close
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერები: ,,ნასვამი და გამოუძინებელი მძღოლების ტვინები ერთნაირად მუშაობს“

ახალი კვლევის თანახმად, გამოუძინებელი ადამიანის ტვინი ნასვამის მსგავსად მუშაობს.

მეცნიერების განმარტებით ძილის ნაკლებობა ტვინის ნეირონებს შორის კომუნიკაციას ასუსტებს.

ტვინის სიგნალიზაციის ცენტრში ასეთმა შესუსტებამ შესაძლოა მახსოვრობისა და კონცენტრაციის პრობლემები გამოიწვიოს.

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდს სურს, ძილის დაქვეითების პრობლემას უფრო სერიოზულად შეხედოს. გარდა იმისა, რომ ის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, უძილობა რისკს გვიქმნის საჭესთან ჯდომის და სხვა ყოველდღიური საქმიანობის დროს.

,,ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უძილობა ნეირონების სათანადოდ ფუნქციონირებას აფერხებს, რაც, თავის მხრივ, შემეცნებით ხარვეზებს იწვევს” – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი ითჟაკ ფრედი.

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში რადენიმე ადამიანი გამოიკვლიეს. მათ გამოსახულებების გარკვეულ კატეგორიებად დაყოფას სთხოვდნენ.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაღლილი იყო ესა თუ ის ადამიანი, მით უფრო სუსტდებოდა ნეირონოს აქტივობა და კარგავდა ძალას.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მძღოლის გადაღლილობა პირდაპირ კავშირშია ავტოსაგზაო შემთხვევებთან. ცნობილია, რომ ათასობით ადამიანის სიკვდილი და დაშავება გადაღლილი მძღოლის არა სათანადო რეაქციის შედეგად ხდება.

მკვლევარები ამბობენ, რომ გარკვეულწილად, უძილო მძღოლი იგივეა, რაც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი. „ასე რომ, დაღლილი მძღოლებისთვის  ისეთივე წესები გვჭირდება, როგორიც ნასვამებისთვის“ – აცხადებენ მეცნიერები კვლევაში, რომელიც სამენიერი ჟურნალ Nature Madecine-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid