close
არქეოლოგიასაქართველო

თერჯოლაში ზედაპალეოლითური პერიოდის მასალა აღმოაჩინეს

სპეციალისტების თქმით, აღმოჩენილი მასალა, დაახლოებით, 15 ათასი წლის წინანდელია.

საგვარჯილეს კარსტული მღვიმე სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლს ხეობაში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), 220 მეტრ სიმაღლელეზე მდებარეობს  და მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია.

სტრატიგრაფიულ ჭრილში ფიქსირებულია 12 ფენა; ზედა პალეოლითის, ნეოლითის, ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის საერთო სიმძლავრეა 13 მ სტერილური შრეებით ერთმანეთისაგან გამოყოფილია პალეოლითური ხანის 5 ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ზედაპალეოლითური ხანის ქვის ნაწარმი, შუაპალეოლითური (მუსტიეს ეპოქის) წვეტანები და სახოკები. მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითის სხვადასხვა საფეხურისათვის დამახასიათებელ ნივთებს (ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შენკული საკიდი – ავგაროზები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ფენებში ნაპოვნია ირმის რქისგან დამზადებული თოხისნაირი იარაღი, ძვლის ჭვილთი, ანკესი, ნემსები, სადგისები და სხვა. მრავლადაა კაჟის ქვის ნაკეთობანი (სხვადასხვა ტიპის ისრისპირები და შუბისპირები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, სამაჯურები, კერამიკური ნაწარმი და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს მასალა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, დანარჩენი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგარაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid