close

მედიცინა

მედიცინა

მეცნიერების საგანგაშო დასკვნები – ის, რომ მარიხუანა უვნებელია, არ დასტურდება

ნარკომანიის საკითხი საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ერთი, რაც იკვეთება, არის ის, რომ ნარკოტიკის მოხმარების დაწყება ძირითადად ინფორმაციის დეფიციტითაა გამოწვეული.

აგრეთვე, არასწორად გავრცელებული ცნობები  ,,მძიმე“ და ,,მსუბუქი“ ნარკოტიკების შესახებ, ხშირად ლეტალური შედეგებითაც კი სრულდება.

,,დოქტრინა“ გთავაზობთ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობილ მასალას ნარკოტიკების, უფრო კონკრეტულად კი, მარიხუანას ზემოქმედებისა და შედეგების შესახებ.

 

მარიხუანა (პლანი, ანაშა, ჰაშიში, კანაფი, კანაბისი): 

ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ ეს არის მცენარე, ბალახი, სარეველა, მაგრამ, ყელაფერთან ერთად, ეს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი კანაფის ფოთოლია, რომელიც თავის ტვინზე ზემოქმედებს.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა ადამიანზე მარიხუანა სხვადასხვანაირად ზემოქმედებს. როგორც წესი, ის ,,ურტყამს“ თავის ტვინის იმ ნაწილს,  რომელიც  მეხსიერებას, ემოციებსა და განსჯას აკონტროლებს. აგრეთვე, არღვევს  ტვინის იმ უბნების მოქმედებას, რომლებიც კოორდიაციას განაგებენ, რაც იწვევს მოძრაობის დარღვევას და ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ რისკს.

ის, რომ მარიხუანას ერთჯერადმა მოწევამ შეიძლება ვინმესთვის უპრობლემოდ ჩაიაროს, არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება არ ქმნის რაიმე სერიოზულ რისკს. მეცნიერების მტკიცებით, ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზის მაგვარი მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობითი და სმენითი მოჩვენებები და  შიშები. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მარიხუანას უვნებლობის შესახებ  არანაირი დამამტკიცებელი დებულებები არ არსებობს.

როგორც ბოლო კვლევებმა დაადასტურა, მარიხუანას მოწევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შედეგი ფსიქიკური აშლილობებია, მათ შორის, შიზოფრენია, რომელიც განსაკუთრებით მოზარდებში ვითარდება. ,,ჰაშიშური ფსიქოზი“ ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას.

მაირიხუანას მოხმარება ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ კი  – თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. ამ ცვლილებების ზეგავლენით კი, ქვეითდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მცირდება ტვინის უჯრედების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობს აზროვნების ყველა პროცესში, აზროვნება ნელდება, აღქმა მოშლილია. დროში გახალგრძლივებული მოხმარება მამაკაცებში პოტენციის დაქვეითებას იწვევს.

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარიხუანას აბსოლუტური უვნებლობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.

 

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის სიმპტომებია:

თვალების ლორწოვანი გარსის გაწითლება, ანთება, გუგების გაფართოვება, გულისცემის აჩქარება, მომატებული არტერიული წნევა, მოდუნება, გადაადგილების შენელება და მოქმედების დარღვევა, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, თვავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, შიმშილის გრძნობა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევა, უაზროდ ბევრი ლაპარაკი, ეიფორია, შფოთვა და ღელვა მონაცვლეობით ინდეფერნტიზმთან (განურჩევლობასთან),  დროისა და სივრცის შეგრძნების დარღვევა, სმენისა და მხედველობის პათოლოგიური შეცვლა, მოჩვენებები.

 

ეს არის მრვაალჯერად კვლევებზე დაყრდნობილი ანალიზი, დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია…

 

წყარო: BBC; dailymail;  schoolofmedicine

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ემიგრანტიმედიცინასაქართველო

მარიამ თოფურია – პლასტიკური ქირურგი საქართველოდან, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი სახეების პლასტიკურ ქირურგთან მუშაობდა

ბევრ ადამიანს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ მიხვდნენ, რის კეთება სურს თავისი ცხოვრების მანძილზე. უფრო მეტიც, მათი გარკვეული ნაწილი იმ სფეროში აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც სულაც არ ანიჭებს სიამოვნებას. მარიამ თოფურია ძალიან მცირე ასაკის იყო, როდესაც უკვე ზუსტად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა უახლოეს მომავალში. მარიამი საკუთარი პროფესიის შესახებ “დოქტრინას” თავად უყვება.

მარიამ თოფურიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მეხუთე კურსზე იყო, ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში რომ წავიდა. რეზიდენტურა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით საქართველოში გაიარა, პარალელურ რეჟიმში, საზღვრებს გარეთ საუკეთესო ესთეტიკურ კლინიკებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად დადიოდა.

რამდენი წლის იყავი, როცა პლასტიკური ქირურგიით დაინტერესდი და რა მოცემულობამ განაპირობა ეს
7 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორთან მჯდარი რომ პლასტიკური ოპერაციის ტრანსლირებას ვუყურებდი და ნანახით დავინტერესდი. ამ დარგის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი. ჩემმა მშობლებმა, რომლებიც ექიმები არიან, ჩემს შეკითხვებს უპასუხეს და სწორედ მაშინ გავათვითცნობიერე, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ჩემს ყველა ინტერესს აერთიანებდა. ტექნიკური საგნები მიტაცებდა და მქომაგობდნენ, რომ სხვა, შედარებით მსუბუქი პროფესია ამერჩია, თუმცა ერთხელ გაჩენილი სურვილი არასდროს გამნელებია და, ცხადია, პლასტიკური ქირურგია ავირჩიე.

სხვა რომელიმე პროფესიაზე, ან მედიცინის სხვა მიმართულებაზე თუ გიფიქრიათ?

მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი, სადღაც ყური მოვკარი, რომ ნეიროქირურგია იყო ყველაზე რთული პროფესია ქირურგიულ მიმართულებებს შორის, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები უმკლავდებოდნენ, მე კი, როგორც მეამბოხე ბავშვი, ამ სტერეოტიპის დამსხვრევა დავისახე მიზნად და “მეგობრობის დღიურებში” საოცნებო პროპესიად სწორედ მას ვუთუთდებდი.

სიმართლე გითხრათ პროფესიად სხვა მიმართულების არჩევა არასოდეს მიფიქრია, თუმცა ბევრი რამ მიტაცებს და არ გამოვრიცხავ, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ჩემი ჰობი საქმედ ვაქციო.

რა იყო შენთვის პროფესიული გამოცდილების პირველი ნაბიჯები?

პირველი იყო ესპანეთი, ჩვეული რეალობიდან ამერიკული სტანდარტებით შექმნილ ჰოსპიტალში რომ აღმოვჩნდი. პირველი პრაქტიკა ჩემი პროფესიის მიმართულებით სწორედ იქ შედგა.

ყოველთვის მინდოდა, საყვარელი საქმე საქართველოში მეკეთებინა. მთავარ ლოკაციადაც სწორედ ჩემი ქვეყანა ავირჩიე.

რას მიიჩნევ თქვენს ყველაზე დიდ პროფესიულ წარმატებად?

წარმატებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ამ ეტაპის წარმატებად კი იმ წერილებს მივიჩნევ, სრულიად უცნობი სტუდენტები რომ მიგზავნიან. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორია დამწყები ექიმებისთვის სტიმულისმიმცემი აღმოჩნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყოველივე მათგანს, მათი სიტყვები ყველაზე დიდ ძალას მაძლევს, ვიარო საყვარელი მიზნისკენ მიმავალ რთულ გზაზე.

საქართველოში რა ეტაპზეა პლასტიკური ქირურგია?

მიხარია, რომ საქართველოს ბევრი საერთაშორისო დონის სპეციალისტი ჰყავს ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიხილავთ ჩვენს ქვეყანას მოწინავე რიგებში.

სრულად ნახვა
მედიცინა

ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად – დიეტოლოგ ნატა გაგუას რჩევები

რაციონალური კვება ადამიანის სიცოცხლის ხარისხის ძირითადი გამსაზღვრელი ფაქტორია. იგი გარანტია როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღისა. ჯანმრთელი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია სწრაფი ნივთიერებათა ცვლა, ეს კი ისეთი კვებით მიიღწევა, რომელშიც ოპტიმალური თანაფარდობითაა წარმოდგენილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. იმის გარდა, რომ ჭარბი წონა ცვლის ვიზუალს, ჯანმრთელობასაც უდიდეს ზიანს აყენებს, ხშირია ენდოკრინული და ონკოლოლოგიური პათოლოგიები. თუმცა პაციენტებს უჭირთ თავიანთი პრობლემის რეალურად შეფასება და იწყებენ მარტივი გზების ძიებას, ამ გზებს კი, როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში, მსუბუქ ინტოქსიკაციამდე ან სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლამდე მივყავართ. ჯანსაღი კვების შესახებ „დოქტრინა“ ექიმ-ნუტრიციოლოგს, ნატა გაგუას, გაესაუბრა.

რას ურჩევდით ისეთ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად აქტიურია, კვებაც დაბალანსებული აქვს, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებს?

თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია,  მაგრამ მოტივირებულია, ფიზიკურად ვარჯიშობს, იკვებება ჯანსაღად და შედეგს ვერ აღწევს, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით: სწორად არაა დაბალანსებული კვების რაციონი, დღის განმავლობაში მიღებული კალორიები გაცილებით მეტია, ვიდრე გახარჯული. თუ გამომუშავებულია ინდივიდუალური  კვების მოდელი, ფიზიკური ვარჯიშებიც შერჩეულია გონივრულად, პროფესიონალის დახმარებით, ჭარბი წონისa და სიმსუქნის შემთხვევაში, ადამიანის სხეულის მასა იკლებს ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე. ორივე პირობის მიუხედავად თუ შედეგს ვერ აღწევს ადამიანი, უნდა  მიმართოს ოჯახის ექიმს და გაიკეთოს ორგანიზმის სრული გამოკვლევა, რათა გაირკვეს თუ რამ შეიძლება „დაამუხრუჭოს“ სხეულის მასის კლება. მიზეზი ბევრია:  ენდოკრინული სისტემის გაუმართავი მუშაობა ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა, სტრესი, უძილობა და ა.შ.  ნორმალური კლება,  ჭარბი წონის შემთხვევაში, კვირაში ერთი კილოა.

რა აზრის ხართ ბიოაქტიურ დანამატებზე, რომლებსაც ხშირად წონის დასაკლებად იყენებენ?

ბიოაქტიური დანამატი არ არის პრეპარატი, სწორედ ამიტომ ურეცეპტოდ გაიცემა.  სამწუხაროდ,  არასწორად მიღების შემთხვევაში, შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, ვიდრე სარგებელი. ბად-ის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა შეფასდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სხვადასხვა ლაბორატორიული და კლინიკური კვლევით დადგინდეს თუ რისი დეფიციტი აქვს ორგანიზმს. ძალიან ხშირად, წონის დასაკლები ბად-ები  შარდმდენ და საფაღარათო მოქმედებით გამოირჩევა, უკონტროლოდ და ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში  შეიძლება გამოიწვიოს: ელექტროლიტული დისბალანსი, არტერიული წნევის ვარდნა, სისუსტე, კანის სიმშრალე, არითმია და ბევრი უარყოფითი რამ.

სხვადასხვა მიზეზის გამო იმატებს წონაში ადამიანი. ეს შეიძლება იყოს: ფსიქოემოციური ფონი, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადება და ა.შ. თუკი გენეტიკური განწყობაც არსებობს (პრიორიტეტული არაა, მაგრამ თუკი ოჯახის წევრები არიან სიმსუქნით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულნი,  რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია). როგორც ხედავთ, წონის მატების ბევრი მიზეზია, სწორედ ამიტომ,  აუცილებლია, ვიცოდეთ რა არის კონკრეტული მიზეზი ან მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩეს ჯანსაღი  კვების მოდელი.

რას გვეტყვით საკვებისა და წყლის მიღების ჯერადობაზე?

თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაშინ საკვების მიღების ინტენსივობა ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ექიმთან შეთანხმებით.  ახლა ვისაუბრებ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანზე. აუცილებებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, აღნიშნული სამი კვების გარდა, წაიხემსოს ერთხელ ან ორჯერ. მთლიანობაში გამოდის სამი ძირითადი კვება  და ერთი ან ორი ხემსი, შუალედებში შეუძლია მიიღოს წყალი. თუ მიირთმევთ  ზედმეტად  მარილიან ან ცხარე კერძს, რომლებიც  წყურვილის სურვილს გვიძლიერებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მიღებული სითხე შეიძლება შეკავდეს ორგანიზმში და გაზარდოს არტერიული წნევა. წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ამინდზე, ასაკზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ა.შ. წყლის დალევა სასურველია საკვების მიღებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან მინიმუმ ერთ საათში. ზოგადად, 1 კგ მასაზე საშუალოდ 30-32 მილილიტრი წყალის მიღებაა სასურველი. მინდა, გახსოვდეთ, რომ წყლის ჩანაცვლება არ შეუძლია ჩაის და ყავას. ვისაც არ უყვარს წყალი და არ აქვს შაქრიანი დიაბეტი,  ვურჩევდი, რომ მიიღოს ხილის კომპოტი, უშაქროდ მომზადებული.

რა მცდარი აზრებია გავრცელებული ჯანსაღ კვებასთან მიმართებით?

მაგალითად, 1)  6 საათის შემდეგ არ შეიძლება საკვების მიღება. როცა  ადამიანი ღამურაა, გვიან იძინებს და, შესაბამისად, გვიან იღვიძებს, ცხოვრების სტილი აქვს ისეთი, რომ არ უყვარს ადრე  საუზმე და ჭამას გვიან იწყებს, 6-ის შემდეგ საკვებზე უარის თქმა, მისი ორგანიზმისთვის სტრესია. 2)  18-საათიანი უზმო ინტერვალი, ნაღვლის ბუშტის და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, კუჭისთვის – ცუდია.  3) ხანგრძლივი ცილოვანი დიეტა, როდესაც რაციონიდან ამოღებულია ნახშირწყლები (ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული). შეუზღუდავი რაოდენობით ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის ნაწარმის მიღება  დაუშვებელია. მოგეხსენებათ, ასეთი საკვები შეიცავს არა მარტო ცილებს, არამედ ცხიმებსაც. ორგანიზმი ვერ ასწრებს ამდენი ცილოვან-ცხიმოვანი საკვების სრულყოფილ  გადამუშავებას, ამან კი შეიძლება ქოლესტერინის შემცველობა  გაზარდოს სისხლში. შეიძლება ბოლომდე არ გადამუშავდეს  ეს საკვები  პროდუქტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ადამიანს ჰქონდეს მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მოთენთილობა, არასასიამოვნო სუნი პირიდან, გულისრევა, მადის დაქვეითება. მკაცრი ცილოვანი დიეტა იწვევს  შრომისუნარიანობის დაქვეითებას – ყაბზობას. მისი  უპირატესობა ისაა, რომ დიეტის პირველ დღეებში სწრაფად იკლებენ, თუმცა რის ხარჯზე? სითხისა და მადის დაკარგვის ხარჯზე. როდესაც პაციენტს ეუბნება ექიმი, რომ სიმსუქნის სამკურნალოდ საჭიროა სრული კურსის გავლა და პირდაპირი  მოტივაცია, რასაკვირველია, არაპოპულარულად ჟღერს. სამწუხაროდ,  ბევრი  ირჩევს „მარტივ“ გზას, მკაცრი და „ეფექტური“ დიეტები ბევრია სხვადასხვა საიტზე, მაგრამ  ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე სწრაფად ვერ ვიკლებთ, უბრალოდ, ორგანიზმი კარგავს სითხეს და თუ ასეთი არასწორად შერჩეული დიეტა ხანგრძლივია, კუნთები განილევა ანუ კუნთის მასა მცირდება ორგანიზმში, რაც ცალსახად ცუდია.

სწორ კვებას თუ აქვს აზრი ვარჯიშის გარეშე?

რა თქმა უნდა, სწორ კვებას ვარჯიშის გარეშე აქვს გარკვეული შედეგები. თუკი მაღალი ხარისხის სიმსუქნეა, ბუნებრივია, არც შეიძლება საწყის ეტაპზევე ვარჯიშის დაწყება. ჯანსაღი კვების ფონზე, როდესაც სხეულის მასის  კლება დაიწყება, შეიძლება ეტაპობრივად დაემატოს ფიზიკური დატვირთვა, კარდიოვარჯიშები,  ფეხით სეირნობა, შემდეგ უკვე, სპორტულ დარბაზშიც უნდა გადაინაცვლოთ, რათა სწორად შეირჩეს ვარჯიშები ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით.

,,ვარჯიშის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლია გემრიელად მიირთვა და არ მოიმატო,” – რამდენად რეალურია ეს ფორმულირება?

დიახ, რეალურია, მაგრამ მაშინ, როდესაც ადამიანი უკვე ნორმალური წონისაა, მიაღწია სასურველ წონას და ვარჯიშობს, აქვს სწორად  შერჩეული ფიზიკური დატვირთვა, მაშინ უკვე აღარ სჭირდება კალორიების მუდმივი დათვლა, შეუძლია, იკვებოს  ნორმალურად, ზომიერად ჯანსაღი კერძებითა და პროდუქტებით და  არც დაიკლოს და არც მოიმატოს წონაში. აუცილებელია, საკვები მოამზადონ სწორად და იკვებონ ჯერადად და დატვირთვის გათვალისწინებით განსაზღვრონ წყლის მიღების რაოდენობა.

შენელებული მეტაბოლიზმისა და გენეტიკის გარდა, კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება?

წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი ცხოვრების წესმა. დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს,  ნერვული სისტემის მდგომარეობას. თუ სულ შფოთავთ და დაძაბული ხართ, შესაძლოა, რომ მადა დაქვეითდეს ან პირიქით – გაძლიერდეს. ხშირია კვებითი ქცევის დარღვევა.

 რომ დაგვისახელოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელთა გარეშეც ორგანიზმი იფიტება, ვარდება ჰემოგლობინი და ა.შ.

კარგია, რომ იყოს სხვადასხვა პროდუქტებიდან შემდგარი რაციონი. შეიძლება: უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხი; თუკი მცენარეული გნებავთ, ლობიო, სოკო, ბარდა – ეს არის ცილების წყარო.  ნახშირწყლები: ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული და ა.შ.  ცხიმები: მცენარეული ზეთი, ცხიმიანი თევზი, მცირე რაოდენობით ახალი კარაქი. კარგია თუ სწორად  დაბალანსდება ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო და მაკროელემენტები. ასეთი კვების მოდელი იქნება თქვენი ენერგიის წყარო, გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას, არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, შრომისუნარიანობა გაიზრდება, კუჭის მოქმედება იქნება ნორმალური. ასეთი კვების მიმდევრები ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებიან და გამოირჩევიან ენერგიულობით.

როგორ ვაკონტროლოთ მადა, ბუნებრივია, მთელი ცხოვრება დიეტაზე ვერ ვიქნებით. როგორ ვაქციოთ ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად?

უნდა ისწალოთ კვების და მადის მართვა.  თუ გექნებათ თქვენი, ინდივიდუალური კვების მოდელი, რომელსაც სპეციალისტთან ერთად  შეარჩევთ და მოირგებთ, მაშინ ამ ცოდნის მატარებელი იქნებით, გამოიყენებთ თუ არა მას, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ცოდნა გექნებათ. რატომ უნდა მივიდეს ადამიანი ნუტრიციოლოგთან? იმიტომ, რომ  გაიაროს დიეტოთერაპიის სწორად და ადეკვატურად შერჩეული  კურსი, მიიღოს შედეგი, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და  „შეიარაღდეს“ ცოდნით თუ როგორ მართოს საკუთარი მადა და წონა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

აუტიზმი – აცრის ანოტაციაში

ზოგიერთი ვაქცინის ანოტაციაში, ბაზარზე ჩაშვების შემდეგ გამოვლენილ და დარეგისტრირებულ გვერდით მოვლენების ჩამონათვალში აღნიშნულია ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) და აუტიზმი. ბმულზე  მოცემულია ვაქცინა Tripedia ანოტაცია  ((DTaP) დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა) – მწარმოებელი Sanofi Pasteur Inc.  ვაქცინის ანოტაციაში, მე-11  გვერდზე, ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებულ არასასურველ გვერდით მოვლენებში  ჩამოთვლილია აუტიზმი და უეცარი სიკვდილი, ასევე,  ანაფილაქსიური შოკი, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, ენცეფალოპათია, ჰიპოტონია, ნევროპათია, ძილიანობა, აპნოე (სუნთქვის უნებლიე შეჩერება 10წმ- ზე მეტ ხანს)  (  ანოტაცია იხ.აქ)

  1. აშშ-ის აცრით დაზარალებულთა ფონდს  4 მლრდ დოლaრი აქვს  გაცემული აცრით დაზარალებულთა და  გარდაცვლილთა მშობლებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, აცრის შდეგად გამოწვეული აუტიზმი და უეცარი სიკვდილის დამტკიცება იურიდიულად, სასამართლოს გზითაც  მოხდა.

ამ ვიდეოში ექიმი სემ ეგერსტენი საუბრობს, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინების შესწავლა დაიწყო, აღმოაჩინა რომ სამედიცინო სასწავლებლებში ექიმები შეცდომაში შეყავთ, როცა  ვაქცინების  უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე  ესაუბრებიან. ასევე საუბრობს  ვაქცინების კავშირზე თავის ტვინის ისეთ დაზიანებებთან, რომელსაც აუტიზმი ჰქვია  

ყველა ვაქცინის ანოტაციაში გვერდით მოვლენებში წერია თავისა და ზურგის ტვინის  შეშუპება. ამ შეშუპებას კი შეუძლია  თავის ტვინის დაზიანება – აუტიზმი. (იხ. წყარო www.huffpost.com)

  1. წყარო (1) (www.scribd.com/doc/220807175/157-Research-Papers-Supporting-the-Vaccine-Autism-Link) მოცემულია 157 კვლევა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს  ვაქცინის ტოქსიურ კოქტეილს  – აუტიზმთან.  იგივე   საკითხზე წარმოდგენილია 30 კვლევა იხილეთ წყარო (2) (healthimpactnews.com)  თავმოყრილია 1000- ზე მეტი კვლევა, სადაც ნაჩვენებია თუ რა ზიანს აყენებს ეს არაეთიკური და მტკიცებულების არმქონე  პროცედურა ადამიანებს. წყარო (3) https://vaccine-injury.info/pdf/vaccinepeerreview.pdf განხილულია სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვაქცინები არც ეფექტურია და არც უსაფრთხო წყარო (4) https://medscienceresearch.com
  2. ათასობით დაზარალებულ ბავშვთა მშობელმა და ექიმმა დაადასტურა, რომ ტვინის დაზიანება მოხდა აცრის შემდგომ ან აცრიდან რამდენიმე ხანში. ამ ლინკზე >>  https://www.youtube.com/watch?v=j3IMSUApeW4 მშობლები და ექიმები აძლევენ ჩვენებას  სამთავრობო მოსმენაზე, იმის შესახებ, რომ აცრები იწვევს ბავშვთა თავის ტვინის ნევროლოგიურ დაზიანებებს, ასევე  იწვევს სიკვდილს. რის შემდეგ გახდა სიკვდილი ან  ტვინის დაზიანება  „უსაფრთხო  და ეფექტური?!“
  3. 2014 წელს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი უილიამ ტომპსონი უპრეცედენტო  განცხადებას  აკეთებს. ის აღიარებს, რომ მან და მისმა კოლეგებმა  სამეცნიერო დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, მათ დამალეს 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგი, სადაც მკვეთრად იკვეთებოდა  წწყ (MMR)  ვაქცინისა და  აუტიზმის კავშირი 36 თვის ასაკის  შავკანიან ბიჭებში.

მეცნიერი უილიამ ტომპსონი აცხადებს :“დავგეგმეთ  შეხვედრა, რათა  გაგვენადგურებინა დოკუმენტები. მოიტანეს  დიდი ნაგვის პარკი, გადავხედეთ დოკუმენტებს და რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ – ჩავყარეთ  პარკში. ყველა   გადაყრილი  მასალა შენახულის მაქვს,  თუკი სამეცნიერო კოლეგია მოისურვებს მის ნახვას.’’ ასევე აღიარა, რომ შეგნებულად გაკეთდა ეს, რათა  გაებათილებინათ ენდრიუ ვეიკფილდის კვლევა და  მასზე თავდასხმის ფაბრიკაცია მოეხდინათ  ასეთი გზით.

ტომპსონის ეს აღიარებითი  წერილი  გადაეცა  ფლორიდის გუბერნატორს  ბილ პოუზის (Bill Posey, R-Florida), რომელმაც ის   სამთავრობო განხილვაზე წაიკითხა. 

  პოუზიმ  დადგა შოუ ამერიკელი მაყურებლისთვის. ისეთი  სახე მიიღო თითქოს  ამხილა ამერიკის მთავრობა, რომელიც ვალდებულია დაიცვას ამერიკელი ბავშვების ჯანმრთელობა  და  არაფერს აკეთებს ასეთი ფაქტების წინააღმდეგ. პოუზის გამოსვლა დარჩა შეუმჩნეველი, მასმედიას არც კი  გაუშუქებია და არც რეაგირება მოჰყოლია…  „  მე  ვეცადე“,-  აცხადებს პოუზი….  https://www.youtube.com/watch?v=ctLqzE3szLQ”

ამ  თემასთან დაკავშირებით  გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „Vaxxed – From Cover-Up to Catastrophe“ (2016) – „ვაქცინირებულნი – დაფარვიდან კატასტროფამდე“. 

  1. 2014 წელს მომხდარი აღიარება პირველი არ ყოფილა, მსგავსი შემთხვევა მოხდა ასევე 2001 წელს, ე.ი. ფაქტი რომ აცრები იწვევს აუტიზმს ცნობილია თითქმის ორი ათეული წელი. თუმცა, ამ ფაქტს შეგნებულად უმალავდნენ საზოგადოებას,  ფინანსური  და ევგენიკური (1) მოტივების გამო .  (ევგენიკა – ნიშნავს რწმენას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გაუმჯობესებული გენეტიკური მასალის მქონე მოსახლეობის მიღება)
  2. ენდრიუ ვეიკფილდმა, მას შემდეგ დაკარგა თავისი სამედიცინო ლიცენზია, (უეიკფილდის რეალური ისტორია) როდესაც ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირზე მიუთითა. თუმცა  ბევრმა სამედიცინო კვლევამ იგივე დაადასტურა. სინამდვილეში ვეიკფილდის კვლევა მიუთითებდა მხოლოდ და მხოლოდ  კუჭ-ნაწლავის მოშლილობაზე და  აუტიზმს შორის კავშირზე. (ვეიკფილდი – გასტროენტეროლოგია).  კუჭ-ნაწლავის დისფუნქციასა  და  წწყ ვაქვინას შორის კავშირი კი მანამდე ყველასთვის ცნობილი იყო. შეგიძლიათ თავად  მოუსმინოთ ენდრიუ ვეიკფილდს.

https://www.youtube.com/watch?v=d40suCKnjbI

  1. აუტიზმი არის ტვინის დაზიანება. ვერცხლისწყალი იწვევს ტვინის დაზიანებას. ის ჯერ კიდევ გამოიყენება რამოდენიმე ვაქცინის წარმოებაში. მათ შორისაა  მრავალდოზიანი გრიპის, ახალშობილებისთვის განკუთვნილი B ჰეპატიტის ვაქცინა.

