close

მედიცინა

ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მე-18 ქრომოსომის ტრისომია ანუ ედვარდსის სინდრომი

ედვარდსის სინდრომი წარმოადგენს ერთ-ერთ ქრომოსომულ დაავადებას, რომელიც ვლინდება შემდეგი ნიშნებით:  შინაგანი ორგანოების მრავალმხრივი დარღვევა, პატარა სახე, სახსრების კონტრაქტურა – რაც მე-18  ქრომოსომის ტრისომიითაა გამოწვეული.

ეს სინდრომი პირველად  ედვარდსმა აღწერა  თანამშრომლებთან ერთად 1960 წელს.

ძირითადი სიმპტომები: საშვილოსნოში ზრდის შეფერხება, პატარა სახე, ახალშობილის წონა 2200გ, პატარა ქვედა ყბა, დაბლა დაწეული და მარტივი აგებულების ყური ნიჟარები და ა.შ გარდა ამისა, გვხვდება თირკლმის განვითარების მანკები, განსაკუთრებით, ნალისებრი თირკმელი. სიხშირე 1:3000. თითქმის ყოველთვის აღინიშნება მე-18 ქრომოსომის ტრისომია, იშვიათია მოზაიციზმი და ტრანსლოკაცია. სიკვდილიანობის შემთხვევა – 30% იღუპება დაბადებიდან 1 თვეში, 50% პირველ 3 თვეში ხოლო 20% კი 1 წლამდე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა შემთხვევაში უნდა დავთანხმდეთ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობაზე

ღეროვანი უჯრედების მეცნიერება არის სამედიცინო კვლევის სფერო, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებების დონეზეა. გამოცემა Science Translational Medicine-ის ინფორმაციით,  მსოფლიოს მასშტაბით, მთელი რიგი კლინიკები ბოროტად იყენებენ რეგულაციურ ხარვეზებს და ე.წ. ღეროვანი უჯრედების მკურნალობას ყიდიან ისე, რომ არ გააჩნიათ მტკიცებულება მათი მკურნალობის ეფექტურობის, ან თუნდაც, უსაფრთხოების შესახებ.

ასეთი დაუსაბუთებელი, ლიპოსაქტოგენული მეთოდების გამოყენებით მიღებული უჯრედების პირდაპირ მომხმარებელზე გასული რეკლამირება  არა მარტო პიროვნებების ჯანმრთელოას აყენებს რისკის ქვეშ, არამედ ძირს უთხრის ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული მკურნალობის ლეგიტიმურ განვითარებას.

ბევრმა აკადემიურმა საზოგადოებამ და პროფესიულმა სამედიცინო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება ამ უშედეგო და ხშირად ძვირადღირებული უჯრედებული თერაპიების შესახებ. ამის მიუხედავად, ეროვნული მარეგულირებლები, როგორც წესი, მცირედ ან სრულიან არაეფექტური არიან.

რას გვთავაზობს მკურნალობის ეს მეთოდი?

ღეროვანი უჯრედების ასობით კლინიკა ონლაინგანცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მათ შეძლეს სხვადასხვა დაავადებით დაავადებული პაციენტების განკურნება, მათ შორის, ოსტეოართრიტის, ტკივილის, ზურგის ტვინის დაზიანების, გაფანტული სკლეროზის, დიაბეტისა და უშვილობის.

დამოუკიდებლად დამოწმებული შედეგების წარმოების ნაცვლად, ეს კლინიკები ეყრდნობიან პაციენტების ჩვენებებს ან დაუსაბუთებელ განცხადებებს ,,გაუმჯობესების” შესახებ.

ამგვარად, ეს კლინიკები ჩქმალავენ პაციენტების ჯანმრთელობის რისკებს, რაც ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებუ მკურნალობასთანაა დაკავშირებული.

გარდა პაციენტებისა და მათი ოჯახების მძიმე ფინანსური ტვირთისა, ხშირ შემთხვევაში, არსებობს დაფარული დანახარჯებ, ვინაიდან უშედეგო ღეროვანი უჯრედების თერაპიის შედეგად დაკარგული დრო პაციენტებს დამტკიცებული მედიკამეტების მიღების საშუალებას არ აძლევს.

არასასურველი შედეგების შესახებ ბოლო დროს გავრცელებული უამრავი ინფორმაცია აჩვენებს, რომ დაუმტკიცებელი უჯრედების თერაპიის რისკები ტრივიალური არაა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ X-Cell ცენტრი დახურა. იგივე ბედი ეწია Stamina Foundation-ის იტალიის მთავრობისგანაც.

რა არის დამტკიცებული?

დღეისათვის ერთადერთი ცნობილი ღეროვანი უჯრედების მკურნალობის მეთოდი გამოიყენება ძვლის ტვინისაგან, პერიფერიული სისხლისგან (სისხლის უჯრედების კომპონენტები, როგორიცაა წითელი და თეთრი სისხლის უჯრედები და თრომბოციტები) ან ჭიპლარისგან.

ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, ასობით ათასი ლევკემიით, ლიმფომით, მრავლობითი მიელომითა და იშვიათი მემკვიდრეობითი იმუნური და მეტაბოლური დარღვევებით დაავადებული ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა.

ქიმიოთერაპიის კონტექსტში სისხლის ღეროვანი უჯრედები სასარგებლოა კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებებისთვის. სხვადასხვა ღეროვანი უჯრედები წარმატებით გამოიყენება რქოვანასა და კანის გადანერგვისას.

ყველა სხვა აპლიკაცია რჩება პრეკლინიკური კვლევის ფაზაში ან მათი კლინიკური კვლევა ახალი დაწყებულია.

პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიიღონ გადამზადებული, რეპუტაციის მქონე ჯანდაცვის პროფესიონალისგან, ვინც მათი სამედიცინო ისტორია იციან. ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ მანამ, სანამ პრაქტიკაში არსებული სტანდარტებისათ ორჯერ უნდა იფიქრონ, თუ ვინმეს სთავაზობს პრაქტიკაში არსებული სტანდარტების მიღმა არსებულ მკურნალობის მეთოდზე დასთანხმდებიან.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი მთელს ორგანიზმში ვრცელდება

COVID-19 განისაზღვრება, როგორც რესპირატორული ინფექცია, მაგრამ ახალი კორონავირუსის ეფექტები, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება რომელიმე ორგანოთი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა ათობით გვამის აუტოფსიის შედეგებმა SARS- CoV-2-ის კვალი მთელს ორგანიზმში აჩვენა, მათ შორის ფილტვებში, გულში, ელენთაში, თირკმელებში, ღვიძლში, მსხვილ ნაწლავში, გულმკერდში, კუნთებში, ნერვებში, რეპროდუქციულ ტრაქტში, თვალებსა და ტვინში. ერთმა კონკრეტულმა აუტოფსიის შედეგებმა ახალი კორონავირუსის ნარჩენები გარდაცვლილი პაციენტის ტვინში სიმპტომების გამოვლენიდან 230 დღის შემდეგ აჩვენა.
„ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთ პაციენტში SARS-CoV-2-მა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ინფექცია და არსებობდეს ორგანიზმში თვეების განმავლობაში“, – აცხადებენ შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევარების ხემძღვანელობით ჩატარებული
კვლევის ავტორები.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2-ის ყველაზე მაღალი ტვირთი სასუნთქ ქსოვილებშია, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში“, – ასკვნიან მკვლევარები.
როგორ ვრცელდება ვირუსი ამდენი ხნის განმავლობაში და ასე ფართოდ კიდევ ერთი ამოუცნობი ფაქტია, რომელიც უნდა გაირკვეს. კვლევის ფარგლებში ჩატარებული აუტოფსიები ხშირად არ აჩვენებდნენ სისხლის პლაზმაში შესამჩნევ ვირუსულ ნარჩენებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პათოგენი შესაძლოა სხვა
საშუალებებით „მოგზაურობდეს“.
იმის გაგებამ, თუ როგორ ვრცელდება SARS-CoV-2 და როგორ განაგრძობს არსებობას ადამიანის ორგანიზმში, შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს იმის შესახებ, თუ რატომ აწუხებს ზოგიერთ პაციენტს ხანგრძლივი კოვიდი.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ სისხლის დაავადებების შესახებ, რა რჩევებს გვაძლევს ჰემატოლოგი

როგორია ჰემატოლოგიური დაავადებების სიმპტომები? რომელი დაავადება გვხვდება საქართველოში უფრო ხშირად? აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ჰემატოლოგი ანა მაყაშვილი ხშირად დასმულ შეკითხვებზე გვპასუხობს.

