close

ეკოლოგია

ეკოლოგიასაქართველო

რუსთავში PM10-ს კონცეტრაციებმა ნორმას 3-ჯერ გადააჭარბა

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება რუსთავში – PM10-ის კონცენტრაციებმა ნორმას 3-ჯერ გადააჭარბა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში 5 მარტიდან მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

“9 მარტს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.7-ჯერ, “ილიას ბაღში” – 2.3-ჯერ, ქ. რუსთავში – 3-ჯერ და ქ. ბათუმში – 2.5-ჯერ,” – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 6 მარტს რუსთავში ჰაერის დაბინძურების ახალი რეკორდი დაფიქსირდა – რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 75%-იან ნიშნულს მიაღწია. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი და პროცენტული წილი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ, მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა და PM2.5-ზე ნაწილდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

ბრიტანელმა სტუდენტმა, თევზის ნარჩენებისგან, პლასტმასას ალტერნატივა შექმნა

23 წლის ლუსი ჰიუზმა შექმნა მასალა, რომელსაც ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასას ჩანაცვლება შეუძლია. მასალას, სახელად MarinaTex, უფრო კონკრეტულად, შეუძლია პროდუქტების შეფუთვებში, ან პარკებში გამოყენებული პლასტმასა ჩაანაცვლოს. მასალის შესაქმნელად სტუდენტმა თევზის ნარჩენები გადაამუშავა და ამ პროექტით ის James Dyson-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც გახდა. ჯილდოს სახით, მან $41,000 მიიღო, იმისათვის, რომ განავითაროს პროდუქტი და მისი მასპროდუქციის გეგმა შეიმუშავოს.

თავდაპირველად, ლუსის პროექტი თევზის ნარჩენების მართვას გულისმობდა, რაც, ყოველწლიურად, United Nations-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, 50 მილიონ ტონას შეადგენს. თუმცა, მუშაობის პროცესში ცხადი გახდა, რომ თევზის ნარჩენების გამოყენება სხვა, უფრო დიდი პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლებოდა.

„რაში გვჭირდება ხელოვნური პოლიმერი, როცა ის ბუნებაში ხელმისაწვდომია“, – თქვა ლუსი ჰიუზმა Reuters-თან საუბრისას.

World Bank-ის ცნობით, 2016 წელს, დედამიწაზე 242 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენი გამომუშავდა. United Nations-ის ინფორმაციით კი, აქედან 100 მილიონი ტონა ოკეანეში აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ნაგვის დაყრისთვის ჯარიმა შესაძლოა, გაიზარდოს

პარლამენტში დარეგისტრირდა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ნაგვის დაყრისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის (საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან) გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ორმაგდება და ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 ლარით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტოსანტრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევი 120 ლარის ნაცვლად, 250 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებები ასევე შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ. კერძოდ, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები დაისჯებიან არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით – 100 ლარით;

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

NASA-კორონავირუსის გამო, ჩინეთის კარბოემისიები 100 მილიონი ტონით შემცირდა

კორონავირუსის ეპიდემიამ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ BBC NASA-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სააგენტომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს, რომ იანვრიდან ჰაერში აზოტის დიოქსიდის დონე შემცირებულია. აზოტის დიოქსიდს ტრანსპორტი, ელექტროსადგურები და სამრეწველო ობიექტები გამოყოფენ. NASA-ს მეცნიერების თქმით, თავიდან ჰაერი ქალაქ უხანთან გასუფთავდა, რომელიც ვირუსის გავრცელების კერაა. თებერვლის ბოლოსკენ კი ეს ტენდენცია მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთში ვირუსის გამო მილიონობით ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, რის გამოც შემცირებულია ტრანსპორტით სარგებლობა და სამრეწველო პროცესები. სპეციალისტების თქმით, ეს ყველაზე მსხვილი ასეთი აქციაა კაცობრიობის ისტორიაში.

კორონავირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

კანიბალი დათვები – კლიმატის ცვლილების გამო, პოლარული დათვები ერთმანეთს ჭამენ

რუსი მეცნიერები აცხადებენ, რომ გლობალური დათბობისა და ცხოველებისთვის არსებული ნაკლები საკვების გამო, პოლარულ დათვებში კანიბალიზმის რიცხვმა იმატა. საკვების მოძიებისა და მიღების პრობლემის გამო, პოლალურმა დათვებმა სხვა დათვების შეჭმა დაიწყეს.

მეცნიერები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პოლარული დათვები ასე ადამიანური ჩარევის ფაქტორების გამო იქცევიან.

ცხოველები ერთმანეთის წინააღმდეგ საკვების გამო იქცევიან ასე. ძირითადად პოლარული მამრი დათვები მდედრებს და პატარა ბელებს ჭამენ, რადგან მათთან გამკლავება უადვილდებათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

რუსთავი ჰაერის დაბინძურების კუთხით ევროპაში პირველ ადგილზეა

საგანგაშო მონაცემები  ევროპის ინდექსის ამსახველ პორტალზე, სადაც რუსთავი ევროპის  კონტინენტზე  ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. გარემოს ევროპული სააგენტოს მონაცემებით, რუსთავი იმ კატეგორიაში ხვდება, რომელიც პორტალის თანახმად უარყოფით მონაცემებს ასახავს.

რუსთავის მონაცემები  პორტალზე ბათუმის ქუჩაზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან გადაიცემა.