მრავალდოზიანი გრიპის ვაქცინა შეიცავს  50 000 ppm (parts per million) ვერცხლისწყალს ერთ დოზაზე. სასმელ წყალში ვერცხლისწყლის დასაშვები დოზა შეადგენს  2ppm. ვაქცინები, რომლებიც 1მკგ-ზე  ნაკლებ ვერცხლისწყალს  შეიცავს, ითვლება რომ  ვერცხლისწყლის  გარეშეა. შესაბამისად  ვაქცინები, რომლებიც შეიცავს ვერცხლისწყალს იყიდება იარლიყით  —  „ უკონსერვანტო“.

https://www.youtube.com/watch?v=40bX6QVg-go

15 ატომი ვერცხლისწყალი არის მხოლოდ და მხოლოდ 1 მკგ. ორგანიზმისთვის ყოველი ატომი ტოქსიურია. მრავალდოზიანი გრიპის ვაქცინები შეიცავს 25 მკგ ვერცხლისწყალს. ყოველ წელს ჩვილებს 6 თვიდან, ბავშვებს, ხანნდაზმულებს, მომავალ დედებს, ყველა მოქალაქეს აიძულებენ გროპზე აცრას. შეგიძლიათ ნახოთ როგორ მოქმედებს ვერცხლისწყალი ადამიანის ტვინის უჯრედებზე.

https://www.youtube.com/watch?v=Ipi3OneIw0A

https://www.youtube.com/watch?v=ihFkyPv1jtU

  1. 2011 წელს, სასამართლომ განიხილა 83 ბავშვის საქმის მასალა და დაადგინა რომ ვაქცინა იყო აუტიზმის გამომწვევი მიზეზი. მას შემდეგ კიდევ ბევრი ბავშვი დაზარალდა. ნუთუ ზოგიერთვისთვის ეს მრავალი ფაქტი ისევ დამთხვევაა? (იხ წყარო www.prnewswire.com/news-releases/83-cases)
  2. ერთადერთი საშუალება, რითაც შესაძლებელია შემოწმდეს, იწვევს თუ არა ვაქცინები აუტიზმს, ეს არის აუცრელი და აცრილი ბავშვების შედარება. სწორედ ამ კვლევა არასდროს ჩატარებს არც მთავრობა და არც ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები. 1) (1) https://www.youtube.com/watch?v=dE9ZrybFDBw  2) მსგავსი კვლევა ჩატარდა  მაიმუნებზე .  აცრილი მაიმუნების ძირითად ნაწილს განუვითარდა აუტიზმი ( თავის ტვინის დაზიანება), აუცრელებს  – არა.(2)https://vactruth.com/2012/04/29/monkeys-get-autism/ (3)  იგივე შედეგები მოყვა შინაურ ცხოველებზე გაკეთებულ კვლევებს.

როცა ტოქსინები შეჰყავთ პირდაპირ კანქვეშ, აზიანებენ სხვადასხვა ქსოვილებს, აზიანებენ ტვინს, რაც იწვევს აუტიზმს, მაგრამ  ამას ქვია არა აუტიზმი, არამედ  ვაქცინასთან ასოცირებული თავის ტვინის დაზიანება. (3)http://www.vaclib.org/pdf/vaxscience-in-dogs.htm

  1. იელის უნივერსიტეტის მიერ გამოაქვეყებულმა უახლესმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ვაქცინები და თავის ტვინის/ ნერვული სისტემის დაზიანება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.  (იხ. წყარო www.organicconsumers.org/news ვაქცინების მწარმოებელიკომპანიის MERCK -ის წწყ (MMR) ვაქცინის ანოტაციაში, მე-7 გვერდზე დეტალურადაა ჩამოთვლილი აცრით გამოწვეული შესაძლო გართულებები, დაწყებული დიაბეტიდან დამთავრებული სიკვდილით. (იხ. წყარო https://www.merck.com/product/usa/pi_circulars/m/mmr_ii/mmr_ii_pi.pdf )

,,აცრები უსაფრთხოა და  ეფექტური „  —  ამ   ფრაზას თავად  მწარმოებლები და მათი ანოტაცია უარყოფს!

ეს და კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ორიგინალ ტექსტში  (იხ. წყარო vaccines-and-autism-is-there-any-connection)

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა კლავს!! – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ცნობილი გამაგრილებელი სასმელის ,,კოკა-კოლას” შესახებ გავრცელებულ მითებს პასუხობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პედიატრი ამბობს, რომ მისი მიღება ზომიერად შესაძლებელია. ჭორები მისი მომაკვდინებელი ეფექტის შესახებ კი, გადაჭარბებული:

,,ექიმო, Coca-Cola-ს ვასმევ ბავშვს, მაგრამ ჰელმინტები(ჭიები) მაინც ყავს. სრული სერიზულობით მეკითხება ერთი ძალიან საყვარელი დედიკო. პროპაგანდას არ ვუწევ ამ ჩემთვის საყვარელ სასმელს, მაგრამ ვერც მის წინააღმდეგ წავალ ვერავითარ შემთხვევაში, ვერც იმას გეტყვით, რომ გახეხეთ უნიტაზები, კაფელი, მეტლახი, მოაცილებს ჟანგს, განკურნავს ნებისმიერ დაავადებას, დაგვიბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს… მაგრამ მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა კლავს!!! პირიქით ის გამოიყენება როგორც სადეზინტოქსიკაციო და მასტიმულირებელი საშუალება!!! უბრალოდ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, კოკა-კოლას 0,33 ლ ბოთლი, შეიცავს 35 გრ. შაქარს, რაც დღე-ღამიური ნორმის 70%_ს შეადგენს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნით შაქრის ეს რაოდენობა უახლოეს მომავალში 2 ჯერ უნდა შემცირდეს, რადგან სარისკოა სიმსუქნის განვითარებისთვის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს წარმოადგენს კოკა-კოლას ისეთივე აკრძალვები აქვს,როგორც ზოგადად სხვა გაზიან სასელებს და არ არის მისი დიდი რაოდენობით მოხმარება რეკომენდირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს(კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები,ქრ ქოლეცისტიტი და ა.შ) ისე,რომ ზომიერების დაცვა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია! ბავშვებს ნუ დაალევინებთ 3 წლამდე ასაკადე!! თქვენ კი დაიცავით ზომიერება ჩემო ძვირფასებო! კოკაკოლა წარმოებულია
The Coca-Cola Company-ის მიერ, წარმოშობა—აშშ, იწარმოება 1886 წლიდან!! 2005-2015 წლებში Interbrend-ის რეიტინგის მიხედვით მიჩნეული იყო, ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად!!! კოკა-კოლა არ კლავს, მაგრამ არც სიცოცხლეს ახანგრძლივებს!!! ვისაც გიყვართ მიირთვით,ზომიერების დაცვით”– წერს პედიატრი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მამაკაცებში Y ქრომოსომის დაკარგვა, შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილის მიზეზი იყოს

