close
მარს როვერი

ნასას როვერმა მარსის ზედაპირზე ორგანული ნაერთების სიმრავლე და ატმოსფერული მეთანის სეზონური ცვლა აღმოაჩინა, ეს კი საკმაოდ მყარი მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ, შესაძლოა, დედამიწის მეზობელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდეს.

თუმცა,  აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აცხადებს, რომ როვერ ,,Curiosity-ის“ მიერ ე.წ. გალაკრატერზე გაკეთებულ აღმოჩენას შესაძლოა ბიოლოგიური ახსნა ვერ მოეძებნოს, რაც მარსზე სიცოცხლის არსებობა-არარსებობის საკითხს კვლავ ბურუსით მოცულს დატოვებს.

ნასას როვერმა პლანეტაზე სამი განსხვავებული ტიპის ორგანული მოლეკულა აღმოაჩინა. ამავდროულად ,,Curiosity-მა“ ატმოსფერულ მეთანში მოულოდნელად დიდი სეზონური ციკლი.

დედამიწის ატმოსფეროში მეთანის დაახლოებით 95 პროცენტი ბიოლოგიური აქტივობის შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, მეცნიერების განცხადებით, ჯერ ადრეა გადაჭრით იმის მტკიცება, რომ მარსის მეთანიც სიცოცხლესთანაა დაკავშირებული.

ორგანული მოლეკულები სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებია, თუმცა ისინი შესაძლოა ისეთი ქიმიური რეაქციებისგან წარმოიშვან, რომლებიც სიცოცხლესთან კავშირში არ არიან. მეცნიერების განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის ცოდნა, წარმოიშვნენ თუ არა მარსის კომპონენტები ბიოლოგიურ პროცესებში. მათივე განმარტებით, არსებობს ორგანული მასალის სამი შესაძლო წყარო: სიცოცხლე, მეტეორიტები და გეოლოგიური პროცესები. დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, თუ რომელმა მაათგანმა გამოიწვია ორგანული მოლეკულების წარმოშობა.

ნასა იმედოვნებს, რომ Curiosity-ის ან სხვა როვერის საშუალებით მალე უკეთესად შემონახული ორგანული კომპონენტების მოპოვებას შეძლებენ, რაც მათ სიცოცხლის ქიმიური ხელწერის შემოწმების საშუალებას მისცემს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2