ამ ფონზე   ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურზე ერთ კვირაზე მეტია, რაც ნახშირბადის მონოქსიდის მაჩვენებელი გამქრალია. სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ საგანგაშო მაჩვენებელი ქალაქში ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ასახელებენ ახლადშემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელი საწარმოებისთვის საჯარიმო სანქციების გაზრდას ითვალისწინებს და ამბობენ, რომ  ის გარემოს უკონტროლო დაბინძურების შეჩერების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ეკოლოგია

შვედეთში ნაგვის დეფიციტია, სახელმწიფო მის შეძენას სხვა ქვეყნებიდან აპირებს

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შვედეთს ნაგავი აღარ აქვს. უფრო მეტიც, სახელმწიფო მეზობელ ქვეყანას მიმართავს, რომ ნაგავი მიყიდონ უტილიზაციისთვის. რაში დაჭირდათ ეს სუფთა შვედებს, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.
ახალი არავისთვის არის, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ნაგავს ახარისხებენ. რაც შეეხება შვედეთს, ნაგვის დახარისხებამ ამ ქვეყანაში საოცარ მასშტაბებს მიაღწია. ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ნაგავსაყრელი. ნარჩენებს ეგერევე გადასამუშავებლად აგზავნიან.

ნაგვის დახარისხების კულტურას ქვეყანა თავის მოქალაქეებს პატარაობიდანვე ასწავლის. ბაღებში პატარებს ამაზე განსაკუთრებულად ესაუბრებიან. აქ ყველამ კარგად იცის, რომ პლასტმასი

7 ჯერ შეიძლება გადამუშავდეს. მის შემდეგ კი დასაწვავად ელექტროსადგურში აგზავნიან. ამ ქვეყანაში პლასტმასსაც კი იყენებენ.

რაც შეეხება პოლიეთილენის და თუნუქის ქილებს, შვედეთში მას სპეციალური პუნქტებში აბარებენ. სანაცვლოდ ადამიანებს ფულს უხდიან.
თუ ვინმეს სახლში ვადაგასული წამალი აქვს უტილიზაციისთვის აფთიაქებში აბარებენ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის უტილაზაციისთვის კი სპეციალური ცენტრები არსებობს.
ნაგვის ტრანსპორტირება მიწისქვეშ ხდება.

სტატისტიკის მიხედვით, ნაგვის მხოლოდ 7 პროცენტი ექვემდებარება უტილიზაციას, დანარჩენი მუშავდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

კოსტავას ქუჩაზე 150 მუხას რგავენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გამწვანების მასშტაბური პროექტები დაიწყო. ამჯერად კოსტავას ქუჩაზე 6-მეტრიანი 150 ძირი მუხის ხის დარგვის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ახალი და ჯანსაღი ხეები დაავადებული მოჭრილი ფიჭვების სანაცვლოდ ირგვება.

სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ასრულებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ნასა – ავსტრალიის ხანძრისგან გამოწვეული კვამლი დედამიწას შემოუვლის

ავსტრალიის ტყის ხანძრებისგან გამოწვეული კვამლი დედამიწას შემოუვლის, – ამის შესახებ ნასა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კვამლი დედამიწას სულ მცირე ერთხელ შემოუვლის,“- განაცხადა აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცეცხლის ალი იმდენად დიდია, რომ მან უჩვეულოდ დიდი კუმულონიმბუსური მოვლენები – ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ჭექა-ქუხილი გამოიწვია, კვამლმა კი სტრატოსფერომდე მიაღწია.

„სტრატოსფეროდან კვამლს ათასობით მილზე გავრცელება შეუძლია, რაც ატმოსფერულ პირობებზე გლობალურ ზეგავლენას მოახდენს,“- აცხადებს ნასა.

ავსტრალიაში მძვინვარე ასობით ტყის ხანძარს 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, განადგურებლია 2000-ზე მეტი სახლი. ექსპერტები აცხადებენ, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ხანძრები კლიმატური ცვლილებების შედეგადაა გამოწვეული.

წყარო :bbc 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ჩინეთი ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს

ჩინეთი ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების წარმოებასა და გამოყენების აკრძალვას იწყებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება პლასტმასის ჩანთებს, შესაფუთ მასალებს, კოქტეილისა და ბამბის ჩხირებსა და ჭურჭელს.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის კომპანიები, რომლებიც აკრძალვას არ დაემორჩილებიან, შავ სიაში შევლენ.

შესაბამისი კანონი ძალაში ჯერ ნაწილობრივ შევა და თანდათან სრულყოფილად ამოქმედდება, პლასტმასის პროდუქტების წარმოება და გაყიდვა საბოლოოდ 2025 წლითვის აიკრძალება.

ჩინეთი პლასტმასის  ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მასზე მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის პროდუქტების მთლიანი რაოდენობის 30 პროცენტი მოდის, მეორე ადგილს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო სივრცე იკავებს 19 პროცენტით, პლასტმასის პროდუქტების 18 პროცენტს კი ევროპაში ამზადებენ.

ჩინეთის ხელისუფლების აღნიშული გადაწყვეტილება პლასტმასის ნარჩენებისგან გამოწვეული დაბინძურებისგან დასაცავად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომლის ეკოსისტემას პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები უდიდეს საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების წარმოება ევროკავშირმა და კანადამაც აკრძალეს.

წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 29
Page 15 of 29