ახალი კვლევის თანახმად, სქესის ქრომოსომის დაკარგვა შეიძლება მრავალი მამაკაცის ადრეული სიკვდილის მიზეზი იყოს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად Y ქრომოსომის დაკარგვა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მამაკაცებში.
ვირჯინიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარის, კენეტ უოლშის შეფასებით, 70 წლის მამაკაცის 40 პროცენტი კარგავს Y ქრომოსომას. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს იწვევს გულის კუნთის ნაწიბურის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ,  გულის უკმარისობის მიზეზი ხდება.
სტატისტიკის თანახმად, ამერიკელი ქალები, მამაკაცებზე, საშუალოდ, ხუთი წლით მეტხანს ცოცხლობენ. უოლშის გუნდის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ Y ქრომოსომის დაკარგვა იწვევს გულის უკმარისობას, შეიძლება ამ ხუთი წლიდან თითქმის ოთხის გამომწვევის იყოს.
„ეს ახალი კვლევა იძლევა მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რატომ აქვთ მამაკაცებს უფრო მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე ქალებს“, – აცხადებს კენეტ უოლში.
მისი თქმით, მედიკამენტები, რომლებიც ამსუბუქებს ორგანოების ნაწიბურებს, შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მამაკაცებისთვის, რომლებიც კარგავენ ამ მნიშვნელოვან ქრომოსომას.
როგორ კარგავენ მამაკაცები Y ქრომოსომას?
მაშინ, როცა ქალები იბადებიან ორი X ქრომოსომით, მამაკაცებს აქვთ ერთი X და ერთი Y. თუმცა, ასაკის მატების პროცესში, მამაკაცების უჯრედების ნაწილში Y-ის დაკარგვა იწყება. სისხლის უჯრედები, რომლებიც განიცდიან სწრაფ ბრუნვას, განსაკუთრებით დაუცველია ამ პროცესის მიმართ. მეორეს მხრივ, რეპროდუქციული უჯრედები არ კარგავენ Y ქრომოსომებს, რის გამოც Y ქრომოსომის დაკარგვა არ არის მემკვიდრეობითი თვისება ოჯახებში.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ Y ქრომოსომის დაკარგვა მწეველთა საერთო პრობლემაა. მათი თქმით, მამაკაცები, რომლებიც კარგავენ ამ სქესის ქრომოსომას, უფრო ახალგაზრდა ასაკში იღუპებიან და ასევე უვითარდებათ ასაკთან დაკავშირებული დაავადებები, მათ შორის ალცჰაიმერი.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გამოიყენეს გენის რედაქტირების ტექნოლოგია, რათა შეექმნათ თაგვები, რომლებიც განიცდიან სისხლში Y ქრომოსომის დაკარგვას. შედეგები აჩვენებს, რომ ცხოველებს ასაკთან დაკავშირებული დაავადებები დაჩქარებული ტემპით განუვითარდათ. ისინი ასევე უფრო მიდრეკილები იყვნენ გულის ნაწიბურების განვითარებისკენ და ადრეულ ასაკში დაიღუპნენ.
ჯგუფმა დაადგინა, რომ ადამიანებში Y ქრომოსომის დაკარგვა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის უკმარისობის და ნაადრევი სიკვდილის რისკს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა – ორსულობის შეწყვეტას, შესაძლოა, კაცის არაჯანსაღი სპერმაც იწვევდეს

შეწყვეტილ ორსულობათა მიზეზი, შესაძლოა, ზოგჯერ, კაცის სპერმის დაზიანებული დნმ იყოს. ამის შესახებ საუბარია Imperial College London-ის მეცნიერთა კვლევაში, რომლის შესახებაც სტატიას გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როდესაც ორსულობა წყდება, ყურადღება, მეტწილად, ქალის სხეულზე, იმუნური სისტემის პრობლემებსა და ინფექციებზე  მახვილდება. თუმცა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ შეწყვეტილი ორსულობა, შესაძლოა, კაცის პრობლემებითაც იყოს გამოწვეული, მათ შორის, არაჯანსაღი სპერმით.

“ტრადიციულად, ექიმები ყურადღებას ამახვილებენ ქალზე, როცა ორსულობის შეწყვეტის მიზეზებს იკვლევენ. კაცის ჯანმრთელობა – და მისი სპერმის სიჯანსაღე – არ ანალიზდებოდა”, – აღნიშნავს ექიმი ჩანა ჯეისენა, კვლევის მთავარი ავტორი, Imperial College London-ის მედიცინის დეპარტამენტიდან და ამატებს:

“მიუხედავად ამისა, ამ კვლევას შემოაქვს მტკიცებულება, რომელიც გვთავაზობს [ვარიანტს], რომ სპერმის სიჯანსაღე განსაზღვრავს ორსულობის სიჯანსაღეს. მაგალითად, ჩატარებული კვლევა გვთავაზობს, რომ სპერმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლაცენტის ფორმირებაში…”

მკვლევართა ჯგუფი 50 კაცს აკვირდებოდა, რომელთა პარტნიორებს ორსულობა სამჯერ შეუწყდათ, ნაყოფის 20 კვირიანი განვითარების პერიოდის დასრულებამდე. მეცნიერებმა მათი სპერმის კვლევის შედეგები შეადარეს სხვა 60 კაცის (საკონტროლო ჯგუფის) სპერმის კვლევის შედეგებს.

დადგინდა, რომ იმ კაცების სპერმის დნმ, რომელთა პარტნიორებსაც ორსულობა რამდენჯერმე შეუწყდათ, ორჯერ დაიზანებული იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში თავმოყრილი კაცებისა.

კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ პროცესის მონაწილეებში რეაქტიული ოქსიგენის სახეობათა შემცველობაზე – ეს არის მოლეკულა, წარმოქმნილი უჯრედების მიერ, რომელიც სპერმას ბაქტერიებისა და ინფექციებისაგან იცავს.  თუმცა, ჭარბი კონცენტრაციის შემთხვევაში, მას შეუძლია, მნიშნველოვნად დააზიანოს სპერმის უჯრედები.

“კაცებს, რომელთა პარტნიორების შემთხვევაშიც ორსულობა შეწყდა, რეაქტიული ოქსიგენის ოთხჯერ მაღალი შემცველობა დაუდგინდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს. მეცნიერები ახლა მიზეზებს იძიებენ”, – წერს The Guardian.

კაცები, რომელთა პარტნიორებმაც წარუმატებელი ორსულობა გამოიარეს, საკონტროლო ჯგუფის წევრ კაცებზე ასაკით უფროსები და მეტად ჭარბწონიანები არიან. ახლა მკვლევარები სწავლობენ, შეიძლება თუ არა, ეს ორი ფაქტორი რეაქტიული ოქსიგენის ჭარბ დონეზე მოქმედებდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე კვლევაა, [ის]  მაინც გვაძლევს მითითებებს. თუ დავადასტურებთ, რომ სპერმაში რეაქტიული ოქსიგენის ჭარბი შემცველობა ზრდის ორსულობის შეწყვეტის რისკს, შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ მკურნალობის პროცედურები და გავზარდოთ ჯანმრთელი ორსულობის შანსები”, – ასკვნის კვლევის მთავარი ავტორი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამედიცინასაქართველო

თამაზ კერესელიძე – კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ბუნებრივია ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

და თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ამ სკოლის შექმნაში, ერთ-ერთი გახლავთ ბ-ნი თამაზ კერესელიძე, რომლის აღზრდილებიც დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალური და სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებენ საქართველოს მოსახლეობას.

თამაზ კერესელიძე, კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია და რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურატობის კანდიდატად

ბ-ნი თამაზი წყნარი, კითხვის მოყვარული, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა. განსაკუთრებით მუსიკა, მხატვრობა და ტექნიკური დისციპლინები ჰყვარებია. მისი აბსოლუტური სმენა და ბრწყინვალე მეხსიერება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ ასტახიშვილს და ნიჭიერი მოზარდი თავისთან, ვიოლინოს კლასში ჩურიცხავს.

რატომ არ გახდა თამაზ კერესელიძე მევიოლინე და როგორ ამოყო მან თავი მედიცინაში?

„– იმ დროს ვიოლინოთი მოსიარულე ვაჟს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და თავმოყვარე თამაზმა, სამწუხაროდ, მუსიკაზე სიარულს თავი დაანება, მაგრამ მუსიკის სიყვარული სამუდამოდ გაჰყვა. ზეპირად იცოდა უამრავი ნაწარმოები, შეეძლო ერთხელ მოსმენილი ოპერის თავიდან ბოლომდე გამეორება… ომის მძიმე წლებში თამაზი და მისი თანაკურსელი, შემდგომ – ონკოცენტრის დირექტორი, ცნობილი რადიოლოგი რევაზ ვეფხვაძე, მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ბილეთებით შედიოდნენ ოპერის თეატრში – თან მუსიკას უსმენდნენ და თან თბებოდნენ…

თამაზს ხატვის ნიჭიც ჰქონდა. პატარაობისას პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა, რომლებსაც თვითონვე ასურათებდა. მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს და დამოუკიდებლად ეუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ხატვის სიყვარულიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მიუხედავად მოუცლელობისა, სიამოვნებით ხატავდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოუწია მუშაობა, აკეთებდა ესკიზებს და შემდეგ, თავისუფალ დროს, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ახლაც ამშვენებს ჩვენი და ჩვენი შვილების სახლის კედლებს. ეს ნახატები ჩვენთვის თამაზის მიერ დატოვებული ძვირფასი რელიკვიაა, ხოლო პროფესიონალი მხატვრები მათ საკმაოდ სერიოზულ ნამუშევრებად მიიჩნევენ. – იხსენებს ბ-ნი თამაზის მეუღლე ქ-ნი ნინო კერესელიძე (ჟურნალ ავერსი N136)“

1943 წელს თამაზ კერესელიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. გადაწყვეტილი ჰქონია, სწავლა გემთმშენებლობის ინსტიტუტში გაეგრძელებინა, მაგრამ დიდი სამამულო ომის გამო ეს ინსტიტუტები, რომლებიც მაშინ მხოლოდ ლენინგრადსა და ოდესაში იყო, შორეულ ციმბირში გადაიტანეს და ცხადია, მშობლებმა დედისერთა იქ სწავლის გასაგრძელებლად არ გაუშვეს. თამაზმაც მედიცინაზე შეაჩერა არჩევანი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს. მიზნად იმთავითვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის შესწავლა დაუსახავს…

იმავე წელს ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში და იმავე ჯგუფში მოხვდა ნინო თოდუა. ინსტიტუტის დამთავრებიდან მცირე ხნის შემდეგ შეუღლდნენ. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თამაზ კერესელიძის წარმატება მშობლებთან ერთად ქალბატონი თინას (ასე ეძახდნენ ახლობლები) დიდი დამსახურებაც იყო, რომელიც საქმიანობისთვის ყოველგვარ პირობას უქმნიდა ქმარს, დაუღალავად ედგა მხარში და ცდილობდა, თავიდან აეცილებინა მისთვის ყოველდღიური საზრუნავი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ორივე მუდამ ოჯახს აყენებდა, პროფესიული საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტიათ.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თამაზ კერესელიძემ მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო  მუშაობა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მკვლევარი მალე დააწინაურეს და 1952 წელს ამავე ინსტიტუტში განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტიც იყო. ამავე კათედრაზე განვლო შემოქმედებითად მდიდარი გზა კათედრის ასისტენტობიდან გამგეობამდე.

1958 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ანტისხეულთა პროდუქციისა და რეპროდუქციის საკითხებისთვის”. 1960 წელს ის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.

1964 წელს თამაზ კერესელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიწვიეს კონსულტანტად. ერთხანს ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობდა, 1966-დან 1970 წლამდე კი შვეიცარიაში, ჟენევაში, ორგანიზაციის მთავარ ოფისში, ბაქტერიულ სნეულებათა განყოფილების უფროს სპეციალისტად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობისას ქართველმა მიკრობიოლოგმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და ავღანეთში ისეთ საშიშ დაავადებებთან ბრძოლის პროგრამას, როგორებიც იყო შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი…

ქალბატონი თინა იგონებს:

“– ხშირად უწევდა მივლინებით სახიფათო ადგილებში სიარული. მგზავრობის დროსაც არაერთხელ გადაურჩა ხიფათს. მახსოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ღონისძიება პაკისტანსა და ბანგლადეშში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ მიზნით გაგზავნილ ექიმთა ჯგუფში აკადემიკოს ვალენტინ პოკროვსკისთან ერთად თამაზიც იყო. თვითმფრინავი, რომლითაც ეს ჯგუფი მიფრინავდა, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ გარემოში მოექცა და მხოლოდ მფრინავების დიდი ძალისხმევის წყალობით გადაურჩა კატასტროფას. კურიოზიც ბევრი გადახდენია. ერთ-ერთი მივლინების შემდეგ ინდოეთიდან მოსკოვში გამოიძახეს. მოსკოვში ძალიან ციოდა, მას კი მხოლოდ ინდოეთის კლიმატისთვის შესაფერისი სამოსი ჰქონდა თან. მეორე დღესვე გავფრინდი მოსკოვში და თბილი ტანსაცმელი წავუღე. მისი ოთახის კარი ვიღაც წვეროსანმა კაცმა გამიღო. მეგონა, ნომერი შემეშალა. თამაზი აღმოჩნდა. იმოდენა წვერი მოეშვა, ვერ ვიცანი. ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.”

