close
ასტრონომია - კოსმოსი

ნასამ მინიბირთვული რეაქტორი გამოსცადა, რომლითაც მარსზე ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ

პირველადი ტესტები კომპაქტურ ბირთვულ სისტემაზე, რომელიც შექმნილია მარსზე ადამიანის ხანგრძლივი მისიის შენარჩუნების მიზნით, Nevada- ში წარმატებით დასრულდა, სრულფასოვანი ტესტები კი მარტისთვისაა დაგეგმილი.

ეროვნული აერონავტიკა და კოსმოსური ადმინისტრაციისა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა ლას ვეგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნასას” პროექტ Kilopower-ის ფარგლებში მიმდინარე ბირთვული დაშლის სისტემაზე ისაუბრეს.

ტესტი ნოემბრის თვეში ენერგეტიკის დეპარტამენტ Nevada National Security Site-ში დაიწყო, მისი მიზანი მომავალში მარსზე, მთვარესა და სხვა მზის სისტემაში ასტრონავტული და რობოტული მისიების ენერგეტიკის უზრუნველყოფაა.

,,მარსს ენერგოსისტემებისთვის ძალიან რთული გარემოს აქვს, დედამიწასა და მთვარესთან შედარებით ნაკლები მზის შუქია, ძალიან ცივი ღამის ტემპერატურა, ძალიან საინტერესო მტვრის წვიმა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კვირეების ან თვეების განმავლობაში მთელ პლანეტაზე”, – განაცხადა NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მისიის დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა სტივ ჯურციკმა.

,,ასე რომ, Kilopower- ის კომპაქტური ზომა და სიმტკიცე იძლევა საშუალებას, მრავალრიცხოვანი ერთეული ერთი ხომალდით გადავიტანოთ პლანეტის ზედაპირზე და ის ათობით კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს,“ – დასძინა მან.

„ნასას“ პროტოტიპური ენერგოსისტემა იყენებს ურანი-235 რეაქტორის ბირთვს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, ქაღალდის პირსახოცის რულონის ზომისაა.

დეკემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლის მიზანი იყო მთვარეზე დაბრუნება, საბოლოო მიზანი კი – მარსზე მისიის განხორციელებაა.

,,ნასას“ მთავარი ტექნოლოგი – ლიი მეისონი აცხადებს, რომ მარსზე მისიის განხორციელებას 40-50 კილოვატი ელექტროენერგია ჭირდება.

ახლად გამოცდილი ტექნოლოგიით შესაძლებელია საცხოვრებელი და სასიცოცხლო სისტემების კვება, ის საშუალებას აძლევს ასტრონავტებს, დამუხტონ როვერები და მოახდინონ სხვადასხვა რესურსის ტრანსფორმირება: მაგალითად, გარდაქმნან ყინული ჟანგბადად, წყლად და საწვავად.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid