close
86538

ჟანჯიაჯიეს ეროვნულ პარკი არის ჩინეთის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც 1982 წელს გაიხსნა და მდებარეობს ხუნანის პროვინციაში. პარკის მეტად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მახასიათებელია სვეტის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც კარსტული რელიეფის მსგავსია, მაგრამ კირქვისაგან არ არის აგებული შემადგენელი ქანები, ეს სვეტები ეროზიის შედეგადაა წარმოქმნილი და მათი რაოდენობა დაახლოებით 3000-ია.

ტიანმენის გამოქვაბული არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბუნებრივი მღვიმე. ტიანმენის მღვიმის სიმაღლე 131,5 მეტრია, სიგანე 57 მეტრი და სიღრმე 60 მეტრი. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი იმპერატორებისთვისა თუ უბრალო ხალხისთვის წმინდა ადგილად მიიჩნეოდა. ვიზიტორს მღვიმის მოსანახულებლად ორი გზა აქვს, ერთ-ერთი გზა კიბეზე ასვლაა, რომელსაც ,,სამოთხისაკენ მიმავალ კიბეს” უწოდებდნენ. სულ 999 საფეხურია, რაც სამოთხის უზენაესობისა და მუდმვობის განსახიერებაა. მეორე გზა ლიფტია, რომელიც გვირაბში დამონტაჟებული პირველი ესკალატორია მსოფლიოში და რომლის დახმარებითაც მთის წვერზე შეგვიძლია ასვლა.

,,სამხრეთ ცის სვეტს” ოფიციალურად ეწოდა 2010 წელს “ავატარის ალილუიას მთა”, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის გამო. ფილმი ,,ავატარი” 2010 წელს გამოვიდა, რეჯისორი ჯეიმს კამერონი კი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ეროვნული პარკი იყო მისი შთაგონების წყარო და პარკის ვიზიტორთა რაოდენობაც სწორედ ფილმის გამოშვების შემდეგ გაიზარდა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა სწორედ აქ მდებარეობას. საბაგირო გზა პარკის უმეტესი ნაწილის ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს, რომლის სიგრძე 7455 მეტრია.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი და სწრაფი ლიფტი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, 326 მეტრი(1070ფუტი) სიგრძისაა, მდებარეობას ჟანჯიაჯიეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ლიფტის მშენებლობას 3 წელი დასჭირდა და მისი ღირებულება თითქმის 20 მილიონი დოლარი იყო. ლიფტს შეუძლია მგზავრების ტრანსპორტირება ორ წუთზე ნაკლებ დროში.

2016 წელს აგვისტოში Zhangjiajie Grand Canyon-მა გახსნა ორ კლდეს შორის გადებული მინის ხიდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალია, 430 მეტრი სიგრძის და 300 მეტრი სიმაღლის. ხიდის გახსნიდან 13 დღის შემდეგ დაიხურა უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ვიზიტორთა სიმრავლის გამო. თუმცა 2016 წლის სექტემბერში უსაფრთხოების ზომების კორექტირების შემდეგ ისევ გაიხსნა და ვიზიტორთა სიმრავლითაც გამოირჩევა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი