close
ვლევებიედიცინა

რა დაზიანებას იწვევს დიაბეტის ახალი ტიპი და რატომ ჭირს მისი დიაგნოზირება?

მესამე ტიპის დიაბეტი

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის (ანუ ,,იუვენილური”) შემთხვევაში ხდება ინსულინის გამომმუშავებელი ß უჯრედების დაზიანება, რის გამოც ინსულინი გამომუშავდება ძალზედ მცირე რაოდენობით ან სრულებით არ გამომუშავდება. შესაბამისად, ორგანიზმს აღარ შეუძლია სისხლის შაქრის შეთვისება, უჯრედები ვერ იღებენ ენერგიას,

ტიპი 2    შაქრიანი დიაბეტი (,,მოზრდილთა” დიაბეტი), როგორც წესი, ვითარდება მოწიფულ ასაკში, ხშირად 40 წლის შემდეგ, სხეულის მომატებული მასის ფონზე, ზოგჯერ ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი, მაგრამ ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს არსებული ინსულინი საკმარისი არ არის სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისათვის. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გამომუშავდება საკუთარი ინსულინი, მაგრამ, როგორც წესი, ,,არასწორად”, ანუ ორგანიზმი შენელებულად და არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატებაზე და გამოყოფილი ინსულინი არ არის საკმარისი გლუკოზის სრულად ასათვისებლად. მეორე მექანიზმის მიხედვით,

ტიპი 3c დიაბეტს იწვევს პანკრეასის ანთებისგან (პანკრიატიტი), პანკრეასის სიმსივნეების ან კუჭქვეშა ჯირკვალზე განხორციელებული ქირურგიული ჩარევისგან გამოწვეული პანკრიასის დაზიანება.

ამ ტიპის დაზიანება  არა მხოლოდ ასუსტებს ამ ორგანოს მიერ ინსულინის წარმოქმნის უნარს, არამედ აფერხებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და სხვა ჰორმონების წარმოქმნას.

თუმცა, ჩვენი ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ტიპი 3 c დიაბეტის შემთხვევებისას, პაციენტების უმეტესობას დიაგნოზი არასწორად აქვს დასმული და ის ტიპი 2 დიაბეტში ერევათ. ექსპერტები აცხადებენ, რომ 2 მილიონი პაციენტიდან დიაგნოზი მხოლოდ 3 პროცენტს აქვს სწორად დასმული.

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ 3 c დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ინსულინთან ერთად საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიღებაც სჭირდებათ, რომელიც მათ ტაბლეტების ფორმით საკვებთან ერთად უნდა მიიღონ.

ბოლო დროს მკვლევარები და ექიმები შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ  3c დიაბეტი უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე ეგონათ და შემთხვევების უმეტესობა სწორად იდენტიფიცირებული არაა.

კვლევის ფარგლებში 2 მილიონი პაციენტის ჩანაწერები გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მოზრდილებში 3 c დიაბეტის შემთხვევები უფრო ხშირი იყო, ვიდრე ტიპი 1-ის.

ტიპი 3c-ით დაავადებული პაციენტები სისხლში შაქრის კონტროლს ორჯერ უფრო ცუდად ახორციელებდნენ, ვიდრე ტიპი 2-ის და 5-10-ჯერ მეტად სჭირდებოდათ ინსულინი.

აღსანიშნავია, რომ ტიპი 3c-ის დიაბეტი შესაძლოა პანკრეასის დაზიანებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგ დაიწყოს – ბევრ შემთხვევაში 10 წლის შემდეგად კი. შესაძლოა, ეს ფაქტი იყოს იმის მიზეზი, რომ ამ ორ მოვლენას ხშირად ერთმანეთთან არ აკავშირებენ.

დიაბეტის ტიპის დროული და სწორი იდენტიფიცირება სწორად შერჩეული მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისთვის გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა მაგალითად გლიკლაზიდი, შესაძლოა 3C ტიპის დიაბეტის შემთხვევაში არაეფექტური იყოს. ამდენად, არასწორი დიაგნოზი უმეტეს შემთხვევაში დროისა და ფულის გაფლანგვის მიზეზი ხდება.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid