close
წამლები

  საქართველოში წამლების თემა ბოლო დროის ერთ–ერთ ყველაზე აქტუალური და საჭირბოროტო საკითხია: ფარმაცევტული პროდუქციის ფასი და ხარისხი დიდი დავის და უკმაყოფილების საგნადაა ქცეული ქართველ მოსახლეობაში. რით არის განპირობებული ჯანდაცვის დანახარჯებში წამლების კატასტროფულად მაღალი წილი, რომლითაც ოფიციალურად  საქართველოს მოსახლეობის 15%  ღარიბდება ( 2015 წლის მონაცემები) და  რამდენად შეიძლება ვენდოთ ქართულ ფარმბაზარზე არსებულ პროდუქციას, – ეს  ის კითხვებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვესმის მედიკამენტების საკითხის ირგვლივ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ოჯახი თავისი შემოსავლის 34%- ს  ხარჯავს ჯანდაცვაზე, რომლის  60% მთლიანად მედიკამენტების შესყიდვის წილია. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის თანახმად, 2015 წელს ოფიციალურად წამლების ყიდვით ქართველი მოსახლეობის 15% გაღარიბდა.

[1]ცხრილი 1

მედიკამენტებზე მაღალი წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ესენია – პოლიპრაგმაზია, თვითმკურნალობის გავრცელებული პრაქტიკა, აფთიაქების მაღალი ხელმისაწვდომობა… თუმცა, პრობლემის მიზეზად ყველაზე ხშირად ასახელებენ წამლებზე უსამართლოდ მაღალ ფასნამატს, განსაკუთრებით, ადგილობრივი წარმოების წამლებზე. ქვემოთ მოცემული კვლევის მთავარი მიზანია სწორედ იმის გარკვევა, თუ რამდენადაა ეს აზრი მართებული და არსებობს, თუ არა დღის წესრიგში მედიკამენტებზე მაღალი ფასის პრაქტიკა საქართველოში.

 

                                                                                         ცხრილი 2[2]

გარდა მედიკამენტებზე მაღალი ფასისა, საქართველოში ეჭვის ქვეშ დგას ადგილობრივად წარმოებული წამლების ხარისხიც. საერთაშორისოდ აღიარებული არსებული 6 სტანდარტიდან, რომლებიც ძირითად გავლენას ახდენენ  ფარმპროდუქციის ხარისხზე, ეფექტიანობასა და უსაფრთოხეობაზე, საქართველოში აღიარებულია მხოლოდ ერთი – კარგი კლინიკური პრაქტიკა.

  • GLP – კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა
  • GDP – კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა
  • GMP – კარგი საწარმოო პრაქტიკა
  • GCP – კარგი კლინიკური პრაქტიკა
  • GPP – კარგი ფარმაცევტული პრაქტიკა
  • GPVP – კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკა

ჩამონათვალი 1[3]

მაშასადამე, კვლევა ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ფასები უტოლდება და, რიგ შემთხვევაში, აღემატება კიდეც ბრენდი ქარხნების მიერ წარმოებული მედიკამენტების ფასებს. ეს, მართლაც, დიდი პარადოქსია: როგორ შეიძლება საეჭვო აქტიური ნივთიერებების მქონე წამალი, რომელსაც არ აქვს გავლილი თითქმის არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი, არ აქვს გავლილი ლაბორატორიული შემოწმება და არის ჯენერიკი მედიკამენტი, ღირდეს მეტი ან უტოლდებოდეს იმ ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტების ფასებს, სადაც მაქსიმალურადაა დაცული ყველა სტანდარტი და ნორმა ? ამ რეალობის ფონზე სამართლიანია ითქვას, რომ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ნამდვილად არსებობს „კარგი და ცუდი წამლის ცნება“, რაც დაუშვებელია ისეთი სპეციფიკის პროდუქტზე, როგორიც მედიკამენტია. ჩვენ ვიხდით ორმაგს იმ წამალში, რომლის შემადგენლობაზე, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით.

 

[1] ცხრილი 1-ლი  გვიჩვენებს ფარმაცევტულ დანახარჯებს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ ყველაზე სავალალო შემთხვევაშიც კი, რომლითაც საბერძნეთი ხასიათდება, წამლების წილი არ აღემატება 30 %-ს, მაშინ როდესაც საქართველოს ეს მაჩვენებელი 60%-ა.

[2] ცხრილი 2  –ში წარმოდგენილია 20 ყველაზე გაყიდვადი ბრენდული მედიკამენტებისა  და მათი ქართული ანალოგების შედარებას ფასების მიხედვით. კვლევა ნათლად ასახავს საქართველოში წარმოებულ წამლებზე ძალზედ მაღალ  ფასნამატს: 60% შემთხვევაში საქართველოში წარმოებული შემცვლელი წამლის ფასი აღემატება ბრენდული მედიკამენტების ფასს.

[3]ჩამონათვალ  1–ელში  ასახულია კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკის მოდელი -GPVP.

 

მასალა მოამზადეს: შორენა ცინდელიანმა,  ლორენა ცინდელიანმა, შოთა აბზიანიძემ

კავკასიის უნივერსიტეტი – ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid