close
კვლევები

რა სურთ ადამიანებს სიცოცხლის ბოლოს? – კვლევის შედეგი

2016 წელს ,,The Economist -მა” Kaiser Family Foundation-თან ერთად ჩაატარა ერთობლივი კვლევა ამერიკაში, ბრაზილიაში, იტალიასა და იაპნიაში. კვლევის მთავარი მიზანი გახლდათ გაერკვიათ, თუ რა შიშები, იმედები და სურვილები ჰქონდათ ადამიანებს სიკვდილის წინ.

როგორც გაირკვა, ის, თუ რა არის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი სიცოცხლის ბოლოს, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობენ ისინი.

ამერიკასა და იაპონიაში უპირველეს პრიორიტეტად ჯანდაცვის ხარჯები, შესაბამისად, ოჯახის წევრებზე ტვირთად დაწოლის შიში დასახელდა (იაპონელების საფიქრალს შეიძლება წარმოადგენს ის, რომ დასაფლავების პროცედურის ხარჯები 24000 $-მდეც კი ღირს, ამერიკელებისთვის კი მედიკამენტების სიძვირეა მნიშვნელოვანი პრობლემა) ბრაზილიაში, სადაც კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის სოციალურ ცხოვრებაში, მთავარი პრიორიტეტი სიკვდილის წინ სულიერი სიმშვიდის მიპოვება გახლდათ. რაც შეეხება იტალიელებს, მათ სურთ, რომ, სიკვდილის წინ ირგვლივ ახლობლები და საყვარელი ადამიანები ჰყავდეთ.

აღსანიშნავია, რომ 7 დასმული კითხვიდან, რაც შეიძლება დიდხანს სიცოცხლის სურვილი ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა გამოკითხულთათვის, გარდა ბრაზილიელებისა.

ყველა ქვეყანაში, გამოკითხულთა უმეტესობამ „გარკვეული“ ან „მნიშვნელოვანი“  როლი მიანიჭა სამედიცინო დახმარების სურვილს სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ნაკლებია ამ საკითხის შესახებ ახლობლებთან საუბრის, ან ოფიციალური დოკუმენტის შედგენის პრაქტიკა.

ამერიკელები ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი რომ წინასწარ დაგეგმონ  თავიანთი ცხოვრება ავადმყოფობის შემთხვევაში. მათი 55 % უკვე შეუთანხმდა ახლობლებს იმაზე, თუ რა სახის სამედიცინო დახმარება სურთ , თუკი სასიკვდილოდ ავად იქნებიან. მაშინ, როცა იაპონელები ყველაზე მეტად არიდებენ ამ საკითხს თავს და გამოკითხულთა მხოლოდ 1/3-ზე ნაკლებმა მოაგვარა წინასწარ საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ლიდერობს მოხუცი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით.

65 წლამდე გამოკითხულ ამერიკელთა ¾ მიიჩნევს, რომ მათი მოვლა შვილების მოვალეობაა, მაშინ, როცა 65 და უფრო ზევით წლოვანების ადამიანთა 58% ამ აზრს არ იზიარებს.

ოთხივე ქვეყანაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ არსებობს დიდი განსხვავება, თუ რას ისურვებდნენ ადმიანები სიკვიდილის წინ და რას ელოდებიან სინამდვილეში. მაგალითად: უმეტესობამ აღნიშნა, რომ თუკი არჩევნის საშუალება ექნებოდათ, ისინი სახლში სიკვდილს მიანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ, როცა მოლოდინი, რომ საავადმყოფოში გარდაიცვლებოდნენ  უფრო გავრცელებულია.

როგორც ჩანს, სიკვდილზე საუბრის ტაბუ ნელ-ნელა ქრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კვლევის ჩატარების მთავარ მიზეზი, როგორც ავტორები ასახელებენ,  იმ ვაკუუმის ამოვსების მცდელობაა, რაც არსებობს რეალურ სურვილსა და იმას შორის, თუ რისი მიღება შეუძლიათ  ადამიანებს, რომ სიკვდილი გარდაუვალია, თუმცა „ცუდი სიკვდილი“ -არა.

სრული კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid