close
55577683456787654

გლობალური დათბობის პრობლემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე და აქტუალური ხდება. საინტერესოა, ვის სახელებს უკავშირდება ეს ცნებები? ანდა როგორი იქნებოდა დედამიწა სათბურის ეფექტის გარეშე?
სათბურის ეფექტს უწოდებენ ატმოსფეროს მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერას, რის შედეგადად დედამიწის ზედაპირი თბება. სათბურის ეფექტი პირველად 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა. 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა და იწინასწარმეტყველა გლობალური დათბობა.
მიუხედავად იმისა, რომ არენიუსი არ იყო პირველი, ვინც აღწერა სათბურის ეფექტი, ის იყო პირველი, რომელმაც ფიზიკურ ქიმიას მიმართა, რათა რაოდენობრივად გადმოეცა გლობალური დათბობის ზომა, ნახშირორჟანგის გაზრდილი ემისიის საფუძველზე. უფრო მარტივად რომ ითქვას, არენიუსი ანგარიშობდა ადამიანის მიერ გამოწვეული მოქმედების გავლენას გლობალურ დათბობაზე.
რაც შეეხება დედამიწას სათბურის ეფექტის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ზედაპირი სათბურის ეფექტის გარეშე 33°–ით უფრო ცივი იქნებოდა, დედამიწის საშუალო ტემპერატურა -18° C და შესაძლოა, სიცოცხლეც არ ყოფილიყო.
1880 წლიდან საშუალოდ ტემპერატურა 1°-ით არის მომატებული, ხოლო ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე გაზრდილია დაახლოებით 50%-ით. პარიზის კლიმატის შეთანხმების თანახმად, გლობალური ტემპერატურის მატება არ უნდა ასცდეს 2°-სს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი