close
სიქოლოგია

რა როლს ასრულებს ოჯახი მოზარდის ფსიქოლოგიურ განვითარებაში?

family

როცა  ვლაპარაკობთ  ოჯახის  კეთილდღეობაზე, არ უნდა  დაგვავიწყდეს   მთავარი  ღირსება  ოჯახის, ისევე  როგორც  ცალკეული  პიროვნების,  დაბრკოლებათა გადალახვის  უნარი და  ვალდებულებათა  ჰარმონიული  გადანაწილება.  ბევრს  არც  აქვს გააზრებული, როგორი უნდა იყოს  სინამდვილეში  და  რა  მნიშვნელობა  აქვს ოჯახს  ბავშვის სრულყოფილად  ჩამოყალიბებაში. ოჯახი მცირე სოციალური ჯგუფია, რომელიც კიდევ უფრო მყარდება  ბავშვის გაჩენით.

სულიერად მდიდარი პიროვნება დიდი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ეკიდება ბავშვის აღზრდას, და არც არის გასაკვირი, რომ ასეთი მზრუნველობით გაზრდილი ბავშვი ყოველთვის ითვისებს კარგ ოჯახურ ჩვევებს.რა შეიძლება გამოიწვიოს ოჯახის არამდგრადობამ  მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე? მთელ რიგ პრობლემებს შორის,  ეს პრობლემა ნათლად ჩანს  რიჩარდ ლაგრავენერის დრამაში – „ თავისუფლების  მწერლები’, სადაც კარგად  არის აღწერილი  ოჯახური  ძალადობა  და  ამ  ძალადობის  კვალი  მოზარდებზე,  მათი არასწორი  ფსიქოლოგიური   განვითარების თვალსაზრისით. ოჯახი, რომელიც ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა და ჩაერთოს მოზარდის განვითარების საქმეში, სრულიად უგულებელყოფს მის აკადემიურ მოსწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვი იძენს ოჯახში გაბატონებულ  კარგ და ცუდ წეს -ჩვეულებებს. ადრეული ასაკიდანვე ილტვის დედ-მამისაკენ და სავსებით ბედნიერად გრძნობს თავს, თუმცა ეს ბედნიერება სულ ცოტაც და ხელიდან გაუქრეს, იმ წუთიდან, როცა ოჯახში იწყება ძალადობა.  გამოკვლევებმა აჩვენა , რომ მხოლოდ სიყვარული არასაკმარისია ხანგრძლივი და ბედნიერი ცოლ-ქმრობისათვის. ყველაზე ძლიერი გატაცებაც კი საჭიროებს ისეთ  ძლიერ საყრდენს, როგორც პასუხისმგებლობაა და შეგნება იმისა რომ დაქორწინება ერთ ბედქვეშ ცხოვრებაა.

ეს საკმაოდ ამოუწურავი თემაა, რასაც ასე ზედაპირულად ვერ შევეხებით. ეს პრობლემა აქტუალურია ჩვენს ქვეყანაშიც. უამრავი ბავშვია ძალადობის მსხვერპლი. ჩნდება კითხვა: აუცილებელია თუ არა მისი ნორმალური განვითარებისთვის გვერდით ჰყავდეს როგორც დედა, ასევე მამა? ალბათ ერთხმად უპასუხებთ, რომ აუცილებელია. მართალიც არის. ჩვენი მომავალი თაობის ჰარმონიული განვითარება შეუძლებელია ოჯახური აღზრდის გარეშე. არსებობს მოსაზრება, რომ  3  წლამდე  ასაკის ბავშვს რამდენიმე თვეც რომ მოაკლდეს სიყვარული, ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მის გონებრივ, ზნეობრივ და ემოციურ განვითარებას. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე ადრეულ ბავშვობაში ემყარება საფუძველი ადამიანის შემდგომ სულიერ  ცხოვრებას . „ბავშვი დედ-მამის ხელშიც კი ობოლია მშობლიური სიყვარულის გარეშე”,  ის ყველაფერს კარგად გრძნობს, რაც არ უნდა პატარა იყოს. მას ახარებს მშობლების კეთილდამოკიდებულება. მტკივნეულად განიცდის მათ ჩხუბს. უმეტესად, ასეთ შემთხვევაში, ისინი ყალიბდებიან  მოძალადე, აგრესიულ ადამიანებად, რომლებსაც აქვთ სიყვარულის დეფიციტი.  მათ სჭირდებათ მშობლები, მათზე მზრუნველი მშობლები, რაც ბავშვს აძლევს სამყაროს შეგრძნებისა  და მისი  სიმტკიცის განცდას. ასევე  მოწიფულ  ადამიანს აქვს იმის  მოთხოვნილება , რომ  იზრუნოს  სხვაზე. იყო  სუსტის  საყრდენი და ამ  გზით  განიცადოს  თავისი  ძალა  და მნიშვნელობა.  ყველაზე  კარგად ეს  ვლინდება  სწორედ მშობლიურ  გრძნობებში.
უკვე ნათელია,  რისი  მიცემა  შეუძლიათ  მშობლებს  ბავშვისთვის, მაგრამ უფროსებს,  სამწუხაროდ, არა აქვთ  იმის ნათელი  წარმოდგენა  თუ თვითონ რითი  არიან  დავალებული  იმ ბავშვებისგან, რომლებსაც სიცოცხლე აჩუქეს.
ოჯახური ძალადობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი  პრობლემა სახელმწიფოსთვის, რადგან ირღვევა  მომავალი თაობის აღზრდა -განვითარება და  მათი ფსიქოლოგიური  სტაბილურობა. ეს კი იწვევს  ჩვენი მოზარდი თაობის  აღგზნებულობას, სისასტიკეს,  ძალადობას და ძნელად  კონტროლირებადობას, ასე განვითარებული ადამიანები კი ვერ შექმნიან და ვერ მიიღებენ მონაწილეობას ჯანსაღი სახელმწიფოს შექმნაში. იმისათვის, რომ გვყავდეს  სრულფასოვანი  თაობა, აუცილებელია, სახელმწიფო ზრუნავდეს მათ სწორად განვითარებაზე  და მიიღოს შესაბამისი  ზომები, რათა  აღმოიფხვრას  ოჯახური ძალადობის  ფაქტები.
მასალა მოამზადა: სოფიკო დვალმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid