close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი მთელს ორგანიზმში ვრცელდება

COVID-19 განისაზღვრება, როგორც რესპირატორული ინფექცია, მაგრამ ახალი კორონავირუსის ეფექტები, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება რომელიმე ორგანოთი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა ათობით გვამის აუტოფსიის შედეგებმა SARS- CoV-2-ის კვალი მთელს ორგანიზმში აჩვენა, მათ შორის ფილტვებში, გულში, ელენთაში, თირკმელებში, ღვიძლში, მსხვილ ნაწლავში, გულმკერდში, კუნთებში, ნერვებში, რეპროდუქციულ ტრაქტში, თვალებსა და ტვინში. ერთმა კონკრეტულმა აუტოფსიის შედეგებმა ახალი კორონავირუსის ნარჩენები გარდაცვლილი პაციენტის ტვინში სიმპტომების გამოვლენიდან 230 დღის შემდეგ აჩვენა.
„ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთ პაციენტში SARS-CoV-2-მა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ინფექცია და არსებობდეს ორგანიზმში თვეების განმავლობაში“, – აცხადებენ შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევარების ხემძღვანელობით ჩატარებული
კვლევის ავტორები.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2-ის ყველაზე მაღალი ტვირთი სასუნთქ ქსოვილებშია, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში“, – ასკვნიან მკვლევარები.
როგორ ვრცელდება ვირუსი ამდენი ხნის განმავლობაში და ასე ფართოდ კიდევ ერთი ამოუცნობი ფაქტია, რომელიც უნდა გაირკვეს. კვლევის ფარგლებში ჩატარებული აუტოფსიები ხშირად არ აჩვენებდნენ სისხლის პლაზმაში შესამჩნევ ვირუსულ ნარჩენებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პათოგენი შესაძლოა სხვა
საშუალებებით „მოგზაურობდეს“.
იმის გაგებამ, თუ როგორ ვრცელდება SARS-CoV-2 და როგორ განაგრძობს არსებობას ადამიანის ორგანიზმში, შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს იმის შესახებ, თუ რატომ აწუხებს ზოგიერთ პაციენტს ხანგრძლივი კოვიდი.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0