების მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის, რის გამოც 25,000 ბავშვს ცოდნის მისაღებად საჭრო სივრცე არ გააჩნია. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი 15,000 საკლასო ოთახია საჭირო.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ასეულობით კოალა ემსხვერპლა, სახეობა გადაშენების პირასაა

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსის შტატში  რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს ერთ-ერთი ნაკრძალის ბინადარი 350 კოალა ემსხვერპლა.

„ავსტრალიის კოალების დაცვის“ პრეზიდენტის სიუ ეშტონის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე ნაკრძალში 500-600 კოალა ცხოვრობდა, მათგან 350-მდე კოალა დაიღუპა, გადარჩენილებს კი სპეციალურ კოალების ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ზანტი ჩანთოსანი დათვი – კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა – ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს”. მისი სიგრძე 60 – 85 სანტიმეტრია, წონა კი დაახლოებით 14 კილოგრამი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოალების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის კლიმატის ცვლილებას და გახშირებულ ტყის ხანძრებს.

ახალი სამხრეთ უელსის ბუნების დაცვის საბჭოს წარმომადგენლის ჯეიმს თრემეინის შეფასებით, თუკი კოალების რაოდენობის შემცირება ბოლო 20-30 წლის მსგავსი ტემპით გაგრძელდება, საუკუნის შუა პერიოდში კოალები, შესაძლოა, საერთოდ გადაშენდნენ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რამდენიმე დღეა უპრეცედენტო მასშტაბის  ხანძარი მძვინვარებს. 1 300-მდე მეხანძრე ხანძრის ასამდე კერას ებრძვის. სტიქიის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. ათასობით მოქალაქე კი ევაკუირებულია.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიასაქართველო

ახალციხეში წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოინადირა, რომლის წონამ 30 კგ შეადგინა.

“სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 29
Page 16 of 29