მსოფლიო ბანკის მიერ 141 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამაკაცსა და ქალს შორის სამუშაო ანაზღაურებას შორის განსხვავების გამო, მსოფლიო ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის. იგივე მკლევარების შეფასებით, გენდერული თანასწორობა შრომის ანაზღაურების სფეროში, დამატებით 160 ტრილიონი დოლარის დოვლათს შექნის მსოფლიო ეკონომიკისთვის.
,,თანაბარი ანაზღაურება და სამუშაო საათები გაზრდის არა მხოლოდ წლიურ შემოსავალს ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ისეთი პრობლემების აღმოფხვრაშიც დაგვეხმარება, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობა არასაკმარისი საკვების გამო“, – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.
მკლევართა შეხედულებით, სახელმწიფოები თავიანთი შემოსავლის საშუალოდ 14 %-ს კარგავენ მხოლოდ გენდერული უთანასწორობის გამო. „141 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა ქვეყანაში, ქალები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები, ამიტომაც, ჩვენ გამოვითვალეთ თუ რა რაოდენობის თანხა დაემატებოდა მსოფლიო ეკონომიკას ანაზღაურება და სამუშაო საათები ორივე სქესისთვის იდენტური რომ ყოფილიყო“. – აცხადებს მსოფლიო ბანკის ეკონომისტი კუენტინ ვოდონი.
მთავარი დასკვნა აღნიშნული კვლევისა არის ის, რომ თანაბარი შრომის პირობებისა და ანაზღაურების შექმნით, მოგებული დარჩებიან არა მხოლოდ ქალები, არამედ, ზოგადად, საზოგადოება, რადგან მაღალი ცხოვრების სტანდარტი ნიშნავს ნაკლებ სიღარიბეს ოჯახში რაც ეროვნულ დონეზეც უკეთეს მაჩვენებელს უდრის.
ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპის ქვეყნები სიის სათავეში არიან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების კუთხით. ეს თანხა 40 ტრილიონი დოლარიდან 50 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას მაღალი ან საშუალო შემოსავლის დონე აქვთ, დანაკარგებიც ერთ ერთეულზე უფრო მეტია.
მკლევარების განცხადებით, „აღნიშნული დასკვნა კიდევ უფრო ნათელს ხდის ფაქტს, რომ მსოფლიო ლიდერებმა აქტიურად უნდა დაიწყონ ამ საკითხის განხილვა და ისეთი პოლიტიკის ინიცირება და დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებს დასაქმებასა თანაბარი ანაზღაურების მიღებაში“.
წყარო: The Guardian
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“









მზის წარმოშობა – მზე, ისევე როგორც ვარსკვლავები, წარმოიქმნა კლასტერებისგან. ეს ვარსკვლავური „ძმები“ წარმოიქნენ მსგავსი აიროვანი ღრუბლებისაგან, ამიტომ მათი ქიმიური შემადგენლობა ერთია. დღესდღეობით დედამიწის 325 სინათლის წელიწადში 100 000 ვარსკვლავი შეისწავლეს, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია რომელიც მზის მსგავსია. რადგან მზე უნიკალურია, შეიძლება იგი მისივე კლასტერიდან გადაადგილდა ან „გამოიქცა“ 4,5 მილიარდი წლის წინათ. შესაფერისი კანდიდატი, რომლიდანაც შესაძლებელია მზე ფორმირებულიყო – ეს არის მორიელის თნავარსკვლავედი – “Messier 67“, რომელიც ისეთივე ქიმიური აგებულების, ტემპერატურის და წლოვანებისაა, როგორიც მზე. თუმცა მექსიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათი შედარებით აღმოაჩინეს, რომ ’’M67’’ არ მუშაობდა. გარდა ამისა ’’M67’’ ვერტიკალური ბობირება 5-ჯერ აღემატება მზისას და მზის წარმოსაქმნელად საჭირო სიჩქარე გამოიწვევდა პლანეტარული დისკის გახლეჩას. სავარაუდოა, რომ მზის კლასტერი აღარ არსებობს, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამაზე პასუხს “Gaia’’ სატელიტი გასცემს, რომელიც წარმოადგენს მილიარდობით ვარკლავის „სახეს“, მასზე 2018 ში უნდა დამთავრდეს მუშაობა და მოპოვებულმა ცნობებმა გალაქტიკის ევოლუციაზე უნდა იქონიოს გავლენა.
ვარსკვლავური ტალღები – ’’The Sloan Digital SkySurvey’’ – პროექტის საფუძველზე აღმოაჩინეს 930000 გალაქტიკა და 120000 კვაზარი. ამ მონაცემების საფუძველზე და საიმედო გამოანგარიშებით, მეცნიერებმა შეამჩნიეს ვარსკვლავების ჯგუფური ვერტიკალური განაწილება, რომლებიც ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რის საფუძველზე წარმოიქნებოდა ტალღები. ჯგუფში დაახლოებიტ 300 000 ვარსკვლავია, რომლებიც აიძულებენ გალაქტიკას „ზარივით რეკოს“. საინტერესოა, რა იდუმალება იმალება ამ ვარსკვლავებში? დღეს მეცნიერები მიიჩნევენ რომ ტალღები ესარის ნარჩენები რაღაცის, რაც ჩვენს გალაქტიკაში დღემდეა თუმცა არ ჩანს. არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის მიხედვით ეს ნიმუშები შესაძლოა წარმოადგენდნენ შავი მატერიის ნარჩენებს, რომელმაც 100 წლის წინ ჩაუარა ირმის ნახტომს და გამოიწვია ვარსკვლავების ასეთი მდგომარეობა. ამ ფაქტის ახსნამ შესაძლებელია ჩვენი ისტორიის ახალი კარები გახსნას.


