1970 წელს თამაზ კერესელიძე საქართველოში, სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე დაბრუნდა და აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ჯანმოში მუშაობისას შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების შეჯამებას მიჰყო ხელი. ეს ცოდნა-გამოცდილება მის მონოგრაფიებსა და სადოქტორო დისერტაციაში აისახა. მონოგრაფია “ქოლერასთან ბრძოლის საერთაშორისო ასპექტები” 1971 წელს გამოიცა მოსკოვში. 1972 წელს ბატონმა თამაზმა მოსკოვშივე, საკავშირო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოს გამალეას სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დისერტაციის თემა იყო “ელ-ტორის ქოლერის მიკრობიოლოგია და ეპიდემიოლოგია”.

1974 წელს თამაზ კერესელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს, ხოლო 1976 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სსრკ-ს – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის თამაზ კერესელიძემ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1980 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

ქალბატონი თინა იგონებს:

„– 1984 წელს თამაზი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა გააგრძელა სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის გამგედ. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდას, მართავდა სამეცნიერო კონფერენციებს. მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო, რომ აუდიტორია სტუდენტებს ვერ იტევდა. იმ დროის მწირი ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, თამაზი ახერხებდა მასალის თვალსაჩინოდ წარმოდგენას. ამაში ეხმარებოდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში მუშაობის დროს კინო და ფოტოფირებზე გადაღებული მასალა. მისი ყოფილი სტუდენტების თაობებს დღემდე ახსოვთ ეს ლექციები და პატივისცემა, რომელსაც თამაზის მიმართ გრძნობდნენ.“

თამაზ კერესელიძე წლების განმავლობაში იყო რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, საქართველოს მიკრობიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და პარაზიტოლოგთა საზოგადოების თავჯდომარე, მიკრობიოლოგთა საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამ ხნის განმავლობაში მან დაწერა რამდენიმე მონოგრაფია, ეპიდემიოლოგიის სახელმძღვანელო (ო. კავილაძესთან ერთად) და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

1985 წელს თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს, ხოლო 1992 წელს საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს ბატონი თამაზი დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 1995 წელს ის სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

პროფესორ თამაზ კერესელიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღნიშნულია მრავალი ჯილდოთი, მედლით “ჯანდაცვის წარჩინებული”, საპატიო ნიშნის ორდენით, ღირსების ორდენით, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და სხვა. მისი ბიოგრაფია შეტანილია აშშ-ში გამოცემულ ცნობარში Who is who” (1986-1990 წ.წ.). მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

თამაზ კერესელიძე გამორჩეული პიროვნება იყო. რაფინირებული ინტელიგენტი, პროფესიონალი, ერუდიტი, კაცთმოყვარე, ხალასი იუმორის პატრონი, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტად მოყვარული.

ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო კოლეგებს, თანამშრომლებსა და მეგობრებს შორის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებშიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

8-საათიანი ოპერაციის მიმდინარეობისას ექიმმა როსტომ შველიძემ პაციენტის გავასარჩენად სიცოცხლე გაწირა

ქირურგი, რომელიც მეზობლის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე. ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად“,-წერია სამძიმრის წერილში.
„დიდი ადამიანი
იყავით უკეთილშობილესი და საოცარი ექიმი  არც კი მჯერა რომ აღარ ხართ. მენანებით“,- წერენ მოქალაქეები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა ბავშვებში კიბოს ახალი, მაღალი რისკის ქვეტიპი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პედიატრიული ღვიძლის კიბოს ახალი, მაღალი რისკის ქვეტიპი ცუდი შედეგებით, პროგრესირება, რომელმაც შეიძლება გახდეს სპეციალიზებული მკურნალობის პროცედურების მიზეზი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დასაძლევად.
აშშ-ში ბეილორის მედიცინის კოლეჯის მკვლევარები აცხადებენ, რო მ აქამდე, ბავშვებში ღვიძლის კიბოს ყველა შემთხვევა კლასიფიცირებული იყო როგორც უფრო გავრცელებული ტიპის ჰეპატოცელულარული კარცინომა (HCC) ან როგორც ღვიძლის უჯრედების უფრო იშვიათი სიმსივნე, რომელსაც ეწოდება ჰეპატობლასტომა (HB). მათი განმარტებით, HB-ისა და HCC-ის შედეგები და მკურნალობის ვარიანტები მკვეთრად განსხვავდება, HB-ების უმეტესობას აქვს დადებითი შედეგები ქიმიოთერაპიისა და რეზექციის კომბინაციით მკურნალობის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა კიბოს შემთხვევების კლასიფიკაციამ შეიძლება გააუმჯობესოს თერაპიის შერჩევა და მკურნალობის შედეგები პაციენტებისთვის, მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს სიმსივნეებისთვის, რომლებიც აჩვენებენ  HB-სა და HCC-ს შერეულ მახასიათებლებს.
ახალ კვლევაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა Journal of Hepatology-ში, მეცნიერებმა გამოიყენეს მოლეკულური ანალიზის მეთოდი პაციენტის სიმსივნის პროფილების შესაფასებლად, მათ შორის გენეტიკური შემადგენლობისა და გენის აქტივობების ჩათვლით და აღმოაჩინეს შემთხვევები, რომლებიც არ მიეკუთვნება არც ჰეპატობლასტომის (HB) და არც ჰეპატოცელულური კარცინომის (HCC) კლასიფიკაციებს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ამ სიმსივნეებს აქვთ მახასიათებლები, რომელიც დაფიქსირებულია როგორც HB-ებში, ასევე HCC-ებში და ახლა ისინი კლასიფიცირდება როგორც ჰეპატობლასტომები ჰეპატოცელულარული კარცინომის მახასიათებლებით (HBCs).
მკვლევარების აზრით, HBC უფრო მდგრადია სტანდარტული ქიმიოთერაპიის მიმართ და ასევე აქვთ ცუდი შედეგები, როდესაც არ მკურნალობენ უფრო აგრესიული ქირურგიული მიდგომებით, მათ შორის ტრანსპლანტაციით.
მეცნიერები კვლევაში გვთავაზობენ HBC-ების სტრატიფიცირების ახალ მეთოდს, რომელიც შეიძლება დაეხმაროს სპეციალიზებული მკურნალობის განვითარებას.
მკვლევარების თქმით, კვლევის დასკვნები ხაზს უსვამს მოლეკულური ტესტირების და ადრეული თერაპიული ჩარევის მნიშვნელობას ბავშვებში პათოლოგიური ქსოვილის აგრესიული ზრდის შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 91
Page 26 of 91