– ძირითადად, რა ჩივილებით მოდიან ჰემატოლოგთან?

შესაძლებელია, თავდაპირველად პაციენტმა მიმართოს ოჯახის ექიმს ან სხვა კლინიკური დარგის სპეციალისტს ზოგადი, არასპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც ერთი შეხედვით რთულია, დავუკავშიროთ ჰემატოლოგიურ პათოლოგიას – მაგალითად: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა, უენერგიობა, ძილიანობა, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა; ზოგჯერ ქოშინი, გულის რიტმის დარღვევები, ტემპერატურის მატება, ღამის ოფლიანობა, კანის ქავილი, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე, ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში ამა თუ იმ ცვლილების გამოვლენის შემდეგ დგება ჰემატოლოგთან რეფერალის საკითხი. აუცილებელია ანემიის მიზეზის დროული დადგენა შესაბამისი გამოკვლევებით, გართულებების თავიდან აცილების მიზნით და შემდგომი მკურნალობა.

– თქვენი პრაქტიკით, სისხლის რომელი დაავადებებია უფრო ხშირი საქართველოში?

– საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჰემატოლოგთან მიმართვიანობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ანემია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიით არის დაავადებული.

ანემია განისაზღვრება ერითროციტების რაოდენობის და/ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებით. დაავადება ზოგჯერ ლატენტურად-ფარულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი პაციენტს, ძირითადად, ის სიმპტომები აღენიშნება, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

– რა იწვევს ანემიას და როგორ მკურნალობენ მას?

– აუცილებელია, განისაზღვროს, ანემია წარმოადგენს ამა თუ იმ ძირითადი დაავადების ერთ-ერთ სიმპტომს თუ ცალკეულ ჰემატოლოგიურ დაავადებას, რაც მოითხოვს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ანემიები განსხვავდება პათოგენეზით და, შესაბამისად, საჭიროებს სხვადასხვა მკურნალობას.

ძირითადად, გამოყოფენ ანემიის შემდეგ ფორმებს: სისხლის დაკარგვის, ერითროციტების გაძლიერებული დაშლის (ჰემოლიზი) და ერითროციტების შემცირებული წარმოქმნის შედეგად განვითარებულ ანემიებს.

ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. აღნიშნული ფორმები ხშირად ეფექტურად იმართება პირველადი ჯანდაცვის დონეზეც – ოჯახის ექიმის მიერ შესაძლო მიზეზის დადგენის და შესაბამისი მკურნალობის საფუძველზე.

მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ანემია არ ექვემდებარება მკურნალობას ან/და ანემიასთან ერთად სისხლის საერთო ანალიზში აღმოჩნდება სხვა ცვლილებები, მაგ.: თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობრივი ცვლილებები, შეინიშნება ლიმფური ჯირკვლების ან/და ელენთის გადიდება, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამის ანტიბიოტიკურ თერაპიას და რა თქმა უნდა, პარალელურად გამორიცხულია სხვა მიზეზები – ბაქტერიული/ვირუსული ინფექციები თუ პარაზიტული დაავადებები, უკვე მკაცრად დგება ჰემატოლოგის ჩართვის აუცილებლობის საკითხი.

– რა არის ორგანიზმში რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მიზეზები, რა ზიანი მოაქვს მათ დეფიციტს და რა არის გამოსავალი?

– რკინის დეფიციტი შესაძლებელია, შეგვხვდეს როგორც რკინის ფარული, ანუ ლატენტური დეფიციტი, ისე რკინა-დეფიციტური ანემიის სახით. ამის მიზეზებია: რკინის არასაკმარისი მიღება, რკინის შეწოვის დარღვევა; სისხლის დაკარგვა; გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (მაგ., ორსულობა, ლაქტაცია, მომწიფების პერიოდი).

რკინის უმთავრესი წყაროა საკვები – პირველ რიგში, ხორცი, ღვიძლი, ზღვის პროდუქტები. ორგანიზმში რკინის მარაგის შევსებაში, ასევე, დაგვეხმარება ვიტამინებით სავსე მცენარეული საკვები, ზოგიერთი პარკოსანი. ზოგადად, ვიტამინების კომპლექსი აუცილებელია ძვლის ტვინის სათანადო მუშაობისთვის და სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

В12 დეფიციტური ანემია ვითარდება ვიტამინ В12-ის არასაკმარისი მიღებისას, შეწოვის დარღვევისას (მაგ.: ოპერაციები კუჭზე), ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების არსებობისას. აღნიშნული ვიტამინი, ძირითადად, გვხვდება ხორცში. ამიტომ აუცილებელია დაბალანსებული კვება. В12 ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებაში.

რაც შეეხება ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი B9), ის პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოქმნა. ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია საკმარისი რაოდენობის მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, ხილის, ღვიძლისა და ხორცის პროდუქტებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ სინთეზური ფოლიუმის მჟავა უკეთესად შეითვისება, ვიდრე საკვებით მიღებული. რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობის პერიოდში ნაყოფისა და პლაცენტარული განვითარებისთვის – გინეკოლოგის დანიშნულების მიხედვით.

– რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ანემიის პრევენციისთვის?

– პირველ რიგში, აუცილებელია დაბალანსებული კვება, С-ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება, რაც მაგ., რკინის შეწოვას უწყობს ხელს, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანმრთელ ინდივიდებში 6-12 თვეში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება; სისხლის საერთო ანალიზი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა არა მარტო სისხლმბადი, არამედ ორგანოთა სხვა სისტემებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე; ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადრეულ ეტაპზე იყოს აღმოჩენილი ესა თუ ის პათოლოგია, რასაც შემდეგ უფრო დეტალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები მოჰყვება; სიმპტომების გაჩენისას – დროული ვიზიტი ექიმთან; ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზის მონიტორინგი და ცვლილებების აღმოჩენისას შესაბამისი, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა. ასევე, ცალკე გამოვყოფდი, მემკვიდრულ ჰემოლიზურ, ანუ სისხლის წითელი უჯრედების დაშლით მიმდინარე ანემიებს, როდესაც აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას ოჯახურ ანამნეზზე, განსაკუთრებით ბავშვის ჩასახვამდე, რადგან შესაძლებელია, ახალშობილობიდანვე სიცოცხლისთვის საშიშ, რთულ დაავადებასთან გვქონდეს საქმე. ამ შემთხვევაში პრევენცია ინფორმირებულობაა.

აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში, ერთ სივრცეში ყველანაირი შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ლაბორატორიული კვლევები ტარდება მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ანალიზატორებით. კლინიკას აქვს უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატები, რაც უპრეცედენტოა საქართველოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამასთანავე, პაციენტს შეუძლია მიიღოს შესაბამისი მკურნალობა საჭიროებიდან გამომდინარე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოფსიქოლოგია

შაქარი ისეთივე ზიანს აყენებს ტვინს, როგორსაც ძალადობა

ის, რომ ნებისმიერი დიეტის დროს შაქრის რაოდენობდა უნდა შევამციროთ, უკვე კარგა ხანია ყველამ კარგად ვიცით. ისიც აღარაა სადავო, რომ კოლა და ლიმონათი ჩვენი წელის ხაზისა და სტომატოლოგიური ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არაა.

შაქრის მავნებლობის კვლევას მეცნიერები კვლავ განაგრძობენ. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა ახალი გამოკვლევა ჩაატარა, რომელიც ამტკიცებს, რომ შაქრიანი სასმელი ადამიანის ტვინს ისეთივე ზიანს აყენებს, როგორსაც უკიდურესი სტრესი ან ძალადობა.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადატანილი მთელი რიგი საზიანო შემთხვევები, როგორიცაა:  უბედური შემთხვევები, ბუნებრივი კატასტროფები, ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა; ოჯახური ძალადობა და დანაშაულის მსხვერპლად ყოფნა – იწვევს სტრესის ძირითადი ჰორმონის, კორტიზოლის მომატებას.

არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვობაში ცუდი მოპყრობა ტვინის მოცულობის შემცირებასთანაა დაკავშირებული და ეს ცვლილებები შეიაძლოა უკავშირდებოდეს მღელვარებასა და შიშს.

 მეცნიერებმა ვირთხებზე დაკვირვება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ შაქრიანი სასმელის მიღება ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესის შედეგად ტვინზე დატოვებულ კვალს კიდევ უფრო აღრმავებს.

 ექსპერიმენტში მონაწილე ვირთხების ნახევარი შეზღუდულ ბუდეში მოათავსეს დაბადებიდან 2-9 დღის გამნავლობაში. შემდეგ ისინი ნორმალურ საწოლს დაუბრუნეს ძუძუდან მოცილების პერიოდამდე.

ამის შემდეგ ვირთხების ნახევარს შეუზღუდავად აწვდიდნენ უცხიმო საჭმელს და სასმელ წყალს, ხოლო დანარჩენებს საჭმელი, წყალი და 25 პროცენტიანი შაქრიანი წყალი, რომელიც შეეძლო დასალევად აერჩიათ.

ორივე ჯგუფის ვირთხები მოიხმარდნენ შაქარს და ექსპერიმენტის დროს მეტი კალორია მიიღეს. როდესაც ვირთხები 15 კვირის გახდნენ, მკვლევარებმა მათი ტვინები შეამოწმეს.

როგორც ვიცით,  ცხოვრების ადრეულ ასაკზე გადატანილი სტრესი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფუნქციაზე, ამიტომ მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოკამპუსს უწოდებენ და რომელიც მეხსიერებისა და სტრესისთვისაა მნიშვნელოვანი.

ექსპერიმენტის დროს, ვირთხების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს – კონტროლირებული (არა სტრესგადატანილი), კონტროლირებადი ვირთხები, რომლებმაც სასმელი შაქრიანი წყალი დალიეს, ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ, და ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ და შაქრიანი წყალი დალიეს.

კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ქრონიკული მოხმარება იმ ვირთხებში, რომლებსაც სტრესი გადატანილი არ ქონდათ, წარმოშობდა ისეთივე ცვლილებებს ჰიპოკამპუსში, რაც წარმოიქმნებოდა იმ ვირთხების ჰიპოკამპუსში, რომლებსაც სტრესი გადატანილი ქონდათ, მაგრამ შაქრიან წყალს არ სვამდნენ.

შაქარი და სტრესი ერთნაირად ამცირებენ კიდევ ერთ რეცეპტორს, რომელიც ნერვების ზრდისთვისაა საჭირო, Neurod1.

ტვინში შაქრიანი სასმელით გამოწვეული ცვლილებები შემაშფოთებელია, როგორც ჩანს, ის ტვინის განვითარებზე უარყოფითად მოქმედებს. ტკბილ და გაზიან გამაგრილებელ სასმელს კი განსაკუთრებთ დიდი ოდენობით მოიხმარენ ცხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები.

მეცნიერები მოუწოდებენ ყველას, რაც შეიძლება შეზღუდონ ყოველდღიურად მოხმარებული შაქრის დოზა.

წყარო: Dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა იყო საიდუმლო დაავადება, რომლის გამოც ასეულობით ინდოელი ბავშვი დაიღუპა?

ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საიდუმლო დაავადებას, რომლის გამოც ჩრდილოთ ინდოეთში წელიწადში ასზე მეტი ბავშვი იღუპებოდა,  ცარიელ კუჭზე ლიჩის ჭამა იწვევდა.

ორი ათწლეულის განმავლობაში ბიჰარის რეგიონში მცხოვრებ სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს უეცარი შეტევა ემართებოდათ და გონებას კარგავდნენ.  ბავშვების თითქმის ნახევარი იღუპებოდა.

სამეცნიერო ჟურნალ ,,The Lancet-ში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები ხილისგან იღუპებოდნენ.

ბავშვების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან იყო და ლიჩის მწარმოებელ რეგიონში ცხოვრობდა. ისინი ბაღებში ჩამოყრილ ხილს ჭამდნენ.

ლიჩი შეიცავს ტოქსინებს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში გლუკოზის წარმოქმნას, ეს კი ღარიბ ბავშვებზე, რომელთა სისხლში გლუკოზის დონე ისედაც დაბალი იყო იმის გამო, რომ ისინი მშივრები იყვნენ,  უარყოფითად მოქმედებდა.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის ოფიციალურმა ორგანოებმა მშობლებს მოუწოდეს, გააკონტროლონ ივახშმეს თუ არა ბავშვებმა და შეამცირონ მათ მიერ მოხმარებული ლიჩის რაოდენობა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ეპიდემიასთან“ ასოცირებული სიმპტომების მქონე ბავშვებს ჰიპოგლიკემიაზე უნდა უმკურნალონ. ჰიპოგლიკემია არის მდგმარეობა, რომლის დროსაც სისხლში ენერგიის მთავარი წყაროს, გლუკოზას ნაკლებობაა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

თამბაქო თუ ელექტროსიგარეტი?

სულ რამდენიმე წელია გაყიდვაში ელექტროსიგარეტები შემოვიდა, რომელზეც ამბობდნენ, რომ თითქოს იგი არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ ექიმთა დასკვნებით, არანაკლებ ზიანს აყენებს საზოგადოებას ახალი პროდუქტი, ვიდრე თამბაქო.

რა თქმა უნდა, რომ თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან დიდ ზიანს ვნებს, ხშირ შემთხვევაში – გარდაცალების მიზეზიც კი ხდება, გარდა იმისა, რომ მწეველი ადმიანები საკუთარ თავს სასიკვდილოდ სწირავენ, ისინი გარშემო მყოფ ადამიანებსაც საფრთხის ქვეშ აყენებენ, ამიტომაცაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, მოწევა აკრძალულია, ან გამოყოფილია კონკრეტული ადგილი.

მეცნიერების დასკვნით ელექტროსიგარეტები იმავე ხარისხის ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს, როგორც თამბაქო.

 

წყარო: Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

2030 წლისთვის კიბოთი წელიწადში 5,5 მილიონი ქალი გარდაიცვლება

2030 წლისთვის კიბოთი წელიწადში 5,5 მილიონი ქალი გარდაიცვლება, ამის შესახებ ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) მიერ სამშაბათს, პარიზში გამართულ კიბოს მსოფლიო კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაშია ნათქვამი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოც წელში კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები 60 პროცენტით მოიმატებს.

ამერიკის კიბოს საზოგადოების კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრებ ქალბატონებში დაფიქსირდება.

ღარიბ ქვეყნებში კიბოს გაცილებით ნაკლები შემთხვევების დიაგნოზირება და მკურნალობა ხდება, ვიდრე მდიდარში და გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს ქალებში კიბოს 6,7 მილიონი ახალი შემთხვევა და კიბოსგან გარდაცვალების 3,5 მილიონი  ფაქტი დაფიქსირდა.

კიბოს შემთხვევების 56 პროცენტი და გარდაცვალების შემთხვევების 64 პროცენტი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე მოდის.

„2030 წლისთვის მოსალოდნელია კიბოს შემთხვევების 9,9 მილიონამდე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების 5,5 მილიონამდე გაზრდა,“ – აღნიშნულია ამერიკის კიბოს საზოგადოების ანგარიშში.

ამერიკის კიბოს საზოგადოების ინფორმაციით, კიბოს შემთხვევების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ევროპის, ამერიკისა და აზიის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ფიქსირდება, ეს ნაწილობრივ სკრინინგსა და დიაგნოსტიკაზე უკეთესი ხელმისაწვდომობით არის განპირობებული.

თუმცა გარდაცვალების გაცილებით მაღალი მაჩვენებელია საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, რაც დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე შემცირებული ხელმისაწვდომობით აიხსნება.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ზიმბაბვეში, მალავიში, კენიაში, მონღოლეთსა და პაპუა ახალ გვინეაში.

სარძევე ჯირკვლისა და ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობებია როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში მესამე ადგილზეა ნაწლავების კიბო, ხოლო ნაკლებად განვითარებულში – საშვილოსნოს ყელის კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად, ან რეგულარული პაპანიკოლაუს (PAP) ტესტის მეშვეობით მისი ადრეული დიაგნოსტიკით.

ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი კიბოა მსოფლიოს 140 ქვეყანაში, ხოლო საშვილოსნოს კიბო – 39 ქვეყანაში, რომლებიც ე.წ. LMICs (დაბალი და საშუალო შემოსავლის) ქვეყნები არიან.

წყარო: dailymail.co

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

შიმშილი დაზიანებული იმუნური სისტემის ღეროვან უჯრედებს აღადგენს

მეცნიერების მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი შიმშილობის ციკლი არა მხოლოდ იმუნური სისტემას იცავს დაზიანებისგან, რაც ქიმიოთერაპიის უმთავრეს გვერდით ეფექტს წარმოადგენს, არამედ იმუნური სისტემის რეგენერაციასაც ახდენს, გარდაქმნის რა უმოქმედო ღეროვან უჯრედებს თვით განახლებად ღეროვან უჯრედებად.

ცდა ჩაატარეს როგორც თაგვებზე, ისე ადამიანებზე, მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ქიმიოთერაპია უტარდებოდათ. შიმშილმა თაგვებში ჰემატოპეეტური ღეროვანი უჯრედების სასიგნალო გზები შეცვალა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისხლისა და იმუნური სისტემის გენერაციაზე, ავტოიმუნური მოშლილობის ჩათვლით.

,,ვერ შევძელით იმის პროგნოზირებს, აქვს თუ არა ხანგრძლივ შიმშილს ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა ჰემატოპეეტური სისტემის უჯრედოვანი რეგენერაციის გაუმჯობესებაზეც,” –  განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გერონტოლოგიისა და ბიოლოგიური მეცნიერებების ამერიკელმა პროფესორმა – ვოლტერ ლონგომ.

,,როდესაც შიმშილობთ, სისტემა ცდილობს ენერგიის დაზოგვას და ერთ-ერთი მოქმედება, რომელსაც ენერგიის დასაზოგად აკეთებს, უამრავი არა საჭირო იმუნური უჯრედების გადამუშავებაა, განსაკუთრებით კი იმათი, რომლებიც შესაძლოა დაზიანდნენ,” – განაცხადა ლონგომ. ,,ის, რაც კვლევის დროს, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში შევნიშნეთ ისაა, რომ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ხანგრძლივი შიმშილის შედეგად კლებულობს, შემდეგ, როდესაც იკვებებით, უჯრედები ბრუნდება. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი: საიდან ხდება ეს?

შიმშილობის ციკლი

ხანგრძლივი შიმშილი აიძულებს სხეულს, გამოიყენოს გლუკოზის, ცხიმისა და კეტონების მარაგები, თუმცა  სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვან ნაწილს არღვევს.

შიმშილის თითოეული ციკლის დროს თეთრი უჯრედების კლება იწვევს ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი იმუნური სისტემის უჯრედების რეგენერაციას. კერძოდ, ხანგრძლივი შიმშილი ამცირებს ფერმენტ PKA-ს, ასევე IGF-1-ს, ეს არის ზრდის ფაქტორის ფორმონი, რომელიც მეცნიერებმა დაბერებასთან, სიმსივნის პროგრესირებასა და კიბოს რისკთან დააკავშირეს.

,,PKA არის მთავარი გენი, რომელიც უნდა დაიხუროს იმისათვის, რომ ღეროვანი უჯრედები რეგენერაციულ რეჟიმზე გადაერთონ. ის მწვანე შუქს უნთებს ღეროვან უჯრედებს მთელი სისტემის პროლიფერირებისა და აღდგენის მიზნით დაწინაურდნენ,” – განმარტავს ლონგო და იმ კლინიკური პროგრამების პოტენციალზე მიანიშნებს, რომელიც იმუნური სისტემის გაჯანსაღების მიზნით ხანგრძლივი შიმშილის იმიტირებას ახდენს. ,,სასიხარულო ამბავია ის, რომ შიმშილის დროს სხეული თავისუფლდება სისტემის იმ ნაწილებისგან, რომელიც დაზიანებული, ან დაბერებულია, არაეფექტური ნაწილებისგან. თუკი სხეული ქიმიოთერაპიის ან დაბერების შედეგად მძიმედ დაზიანებულია, შიმშილობის ციკლებს შეუძლია ფაქტობრივად ახალი იმუნური სისტემის გენერირება,” –  აცხადებს ლონგო.

აღსანიშნავია, რომ საპილოტე კლინიკური ცდის შედეგად, რომლის ფარგლებშიც პაციენტები ქიმიოთერაპიამდე 72 საათის განმავლობაში აშიმშილეს, დადგინდა, რომ გრძელვადიანი შიმშილობა ორგანიზმს ტოქსიურობისგანაც იცავს.

წყარო: https://news.usc.edu

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

გაციება VS გრიპი — როგორ განვასხვავოთ?

“გაცივდი თუ გრიპი გაქვს?” — სულ ცოტა ხანში ეს კითხვა ძალიან აქტუალური გახდება და ჩვენი მეგობრებთან ურთიერთობის სიახლოვე თუ სიმჭიდროვე სწორედ ამ შეკითხვის პასუხზე იქნება დამოკიდებული

ზამთარი, როგორც წესი, განსაკუთრებით “დატვირთულია” ვირუსებით, რომლებიც ” მრდ”-ს ანუ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ. თუმცა ამ ვირუსებს შორის არის განსაკუთრებით აგრესიულები – ესენია გრიპის ვირუსები. არასპეციალისტისთვის ზოგჯერ ძალიან ძნელია მწვავე რესპირატორული დაავადების, ე.წ. გაციების და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა. არადა განსხვავება პრინციპულია: იმას, რასაც გვპატიობს გაციება, არ გვაპატიებს გრიპი!
მართალია, ჩვენთვის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრიპი და გაციება ერთმანეთს ჰგავს და მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგრამ ექიმებისთვის ისინი სრულიად სხვადასხვა დაავადებებია და სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებს საჭიროებს. ამიტომ, იმისათვის, რომ დროულად მივხვდეთ, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს, აუცილებელია ჩვენ თვითონაც ვიცოდეთ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება.

1. გრიპი ყოველთვის იწყება უეცრად. როგორ წესი, დაავადების შემოტევის ზუსტი დღისა და საათის დასახელებაც კი შეიძლება ხოლმე. მრდ-სთვის კი დამახასიათებელია სიმპტომების თანდათანობითი გამოკვეთა (სურდო, ყელის ტკივილი).

2. გრიპის პირველი სიმტომებია თავის, თვალების, კუნთების ტკივილი, შემცივნება, თავბრუსხვევა, ოფლდენა, ტანში მტვრევა და ტემპერატურის მკვეთრი მომატება (39 ან მეტი). მდრ კი იწყება ცხვირის გაჭედვით და ყელის ტკივილით. ტემპერატურა იშვიათად ადის 38, 5-ზე მაღლა.

3. ცემინება – გაციების თანმდევი ნიშანია, რომელიც როგორც წესი, არასოდეს ახლავს გრიპს.
სამაგიეროდ იგივეს ვერ ვიტყვით ხველებაზე. გაციების დროს ხველა დაავადების დასაწყისში ჩნდება. იგი მშრალი და საშუალო სიძლიერისაა. გრიპის დროს კი ხველა მეორე ან მესამე დღეს იწყება (მასთან ერთად ჩნდება სურდო და ყელის ტკივილი). გრიპის ხველა ძალიან ძლიერი და დამღლელია, ხშირად თან სდევს ტკივილი მკერდის არეში, რაც გამოწვეულია იმით, რომ გრიპის ვირუსი “დაბინავდა” ტრაქეის ლორწოვან გარსში.

4. გრიპის დროს მკვეთრად არის გამოხატული ინტოქსიკაცია, ანუ ორგანიზმის მოწამვლა მავნე ნივთიერებებით, რომლებიც ჩნდება ვირუსებისა და დამცავვი უჯრედების დაშლის შედეგად.
5. კლასიკური გრიპი მიმდინარეობს უფრო რთულად, ვიდრე მრდ და ხშირად აქვს გართულებები პნევმონიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ნერვული სისტემის დაზიანების სახით.

6. გაციების შემთხვევაში ერთი კვირით სახლში ყოფნისა თუ წოლითი რეჟიმის შემდეგ ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ადვილად უბრუნდება. უფრო მეტიც, შეიძლება არც დარჩეს სახლში და განაგრძოს მუშაობა, თუმცა ამგვარი ქცევა არ არის რეკომენდებული. გრიპის შემთხვევაში კი რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა მთელ თვეს გაგრძელდეს: დიდხანს რჩება თავბრუსხვევა, წნევის მერყეობა, უმადობა, თვალები თავისით იხუჭება. ეს არის ე.წ. “ასთენიური სინდრომი” – ძალების გამოცლა. ამ დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის შენარჩუნება, რადგან შესაძლოა დაავადების “შემობრუნება” მოხდეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 91
Page 25 of 91